საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს 4 დიდ ქალაქში შესვლა-გამოსვლაზე აკრძალვა ძალაში შევიდა
საქართველოს 4 დიდ ქალაქში შესვლა-გამოსვლაზე აკრძალვა ძალაში შევიდა

მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ოთხ დიდ ქა­ლაქ­ში - თბი­ლის­ში, რუს­თავ­ში, ბა­თუმ­სა და ქუ­თა­ის­ში 10 დღით ყვე­ლა სა­ხის ტრან­სპორ­ტით შეს­ვლა და გა­მოს­ვლა აიკ­რძა­ლა.შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა 21:00 სა­ა­თი­დან ძა­ლა­ში შე­ვი­და.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას თქმით, ქვე­ყა­ნა ვირუ­სის სრულ­მას­შტა­ბი­ან შიდა გავ­რცე­ლე­ბის ეტაპ­ზეა.

"15 აპ­რი­ლის 21:00 სა­ა­თი­დან 4 დიდ ქა­ლაქ­ში - თბი­ლის­ში, რუს­თავ­ში, ბა­თუმ­სა და ქუ­თა­ის­ში ყვე­ლა სა­ხის ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა (შიგ­ნით არა, შეს­ვლა და გას­ვლა) აიკ­რძა­ლა 10 დღით” , - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ გუ­შინ გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე. დაშ­ვე­ბუ­ლია გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბიც,რომ­ლის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლა­დაც მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­უძ­ლი­ათ, მი­მარ­თონ ცხელ ხაზს - 144-ს.

  • და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი, რაც თბი­ლისს, ქუ­თა­ისს, ბა­თუმ­სა და რუს­თავს ჩა­კე­ტავს, კონ­კრე­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ პი­რებს არ შე­ე­ხე­ბათ.
  • რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის №242-ე დად­გე­ნი­ლე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, შე­ზღუდ­ვა არ ეხე­ბა:
  • სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­და­ად­გი­ლე­ბას;
  • სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რივ სატ­ვირ­თო გა­და­ზიდ­ვებს;
  • სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­და­ად­გი­ლე­ბას;
  • ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის/მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის გა­დაყ­ვა­ნას;
  • ფუ­ლა­დი სახ­სრე­ბის, ძვირ­ფა­სი ლი­თო­ნე­ბი­სა და სხვა ფა­სე­უ­ლო­ბა­თა ინ­კა­სი­რე­ბას;
  • ელექტრო­ე­ნერ­გი­ის, ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის, წყლის წარ­მო­ე­ბის/გა­და­ცე­მის/გა­ნა­წი­ლე­ბის/მი­წო­დე­ბის, ასე­ვე სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო, სა­ფოს­ტო და ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­წო­დე­ბის მიზ­ნით გა­და­ად­გი­ლე­ბას;
  • სა­მომ­სა­ხუ­რეო სარ­კი­ნიგ­ზო მი­მოს­ვლის მიზ­ნით გა­და­ად­გი­ლე­ბას;
  • მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნით გა­და­ად­გი­ლე­ბას;
  • სა­რი­ტუ­ა­ლო მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვის მიზ­ნით გა­და­ად­გი­ლე­ბას (მიც­ვა­ლე­ბუ­ლის გა­დას­ვე­ნე­ბა/დაკ­რძალ­ვა);
  • სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მიზ­ნე­ბის­თვის გა­და­ად­გი­ლე­ბას;
  • კერ­ძო დაც­ვი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნით გა­და­ად­გი­ლე­ბას;
  • სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და ამ დად­გე­ნი­ლე­ბით დაშ­ვე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი სუ­ბი­ექ­ტე­ბის მიერ ოპე­რა­ცი­ულ შტაბ­თან შე­თან­ხმე­ბულ სი­ა­ში მყოფ პი­რებს/ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებს, რო­მელ­თა გა­და­ად­გი­ლე­ბაც კრი­ტი­კუ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის დროს სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად.
ავტორი:

საქართველოს 4 დიდ ქალაქში შესვლა-გამოსვლაზე აკრძალვა ძალაში შევიდა

საქართველოს 4 დიდ ქალაქში შესვლა-გამოსვლაზე აკრძალვა ძალაში შევიდა

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში 10 დღით ყველა სახის ტრანსპორტით შესვლა და გამოსვლა აიკრძალა.შესაბამისი გადაწყვეტილება 21:00 საათიდან ძალაში შევიდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, ქვეყანა ვირუსის სრულმასშტაბიან შიდა გავრცელების ეტაპზეა.

"15 აპრილის 21:00 საათიდან 4 დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა (შიგნით არა, შესვლა და გასვლა) აიკრძალა 10 დღით” , - განაცხადა გიორგი გახარიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე. დაშვებულია გამონაკლისებიც,რომლის დასაკმაყოფილებლადაც მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ ცხელ ხაზს - 144-ს.

  • დაწესებული შეზღუდვები, რაც თბილისს, ქუთაისს, ბათუმსა და რუსთავს ჩაკეტავს, კონკრეტული საქმიანობის განმახორციელებელ პირებს არ შეეხებათ.
  • როგორც საქართველოს მთავრობის №242-ე დადგენილებაშია აღნიშნული, შეზღუდვა არ ეხება:
  • სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას;
  • საერთაშორისო და ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვებს;
  • საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას;
  • ბრალდებულების/მსჯავრდებულების გადაყვანას;
  • ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირებას;
  • ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოების/გადაცემის/განაწილების/მიწოდების, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდების მიზნით გადაადგილებას;
  • სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლის მიზნით გადაადგილებას;
  • მედია საშუალებების წარმომადგენელთა ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას;
  • სარიტუალო მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილებას (მიცვალებულის გადასვენება/დაკრძალვა);
  • საერთაშორისო ორგანიზაციების ჰუმანიტარული მიზნებისთვის გადაადგილებას;
  • კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას;
  • საჯარო დაწესებულებებისა და ამ დადგენილებით დაშვებული ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში მყოფ პირებს/ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად.

"თუ არ გაითავისებთ რეკომენდაციებს, მდგომარეობა შეიძლება დრამატულად განვითარდეს და ჯანდაცვის სისტემამ პაციენტების მოვლა ვეღარ მოახერხოს"

საქართველოში კორონავირუსისგან 71 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ხვალ ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდება