მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღემდე მხოლოდ ერთ სიზმარს ვხედავ, სადაც ნიკუშას ვეკითხები: დედას რა ვუთხრა ბიჭო?" - მევლუდ მელაძის ემოციური პოსტი გარდაცვლილ შვილზე
"დღემდე მხოლოდ ერთ სიზმარს ვხედავ, სადაც ნიკუშას ვეკითხები: დედას რა ვუთხრა ბიჭო?" - მევლუდ მელაძის ემოციური პოსტი გარდაცვლილ შვილზე

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი, ავ­ტომრბო­ლე­ლი მევ­ლუდ მე­ლა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს გარ­დაც­ლი­ლი შვი­ლის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ერთი წლის წინ ტრა­გი­კულ ავა­რი­ას ემსხვერ­პლა.

2019 წლის 15 აპ­რილს, თბი­ლის­ში მომ­ხდარ­მა ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვამ ქვე­ყა­ნა შეძ­რა - დიდი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­შიც 4 ახალ­გაზ­რდა იჯდა, ხეს შე­ე­ჯა­ხა. ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა ნი­კუ­შა ჯორ­ჯა­ძე (მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რის სა­ლო­მე გვე­ლე­სი­ა­ნი­სა და ავ­ტომრბო­ლელ მევ­ლუდ მე­ლა­ძის შვი­ლი, სა­ლო­მეს ნიკა პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს), 16 წლის ბექა (ბიკი) ჭი­ღი­ტაშ­ვი­ლი კი, თით­ქმის ერ­თთვი­ა­ნი კო­მის შემ­დეგ, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

"უკვე ერთი წელი გა­ვი­და?" - ეს შე­კი­თხვა მა­ნად­გუ­რებს... მა­ნად­გუ­რებს რად­გან გო­ნე­ბა დღემ­დე არ აკე­თებს იმას დაშ­ვე­ბას, რომ ეს უკვე მოხ­და და ყო­ველ­დღი­უ­რად გა­ნაგ­რძობს იმა­ზე ფიქ­რს, თუ რო­გორ ავა­ცი­ლო ნი­კუ­შას ეს ტრა­გე­დია...

ტრა­გე­დია, რო­მელ­მაც დე­დას სა­მუ­და­მოდ წა­არ­თვა უფ­ლე­ბა, ფო­ტო­ზე აღე­ბეჭ­და შვილ­თან გა­ტა­რე­ბუ­ლი ყო­ვე­ლი დღე, ყო­ვე­ლი წუთი, ყო­ვე­ლი წამი. დე­დას, რო­მე­ლიც შანსს არ უშ­ვებ­და დამ­ტკბა­რი­ყო ამ პრო­ცე­სით, თით­ქოს იცო­და, რომ დარ­ჩე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე მხო­ლოდ ეს ფო­ტო­ე­ბი იქ­ნე­ბო­და მისი მეგ­ზუ­რი...

ნე­ტავ ვინ­მემ იცო­დეს, რო­გორ მინ­და ერთხელ გა­ვიღ­ვი­ძო და ეს ყვე­ლა­ფე­რი სიზ­მა­რი აღ­მოჩ­ნდეს, მაგ­რამ დღემ­დე მხო­ლოდ ერთ სიზ­მარს ვხე­დავ, სიზ­მარს სა­დაც ნი­კუ­შას ვე­კი­თხე­ბი: დე­დას რა ვუ­თხრა ბიჭო? ის კი თავ­ჩახ­რი­ლი დგას და მხო­ლოდ მხრე­ბის აჩეჩ­ვით მპა­სუ­ხობს" - წერს მევ­ლუდ მე­ლა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე.

ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა ისა­უბ­რა, რომ მის­მა შვილ­მა ტა­რე­ბა არ იცო­და - მამა მას გან­გებ არ ას­წავ­ლი­და მან­ქა­ნის მარ­თვას:

"ვინ თუ არა მე ვიცი, რა შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ტა­ნოს ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვამ... რო­დე­საც BMW-ს სა­ჭეს­თან ჯდე­ბი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­და­გა­წყობს მან­ქა­ნა. თუ ასა­კით პა­ტა­რა ხარ და სის­ხლი გი­დუღს და ავ­ტო­მო­ბი­ლიც „გე­ძა­ხის“ სიჩ­ქა­რე გა­ნა­ვი­თა­რო, ასე­თი რა­მის რის­კი ძა­ლი­ან დი­დია.. თავ­ში უამ­რავ­ჯერ და­ვატ­რი­ა­ლე ეს კად­რი და ყვე­ლა დატ­რი­ა­ლე­ბა­ზე ვცდი­ლობ, ავა­ცი­ლო იმ ხეს ჩემი შვი­ლი.

ყო­ველ­დღე ხმა­მაღ­ლა უნდა ვთქვათ, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლი არის მო­წყო­ბი­ლო­ბა, რო­მე­ლიც კლავს, თუ მას არას­წო­რად მო­ვექ­ცე­ვით,“ - თქვა ცნო­ბილ­მა ავ­ტომრბო­ლელ­მა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
5

ღმერთმა ყველას აცილოს ამ კაცის ბედი. მისი შვილის ტრაგედიამ კიდევ ერთი მოზარდიც ჩაიყოლა. სამწუხაროდ, მისი ნააზრევი გადაულახავი დილემაა ქართულ (არა მხოლოდ ქართულ) რეალობაში – მოზარდმა რაც უფრო ცუდად იცის ტარება, მით უფრო აწვება გაზს. რატომ, შვილო, რატომ??? მოესწრებით მანქანასაც, თუ სიჩქარე გინდათ, ავტოსპორტში ცადეთ ბედი.. ნუ ღუპავთ თავს და მშობლებს, გარემომცველ საზოგადოებას!

laluka
1

ღმერთმა ნათელში ამყოფოს 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"დღემდე მხოლოდ ერთ სიზმარს ვხედავ, სადაც ნიკუშას ვეკითხები: დედას რა ვუთხრა ბიჭო?" - მევლუდ მელაძის ემოციური პოსტი გარდაცვლილ შვილზე

"დღემდე მხოლოდ ერთ სიზმარს ვხედავ, სადაც ნიკუშას ვეკითხები: დედას რა ვუთხრა ბიჭო?" - მევლუდ მელაძის ემოციური პოსტი გარდაცვლილ შვილზე

საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ავტომრბოლელი მევლუდ მელაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს გარდაცლილი შვილის შესახებ, რომელიც ერთი წლის წინ ტრაგიკულ ავარიას ემსხვერპლა.

2019 წლის 15 აპრილს, თბილისში მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ ქვეყანა შეძრა - დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი, რომელშიც 4 ახალგაზრდა იჯდა, ხეს შეეჯახა. ადგილზე დაიღუპა ნიკუშა ჯორჯაძე (მარკეტინგის მენეჯერის სალომე გველესიანისა და ავტომრბოლელ მევლუდ მელაძის შვილი, სალომეს ნიკა პირველი ქორწინებიდან ჰყავს), 16 წლის ბექა (ბიკი) ჭიღიტაშვილი კი, თითქმის ერთთვიანი კომის შემდეგ, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

"უკვე ერთი წელი გავიდა?" - ეს შეკითხვა მანადგურებს... მანადგურებს რადგან გონება დღემდე არ აკეთებს იმას დაშვებას, რომ ეს უკვე მოხდა და ყოველდღიურად განაგრძობს იმაზე ფიქრს, თუ როგორ ავაცილო ნიკუშას ეს ტრაგედია...

ტრაგედია, რომელმაც დედას სამუდამოდ წაართვა უფლება, ფოტოზე აღებეჭდა შვილთან გატარებული ყოველი დღე, ყოველი წუთი, ყოველი წამი. დედას, რომელიც შანსს არ უშვებდა დამტკბარიყო ამ პროცესით, თითქოს იცოდა, რომ დარჩენილი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ ეს ფოტოები იქნებოდა მისი მეგზური...

ნეტავ ვინმემ იცოდეს, როგორ მინდა ერთხელ გავიღვიძო და ეს ყველაფერი სიზმარი აღმოჩნდეს, მაგრამ დღემდე მხოლოდ ერთ სიზმარს ვხედავ, სიზმარს სადაც ნიკუშას ვეკითხები: დედას რა ვუთხრა ბიჭო? ის კი თავჩახრილი დგას და მხოლოდ მხრების აჩეჩვით მპასუხობს" - წერს მევლუდ მელაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

ერთ-ერთ ინტერვიუში საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ისაუბრა, რომ მისმა შვილმა ტარება არ იცოდა - მამა მას განგებ არ ასწავლიდა მანქანის მართვას:

"ვინ თუ არა მე ვიცი, რა შეიძლება მოიტანოს ავტომობილის მართვამ... როდესაც BMW-ს საჭესთან ჯდები, აბსოლუტურად გადაგაწყობს მანქანა. თუ ასაკით პატარა ხარ და სისხლი გიდუღს და ავტომობილიც „გეძახის“ სიჩქარე განავითარო, ასეთი რამის რისკი ძალიან დიდია.. თავში უამრავჯერ დავატრიალე ეს კადრი და ყველა დატრიალებაზე ვცდილობ, ავაცილო იმ ხეს ჩემი შვილი.

ყოველდღე ხმამაღლა უნდა ვთქვათ, რომ ავტომობილი არის მოწყობილობა, რომელიც კლავს, თუ მას არასწორად მოვექცევით,“ - თქვა ცნობილმა ავტომრბოლელმა.

"ეს შენი ბოლო ფოტოა... ახლაც იღიმი? მხედავ?" - ლულუ კახიანის და გიორგი გვარჯალაძის ქალიშვილის გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა

"ამფერი ბაღანაი აქანე უნდა ვაგორებდე ბურთს?!" - გურული ბიჭი, რომელმაც ერთი ნახვით შეაყვარა თავი ინტერნეტმომხმარებელს

აშშ-ში მცხოვრები მამაკაცი მომაკვდავი მეგობრისთვის ქართული კერძების მომზადებაში დახმარებას ითხოვს - "ცოტა ხნის წინ შეიტყო, რომ სიცოცხლის 2 თვე დარჩა..."