საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის არ ეხება 4 დიდი ქალაქის ჩაკეტვის დროს დაწესებული შეზღუდვები - გაეცანით სიას
ვის არ ეხება 4 დიდი ქალაქის ჩაკეტვის დროს დაწესებული შეზღუდვები - გაეცანით სიას

15 აპ­რი­ლის 21:00 სა­ა­თი­დან და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი, რაც თბი­ლისს, ქუ­თა­ისს, ბა­თუმ­სა და რუს­თავს ჩა­კე­ტავს, კონ­კრე­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ პი­რებს არ შე­ე­ხე­ბათ.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის №242-ე დად­გე­ნი­ლე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, შე­ზღუდ­ვა არ ეხე­ბა:

  • სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­და­ად­გი­ლე­ბას;
  • სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რივ სატ­ვირ­თო გა­და­ზიდ­ვებს;
  • სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­და­ად­გი­ლე­ბას;
  • ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის/მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის გა­დაყ­ვა­ნას;
  • ფუ­ლა­დი სახ­სრე­ბის, ძვირ­ფა­სი ლი­თო­ნე­ბი­სა და სხვა ფა­სე­უ­ლო­ბა­თა ინ­კა­სი­რე­ბას;
  • ელექტრო­ე­ნერ­გი­ის, ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის, წყლის წარ­მო­ე­ბის/გა­და­ცე­მის/გა­ნა­წი­ლე­ბის/მი­წო­დე­ბის, ასე­ვე სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო, სა­ფოს­ტო და ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­წო­დე­ბის მიზ­ნით გა­და­ად­გი­ლე­ბას;
  • სა­მომ­სა­ხუ­რეო სარ­კი­ნიგ­ზო მი­მოს­ვლის მიზ­ნით გა­და­ად­გი­ლე­ბას;
  • მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნით გა­და­ად­გი­ლე­ბას;
  • სა­რი­ტუ­ა­ლო მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვის მიზ­ნით გა­და­ად­გი­ლე­ბას (მიც­ვა­ლე­ბუ­ლის გა­დას­ვე­ნე­ბა/დაკ­რძალ­ვა);
  • სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მიზ­ნე­ბის­თვის გა­და­ად­გი­ლე­ბას;
  • კერ­ძო დაც­ვი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნით გა­და­ად­გი­ლე­ბას;
  • სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და ამ დად­გე­ნი­ლე­ბით დაშ­ვე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი სუ­ბი­ექ­ტე­ბის მიერ ოპე­რა­ცი­ულ შტაბ­თან შე­თან­ხმე­ბულ სი­ა­ში მყოფ პი­რებს/ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებს, რო­მელ­თა გა­და­ად­გი­ლე­ბაც კრი­ტი­კუ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის დროს სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად.

დად­გე­ნი­ლე­ბა­ში ასე­ვე ნათ­ქვა­მია, რომ აღ­ნიშ­ნულ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში შეს­ვლა არ ეკ­რძა­ლე­ბათ ამ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში რე­გის­ტრი­რე­ბულ პი­რებს.

ამას­თან, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი­დან გას­ვლა არ ეკ­რძა­ლე­ბათ სხვა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში რე­გის­ტრი­რე­ბულ პი­რებს.

დად­გე­ნი­ლე­ბას ხელს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია აწერს და ის ძა­ლა­ში 2020 წლის 15 აპ­რი­ლის 21:00 სა­ა­თი­დან შევა.

შე­გახ­სე­ნებთ, მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, დღე­ი­დან, სა­ქარ­თვე­ლოს ოთხ დიდ ქა­ლაქ­ში - თბი­ლის­ში, რუს­თავ­ში, ბა­თუმ­სა და ქუ­თა­ის­ში 10 დღით შეს­ვლა და გა­მოს­ვლა იკ­რძა­ლე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
SL
146

ჟურნალისტების გადაადგილებაც შესაზღუდია.

 

ნიკა
54

და ახლა ამას რა აზრი ქონდა?

ავტორი:

ვის არ ეხება 4 დიდი ქალაქის ჩაკეტვის დროს დაწესებული შეზღუდვები - გაეცანით სიას

ვის არ ეხება 4 დიდი ქალაქის ჩაკეტვის დროს დაწესებული შეზღუდვები - გაეცანით სიას

15 აპრილის 21:00 საათიდან დაწესებული შეზღუდვები, რაც თბილისს, ქუთაისს, ბათუმსა და რუსთავს ჩაკეტავს, კონკრეტული საქმიანობის განმახორციელებელ პირებს არ შეეხებათ.

როგორც საქართველოს მთავრობის №242-ე დადგენილებაშია აღნიშნული, შეზღუდვა არ ეხება:

  • სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას;
  • საერთაშორისო და ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვებს;
  • საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას;
  • ბრალდებულების/მსჯავრდებულების გადაყვანას;
  • ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირებას;
  • ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოების/გადაცემის/განაწილების/მიწოდების, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდების მიზნით გადაადგილებას;
  • სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლის მიზნით გადაადგილებას;
  • მედია საშუალებების წარმომადგენელთა ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას;
  • სარიტუალო მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილებას (მიცვალებულის გადასვენება/დაკრძალვა);
  • საერთაშორისო ორგანიზაციების ჰუმანიტარული მიზნებისთვის გადაადგილებას;
  • კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას;
  • საჯარო დაწესებულებებისა და ამ დადგენილებით დაშვებული ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში მყოფ პირებს/ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად.

დადგენილებაში ასევე ნათქვამია, რომ აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში შესვლა არ ეკრძალებათ ამ მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ პირებს.

ამასთან, მუნიციპალიტეტებიდან გასვლა არ ეკრძალებათ სხვა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს.

დადგენილებას ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს და ის ძალაში 2020 წლის 15 აპრილის 21:00 საათიდან შევა.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში 10 დღით შესვლა და გამოსვლა იკრძალება.

"სამწუხაროდ, წლევანდელი აღდგომის აღნიშვნა განსხვავებულად გვიწევს, თუმცა კიდევ უფრო ძლიერია რწმენა" - პრემიერი

LIVE: "360 გრადუსი" - გიორგი მარგველაშვლი

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"