სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გადავწყვიტეთ, სააღდგომო მსახურებაზე მრევლი მივიდეს კომენდანტის საათის დაწყებამდე და დილის 06:00 საათზე დატოვოს ტაძარი"
"გადავწყვიტეთ, სააღდგომო მსახურებაზე მრევლი მივიდეს კომენდანტის საათის დაწყებამდე და დილის 06:00 საათზე დატოვოს ტაძარი"

ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ მრევ­ლი მი­ვი­დეს ტა­ძარ­ში კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის და­წყე­ბამ­დე, 21:00 სა­ა­თამ­დე და მსა­ხუ­რე­ბის შემ­დეგ ტა­ძა­რი და­ტო­ვოს დი­ლის 6 სა­ათ­ზე, - ამის შე­სა­ხებ სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა, დე­კა­ნოზ­მა ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ხან­გრძლი­ვი კონ­სულ­ტა­ცი­ის შემ­დეგ მი­ი­ღეს.

ამას­თან, რო­გორც ჯაღ­მა­ი­ძე ამ­ბობს, ეს არის ძა­ლი­ან შე­ღა­ვა­თი­ა­ნი პი­რო­ბა, რომ მრევ­ლმა შე­ეძ­ლოს სრულ­ყო­ფი­ლად მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­აღ­დგო­მო მსა­ხუ­რე­ბა­ში.

"ყო­ველ­დღე იც­ვლე­ბა გა­რე­მო­ე­ბე­ბი. მთა­ვა­რი სა­კი­თხი რა­ზეც უნდა შევ­თან­ხმე­ბუ­ლი­ყა­ვით, მო­ლო­დი­ნი ეხე­ბო­და აღ­დგო­მის ღა­მის მსა­ხუ­რე­ბას. ბევ­რი კონ­სულ­ტა­ცია გახ­და ამის­თვის სა­ჭი­რო. ბევ­რი პო­ზი­ცი­ე­ბის დახ­ვე­წა და შე­ჯე­რე­ბა. ჩვენ ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, მუდ­მი­ვად გვქონ­და სა­ხელ­მწი­ფოს­თან არა­ერ­თი კონ­სულ­ტა­ცია და სა­ბო­ლოო ჯამ­ში მი­ვი­ღეთ აუ­ცი­ლე­ბე­ლი და საკ­მა­რი­სი პი­რო­ბე­ბი იმის­თვის, რომ ამ რთუ­ლი ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით არ მოხ­დეს მრევ­ლის­თვის ეკ­ლე­სი­ე­ბის და­ხურ­ვა და მათ შეძ­ლონ დღე­სას­წა­უ­ლის აღ­ნიშნ­ვა ტრა­დი­ცი­უ­ლად.

გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ის მი­თი­თე­ბა, რაც სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან და ჯან­დაც­ვის შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბის მხრი­დან იქნა მო­წო­დე­ბუ­ლი. ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ მრევ­ლი მი­ვი­დეს ტა­ძარ­ში კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის და­წყე­ბამ­დე 21:00 სა­ა­თამ­დე და მსა­ხუ­რე­ბის შემ­დეგ ტა­ძა­რი და­ტო­ვოს დი­ლის 6 სა­ათ­ზე. ეს არის ძა­ლი­ან შე­ღა­ვა­თი­ა­ნი პი­რო­ბა, რომ მრევლს შე­ეძ­ლე­ბა სრულ­ყო­ფი­ლად მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­აღ­დგო­მო მსა­ხუ­რე­ბა­ში," - გა­ნა­ცხა­და ჯაღ­მა­ი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 89 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლილი
37

იმედგაცრუება......

თომა
66

ჯოჯოხეთში დაიწვებით მკვლელებო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"გადავწყვიტეთ, სააღდგომო მსახურებაზე მრევლი მივიდეს კომენდანტის საათის დაწყებამდე და დილის 06:00 საათზე დატოვოს ტაძარი"

"გადავწყვიტეთ, სააღდგომო მსახურებაზე მრევლი მივიდეს კომენდანტის საათის დაწყებამდე და დილის 06:00 საათზე დატოვოს ტაძარი"

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მრევლი მივიდეს ტაძარში კომენდანტის საათის დაწყებამდე, 21:00 საათამდე და მსახურების შემდეგ ტაძარი დატოვოს დილის 6 საათზე, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებასთან ხანგრძლივი კონსულტაციის შემდეგ მიიღეს.

ამასთან, როგორც ჯაღმაიძე ამბობს, ეს არის ძალიან შეღავათიანი პირობა, რომ მრევლმა შეეძლოს სრულყოფილად მიიღოს მონაწილეობა სააღდგომო მსახურებაში.

"ყოველდღე იცვლება გარემოებები. მთავარი საკითხი რაზეც უნდა შევთანხმებულიყავით, მოლოდინი ეხებოდა აღდგომის ღამის მსახურებას. ბევრი კონსულტაცია გახდა ამისთვის საჭირო. ბევრი პოზიციების დახვეწა და შეჯერება. ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში, მუდმივად გვქონდა სახელმწიფოსთან არაერთი კონსულტაცია და საბოლოო ჯამში მივიღეთ აუცილებელი და საკმარისი პირობები იმისთვის, რომ ამ რთული ვითარების გათვალისწინებით არ მოხდეს მრევლისთვის ეკლესიების დახურვა და მათ შეძლონ დღესასწაულის აღნიშნვა ტრადიციულად.

გათვალისწინებული იქნება ის მითითება, რაც სახელმწიფოს მხრიდან და ჯანდაცვის შესაბამისი სამსახურების მხრიდან იქნა მოწოდებული. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მრევლი მივიდეს ტაძარში კომენდანტის საათის დაწყებამდე 21:00 საათამდე და მსახურების შემდეგ ტაძარი დატოვოს დილის 6 საათზე. ეს არის ძალიან შეღავათიანი პირობა, რომ მრევლს შეეძლება სრულყოფილად მიიღოს მონაწილეობა სააღდგომო მსახურებაში," - განაცხადა ჯაღმაიძემ.

"ველოდებით მრევლს, იმიტომ, რომ დიდი დღესასწაულია" - ალავერდში ლიტანიობაზე მისულებს თერმოსკრინინგით შეამოწმებენ

კინორეჟისორი რეზო ესაძე გარდაიცვალა

გზა "კომაროვიდან" ბერობამდე - უცნობი ფაქტები სკანდალურ მეუფეზე, რომელიც ბერად 41 წლის ასაკში აღიკვეცა