მიუნხენის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი თამაზ ლომიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე, პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ეკლესიებში მრევლის შეკრებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გააქტიურებულ თემებს ეხმაურება:
"მამაჩემი, როცა ბავშვები ვიყავით, სულ გვიჩიჩინებდა და გვეუბნებოდა: ახლა უნდა მოასწროთ, ახლა უნდა იკითხოთ წიგნები და ისწავლოთ ყველაფერი, თორემ ის მნიშვნელოვანი მომენტი რომ დაგიდგებათ ცხოვრებაში და ცოდნა დაგჭირდებათ, მერე ვეღარ გამოიქცევით უკან და დაიწყებთ გაცდენილის სწავლასო. აი, ეგ მომენტი დაუდგა სწორედ ჩვენს ეკლესიას და ხალხს. სწორედ ეს, ცრურწმენაზე, პრიმიტიულ "სასწაულებზე" და ცაზე გამოსახულ "რელიგიურ" ნახატებზე გაზრდილი მორწმუნეები, რომელთაც ამდენი წელია ქრისტიანობა სახარებისეულად და წიგნიერად არ უსწავლიათ, გადაიქცნენ უდიდეს დაბრკოლებად თავად ეკლესიისთვისაც და სახელმწიფოსთვისაც. უნდა ვაღიაროთ, რომ თვით სასულიერო პირთა და მორწმუნეთა ეს ჯგუფი უკვე წლებია ამუხრუჭებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ეს უპირველესად ისევ ჩვენი, ეკლესიის ბრალია. ახლა, ამ განსაცდელისას შეუძლებელია მოვასწროთ ყველა გაცდენილის სწავლა, ხოლო კანონის მორჩილება, სამწუხაროდ, ბევრს არ გააჩნია. რაც დავთესეთ, იმას ვიმკით!", - წერს სასულიერო პირი.
Თამაზ ასე გიწოდებ Შენ!! მამაოს ვეᲦარ გიწოდებ მგონი Ჩვენი ეკლესიის მᲦვდელი ხარ Შენ და ეს ᲦვარᲫლიანი და ბოᲦმა გული საიდან ᲑაᲚᲦო! Შენ Თუ პატივს არ სცემ პატრიარქს და Ჩვენ მᲦვდლებს საერᲗოდ წადი Ჩვენი ეკლესიიდან ნუ გვილანᲫᲦავ Ჩვენ მამებს ბიᲫიკო!!! Და ცოტა დამᲨვიდდი და კაცურად მოიქეცი არ გიხდება ეს ტლიკინი ᲦმერᲗმა დაგამᲨვიდოს და გაგიᲗბოს ეგ ᲦვარᲫლიანი გული..ᲦმერᲗმა გიᲨველოს❤
სწორედაც რომ მოიმკო პატრიარქმა Შენნაირი მᲦვდლების და ზოგიერᲗი ეპისკოპოსის კურᲗხევისᲗვის !:(Თქვენნაირები სასულიერო პირები არ უნდა იყვნენ,Თქვენ ხარᲗ სექტა და უნდა განიკვეᲗოᲗ და რამდენიც გინდაᲗ ანᲗხიეᲗ Თქვენი აზრები და Შური...აᲦდგომის მადლიᲗ დაგამᲨვიდოᲗ უფალმა და გულᲨი სიხარული მოგცეᲗ...დᲦეგრᲫელი იყის პატრიარქი!!!