მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აღდგომის ღამისთევისთვის შენობის მომზადებაში სასულიერო პირებს ძიუდოისტები ეხმარებიან
აღდგომის ღამისთევისთვის შენობის მომზადებაში სასულიერო პირებს ძიუდოისტები ეხმარებიან

დე­კა­ნოზ შალ­ვა კე­კე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, აღ­დგო­მის ღა­მის­თვის შე­ნო­ბას ამ­ზა­დე­ბენ, სა­დაც 2000-მდე ადა­მი­ა­ნი და­ე­ტე­ვა. მი­სი­ვე თქმით, შე­ნო­ბა­ში უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა სკა­მე­ბი, ხმის გა­მაძ­ლი­ე­რებ­ლე­ბი, ნიღ­ბე­ბი, იმის­თვის რომ ლი­ტა­ნი­ო­ბა­ზე მი­სუ­ლებ­მა მოს­ვე­ნე­ბა შეძ­ლონ.

სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ის ყო­ფილ შე­ნო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე მო­სამ­ზა­დე­ბელ სა­მუ­შა­ო­ებ­ში სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს ცნო­ბი­ლი ძი­უ­დო­ის­ტე­ბი ეხ­მა­რე­ბი­ან, მათ შო­რის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნე­ბი ვარ­ლამ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი და გუ­რამ თუ­შიშ­ვი­ლი.

"ვამ­ზა­დებთ, რომ წირ­ვის­თვის იყოს დიდი ად­გი­ლი და ხალ­ხმა შეძ­ლოს დას­წრე­ბა დის­ტან­ცი­ით, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვით. ჯერ ზუს­ტად არ ვი­ცით, ჩა­ტარ­დე­ბა თუ არა ღა­მის­თე­ვა ხალ­ხის დას­წრე­ბით, ამა­ზე ვე­ლო­დე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, მაგ­რამ ყო­ვე­ლი შემ­თხვე­ვის­თვის ვამ­ზა­დებთ, რომ 2000 ადა­მი­ა­ნი მა­ინც და­ე­ტი­ოს ტაძ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე" - ამ­ბობს ვარ­ლამ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი.

"მა­მა­ოს კურ­თხე­ვით ვა­სუფ­თა­ვებთ რო­გორც შეგ­ვიძ­ლია, აქა­უ­რი მრევ­ლი, სტი­ქა­როს­ნე­ბი, ჩვენც ვეხ­მა­რე­ბით, რი­თაც შეგ­ვიძ­ლია, ფი­ზი­კუ­რად ვშრო­მობთ ბი­ჭე­ბი. სკა­მე­ბი იქ­ნე­ბა, შუქი იქ­ნე­ბა, ხმის გა­მაძ­ლი­ე­რებ­ლე­ბი, რომ ხალ­ხი მო­ვი­დეს და კომ­ფორ­ტუ­ლად და­ეს­წროს წირ­ვას" - აღ­ნიშ­ნა გუ­რამ თუ­შიშ­ვილ­მა.

"ჩვენ აღ­დგო­მა დღეს, ღვთის მად­ლით, ვა­პი­რებთ დის­ტან­ცი­ე­ბის დაც­ვას, ვამ­ზა­დებთ ახლა შე­ნო­ბას, სა­დაც 2000 კა­ცამ­დე შე­იძ­ლე­ბა და­ე­ტი­ოს, სკა­მებ­საც ვუმ­ზა­დებთ ადა­მი­ა­ნებს, მთლი­ა­ნად ვახ­მო­ვა­ნებთ ამ ტე­რი­ტო­რი­ას, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის მარ­ტი­ვი იყოს ტა­ძარ­ში მოს­ვლა.

ვიცი, რომ ღა­მის­თე­ვა ძა­ლი­ან რთუ­ლია, მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­უ­წევთ აქ ადა­მი­ა­ნებს ყოფ­ნა. ად­გი­ლებ­საც ვნიშ­ნავთ, რომ დის­ტან­ცი­უ­რად იდ­გნენ ერ­თმა­ნეთ­თან. პი­რა­დად ვთხოვ­დი მთავ­რო­ბის წევ­რებს, ამ ღა­მეს დაგ­ვეხ­მა­რონ დის­ტან­ცი­რე­ბის დაც­ვა­ში.

ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც კა­ნონს არ­ღვევს, ბუ­ნებ­რი­ვია, ის და­ჯა­რიმ­დე­ბა, ამი­ტომ ით­ქვა, რომ 21:00 სა­ა­თი­დან დი­ლის 6 სა­ა­თამ­დე არის კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი, ამ დროს ალ­ბათ ქუ­ჩა­ში არა­ვინ უნდა იყოს. არ შე­იძ­ლე­ბა ამ დროს ადა­მი­ა­ნი ქუ­ჩა­ში იყოს და ეს კა­ნო­ნი და­არ­ღვი­ოს", - გა­ნა­ცხა­და დე­კა­ნოზ­მა შალ­ვა კე­კე­ლი­ამ „რუს­თა­ვი 2“-თან სა­უბ­რი­სას და დას­ძი­ნა რომ ეკ­ლე­სი­ა­ში ღა­მით მრევ­ლი იქ­ნე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვლადიმერი
107

იხარეᲗ კაცებო..საქარᲗველოს ვაᲟკაცებო!! კანონის მორᲩილებიᲗ ექიმების რეკომენდაციებიᲗ და რაც მᲦავარია ᲦვᲗის ᲫალიᲗ აᲦდგომის მადლიᲗ და სიხარულიᲗ ყველაფერი მაგრად იქნება!!! ❤

დათო
5

სასიკვდილოდ იმეტებთ ამ ხალხს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

აღდგომის ღამისთევისთვის შენობის მომზადებაში სასულიერო პირებს ძიუდოისტები ეხმარებიან

აღდგომის ღამისთევისთვის შენობის მომზადებაში სასულიერო პირებს ძიუდოისტები ეხმარებიან

დეკანოზ შალვა კეკელიას განცხადებით, აღდგომის ღამისთვის შენობას ამზადებენ, სადაც 2000-მდე ადამიანი დაეტევა. მისივე თქმით, შენობაში უზრუნველყოფილი იქნება სკამები, ხმის გამაძლიერებლები, ნიღბები, იმისთვის რომ ლიტანიობაზე მისულებმა მოსვენება შეძლონ.

სასულიერო სემინარიის ყოფილ შენობაში მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოებში სასულიერო პირებს ცნობილი ძიუდოისტები ეხმარებიან, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონები ვარლამ ლიპარტელიანი და გურამ თუშიშვილი.

"ვამზადებთ, რომ წირვისთვის იყოს დიდი ადგილი და ხალხმა შეძლოს დასწრება დისტანციით, რეგულაციების დაცვით. ჯერ ზუსტად არ ვიცით, ჩატარდება თუ არა ღამისთევა ხალხის დასწრებით, ამაზე ველოდებით გადაწყვეტილებას, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის ვამზადებთ, რომ 2000 ადამიანი მაინც დაეტიოს ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე" - ამბობს ვარლამ ლიპარტელიანი.

"მამაოს კურთხევით ვასუფთავებთ როგორც შეგვიძლია, აქაური მრევლი, სტიქაროსნები, ჩვენც ვეხმარებით, რითაც შეგვიძლია, ფიზიკურად ვშრომობთ ბიჭები. სკამები იქნება, შუქი იქნება, ხმის გამაძლიერებლები, რომ ხალხი მოვიდეს და კომფორტულად დაესწროს წირვას" - აღნიშნა გურამ თუშიშვილმა.

"ჩვენ აღდგომა დღეს, ღვთის მადლით, ვაპირებთ დისტანციების დაცვას, ვამზადებთ ახლა შენობას, სადაც 2000 კაცამდე შეიძლება დაეტიოს, სკამებსაც ვუმზადებთ ადამიანებს, მთლიანად ვახმოვანებთ ამ ტერიტორიას, რომ ადამიანებისთვის მარტივი იყოს ტაძარში მოსვლა.

ვიცი, რომ ღამისთევა ძალიან რთულია, მთელი ღამის განმავლობაში მოუწევთ აქ ადამიანებს ყოფნა. ადგილებსაც ვნიშნავთ, რომ დისტანციურად იდგნენ ერთმანეთთან. პირადად ვთხოვდი მთავრობის წევრებს, ამ ღამეს დაგვეხმარონ დისტანცირების დაცვაში.

ადამიანი, რომელიც კანონს არღვევს, ბუნებრივია, ის დაჯარიმდება, ამიტომ ითქვა, რომ 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე არის კომენდანტის საათი, ამ დროს ალბათ ქუჩაში არავინ უნდა იყოს. არ შეიძლება ამ დროს ადამიანი ქუჩაში იყოს და ეს კანონი დაარღვიოს", - განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ „რუსთავი 2“-თან საუბრისას და დასძინა რომ ეკლესიაში ღამით მრევლი იქნება.

მთავრობამ ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეძლოს

უბისა-შორაპნის მონაკვეთის მშენებლობაზე მუშას ტრაქტორმა გადაუარა - მას ფეხის ამპუტაცია დასჭირდა

"შესაძლოა, ბანკებს კიდევ ერთი-ორი თვის განმავლობაში საშეღავათო პერიოდის გაგრძელების შესაძლებლობა ჰქონდეთ..." - რომან კაკულია