"დარწმუნებული ვარ, გონიერი, ბრძენი მოქალაქე მიხვდება, რომ არ დააკისროს პასუხისმგებლობა ეკლესიას და არ დაელოდოს მისგან მოწოდებას, არ მოხვიდეთ ეკლესიაშიო და არ დაელოდოს სახელმწიფოსგან მოწოდებას, რომ დაარღვიეთ კანონი. ეს არის გამოსავალი და ოქროს შუალედი, რომელშიც თითოეული ჩვენი მოქალაქე სწორ გამოსავალს იპოვის. რა თქმა უნდა მთავრობა და მე პირადად, მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს დარჩნენ სახლში და ნუ დავაყენებთ ეკლესიას ისეთ მდგომარეობაში, რომ არჩევანი გააკეთოს.
ჩვენ ვაჟკაცობა არ უნდა გვეყოს? გადაწყვეტილების უნარი არ გვაქვს? თუ არ გვაქვს უნარი ავიღოთ პასუხისმგებლობა, როგორც ეკლესიაზე ისე სახელმწიფოზე? იდეალური იქნებოდა, ეკლესია იყოს ღია და კანონი არ დაარღვიოს არავინ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ აქამდე მივალთ, კანონი არ დაირღვევა და ეს იქნება როგორც სახელმწიფოს, ისე ეკლესიის მოწოდება.
მე პირადად ვიტყვი, რომ ეკლესია არ დაიხურება, განსაკუთრებით სააღდგომო ღამეს და აქ ჩვენი მოკავშირე არის მოქალაქე, რომელიც არის გონიერი და უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და თავის ჯანმრთელობაზე პასუხისმგელობა არ უნდა დააკისროს სხვას" - განაცხადა გახარიამ.