საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯერ მოხდა მღვდლის დაინფიცირება, შემდეგ მისი დის ანუ ჩვენი ექთნის და მისგან უკვე ჩვენი თანამშრომლების" - კლინიკა "თიმის" დირექტორი
"ჯერ მოხდა მღვდლის დაინფიცირება, შემდეგ მისი დის ანუ ჩვენი ექთნის და მისგან უკვე ჩვენი თანამშრომლების" - კლინიკა "თიმის" დირექტორი

თბი­ლი­სის მე­დი­ცი­ნის ინ­სტი­ტუ­ტის (კლი­ნი­კა „თი­მის“) ერთ-ერთი დი­რექ­ტო­რის, გი­ორ­გი კა­ჭა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, წმინ­და იო­ა­ნე ღვთის­მე­ტყვე­ლის რუ­სუ­ლი ეკ­ლე­სი­ის მო­ძღვა­რი COVID19-ის ვირუ­სით მათ კლი­ნი­კა­ში არ და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გი­ორ­გი კა­ჭა­ხი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის­გან და­ინ­ფი­ცირ­და მა­თი­ვე თა­ნამ­შრო­მე­ლი, ექთა­ნი, რო­მე­ლიც სა­სუ­ლი­ე­რი პი­რის დაა.

კა­ჭა­ხი­ძის გან­მარ­ტე­ბით, სა­ი­დან და­ინ­ფი­ცირ­და მო­ძღვა­რი, ამა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ფლობს, თუმ­ცა ჩა­ტარ­და შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვა და დად­გინ­და, რომ ჯერ და­ინ­ფი­ცირ­და მო­ძღვა­რი, შემ­დეგ კი მისი და, რო­მე­ლიც ექთა­ნია.

"ცალ­სა­ხად შე­მიძ­ლია, ვთქვა, რომ ჩვე­ნი ექთ­ნის ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო ეს სა­სუ­ლი­ე­რო პირი იყო, რო­მე­ლიც მისი ძმაა. ეს ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რად უკვე გა­მოკ­ვლე­უ­ლია, გა­მო­ი­კი­თხა უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი. ამა­ში ჩარ­თუ­ლი იყო ჩვე­ნი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი და ასე­ვე და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრი. ცალ­სა­ხა პა­სუ­ხი გვაქვს, ყო­ველ­გვა­რი კი­თხვის ნიშ­ნის გა­რე­შე, რომ ეპი­დის­ტო­რია ასე­თი იყო - ჯერ მოხ­და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის და­ინ­ფი­ცი­რე­ბა, შემ­დეგ ჩვე­ნი ექთ­ნის და უკვე ჩვე­ნი ექთ­ნის­გან, ჩვე­ნი და­ნარ­ჩე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კა­ჭა­ხი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, მის­თვის გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის და­ინ­ფი­ცი­რე­ბა კლი­ნი­კი­დან მოხ­და.

"ვერ გე­ტყვით, გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვარ, იმი­ტომ, რომ მან ყვე­ლა­ზე კარ­გად იცის, რა არის რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თი", - აღ­ნიშ­ნა ექიმ­მა.

ამას­თან, რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, მხო­ლოდ მისი მო­საზ­რე­ბა არ არის ის, რომ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის და­ინ­ფი­ცი­რე­ბა თბი­ლი­სის მე­დი­ცი­ნის ინ­სტი­ტუ­ტი­დან არ მომ­ხდა­რა.

"ეს არ არის მხო­ლოდ ჩემი მო­საზ­რე­ბა, ამა­ზე ჩვენ ეჭვი გვქონ­და შა­ბათ დღეს. ვიდ­რე ეს 100%-ით არ და­დას­ტურ­და და ამის შე­სა­ხებ ყვე­ლა დე­ტა­ლი არ გა­მო­ვიკ­ვლი­ეთ, არ და­გი­დას­ტუ­რებ­დით ცალ­სა­ხა პა­სუ­ხი რომ არ მქონ­დეს. ეს არ არის მხო­ლოდ ჩემი პი­რა­დი მო­საზ­რე­ბა ან კლი­ნი­კის პო­ზი­ცია, ეს არის და­ა­ვა­დებ­თა კონ­ტრო­ლის პო­ზი­ცი­აც. 6 აპ­რილს, ორ­შა­ბათს, სა­სუ­ლი­ე­რო პირი მის დას კლი­ნი­კა­ში მო­უყ­ვა­ნია ანა­ლი­ზე­ბის ჩა­სა­ბა­რებ­ლად, იმი­ტომ, რომ მას ცხე­ლე­ბა ჰქონ­და. რად­გა­ნაც უკვე სიმპტო­მუ­რი იყო, ამის გამო ჰყავ­და მოყ­ვა­ნი­ლი ანა­ლი­ზე­ბის ჩა­სა­ბა­რებ­ლად. თუმ­ცა, აქ სა­უ­ბა­რი არ არის COVID19-ის ანა­ლი­ზე­ბის შე­მოწ­მე­ბა­ზე, უბ­რა­ლოდ, ზო­გა­დი ტი­პის ანა­ლი­ზე­ბი ინა­ხა და ამის გამო იყო მოყ­ვა­ნი­ლი. რო­გორც ვიცი, 6 და 7 აპ­რილს ძმას (სა­სუ­ლი­ე­რო პირს) გარ­კვე­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა დამ სახ­ლში გა­უ­წია. ამას თვი­თონ ჩვე­ნი თა­ნამ­შრო­მე­ლი ადას­ტუ­რებს. ისიც საკ­მა­ოდ შე­წუ­ხე­ბუ­ლია,რომ მსგავ­სი კი­თხვე­ბი გაჩ­ნდა", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კა­ჭა­ხი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ წმინ­და იო­ა­ნე ღვთის­მე­ტყვე­ლის რუ­სუ­ლი ეკ­ლე­სი­ის მო­ძღვა­რი, გი­ორ­გი პა­პა­ვა, რო­მე­ლიც კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცირ­და, ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. მას­თან ერ­თად ვირუ­სი და­უდ­გინ­და მის დასა და დის­შვილ­საც.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
6

მარტივად დავწერ რასაც ვფიქრობ. ან მიიღებთ ზომებს სახელმწიფოც და ეკლესიაც რმ ხალხმრავალი შეკრებები ავიცილოთ. ან მწვავე შედეგებს მოიმკით ორივე. გარდაცვლილების და ინფიცირებულების სახით ჯერ და მერე მკვეთრად შელახული ავტორიტეტით მეორე.

მე ასე ვფიქრობ დანარჩენი თქვენი საქმის თქვენ იცით.

gego
1

აბრალეთ ახლა სხვას. თურმე არის საფრთხე რომ სასულიერო პირსაც შეხვდეს. ეს ხალხი ვერ იაზრებს რა შარში ვართ. ჯერ ერის კაცი იყო ის და მერე გახდა მღვდელი და ორთავე როგორც გინდათ წარმოიდგინოთ ისევ ადამიანია და მასზე მოქმედებს იგივე უბედურება, რაც ჩვეულებრივ ერისკასზე. 

ავტორი:

"ჯერ მოხდა მღვდლის დაინფიცირება, შემდეგ მისი დის ანუ ჩვენი ექთნის და მისგან უკვე ჩვენი თანამშრომლების" - კლინიკა "თიმის" დირექტორი

"ჯერ მოხდა მღვდლის დაინფიცირება, შემდეგ მისი დის ანუ ჩვენი ექთნის და მისგან უკვე ჩვენი თანამშრომლების" - კლინიკა "თიმის" დირექტორი

თბილისის მედიცინის ინსტიტუტის (კლინიკა „თიმის“) ერთ-ერთი დირექტორის, გიორგი კაჭახიძის განცხადებით, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის რუსული ეკლესიის მოძღვარი COVID19-ის ვირუსით მათ კლინიკაში არ დაინფიცირებულა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გიორგი კაჭახიძემ განუცხადა, აღნიშნული სასულიერო პირისგან დაინფიცირდა მათივე თანამშრომელი, ექთანი, რომელიც სასულიერი პირის დაა.

კაჭახიძის განმარტებით, საიდან დაინფიცირდა მოძღვარი, ამაზე ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა ჩატარდა შესაბამისი კვლევა და დადგინდა, რომ ჯერ დაინფიცირდა მოძღვარი, შემდეგ კი მისი და, რომელიც ექთანია.

"ცალსახად შემიძლია, ვთქვა, რომ ჩვენი ექთნის ინფიცირების წყარო ეს სასულიერო პირი იყო, რომელიც მისი ძმაა. ეს ეპიდემიოლოგიურად უკვე გამოკვლეულია, გამოიკითხა უამრავი ადამიანი. ამაში ჩართული იყო ჩვენი ეპიდემიოლოგიური სამსახური და ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრი. ცალსახა პასუხი გვაქვს, ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე, რომ ეპიდისტორია ასეთი იყო - ჯერ მოხდა სასულიერო პირის დაინფიცირება, შემდეგ ჩვენი ექთნის და უკვე ჩვენი ექთნისგან, ჩვენი დანარჩენი თანამშრომლების", - განაცხადა გიორგი კაჭახიძემ.

მისივე თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასულიერო პირის დაინფიცირება კლინიკიდან მოხდა.

"ვერ გეტყვით, გაკვირვებული ვარ, იმიტომ, რომ მან ყველაზე კარგად იცის, რა არის რეალური სურათი", - აღნიშნა ექიმმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მხოლოდ მისი მოსაზრება არ არის ის, რომ სასულიერო პირის დაინფიცირება თბილისის მედიცინის ინსტიტუტიდან არ მომხდარა.

"ეს არ არის მხოლოდ ჩემი მოსაზრება, ამაზე ჩვენ ეჭვი გვქონდა შაბათ დღეს. ვიდრე ეს 100%-ით არ დადასტურდა და ამის შესახებ ყველა დეტალი არ გამოვიკვლიეთ, არ დაგიდასტურებდით ცალსახა პასუხი რომ არ მქონდეს. ეს არ არის მხოლოდ ჩემი პირადი მოსაზრება ან კლინიკის პოზიცია, ეს არის დაავადებთა კონტროლის პოზიციაც. 6 აპრილს, ორშაბათს, სასულიერო პირი მის დას კლინიკაში მოუყვანია ანალიზების ჩასაბარებლად, იმიტომ, რომ მას ცხელება ჰქონდა. რადგანაც უკვე სიმპტომური იყო, ამის გამო ჰყავდა მოყვანილი ანალიზების ჩასაბარებლად. თუმცა, აქ საუბარი არ არის COVID19-ის ანალიზების შემოწმებაზე, უბრალოდ, ზოგადი ტიპის ანალიზები ინახა და ამის გამო იყო მოყვანილი. როგორც ვიცი, 6 და 7 აპრილს ძმას (სასულიერო პირს) გარკვეული სამედიცინო დახმარება დამ სახლში გაუწია. ამას თვითონ ჩვენი თანამშრომელი ადასტურებს. ისიც საკმაოდ შეწუხებულია,რომ მსგავსი კითხვები გაჩნდა", - განაცხადა გიორგი კაჭახიძემ.

შეგახსენებთ, რომ წმინდა იოანე ღვთისმეტყველის რუსული ეკლესიის მოძღვარი, გიორგი პაპავა, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. მასთან ერთად ვირუსი დაუდგინდა მის დასა და დისშვილსაც.

"შესაბამის სამსახურებთან ერთად სასაფლაოებზე მისვლის შესაძლებლობას ჩავკეტავთ" - კახა კალაძე

"ჩაიცვით შესაბამისად, გარეთ დგომა მოგიწევთ 21:00-დან დილის 06:00 საათამდე" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მრევლს მიმართავს

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 30 ახალი პაციენტით გაიზარდა