მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინფიცირების ახალი შემთხვევა კასპში - ახალგაზრდა მამაკაცი საპატრიარქოს დაცვაში მუშაობს
ინფიცირების ახალი შემთხვევა კასპში - ახალგაზრდა მამაკაცი საპატრიარქოს დაცვაში მუშაობს

შიდა ქარ­თლში ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის კი­დევ ერთი შემ­თხვე­ვა და­დას­ტურ­და. კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი კას­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ხოვ­ლეს მცხოვ­რე­ბია.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" წყა­როს ცნო­ბით, შიდა ქარ­თლის რე­გი­ონ­ში მე­სა­მე ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, თბი­ლის­ში დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლია და სა­მუ­შაო ად­გილ­ზე სო­ფელ ხოვ­ლე­დან და­დი­ო­და.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ეს პა­ცი­ენ­ტი სა­პატ­რი­არ­ქოს გარე პე­რი­მეტ­რის დაც­ვის თა­ნამ­შრო­მე­ლია. სა­პატ­რი­არ­ქოს პრეს­ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა მამა ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ მას პატ­რი­არ­ქთან და სხვა პი­რებ­თან შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია

"ზო­გა­დად სა­პატ­რი­არ­ქოს დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი არ ჰყავს. მის დაც­ვას ახორ­ცი­ე­ლებს სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი. დრო­დად­რო ხდე­ბა თა­ნამ­შრომ­ლე­ბის რო­ტა­ცია.

და­ა­ვა­დე­ბა აღ­მო­აჩ­ნდა ამ სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელს, რო­მე­ლიც სა­პატ­რი­არ­ქო­ში შე­მო­სას­ვლელს აკონ­ტრო­ლებ­და. ვის­თან ერ­თა­დაც ას­რუ­ლებ­და სა­მუ­შა­ოს, კი­დევ ორ თა­ნამ­შრო­მელს ასე­ვე ჩა­უ­ტარ­დათ კვლე­ვე­ბი და მათ არ და­უ­დას­ტურ­დათ ვირუ­სი.

დაც­ვის ამ წევ­რს სა­პატ­რი­არ­ქოს შიდა შე­ნო­ბას­თან და თა­ნამ­შრომ­ლებ­თან სხვა კონ­ტაქ­ტი, გარ­და შე­მო­სას­ვლე­ლი პუნ­ქტი­სა არ ჰქონ­და" - აღ­ნიშ­ნა ჯაღ­მა­ი­ძემ.

კას­პში კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი დღეს დი­ლით გახ­და. სო­ფელ ხოვ­ლე­ში აცხა­დე­ბენ, რომ შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მიერ დი­ლი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან პირ­და­პი­რი და ირი­ბი კონ­ტაქ­ტე­ბის დად­გე­ნა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დაცვა
3

მთელი პოლიცია, ჯარი და რავი თუ ვინმე სადმე ფორმიანი მოიძებნება, მთელი დღე და ღამე გარეთ სადარაჯოზე არიან, კერძოდ საპატრიარქოს თან გარე პერიმეტრზე დაცვა?? ფიცის მწამს ბოლო მაკვირვებს. ხალხი დაიცავით სწაკუთარი შენობების დაცვას ჯობია. აი ესაააააააააააააა სიმართლე. 

რემზი
2

თქვე კაი ხალხო გვარი დაწერეთ ვისაც დაუდასტურედა კორონა, გვარი, თორემ მგონია რომ მოგონილია ეს ყველაფერი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

ინფიცირების ახალი შემთხვევა კასპში - ახალგაზრდა მამაკაცი საპატრიარქოს დაცვაში მუშაობს

ინფიცირების ახალი შემთხვევა კასპში - ახალგაზრდა მამაკაცი საპატრიარქოს დაცვაში მუშაობს

შიდა ქართლში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. კოვიდინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეს მცხოვრებია.

"ინტერპრესნიუსის" წყაროს ცნობით, შიდა ქართლის რეგიონში მესამე ინფიცირებული, თბილისში დაცვის სამსახურის თანამშრომელია და სამუშაო ადგილზე სოფელ ხოვლედან დადიოდა.

როგორც აღმოჩნდა, კორონავირუსით დაინფიცირებული ეს პაციენტი საპატრიარქოს გარე პერიმეტრის დაცვის თანამშრომელია. საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას პატრიარქთან და სხვა პირებთან შეხება არ ჰქონია

"ზოგადად საპატრიარქოს დაცვის სამსახური არ ჰყავს. მის დაცვას ახორციელებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. დროდადრო ხდება თანამშრომლების როტაცია.

დაავადება აღმოაჩნდა ამ სამსახურის წარმომადგენელს, რომელიც საპატრიარქოში შემოსასვლელს აკონტროლებდა. ვისთან ერთადაც ასრულებდა სამუშაოს, კიდევ ორ თანამშრომელს ასევე ჩაუტარდათ კვლევები და მათ არ დაუდასტურდათ ვირუსი.

დაცვის ამ წევრს საპატრიარქოს შიდა შენობასთან და თანამშრომლებთან სხვა კონტაქტი, გარდა შემოსასვლელი პუნქტისა არ ჰქონდა" - აღნიშნა ჯაღმაიძემ.

კასპში კორონავირუსული ინფექციის დადასტურების შესახებ ცნობილი დღეს დილით გახდა. სოფელ ხოვლეში აცხადებენ, რომ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლების მიერ დილიდან მიმდინარეობს ინფიცირებულთან პირდაპირი და ირიბი კონტაქტების დადგენა.

"ტაძარი უფლის სახლია... წესების დაცვით, საღამოს 9-დან დილის 6 საათამდე მორწმუნეთა იქ დარჩენა შესაძლებელია" - კვირიკაშვილი

"საბა" მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ უჩვეულო გზით მოუწოდებს

"კორონავირუსით ინფიცირებული ბიჭი სოფელ ითხვისში სამძიმარზე იმყოფებოდა" - ჭიათურის მერი ახალ შემთხვევაზე