ბოლნისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე მათი დაინფიცირების წყარო უცნობია, თუმცა ეპიდკვლევა მიმდინარეობს.
მათივე ინფორმაციით, დაინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი იდენტიფიცირებულია და ისინი თვითიზოლაციაში არიან.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 296 შემთხვევაა დადასტურებული.