ავტორი:

დადგა დრო, ერთმანეთს დავცილდეთ, იმიტომ, რომ აუცილებლად უნდა გადავრჩეთ - ლევან რატიანი

დადგა დრო, ერთმანეთს დავცილდეთ, იმიტომ, რომ აუცილებლად უნდა გადავრჩეთ - ლევან რატიანი

ჩვენ თქვენთვის ვართ, მაგრამ ვერ აუვალთ ამდენს, თუ არ დაიცავით ერთი რამ, დარჩით სახლში ფიზიკური დისტანციით, თუმცა დესოციალიზაციის გარეშე, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყანაში დამატებითი აპარატურა შემოდის, თუმცა თუ მოქალაქეებმა ერთმანეთი არ დაიცვეს, ექიმები მდგომარეობას ვერ გაუმკლავდებიან.

„მინდა მივმართო ჩვენს მოსახლეობას. დადგა დრო, რომ ერთმანეთს უნდა დავცილდეთ. უნდა დავცილდეთ იმიტომ, რომ აუცილებლად უნდა გადავრჩეთ. დაცილების ერთ-ერთი გზა არის ფიზიკური დისტანცია, მაგრამ ერთი გამონაკლისით, დესოციალიზაციის გარეშე. ჩვენ თქვენთვის ვართ, მაგრამ ვერ ავუვალთ ამდენს, თუ არ დაიცავით ერთი რამ, დარჩით სახლში ფიზიკური დისტანციით.

კიდევ შემოვიდა დამატებით ის საჭირო აპარატურა, რომელიც გვჭირდება ქვეყანას, მაგრამ თუ არ დავიცავით ერთმანეთი, ჩვენც ვერ ავუვალთ ამ ყველაფერს“, - განაცხადა რატიანმა.

რაც შეეხება პაციენტებს, კლინიკაში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული 75 პაციენტი იმყოფება. როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რეანიმაციულ განყოფილებაში 8 პაციენტი იმყოფება და ყველა მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

„ამ ეტაპზე კლინიკაში 91 პაციენტი იმყოფება, აქედან 75 კოვიდინფიცირების შემთხვევაა. რეანიმაციაში გვყავს 8 პაციენტი, აქედან 5 გვყავს ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, დანარჩენი სამი პაციენტი არის CPAP ნაზალურ ვენტილაციაზე. ყველა მათგანის მდგომარეობა არის მძიმე.

რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, რომლებიც გვყავს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, 37 მათგანს აქვს პნევმონია, რესპირატორული დისტრესით გამოხატული. იმყოფებიან მაღალ სიხშირულ ჟანგბადის პარამეტრებზე“, - განაცხადა რატიანმა.

რას ნიშნავს 5G ინტერნეტი და როდის დაინერგება საქართველოში - კომუნიკაციების კომისია განმარტავს, რატომ არ არის საშიში ტექნოლოგია

"უფალი განსჯის" - პაატა იმნაძის პასუხი მეუფე იაკობის კომენტარზე

"მძიმე მოწოდება მინდა გავაკეთო, მიჭირს ამის თქმა... არ წახვიდეთ ეკლესიებში, ვილოცოთ სახლებში" - ამირან გამყრელიძე