მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კორონავირუსით ინფიცირებული ბიჭი სოფელ ითხვისში სამძიმარზე იმყოფებოდა" - ჭიათურის მერი ახალ შემთხვევაზე
"კორონავირუსით ინფიცირებული ბიჭი სოფელ ითხვისში სამძიმარზე იმყოფებოდა" - ჭიათურის მერი ახალ შემთხვევაზე

ჭი­ა­თუ­რის მე­რის, გივი მო­დე­ბა­ძის გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პირი სო­ფელ ითხვის­ში სამ­ძი­მარ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. რო­გორც მო­დე­ბა­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს” გა­ნუ­ცხა­და, ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან კონ­ტაქ­ტში მყო­ფი 5 პირი გა­მოვ­ლე­ნი­ლია და ისი­ნი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში არი­ან.

„ეს ბიჭი, რო­მე­ლიც დე­დას­თან ჩა­მო­ვი­და, თბი­ლის­ში ცხოვ­რობს. ჭი­ა­თუ­რა­ში, პრაქ­ტი­კუ­ლად, დღე­ნა­ხე­ვა­რი იყო. აქე­დან წა­ვი­და და კო­ვიდ-19 აღ­მო­აჩ­ნდა. დედა და სხვა პი­რე­ბი, ვის­თა­ნაც ჰქონ­და კონ­ტაქ­ტი, ყვე­ლა შეს­წავ­ლი­ლია. სულ 5 ადა­მი­ან­თან ჰქონ­და კონ­ტაქ­ტი. ჭი­ა­თუ­რე­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბის მიერ კი­დევ და­მა­ტე­ბი­თი შეს­წავ­ლა ხდე­ბა და ყვე­ლა არის იზო­ლი­რე­ბუ­ლი. თუ რო­მე­ლი­მეს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უდ­გინ­და, მათი გა­დაყ­ვა­ნა მოხ­დე­ბა. ეს ბიჭი სამ­ძი­მარ­ზე იყო, ქელე­ხი არ ყო­ფი­ლა, ერთი შე­მოვ­ლა გა­ა­კე­თა, გა­ჩერ­და სო­ფელ­ში და წა­ვი­და. ეს არის ითხვი­სის ერთ-ერთი პა­ტა­რა კუ­თხე, ძა­ლი­ან პა­ტა­რა სო­ფე­ლია. არ გა­სუ­ლა ფარ­თოდ, არ უვ­ლია”, - გა­ნა­ცხა­და ჭი­ა­თუ­რის მერ­მა.

ცნო­ბის­თვის, მა­მა­კაცს, რო­მე­ლიც ხუთი დღის წინ ჭი­ა­თუ­რის სო­ფელ ითხვის­ში სა­კუ­თარ ოჯახ­ში თბი­ლი­სი­დან ჩა­ვი­და, კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და.

სო­ფელ­ში ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი მუ­შა­ო­ბენ. იმე­რე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რის, ზვი­ად შა­ლამ­ბე­რი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯერ­ჯე­რო­ბით იქ ზო­მე­ბის გამ­კაც­რე­ბა არ იგეგ­მე­ბა და თუ ვი­თა­რე­ბა შე­იც­ვლე­ბა, სა­ჭი­რო ზო­მე­ბი გა­ტარ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ააააა
0

ქალაქის მერიც როგორ კარგად ყოფილა ინფორმირებული.... ქელეხი დაახლოებით 30 კაციანი ყოფილა და იქ იმყოფებოდა ის ბიჭიც და კონტაქტებიც 5-ზე მეტია. იმ ხალხს კიდევ ვისთნ ჰქონდა კონტაქტი ეგ კიდევ ცალკე თავშისაცემია.....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"კორონავირუსით ინფიცირებული ბიჭი სოფელ ითხვისში სამძიმარზე იმყოფებოდა" - ჭიათურის მერი ახალ შემთხვევაზე

"კორონავირუსით ინფიცირებული ბიჭი სოფელ ითხვისში სამძიმარზე იმყოფებოდა" - ჭიათურის მერი ახალ შემთხვევაზე

ჭიათურის მერის, გივი მოდებაძის განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირებული პირი სოფელ ითხვისში სამძიმარზე იმყოფებოდა. როგორც მოდებაძემ „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 5 პირი გამოვლენილია და ისინი თვითიზოლაციაში არიან.

„ეს ბიჭი, რომელიც დედასთან ჩამოვიდა, თბილისში ცხოვრობს. ჭიათურაში, პრაქტიკულად, დღენახევარი იყო. აქედან წავიდა და კოვიდ-19 აღმოაჩნდა. დედა და სხვა პირები, ვისთანაც ჰქონდა კონტაქტი, ყველა შესწავლილია. სულ 5 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. ჭიათურელი ეპიდემიოლოგების მიერ კიდევ დამატებითი შესწავლა ხდება და ყველა არის იზოლირებული. თუ რომელიმეს კორონავირუსი დაუდგინდა, მათი გადაყვანა მოხდება. ეს ბიჭი სამძიმარზე იყო, ქელეხი არ ყოფილა, ერთი შემოვლა გააკეთა, გაჩერდა სოფელში და წავიდა. ეს არის ითხვისის ერთ-ერთი პატარა კუთხე, ძალიან პატარა სოფელია. არ გასულა ფართოდ, არ უვლია”, - განაცხადა ჭიათურის მერმა.

ცნობისთვის, მამაკაცს, რომელიც ხუთი დღის წინ ჭიათურის სოფელ ითხვისში საკუთარ ოჯახში თბილისიდან ჩავიდა, კორონავირუსი დაუდასტურდა.

სოფელში ეპიდემიოლოგები მუშაობენ. იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ჯერჯერობით იქ ზომების გამკაცრება არ იგეგმება და თუ ვითარება შეიცვლება, საჭირო ზომები გატარდება.

რა უნდა გაითვალისწინოთ, რომ საზამთრომ და ნესვმა არ მოგწამლოთ - "თუ ეს ზოლი ყვითელი ფერისაა, ნიშნავს რომ დაბინძურებულია ნიტრატებით"

ინოვაციური და თანამედროვე - ყველაზე დიდი სამშენებლო ჰიპერმარკეტი „მიჰაუსის“ ციფრული პრეზენტაცია ოფიციალურ გახსნამდე

სემეკმა გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების წესები დაამტკიცა