კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა საფრთხეს შეიცავს ჩერნობილის ხანძარი, რომელიც რადიაციულ ზონას უახლოვდება
რა საფრთხეს შეიცავს ჩერნობილის ხანძარი, რომელიც რადიაციულ ზონას უახლოვდება

უკ­რა­ი­ნა­ში, ჩერ­ნო­ბილ­ში მე­ხან­ძრე­ე­ბი 4 აპ­რი­ლი­დან ხან­ძარს ებ­რძვი­ან და ამ დრომ­დე მის ჩაქ­რო­ბას ვერ ახერ­ხე­ბენ. სი­ტუ­ა­ცი­ას კრი­ტი­კულს უწო­დებს უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საბ­ჭოს წევ­რი ია­როს­ლავ ემე­ლი­ა­ნენ­კო, რო­მე­ლიც საფრ­თხის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუ­ქის“პი­რად გვერ­დზე წერს და ხან­ძრის ამ­სახ­ველ ვი­დე­ო­საც აქ­ვეყ­ნებს.

ემე­ლი­ა­ნენ­კო მო­უ­წო­დებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ნუ ცდი­ლობს რე­ა­ლო­ბის და­ფარ­ვას. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის­თვის ხან­ძა­რი არის პრი­პი­ატ­ში, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო ზო­ნი­დან 2 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე­ობს.

"ახლა ცე­ცხლი ქა­ლაქ პრი­პი­ატ­შია, სა­ი­და­ნაც 2 კი­ლო­მეტრში რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი ნარ­ჩე­ნე­ბის სა­ცა­ვი მდე­ბა­რე­ობს. იქ ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი გა­მოს­ხი­ვე­ბის რა­დი­ა­ცი­უ­ლი ნარ­ჩე­ნე­ბია“, - წერს ია­როს­ლავ ემე­ლი­ა­ნენ­კო და აღ­ნიშ­ნავს, რომ ქა­რის გამო, კვამ­ლი და ფერ­ფლი სა­შიშ ზო­ნა­ში უკვე გავ­რცელ­და.

BBC სხვა­დას­ხვა წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ ხან­ძა­რი იმა­ზე გა­ცი­ლე­ბით სა­ხი­ფა­თოა, ვიდ­რე უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თვლის.

უკ­რა­ი­ნის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­ში კი ამ­ბო­ბენ, რომ ცე­ცხლი ძლი­ე­რია, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სიმ­შვი­დის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ, რად­გა­ნაც რა­დი­ა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი უკ­რა­ი­ნის დე­და­ქა­ლაქ­ში ნორ­მა­შია. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­უ­წო­დებს მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ არ მო­უს­მი­ნონ "აპო­კა­ლიფ­სურ გან­ცხა­დე­ბებს“.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მირ ზე­ლენ­სკი აცხა­დებს, რომ ჩერ­ნო­ბი­ლის ხან­ძრებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მო­სახ­ლე­ო­ბამ სი­მარ­თლე უნდა იცო­დეს და შე­სა­ბა­მი­სი პი­რე­ბის­გან ან­გა­რი­შის ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ მათ ინ­ფორ­მი­რე­ბას მო­ახ­დენს.

"მე თვალ­ყურს ვა­დევ­ნებ ჩერ­ნო­ბი­ლის ზო­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს. ვიცი, რომ მე­ხან­ძრე­ე­ბი ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ, რაც შე­უძ­ლი­ათ. მად­ლო­ბე­ლი ვარ მათი გამ­ბე­და­ო­ბის გამო. ხვალ მო­ვის­მენ ან­გა­რიშს სა­ხელ­მწი­ფო სა­გან­გე­ბო საქ­მე­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის­გან და დას­კვნებს მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვა­კე­თებთ. ხალ­ხმა სი­მარ­თლე უნდა იცო­დეს“, - და­წე­რა ზე­ლენ­სკიმ "ფე­ის­ბუ­ქის“ სა­კუ­თარ გვერ­დზე.

BBC-ის ცნო­ბით, ჩერ­ნო­ბილ­ში ხან­ძრის ორი კე­რაა, რო­მელ­თა­გა­ნაც ერთი გავ­რცე­ლე­ბუ­ლია 34 000 ჰექ­ტარ ფარ­თობ­ზე, ხოლო მე­ო­რე - 12 000 ჰექ­ტარ­ზე. ად­გილ­ზე კი 300-ზე მეტი მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი მუ­შა­ობს. ხან­ძრის ჩაქ­რო­ბის სა­მუ­შა­ო­ებ­ში 6 ვერ­ტმფრე­ნია ჩარ­თუ­ლი.

უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სი, კა­ტე­რი­ნა პავ­ლო­ვა "ესო­ში­ე­ი­თიდ პრეს­თან“ ამ­ბობს, რომ ხან­ძრის ლო­კა­ლი­ზე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი უწყვეტ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ჰე­რი­ზონტზე ჩერ­ნო­ბი­ლის ხან­ძა­რი - "ესო­ში­ე­ი­თიდ პრე­სის" ფოტო
  • არ­სე­ბობს თუ არა რე­ა­ლუ­რი საფრ­თხე - რას ამ­ბო­ბენ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი?

უკ­რა­ი­ნის ეკო­ლო­გი­ის ინ­სპექ­ცი­ის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა იგორ ფირ­სოვ­მა რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ნა­ცხა­და, რომ რა­დი­ა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ჩერ­ნო­ბილ­ში ხან­ძრის შე­დე­გად მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გაზ­რდი­ლია. თუმ­ცა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით ეს ინ­ფორ­მა­ცია უარ­ყო. "გარ­დი­ა­ნი" ჯერ კი­დევ გა­სულ კვი­რას წერ­და, რომ რა­დი­ა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ჩერ­ნო­ბილ­ში 16-ჯერ არის გაზ­რდი­ლი, თუმ­ცა ეს ინ­ფორ­მა­ცია ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის.

ჯერ­ჯე­რო­ბით ექ­სპერ­ტე­ბი არ სა­უბ­რო­ბენ გლო­ბა­ლურ საფრ­თხე­ებ­ზე, თუმ­ცა რო­გორც BBC წერს, ძლი­ე­რი ქა­რის გამო, ხან­ძრის კვამ­ლი და ფერ­ფლი კი­ე­ვამ­დე აღ­წევს. "ნიუ იორკ თა­იმ­სის“ ცნო­ბით კი, ქა­რის გამო ხან­ძრის კვამლმა რუ­სე­თამ­დე და ბე­ლო­რუ­სამ­დე მი­აღ­წია.

ჩერ­ნო­ბი­ლის ხან­ძა­რი - Reuters-ის ფოტო

ამა­ვე გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ რა­დი­ა­ცი­ის დონე ჩერ­ნო­ბილ­ში 4-ჯერ უფრო სა­ხი­ფა­თოა, ვიდ­რე ხან­ძრის გა­ჩე­ნამ­დე იყო. გა­რე­მოს დაც­ვის ექ­სპერ­ტის, ოლე­ნა მის­კუ­ნის გან­ცხა­დე­ბით, მთა­ვა­რი საფრ­თხე ცე­ცხლის­გან წარ­მო­შო­ბილ კვამლს უკავ­შირ­დე­ბა და ის საფრ­თხის შემ­ცვე­ლია არა მხო­ლოდ უშუ­ა­ლოდ ჩერ­ნო­ბი­ლის­თვის, არა­მედ შორ მან­ძილ­ზე და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტე­ბის­თვი­საც, რად­გა­ნაც ძლი­ე­რი ქა­რის გამო უკვე მი­აღ­წია სხვა ად­გი­ლე­ბამ­დე.

"ქარს შე­უძ­ლია ფერ­ფლი, კვამ­ლი, რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი ნა­წი­ლა­კე­ბი ჩერ­ნო­ბი­ლი­დან და­სახ­ლე­ბულ ად­გი­ლებ­ში გა­და­ი­ტა­ნოს, ან ასე­თი ნა­წი­ლა­კე­ბი მოხ­ვდნენ ნა­თე­სებ­ზე, რომ­ლებ­საც შემ­დეგ ადა­მი­ა­ნე­ბი მო­იხ­მა­რენ. გაგ­ვი­მარ­თლა, რომ სა­კა­რან­ტი­ნე ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბია ახლა, ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან სახ­ლებ­ში და თუ გა­რეთ გა­მო­დი­ან პირ­ბა­დე­ე­ბი უკე­თი­ათ“, - ამ­ბობს ოლე­ნა მის­კუ­ნი.

ხან­ძრის გა­ჩე­ნის მი­ზე­ზი უც­ნო­ბია. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ის შე­საძ­ლოა ფერ­მე­რე­ბის და­უ­დევ­რო­ბას უკავ­შირ­დე­ბო­დეს.

ავტორი:

რა საფრთხეს შეიცავს ჩერნობილის ხანძარი, რომელიც რადიაციულ ზონას უახლოვდება

რა საფრთხეს შეიცავს ჩერნობილის ხანძარი, რომელიც რადიაციულ ზონას უახლოვდება

უკრაინაში, ჩერნობილში მეხანძრეები 4 აპრილიდან ხანძარს ებრძვიან და ამ დრომდე მის ჩაქრობას ვერ ახერხებენ. სიტუაციას კრიტიკულს უწოდებს უკრაინის სახელმწიფო სააგენტოს საზოგადოებრივი საბჭოს წევრი იაროსლავ ემელიანენკო, რომელიც საფრთხის შესახებ "ფეისბუქის“პირად გვერდზე წერს და ხანძრის ამსახველ ვიდეოსაც აქვეყნებს.

ემელიანენკო მოუწოდებს ხელისუფლებას, ნუ ცდილობს რეალობის დაფარვას. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი არის პრიპიატში, რომელიც ყველაზე სახიფათო ზონიდან 2 კილომეტრში მდებარეობს.

"ახლა ცეცხლი ქალაქ პრიპიატშია, საიდანაც 2 კილომეტრში რადიოაქტიური ნარჩენების საცავი მდებარეობს. იქ ყველაზე მაღალი გამოსხივების რადიაციული ნარჩენებია“, - წერს იაროსლავ ემელიანენკო და აღნიშნავს, რომ ქარის გამო, კვამლი და ფერფლი საშიშ ზონაში უკვე გავრცელდა.

BBC სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ხანძარი იმაზე გაცილებით სახიფათოა, ვიდრე უკრაინის ხელისუფლება თვლის.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში კი ამბობენ, რომ ცეცხლი ძლიერია, მაგრამ საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებენ, რადგანაც რადიაციის მაჩვენებელი უკრაინის დედაქალაქში ნორმაშია. ხელისუფლება მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ არ მოუსმინონ "აპოკალიფსურ განცხადებებს“.

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ჩერნობილის ხანძრებთან დაკავშირებით, მოსახლეობამ სიმართლე უნდა იცოდეს და შესაბამისი პირებისგან ანგარიშის ჩაბარების შემდეგ მათ ინფორმირებას მოახდენს.

"მე თვალყურს ვადევნებ ჩერნობილის ზონაში მიმდინარე მოვლენებს. ვიცი, რომ მეხანძრეები ყველაფერს აკეთებენ, რაც შეუძლიათ. მადლობელი ვარ მათი გამბედაობის გამო. ხვალ მოვისმენ ანგარიშს სახელმწიფო საგანგებო საქმეების სამსახურის ხელმძღვანელისგან და დასკვნებს მოგვიანებით გავაკეთებთ. ხალხმა სიმართლე უნდა იცოდეს“, - დაწერა ზელენსკიმ "ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

BBC-ის ცნობით, ჩერნობილში ხანძრის ორი კერაა, რომელთაგანაც ერთი გავრცელებულია 34 000 ჰექტარ ფართობზე, ხოლო მეორე - 12 000 ჰექტარზე. ადგილზე კი 300-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მუშაობს. ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში 6 ვერტმფრენია ჩართული.

უკრაინის სახელმწიფო სააგენტოს უფროსი, კატერინა პავლოვა "ესოშიეითიდ პრესთან“ ამბობს, რომ ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

ჰერიზონტზე ჩერნობილის ხანძარი - "ესოშიეითიდ პრესის" ფოტო
  • არსებობს თუ არა რეალური საფრთხე - რას ამბობენ სპეციალისტები?

უკრაინის ეკოლოგიის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა იგორ ფირსოვმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რადიაციის მაჩვენებელი ჩერნობილში ხანძრის შედეგად მნიშვნელოვნად გაზრდილია. თუმცა, ხელისუფლებამ მოგვიანებით ეს ინფორმაცია უარყო. "გარდიანი" ჯერ კიდევ გასულ კვირას წერდა, რომ რადიაციის მაჩვენებელი ჩერნობილში 16-ჯერ არის გაზრდილი, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

ჯერჯერობით ექსპერტები არ საუბრობენ გლობალურ საფრთხეებზე, თუმცა როგორც BBC წერს, ძლიერი ქარის გამო, ხანძრის კვამლი და ფერფლი კიევამდე აღწევს. "ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით კი, ქარის გამო ხანძრის კვამლმა რუსეთამდე და ბელორუსამდე მიაღწია.

ჩერნობილის ხანძარი - Reuters-ის ფოტო

ამავე გამოცემის ინფორმაციით, მეცნიერები ამბობენ, რომ რადიაციის დონე ჩერნობილში 4-ჯერ უფრო სახიფათოა, ვიდრე ხანძრის გაჩენამდე იყო. გარემოს დაცვის ექსპერტის, ოლენა მისკუნის განცხადებით, მთავარი საფრთხე ცეცხლისგან წარმოშობილ კვამლს უკავშირდება და ის საფრთხის შემცველია არა მხოლოდ უშუალოდ ჩერნობილისთვის, არამედ შორ მანძილზე დასახლებული პუნქტებისთვისაც, რადგანაც ძლიერი ქარის გამო უკვე მიაღწია სხვა ადგილებამდე.

"ქარს შეუძლია ფერფლი, კვამლი, რადიოაქტიური ნაწილაკები ჩერნობილიდან დასახლებულ ადგილებში გადაიტანოს, ან ასეთი ნაწილაკები მოხვდნენ ნათესებზე, რომლებსაც შემდეგ ადამიანები მოიხმარენ. გაგვიმართლა, რომ საკარანტინე ღონისძიებებია ახლა, ადამიანები არიან სახლებში და თუ გარეთ გამოდიან პირბადეები უკეთიათ“, - ამბობს ოლენა მისკუნი.

ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, ის შესაძლოა ფერმერების დაუდევრობას უკავშირდებოდეს.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა

ჩერნობილში ხანძარი ლიკვიდირებულია - "წვიმა მოვიდა, რაც ძალიან დაგვეხმარა. რადიაცია ნორმაშია"

ინფიცირებული 18 სასულიერო პირი და ჯარისკაცები - რა ვითარებაა რუსეთში, სადაც Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება