ავტორი:

როგორ არიან კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირი და მისი ოჯახის წევრები

როგორ არიან კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირი და მისი ოჯახის წევრები

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში დღეს კორონავირუსის ინფექციით დადასტურებული 1 ახალი პაციენტი დაემატა, 13 პაციენტს კი შესაძლო Covid-19-ის ინფექციაზე კვლევა ჩაუტარდება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკაში დღეის მდგომარეობით 21 კორონავირუსის ინფექციით დადასტურებული პაციენტი მკურნალობს.

მაკა სოლოღაშვილის თქმით, ერთი ახალი პაციენტი არის ქვეყნის შიდა გადადების შემთხვევა.

"ბოქსირებულ სექტორში 42 პაციენტი რჩება, აქედან კოვიდ -19-ის დიაგნოზით არის 21. ერთი პაციენტი არის დამატებული. ის არის ქვეყნის შიდა გადადების შემთხვევა და გუშინ გამოვლინდა. ჯამში 9 პაციენტია საყურადღებო. სულ 18 წლამდე ასაკის პაციენტი გვყავს 7, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 13 პაციენტი ამ დროისთვის ემზადება კვლევაში ჩასართველად, თუმცა, შეიძლება ეს რიცხვი კიდევ გაიზარდოს. 9 საყურადღებო პაციენტში მოიაზრება ორმხრივი პნევმონია.

რაც შეეხება სასულიერო პირს, მისი მდგომარეობა შედარებით საყურადღებოა, ისევე როგორც მისი ოჯახის მოზრდილი წევრების, ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია," - განაცხადა სოლოღაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ წმინდა იოანე ღვთისმეტყველის რუსული ეკლესიის მოძღვარი, გიორგი პაპავა, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. მასთან ერთად ვირუსი დაუდგინდა მის დასა და დისშვილსაც.

დადგა დრო, ერთმანეთს დავცილდეთ, იმიტომ, რომ აუცილებლად უნდა გადავრჩეთ - ლევან რატიანი

მე არ მაქვს ფეისბუქი, ჩემი სახელით შექმნილია ყალბი გვერდი, მასზე გამოქვეყნებული ინფორმაციის ავტორი მე არ გახლავართ - მარინა ეზუგბაია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 306-მდე გაიზარდა