ავტორი:

"თუ არ დავრჩებით სახლში, გვექნება უდიდესი მსხვერპლი... ვეღარ დავითვლით კუბოებს, ეს გინდათ?" - იმნაძე

"თუ არ დავრჩებით სახლში, გვექნება უდიდესი მსხვერპლი... ვეღარ დავითვლით კუბოებს, ეს გინდათ?" - იმნაძე

"თუ არ დავრჩებით სახლში, ვერ გადავრჩებით, გვექნება უდიდესი მსხვერპლი" - ამის შესახე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს საქართველოში საშიშროების წინაშეა, რომ "ჩვენთან განმეორდება იტალია".

"ხვალ ჩემს თანამშრომელს ასაფლავებენ - ზურა მირიანაშვილს. კაცს, რომლესაც 4 სტენტი ჰქონდა ჩადგმული გულში და ყოველ დღე მუშაობდა, რადგან იცოდა, რომ თავის სამშობლოს ემსახურებოდა. ზურას ხსოვნის გულისთვის, ნუ გავაკთებთ იმას, რომ ის, რაც დღემდე გავაკეთეთ, წყალში ჩაყაროთ.

ეს არ ეხება მხოლოდ ეკლესიას, ეს ეხება იმასაც, რომ ვირუსი ოჯახებში ვრცელდება... ხომ ხედავთ სტატისტიკას? მთელმა საქართველომ ზეპირად იცით, თითო ოჯახში 5, 6, 7 ავადმყოფია... სამეგობროში, სამეზობლოში ოჯახებში. გავიგოთ, გავითავისოთ, რომ დისტანცირება ოჯახშიც კი საჭიროა, არათუ გარეთ. თუ ეს არ გავითავისეთ, ჩვენ სამ კვირაში საქართველოში საშინელებას დავატრიალებთ.

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დარჩით სახლში. დარჩით სახლში, არ წახვიდეთ არსად! გაიგეთ ხალხო, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, თუ არ დავრჩებით სახლში, ვერ გადავრჩებით, გვექნება უდიდესი მსხვერპლი... დარჩნენ ადამიანები სახლში, ეგ არის მაგათი მოვალეობა. დღემდე დინამიკა იყო ისეთი, რომელიც გვაძლევდა საშუალებას, რომ ნაკლები დანაკარგი გვქონოდა. აქ ლაპარაკია ადამიანურ დანაკარგზე. ნაკლები ადამიანის სიცოცხლის ხარჯზე გავუძვრებით ამ ეპიდემიას. თუ არა, მოგველის ის, რაც მოხდა იტალიაში. ვეღარ დავითვლით საქართველოში კუბოებს, ეს გვინდა? დარჩით სახლში",- განაცხადა იმნაძემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში.

"როგორც თქვენი ეპისკოპოსი ძალიან გთხოვთ, დარჩით სახლებში აღდგომასაც!" - მეუფე მელქისედეკი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

"მეუფე იაკობი ჩემზე უმცროსია, ვთხოვ მას, რომ მეტად მორიდებული იყოს, როცა ასაკით უფროს ადამიანებს ესაუბრება" - გამყრელიძე