საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყო წმინდა მოწამე კორონა და სად ინახება მისი ნეშტი?
ვინ იყო წმინდა მოწამე კორონა და სად ინახება მისი ნეშტი?

მსოფ­ლი­ო­ში და სა­ქარ­თვე­ლო­შიც ყო­ველ­თვის მო­ი­ძებ­ნე­ბი­ან ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი სხვა­დას­ხვა ფაქ­ტებ­თან და­ა­კავ­ში­რონ.

მა­გა­ლი­თად, ზო­გი­ერ­თი ამ­ბობს, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი 5G ტექ­ნო­ლო­გი­ის გამო ვრცელ­დე­ბა, ზო­გიც სხვა­დას­ხვა სა­ეჭ­ვო გვერ­დზე გან­თავ­სე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას გვი­ზი­ა­რებს წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბის შე­სა­ხებ, ზოგი პან­დე­მი­ებ­ზე გა­და­ღე­ბულ ფილ­მებ­ში ცდი­ლობს პა­სუ­ხე­ბი­სა და გა­დარ­ჩე­ნის იმე­დის პოვ­ნას. იპოვ­ნით ისეთ ადა­მი­ა­ნებ­საც, რომ­ლე­ბიც ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ეპი­დე­მი­ე­ბის დროს წმინ­და კო­რო­ნა გვი­ფა­რავს.

დღეს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ავ­რცე­ლე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ კო­რო­ნა ეპი­დე­მი­ე­ბის დროს ადა­მი­ა­ნე­ბის მფარ­ვე­ლი ღმერ­თია, თუმ­ცა ის­ტო­რი­უ­ლად, ის იღ­ბლის მომ­ტან წმინ­და­ნად მი­იჩ­ნე­ვა.

ამ სტა­ტი­ა­ში სწო­რედ წმინ­და კო­რო­ნა­ზე გი­ამ­ბობთ, რო­მე­ლიც კა­თო­ლი­კურ ეკ­ლე­სი­ა­ში მარ­თლაც არ­სე­ბობს.

  • ვინ იყო წმინ­და კო­რო­ნა?

წმინ­და კო­რო­ნას კა­თო­ლი­კურ ეკ­ლე­სი­ა­ში წმინ­და სტე­ფა­ნი­ა­დაც მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. სხვა­დას­ხვა წყა­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით, ის 16 წლის გო­გო­ნა იყო, რო­მე­ლიც ჩვე­ნი წელ­თაღ­რი­ცხვის მე­ო­რე სა­უ­კუ­ნე­ში სი­რი­ა­ში რო­მა­ელ­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა ქრის­ტი­ა­ნო­ბის გამო ჯერ სას­ტი­კად აწა­მეს, ხოლო შემ­დეგ მოკ­ლეს.

კა­თო­ლი­კურ ეკ­ლე­სი­ა­ში წმინ­და კო­რო­ნას სა­ხელს ცალ­კე არ გა­ნი­ხი­ლა­ვენ, მას ყო­ველ­თვის წმინ­და ვიქ­ტორ­თან ერ­თად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. ვიქ­ტო­რი რო­მა­ე­ლი ჯა­რის­კა­ცი იყო, რო­მე­ლიც ასე­ვე ქრის­ტი­ა­ნო­ბის გამო მო­წა­მე­ობ­რი­ვად აღეს­რუ­ლა.

წმინ­და ვიქ­ტო­რი­სა და კო­რო­ნას შე­სა­ხებ - მათ გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე, გარ­დაც­ვა­ლე­ბის ად­გილ­ზე, ასე­ვე წარ­მო­მავ­ლო­ბა­ზე არ არ­სე­ბობს ერთი კონ­კრე­ტუ­ლი თე­ო­რია და სხვა­დას­ხვა ჰა­გი­ოგ­რა­ფი­ულ წყა­რო­ებ­ში სხვა­დას­ხვა ინ­ფორ­მა­ცი­აა მი­თი­თე­ბუ­ლი.

  • რას გვიყ­ვე­ბი­ან წმინ­და ვიქ­ტორ­სა და კო­რო­ნა­ზე სხვა­დას­ხვა წყა­რო­ე­ბი?

ვიქ­ტო­რი რო­მა­ე­ლი ჯა­რის­კა­ცი იყო, რო­მე­ლიც ქრის­ტი­ა­ნო­ბის­თვის აწა­მეს - მას თვა­ლე­ბი დას­თხა­რეს და თავი მოჰ­კვე­თეს. წყა­რო­ე­ბის უმე­ტე­სო­ბას თუ და­ვეყ­რდნო­ბით, ის სი­რი­ა­ში ქრის­ტეს შო­ბი­დან 160-170 წლე­ბის პე­რი­ოდ­ში მოკ­ლეს. ზო­გი­ერ­თი მკვლე­ვა­რი წა­მე­ბის ად­გი­ლას და­მას­კოს, ზო­გიც ან­ტი­ო­ქი­ას მი­იჩ­ნევს.

არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა იმის შე­სა­ხე­ბაც, რომ ვიქ­ტო­რი და კო­რო­ნა ან­ტო­ნი­უს პი­უ­სის, ან დი­ოკ­ლე­ტი­ა­ნეს დროს აწა­მეს.

ერთ-ერთი წყა­როს ცნო­ბით, რო­დე­საც ჯა­რის­კა­ცი ვიქ­ტო­რი აწა­მეს, მას გა­მო­ე­სარ­ჩლა სხვა ჯა­რის­კა­ცის 16 წლის ცოლი, სა­ხე­ლად სტე­ფა­ნია (იგი­ვე კო­რო­ნა), რის გა­მოც ის და­ა­პა­ტიმ­რეს და და­კი­თხეს, ხოლო შემ­დეგ აწა­მეს. სხვა წყა­რო კი ვიქ­ტორ­სა და კო­რო­ნას ცოლ-ქმრად მო­იხ­სე­ნი­ებს.

სა­კა­მა­თოა ის სა­კი­თხიც, თუ სა­ი­დან იყო კო­რო­ნა. ძი­რი­თა­დად მკვლე­ვა­რე­ბი ორ ვა­რი­ანტს გა­ნი­ხი­ლა­ვენ - სი­რი­ას და რომს.

  • ვიქ­ტო­რი­სა და კო­რო­ნას დღეს კა­თო­ლი­კუ­რი ეკ­ლე­სია წე­ლი­წად­ში 2-ჯერ აღ­ნიშ­ნავს - 24 ნო­ემ­ბერს და 14 მა­ისს

ჩრდი­ლო­ეთ იტა­ლი­ა­ში ამ წმინ­და­ნე­ბის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძა­რიც კი არის, რო­მე­ლიც ჯვა­როს­ნებს აუ­გი­ათ. წმინ­და­ნე­ბი პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბი არი­ან ავ­სტრი­ა­ში და ასე­ვე აღ­მო­სავ­ლეთ ბა­ვა­რი­ა­ში. მი­უნ­ხენ­თან ახ­ლოს არის მათი სა­ხე­ლო­ბის სამ­ლოც­ვე­ლოც.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წმინ­და კო­რო­ნას ნეშ­ტის ნა­წი­ლე­ბი აა­ხე­ნის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის აკ­ლდა­მა­ში ინა­ხე­ბა. რო­გორც სა­ა­გენ­ტო "რო­ი­ტერ­სი“ წერს, აკ­ლდა­მი­დან ნეშ­ტის გა­მო­ტა­ნა მომ­ლოც­ველ­თათ­ვის ზა­ფხუ­ლის­თვის იგეგ­მე­ბო­და, თუმ­ცა ახლა, როცა პან­დე­მი­ის გამო წე­სე­ბი გამ­კაც­რე­ბუ­ლია, ყო­ვე­ლი­ვე გა­და­ი­დო, თუმ­ცა წმინ­და კო­რო­ნას ნეშტს ადრე თუ გვი­ან აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ი­ტა­ნენ, რად­გა­ნაც მის მი­მართ ინ­ტე­რე­სი ახლა ძა­ლი­ან გაზ­რდი­ლია.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაგათ მხოლოდ ერთი ყოლიათ
20

ვერც შეგვედრებიან! აგერ ველოდებით კორონა-წამებულების არმიას - ოღონდ ჯერ რიცხვს ვერ ვასახელებთ....

მარკიზ დე სადი
15

ამ ფანატიკოს ხალხს კიდე ასეთი სტატია უნდა? ახლა დაიწყებენ კორონა ღმერთმა გამოგვიგზავნა მოწამეობრივი სიკვდილისთვისო. 

ავტორი:

ვინ იყო წმინდა მოწამე კორონა და სად ინახება მისი ნეშტი?

ვინ იყო წმინდა მოწამე კორონა და სად ინახება მისი ნეშტი?

მსოფლიოში და საქართველოშიც ყოველთვის მოიძებნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები სხვადასხვა ფაქტებთან დააკავშირონ.

მაგალითად, ზოგიერთი ამბობს, რომ კორონავირუსი 5G ტექნოლოგიის გამო ვრცელდება, ზოგიც სხვადასხვა საეჭვო გვერდზე განთავსებულ ინფორმაციას გვიზიარებს წინასწარმეტყველების შესახებ, ზოგი პანდემიებზე გადაღებულ ფილმებში ცდილობს პასუხებისა და გადარჩენის იმედის პოვნას. იპოვნით ისეთ ადამიანებსაც, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ეპიდემიების დროს წმინდა კორონა გვიფარავს.

დღეს სოციალურ ქსელებში ავრცელებენ ინფორმაციას, რომ კორონა ეპიდემიების დროს ადამიანების მფარველი ღმერთია, თუმცა ისტორიულად, ის იღბლის მომტან წმინდანად მიიჩნევა.

ამ სტატიაში სწორედ წმინდა კორონაზე გიამბობთ, რომელიც კათოლიკურ ეკლესიაში მართლაც არსებობს.

  • ვინ იყო წმინდა კორონა?

წმინდა კორონას კათოლიკურ ეკლესიაში წმინდა სტეფანიადაც მოიხსენიებენ. სხვადასხვა წყაროების მიხედვით, ის 16 წლის გოგონა იყო, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნეში სირიაში რომაელმა ჯარისკაცებმა ქრისტიანობის გამო ჯერ სასტიკად აწამეს, ხოლო შემდეგ მოკლეს.

კათოლიკურ ეკლესიაში წმინდა კორონას სახელს ცალკე არ განიხილავენ, მას ყოველთვის წმინდა ვიქტორთან ერთად მოიხსენიებენ. ვიქტორი რომაელი ჯარისკაცი იყო, რომელიც ასევე ქრისტიანობის გამო მოწამეობრივად აღესრულა.

წმინდა ვიქტორისა და კორონას შესახებ - მათ გარდაცვალებაზე, გარდაცვალების ადგილზე, ასევე წარმომავლობაზე არ არსებობს ერთი კონკრეტული თეორია და სხვადასხვა ჰაგიოგრაფიულ წყაროებში სხვადასხვა ინფორმაციაა მითითებული.

  • რას გვიყვებიან წმინდა ვიქტორსა და კორონაზე სხვადასხვა წყაროები?

ვიქტორი რომაელი ჯარისკაცი იყო, რომელიც ქრისტიანობისთვის აწამეს - მას თვალები დასთხარეს და თავი მოჰკვეთეს. წყაროების უმეტესობას თუ დავეყრდნობით, ის სირიაში ქრისტეს შობიდან 160-170 წლების პერიოდში მოკლეს. ზოგიერთი მკვლევარი წამების ადგილას დამასკოს, ზოგიც ანტიოქიას მიიჩნევს.

არსებობს მოსაზრება იმის შესახებაც, რომ ვიქტორი და კორონა ანტონიუს პიუსის, ან დიოკლეტიანეს დროს აწამეს.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, როდესაც ჯარისკაცი ვიქტორი აწამეს, მას გამოესარჩლა სხვა ჯარისკაცის 16 წლის ცოლი, სახელად სტეფანია (იგივე კორონა), რის გამოც ის დააპატიმრეს და დაკითხეს, ხოლო შემდეგ აწამეს. სხვა წყარო კი ვიქტორსა და კორონას ცოლ-ქმრად მოიხსენიებს.

საკამათოა ის საკითხიც, თუ საიდან იყო კორონა. ძირითადად მკვლევარები ორ ვარიანტს განიხილავენ - სირიას და რომს.

  • ვიქტორისა და კორონას დღეს კათოლიკური ეკლესია წელიწადში 2-ჯერ აღნიშნავს - 24 ნოემბერს და 14 მაისს

ჩრდილოეთ იტალიაში ამ წმინდანების სახელობის ტაძარიც კი არის, რომელიც ჯვაროსნებს აუგიათ. წმინდანები პოპულარულები არიან ავსტრიაში და ასევე აღმოსავლეთ ბავარიაში. მიუნხენთან ახლოს არის მათი სახელობის სამლოცველოც.

აღსანიშნავია, რომ წმინდა კორონას ნეშტის ნაწილები აახენის საკათედრო ტაძრის აკლდამაში ინახება. როგორც სააგენტო "როიტერსი“ წერს, აკლდამიდან ნეშტის გამოტანა მომლოცველთათვის ზაფხულისთვის იგეგმებოდა, თუმცა ახლა, როცა პანდემიის გამო წესები გამკაცრებულია, ყოველივე გადაიდო, თუმცა წმინდა კორონას ნეშტს ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოიტანენ, რადგანაც მის მიმართ ინტერესი ახლა ძალიან გაზრდილია.

სალომე ზურაბიშვილი ბებია გახდა - "დაიბადა მარიამ გუგუშვილი (გორჯესტანი) "

როგორ უნდა მოუაროთ პირბადისგან გაღიზიანებულ კანს - კოსმეტოლოგის პრაქტიკული რჩევები

მდიდარი მამაკაცი და მისი მონა - არქეოლოგების უნიკალური აღმოჩენა ვულკანის ამოფრქვევის შედეგად განადგურებული პომპეის ადგილას