მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:36-ზე, მთვარის პირველი დღე დაიწყება 14:31-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 07:45-დან – დაიცავით მარხვა, გმართებთ თავშეკავება. შუადღემდე არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. ახალმთვარეობაზე არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. ახალმთვარეობიდან ერთი საათის განმავლობაში შეიმუშავეთ ერთი თვის ბიზნესგეგმის შემუშავება. მოძებნეთ ახალი გზები იდეების განსახორციელებლად. არ არის რეკომენდებული რაიმეს ყიდვა-გაყიდვა. სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება და მოლაპარაკება.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მე არ მაქვს ფეისბუქი, ჩემი სახელით შექმნილია ყალბი გვერდი, მასზე გამოქვეყნებული ინფორმაციის ავტორი მე არ გახლავართ - მარინა ეზუგბაია
მე არ მაქვს ფეისბუქი, ჩემი სახელით შექმნილია ყალბი გვერდი, მასზე გამოქვეყნებული ინფორმაციის ავტორი მე არ გახლავართ - მარინა ეზუგბაია

თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რი, მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ია აცხა­დებს, რომ „ფე­ის­ბუქ­ში“ მისი სა­ხე­ლით ყალ­ბი ან­გა­რი­შია შექ­მნი­ლი. ეზუგ­ბა­ია მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­დებს, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი სა­ხე­ლით გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ენ­დოს.

„მინ­და, ერთი გან­ცხა­დე­ბა გა­ვა­კე­თო. მე არ მაქვს ფე­ის­ბუ­ქი, ჩემი სა­ხე­ლით შექ­მნი­ლია ყალ­ბი ფე­ის­ბუ­ქი. მას­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბის და ინ­ფორ­მა­ცი­ის ავ­ტო­რი მე არ გახ­ლა­ვართ, ამი­ტომ არ მი­აქ­ცი­ოთ ამას ყუ­რა­დღე­ბა. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით არ ვსარ­გებ­ლობ, ყვე­ლა ეს ინ­ფორ­მა­ცია არის ყალ­ბი და ამას, რო­გორც ჩემი სა­ხე­ლით გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ მა­სა­ლებს, ყუ­რა­დღე­ბას ნუ მი­აქ­ცევთ, ძა­ლი­ან გთხოვთ,“ - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გან­თავ­სე­ბულ პა­ცი­ენ­ტებს, მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, მათ­თან ამ­ჟა­მად კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 39 პა­ცი­ენ­ტია მო­თავ­სე­ბუ­ლი. რო­გორც ეზუგ­ბა­ი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მათ­გან 2 პა­ცი­ენ­ტი კვლავ მძი­მეა.

“გუ­შინ დი­ლას ამ დრო­ის­თვის გვქონ­და 296 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა, დღეს დი­ლამ­დე და­ე­მა­ტა 10 და ახლა გვაქვს 306 შემ­თხვე­ვა. 10 ახა­ლი შემ­თხვე­ვის ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს და მისი წყა­რო­ე­ბის გარ­კვე­ვა. ამ 10 შემ­თხვე­ვი­დან 2 ახა­ლი პა­ცი­ენ­ტია მო­თავ­სე­ბუ­ლი ჩვენ­თან, და­ნარ­ჩე­ნი სხვა კლი­ნი­კებ­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი. გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი 69 გვყავს და ამ ეტაპ­ზე კლი­ნი­კებ­ში 237 პა­ცი­ენ­ტი მკურ­ნა­ლობს. დღეს ჩვენს ცენ­ტრში 39 პა­ცი­ენ­ტი მკურ­ნა­ლობს, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი 46-ია. გუ­შინ ჩა­ტარ­და კვლე­ვე­ბი და პირ­ველ ტესტზე უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი მი­ვი­ღეთ 5 პა­ცი­ენ­ტთან და გაგ­რძელ­დე­ბა ამა­თი კვლე­ვა. 39-დან 2 მძი­მე პა­ცი­ენ­ტი გვყავს, პრობ­ლე­მუ­რი, რო­მე­ლიც კრი­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ას უახ­ლოვ­დე­ბა, თუმ­ცა მათი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია და გუ­შინ­დელს მერე და­ა­ვა­დე­ბის პროგ­რე­სი­რე­ბა არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა. არას­რულ­წლოვ­ნე­ბი ამ ეტაპ­ზე გვყავს ექ­ვსი, ერთი ყვე­ლა­ზე პა­ტა­რაა და თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ის ყვე­ლა­ზე კარ­გად გრძნობს თავს, და­ნარ­ჩე­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბაც და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია”, - გა­ნა­ცხა­და ეზუგ­ბა­ი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mmm
0

ამ ფეისბუქმა სულ გამოაშტერა ხალხი. ზოგო ახლაც წერს, მართლა ჩაიკეტა ქალაქიო? არც ტელევიზორი, არც რადიო, არც ინტერნეტი -საინფორმაციო საიტები. მარტო ფეისბუქი და მორჩა. იქ კიდევ ზოგო ისეთ რამეს წერს, შეიძლება ჭკუიდან შეირყეს ადამიანი. მაქვს მაგრამ თვეში ერთხელ თუ შევდივარ.

ავტორი:

მე არ მაქვს ფეისბუქი, ჩემი სახელით შექმნილია ყალბი გვერდი, მასზე გამოქვეყნებული ინფორმაციის ავტორი მე არ გახლავართ - მარინა ეზუგბაია

მე არ მაქვს ფეისბუქი, ჩემი სახელით შექმნილია ყალბი გვერდი, მასზე გამოქვეყნებული ინფორმაციის ავტორი მე არ გახლავართ - მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ „ფეისბუქში“ მისი სახელით ყალბი ანგარიშია შექმნილი. ეზუგბაია მოსახლეობას მოუწოდებს, სოციალურ ქსელში მისი სახელით გავრცელებულ ინფორმაციას არ ენდოს.

„მინდა, ერთი განცხადება გავაკეთო. მე არ მაქვს ფეისბუქი, ჩემი სახელით შექმნილია ყალბი ფეისბუქი. მასზე გამოქვეყნებული მოსაზრებების და ინფორმაციის ავტორი მე არ გახლავართ, ამიტომ არ მიაქციოთ ამას ყურადღება. სოციალური ქსელებით არ ვსარგებლობ, ყველა ეს ინფორმაცია არის ყალბი და ამას, როგორც ჩემი სახელით გამოქვეყნებულ მასალებს, ყურადღებას ნუ მიაქცევთ, ძალიან გთხოვთ,“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება თბილისის ინფექციური საავადმყოფოში განთავსებულ პაციენტებს, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათთან ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებული 39 პაციენტია მოთავსებული. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მათგან 2 პაციენტი კვლავ მძიმეა.

“გუშინ დილას ამ დროისთვის გვქონდა 296 დადასტურებული შემთხვევა, დღეს დილამდე დაემატა 10 და ახლა გვაქვს 306 შემთხვევა. 10 ახალი შემთხვევის ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს და მისი წყაროების გარკვევა. ამ 10 შემთხვევიდან 2 ახალი პაციენტია მოთავსებული ჩვენთან, დანარჩენი სხვა კლინიკებშია განთავსებული. გამოჯანმრთელებული 69 გვყავს და ამ ეტაპზე კლინიკებში 237 პაციენტი მკურნალობს. დღეს ჩვენს ცენტრში 39 პაციენტი მკურნალობს, გამოჯანმრთელებული 46-ია. გუშინ ჩატარდა კვლევები და პირველ ტესტზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ 5 პაციენტთან და გაგრძელდება ამათი კვლევა. 39-დან 2 მძიმე პაციენტი გვყავს, პრობლემური, რომელიც კრიტიკულ სიტუაციას უახლოვდება, თუმცა მათი მდგომარეობა სტაბილურია და გუშინდელს მერე დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება. არასრულწლოვნები ამ ეტაპზე გვყავს ექვსი, ერთი ყველაზე პატარაა და თქვენ წარმოიდგინეთ, ის ყველაზე კარგად გრძნობს თავს, დანარჩენების მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ხვალიდან ამინდი მკვეთრად გაუარესდება - უახლოესი დღეების პროგნოზი

რა ხდებოდა შარშან მიცვალებულთა დღეს თბილისის სასაფლაოებზე და რა ხდება ახლა - ფოტოები

რა დრო სჭირდება COVID-19-სგან სრულ გამოჯანმრთელებას - ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში პროცესი შესაძლოა, 18 თვემდე გაგრძელდეს