საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ადამიანები მიწას უნდა დაუბრუნდნენ, ვინც თბილისშია და სოფელი მიტოვებული აქვს..." - ეკა ნიჟარაძეს პანდემიის დროს კახეთში მოსავალი მოჰყავს
"ადამიანები მიწას უნდა დაუბრუნდნენ, ვინც თბილისშია და სოფელი მიტოვებული აქვს..." - ეკა ნიჟარაძეს პანდემიის დროს კახეთში მოსავალი მოჰყავს

თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ არ­თა­ნა­ში დღეს თუკი ვინ­მე მუ­შა­ობს და სა­გა­ზა­ფხუ­ლო სა­მე­ურ­ნეო საქ­მე­ებს აწარ­მო­ებს, მათ შო­რის, მსა­ხი­ო­ბი ეკა ნი­ჟა­რა­ძე­ცაა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მსოფ­ლი­ო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო პან­დე­მი­აა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, ამას ხელი არ შე­უშ­ლია, რომ მსა­ხი­ობს სო­ფელ­ში ეშ­რო­მა. რო­გორც ადრე ვწერ­დით, ცნო­ბი­ლია, რომ მან რამ­დე­ნი­მე წლის წინ აღ­ნიშ­ნულ სო­ფელ­ში მი­წის ნაკ­ვე­თი, სა­კუ­თა­რი კარ­მი­და­მო შე­ი­ძი­ნა, სა­დაც მა­შინ­ვე შე­უდ­გა სა­მე­ურ­ნეო საქ­მი­ა­ნო­ბას. ამ­ბობს, რომ სახ­ლი ძვე­ლია და იქ კაცი დიდ­ხანს ვერ დარ­ჩე­ბა, მაგ­რამ მი­წას კი ნამ­დვი­ლად არ აც­დენს, ინ­ტენ­სი­უ­რად ამუ­შა­ვებს.

„კარ­გი სახ­ლი რომ მქონ­დეს, ახლა თბი­ლის­ში რა გა­მა­ჩე­რებ­და?! მაგ­რამ მის გა­სა­კე­თებ­ლად, ერ­თი­ან თან­ხას თავი ჯერ ვერ მო­ვუ­ყა­რე, იქა­უ­რო­ბა რო­გორც სა­ჭი­როა, რომ მო­ვა­წეს­რი­გო. არც ისე დიდი თან­ხა სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ არ მაქვს. ამი­ტომ, სო­ფელ­ში ამ ეტაპ­ზე მხო­ლოდ სა­მუ­შა­ოდ ჩავ­დი­ვარ და ისევ უკან ვბრუნ­დე­ბი,“ - გვე­უბ­ნე­ბა მსა­ხი­ო­ბი და გვიყ­ვე­ბა, რომ გა­სულ წელს 2 წლის გა­შე­ნე­ბულ ვე­ნახ­ში 300 კი­ლოგ­რა­მამ­დე ყუ­რძე­ნი მი­ი­ღო და შე­სა­ბა­მი­სად, რქა­წი­თე­ლის მშვე­ნი­ე­რი მო­სავ­ლი­დან ღვი­ნოც კი და­წუ­რა.

„წელს ღვი­ნოც კი დავ­წუ­რე, რი­თაც ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი ვარ. ვე­ნახ­მა კარ­გი მო­სა­ვა­ლი მომ­ცა, რა­საც არ ვე­ლო­დი. ვფიქ­რობ, რომ წელს უფრო მეტი ყუ­რძე­ნი უნდა მი­ვი­ღო. რაც შე­ე­ხე­ბა ბოს­ტანს, - 2000 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი მი­წის ფარ­თო­ბი­დან 1000 კვად­რა­ტუ­ლი მეტრზე ვე­ნა­ხი გა­ვა­შე­ნე, 1000 კვად­რა­ტულ მეტ­რი ისე იყო, რომ­ლის მი­ხედ­ვას წელს ვა­პი­რებ­დი. ვირუ­სის ამ­ბე­ბი რომ და­ი­წყო, სო­ფელ­ში გა­ვი­ქე­ცი, ტრაქ­ტო­რი ვი­ქი­რა­ვე, მიწა მოვ­ხა­ნი, და­ვა­მუშ­ვეთ და კარ­ტო­ფი­ლი, ხახ­ვი, ნი­ო­რი, ბრო­კო­ლი, ყა­ბა­ყი, გოგ­რა, ის­პა­ნა­ხი, ქინ­ძი, ოხ­რა­ხუ­ში, კამა დავ­თე­სე. ცოტა ხან­ში ლო­ბი­ოც უნდა დავ­თე­სო. აქამ­დე ცი­ო­და და ია­ქურ­მა მე­ზობ­ლებ­მა მი­თხრეს, ცოტა ცივა და გა­ფუჭ­დე­ბაო... ასე რომ, ლო­ბი­ოს და­სა­თე­სად ახლა ვემ­ზა­დე­ბი. მაქვს პო­მიდვ­რის ჩი­თი­ლე­ბი და ჯერ აქ მაქვს. ერთი სული მაქვს, რო­დის წა­ვაბ­რძა­ნებ კა­ხეთ­ში და ჩემს კარ­მი­და­მო­ში ჩავრგავ. მინ­და, ვთქვა, რომ მე­ზობ­ლებ­ში ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა, უზო­მოდ მშრო­მე­ლი ხალ­ხია, ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბი­ან“ - გვიყ­ვე­ბა ეკა ნი­ჟა­რა­ძე, რო­მელ­საც სოფ­ლად შრო­მა სუ­ლაც არ ეზა­რე­ბა, პი­რი­ქით, ამ საქ­მე­ში დიდი ინ­ტე­რე­სით და ხა­ლი­სით არის ჩარ­თუ­ლი. თან ამ­ბობს, რომ სა­კუ­თა­რი ხე­ლით მოყ­ვა­ნილ პრო­დუქტს სხვა ფასი და გემო აქვს. „ახლა სოფ­ლი­დან მო­მა­წო­დეს ფო­ტო­ე­ბი, რომ ნი­ორს და ხახვს უკვე გა­უ­ხა­რია, თავი კარ­გად წა­მო­უყ­ვია. და­ახ­ლო­ე­ბით სამი კვი­რაა, რაც დავ­თე­სე... სა­დილ­ში ბევრ ნი­ორს და ქინძს ვი­ყე­ნებ, მიყ­ვარს, როცა კერ­ძი მწვა­ნი­ლე­ბით და ნივ­რით კარ­გად არის გა­ჯე­რე­ბუ­ლი. ამი­ტომ, მინ­და, რომ ჩემი მქონ­დეს და დიდი იმე­დი მაქვს, რომ წელს უკვე არა მარ­ტო ქინ­ძი და ნი­ო­რი, ჩემი კარ­ტო­ფი­ლიც მექ­ნე­ბა“ - დას­ძენს რეს­პონ­დენ­ტი.

- მახ­სოვს, წლე­ბის წინ, მწვა­ნი­ლი თბი­ლის­ში აი­ვან­ზეც კი გქონ­დათ და­თე­სი­ლი და მშვე­ნივ­რად ხა­რობ­და...

- კი, რო­გორ არა, აქაც ვა­ხა­რებ­დი და ვა­ხა­რებ კი­დეც. ახლა მა­გა­ლი­თად, რამ­დე­ნი­მე გოგ­რის თეს­ლი ჩავ­ყა­რე მი­წა­ში და თავი უკვე მა­თაც წა­მოყ­ვეს. რა­საც ამ კო­რო­ნა­ვირუ­სი­სას ვხე­დავ, ამ ყვე­ლა­ფერ­მა მთელ მსოფ­ლი­ო­ში ძა­ლი­ან დიდი უბე­დუ­რე­ბა მო­ი­ტა­ნა. ადა­მი­ა­ნე­ბი ისე­თი რა­ო­დე­ნო­ბით იღუ­პე­ბი­ან, ტე­ლე­ვი­ზო­რის ჩარ­თვა აღარ მინ­და, მაგ­რამ ერ­თი­ცაა, ამ პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა და­ფიქ­რდა იმა­ზე, ამ ქვე­ყა­ნა­ზე რის­თვის ცხოვ­რობს. მა­გა­ლი­თად, ბევ­რმა აღ­მო­ა­ჩი­ნა, თუნ­დაც ის, რამ­დე­ნი ზედ­მე­ტი ნივ­თი აქვს სახ­ლში. რო­გორც გა­ირ­კვა, არ­სად გვეჩ­ქა­რე­ბა. სახ­ლში ვართ, არ­სად გავ­რბი­ვართ. ამი­ტომ, ყვე­ლა­ნი უნდა დავ­ფიქ­რდეთ ია­მა­ზე, რომ მი­წას­თან შრო­მის გა­რე­შე არა­ფე­რი გა­მო­ვა. გან­სა­კუთ­რე­ბით ისი­ნი უნდა და­ფიქ­რდნენ, ვი­საც სოფ­ლე­ბი, მიწა აქვთ მი­ტო­ვე­ბუ­ლი და თბი­ლის­ში არი­ან... სა­ქარ­თვე­ლო­ში ბულ­გა­რუ­ლი წი­წა­კა და კარ­ტო­ფი­ლი თურ­ქე­თი­დან და ირა­ნი­დან არ უნდა შე­მო­დი­ო­დეს. ეს არ არის ნორ­მა­ლუ­რი. მეს­მის, ეგ­ზო­ტი­კურ, უცხო პრო­დუქტზე იყოს სა­უ­ბა­რი (ბა­ნა­ნი, ანა­ნა­სი...)

- მი­წა­ში სა­სუ­ქი შე­ი­ტა­ნეთ?

- მხო­ლოდ ბუ­ნებ­რი­ვი სა­სუ­ქი გა­მო­ვი­ყე­ნე (200 ლიტრ წყალ­ზე იხ­სნე­ბა ერთი ბოთ­ლი და ნი­ა­დაგ­ში ის უნდა შე­ვი­დეს). ისე, და­ლოც­ვი­ლი და ნა­ყო­ფი­ე­რი მი­წაა და მისი იმე­დი მაქვს, ამი­ტო­მა­ცაა, რომ ყვე­ლა­ფე­რი მო­დის.

- რას ურ­ჩევთ ადა­მი­ა­ნებს, მოყ­ვა­რულ მე­ბა­ღე-მე­ვე­ნა­ხე­ებს?

- ვურ­ჩევ კი არა, ვთხოვ, ხომ ვამ­ბობ, ვი­საც სო­ფე­ლი აქვს მი­ტო­ვე­ბუ­ლი, ნუ მი­ა­ტო­ვებს, მი­ხე­დოს, და­ა­მუ­შა­ვოს ნაკ­ვე­თი, მო­იყ­ვა­ნოს თა­ვის სამ­ყო­ფი მო­სა­ვა­ლი, იმ­დე­ნი, რაც მის ოჯახს გა­მოკ­ვე­ბავს. წელს მა­გა­ლი­თად, ნი­გო­ზი არ მი­ყი­დია, რად­გა­ნაც ჩემს ეზო­ში ორი კაკ­ლის ხეა და თან, რაც ჩემს სა­კუთ­რე­ბა­შია იქა­უ­რო­ბა, წელს პირ­ვე­ლად და­ის­ხა კარ­გად... დღე­საც კი დავ­ტე­ხე კა­კა­ლი და ნი­გო­ზი კერ­ძში გა­მო­ვი­ყე­ნე. ნა­წი­ლი, ხა­ჭოს პას­კის­თვის მჭირ­დე­ბა.

- პას­კა­საც აცხობთ?

- თუ ადა­მი­ან­მა მო­ინ­დო­მა, ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს, მით უმე­ტეს, ახლა, როცა სახ­ლში ყოფ­ნა გვი­წევს და ამ­დე­ნი დრო გვაქვს. პურ­საც ვა­ცხობ და ხა­ჭა­პურ­საც. პას­კებს ჯერ ვერა, მხო­ლოდ ხა­ჭოს პას­კა ვიცი. თუ ისევ იმ თე­მას გა­ვაგ­რძე­ლებთ, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი მი­წას უნდა და­უბ­რუნ­დნენ, რომ სა­კუ­თარ მო­წე­ულ პრო­დუქტს სხვა გემო აქვს, მა­შინ ბევრ რა­მეს დავძლევთ. რო­დე­საც რა­ღა­ცას და­თე­სავ, დარ­გავ და მერე პირ­ვე­ლი ნა­ყო­ფი ჩნდე­ბა, და­მი­ჯე­რეთ, ამას უდი­დე­სი სი­ხა­რუ­ლი მო­აქვს.

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია
11

მართალს ამბობს. გაიხარეთ

ზურა
0

ძალიან ლამაზი სოფელია ართანა,ბარაქიანი მიწითა და გულიანი ხალხით,წარმატებები...

ავტორი:

"ადამიანები მიწას უნდა დაუბრუნდნენ, ვინც თბილისშია და სოფელი მიტოვებული აქვს..." - ეკა ნიჟარაძეს პანდემიის დროს კახეთში მოსავალი მოჰყავს

"ადამიანები მიწას უნდა დაუბრუნდნენ, ვინც თბილისშია და სოფელი მიტოვებული აქვს..." - ეკა ნიჟარაძეს პანდემიის დროს კახეთში მოსავალი მოჰყავს

თელავის რაიონის სოფელ ართანაში დღეს თუკი ვინმე მუშაობს და საგაზაფხულო სამეურნეო საქმეებს აწარმოებს, მათ შორის, მსახიობი ეკა ნიჟარაძეცაა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში კორონავირუსის გამო პანდემიაა გამოცხადებული, ამას ხელი არ შეუშლია, რომ მსახიობს სოფელში ეშრომა. როგორც ადრე ვწერდით, ცნობილია, რომ მან რამდენიმე წლის წინ აღნიშნულ სოფელში მიწის ნაკვეთი, საკუთარი კარმიდამო შეიძინა, სადაც მაშინვე შეუდგა სამეურნეო საქმიანობას. ამბობს, რომ სახლი ძველია და იქ კაცი დიდხანს ვერ დარჩება, მაგრამ მიწას კი ნამდვილად არ აცდენს, ინტენსიურად ამუშავებს.

„კარგი სახლი რომ მქონდეს, ახლა თბილისში რა გამაჩერებდა?! მაგრამ მის გასაკეთებლად, ერთიან თანხას თავი ჯერ ვერ მოვუყარე, იქაურობა როგორც საჭიროა, რომ მოვაწესრიგო. არც ისე დიდი თანხა სჭირდება, მაგრამ არ მაქვს. ამიტომ, სოფელში ამ ეტაპზე მხოლოდ სამუშაოდ ჩავდივარ და ისევ უკან ვბრუნდები,“ - გვეუბნება მსახიობი და გვიყვება, რომ გასულ წელს 2 წლის გაშენებულ ვენახში 300 კილოგრამამდე ყურძენი მიიღო და შესაბამისად, რქაწითელის მშვენიერი მოსავლიდან ღვინოც კი დაწურა.

„წელს ღვინოც კი დავწურე, რითაც ძალიან გახარებული ვარ. ვენახმა კარგი მოსავალი მომცა, რასაც არ ველოდი. ვფიქრობ, რომ წელს უფრო მეტი ყურძენი უნდა მივიღო. რაც შეეხება ბოსტანს, - 2000 კვადრატული მეტრი მიწის ფართობიდან 1000 კვადრატული მეტრზე ვენახი გავაშენე, 1000 კვადრატულ მეტრი ისე იყო, რომლის მიხედვას წელს ვაპირებდი. ვირუსის ამბები რომ დაიწყო, სოფელში გავიქეცი, ტრაქტორი ვიქირავე, მიწა მოვხანი, დავამუშვეთ და კარტოფილი, ხახვი, ნიორი, ბროკოლი, ყაბაყი, გოგრა, ისპანახი, ქინძი, ოხრახუში, კამა დავთესე. ცოტა ხანში ლობიოც უნდა დავთესო. აქამდე ციოდა და იაქურმა მეზობლებმა მითხრეს, ცოტა ცივა და გაფუჭდებაო... ასე რომ, ლობიოს დასათესად ახლა ვემზადები. მაქვს პომიდვრის ჩითილები და ჯერ აქ მაქვს. ერთი სული მაქვს, როდის წავაბრძანებ კახეთში და ჩემს კარმიდამოში ჩავრგავ. მინდა, ვთქვა, რომ მეზობლებში ძალიან გამიმართლა, უზომოდ მშრომელი ხალხია, ძალიან მეხმარებიან“ - გვიყვება ეკა ნიჟარაძე, რომელსაც სოფლად შრომა სულაც არ ეზარება, პირიქით, ამ საქმეში დიდი ინტერესით და ხალისით არის ჩართული. თან ამბობს, რომ საკუთარი ხელით მოყვანილ პროდუქტს სხვა ფასი და გემო აქვს. „ახლა სოფლიდან მომაწოდეს ფოტოები, რომ ნიორს და ხახვს უკვე გაუხარია, თავი კარგად წამოუყვია. დაახლოებით სამი კვირაა, რაც დავთესე... სადილში ბევრ ნიორს და ქინძს ვიყენებ, მიყვარს, როცა კერძი მწვანილებით და ნივრით კარგად არის გაჯერებული. ამიტომ, მინდა, რომ ჩემი მქონდეს და დიდი იმედი მაქვს, რომ წელს უკვე არა მარტო ქინძი და ნიორი, ჩემი კარტოფილიც მექნება“ - დასძენს რესპონდენტი.

- მახსოვს, წლების წინ, მწვანილი თბილისში აივანზეც კი გქონდათ დათესილი და მშვენივრად ხარობდა...

- კი, როგორ არა, აქაც ვახარებდი და ვახარებ კიდეც. ახლა მაგალითად, რამდენიმე გოგრის თესლი ჩავყარე მიწაში და თავი უკვე მათაც წამოყვეს. რასაც ამ კორონავირუსისას ვხედავ, ამ ყველაფერმა მთელ მსოფლიოში ძალიან დიდი უბედურება მოიტანა. ადამიანები ისეთი რაოდენობით იღუპებიან, ტელევიზორის ჩართვა აღარ მინდა, მაგრამ ერთიცაა, ამ პერიოდში ყველა დაფიქრდა იმაზე, ამ ქვეყანაზე რისთვის ცხოვრობს. მაგალითად, ბევრმა აღმოაჩინა, თუნდაც ის, რამდენი ზედმეტი ნივთი აქვს სახლში. როგორც გაირკვა, არსად გვეჩქარება. სახლში ვართ, არსად გავრბივართ. ამიტომ, ყველანი უნდა დავფიქრდეთ იამაზე, რომ მიწასთან შრომის გარეშე არაფერი გამოვა. განსაკუთრებით ისინი უნდა დაფიქრდნენ, ვისაც სოფლები, მიწა აქვთ მიტოვებული და თბილისში არიან... საქართველოში ბულგარული წიწაკა და კარტოფილი თურქეთიდან და ირანიდან არ უნდა შემოდიოდეს. ეს არ არის ნორმალური. მესმის, ეგზოტიკურ, უცხო პროდუქტზე იყოს საუბარი (ბანანი, ანანასი...)

- მიწაში სასუქი შეიტანეთ?

- მხოლოდ ბუნებრივი სასუქი გამოვიყენე (200 ლიტრ წყალზე იხსნება ერთი ბოთლი და ნიადაგში ის უნდა შევიდეს). ისე, დალოცვილი და ნაყოფიერი მიწაა და მისი იმედი მაქვს, ამიტომაცაა, რომ ყველაფერი მოდის.

- რას ურჩევთ ადამიანებს, მოყვარულ მებაღე-მევენახეებს?

- ვურჩევ კი არა, ვთხოვ, ხომ ვამბობ, ვისაც სოფელი აქვს მიტოვებული, ნუ მიატოვებს, მიხედოს, დაამუშავოს ნაკვეთი, მოიყვანოს თავის სამყოფი მოსავალი, იმდენი, რაც მის ოჯახს გამოკვებავს. წელს მაგალითად, ნიგოზი არ მიყიდია, რადგანაც ჩემს ეზოში ორი კაკლის ხეა და თან, რაც ჩემს საკუთრებაშია იქაურობა, წელს პირველად დაისხა კარგად... დღესაც კი დავტეხე კაკალი და ნიგოზი კერძში გამოვიყენე. ნაწილი, ხაჭოს პასკისთვის მჭირდება.

- პასკასაც აცხობთ?

- თუ ადამიანმა მოინდომა, ყველაფერს გააკეთებს, მით უმეტეს, ახლა, როცა სახლში ყოფნა გვიწევს და ამდენი დრო გვაქვს. პურსაც ვაცხობ და ხაჭაპურსაც. პასკებს ჯერ ვერა, მხოლოდ ხაჭოს პასკა ვიცი. თუ ისევ იმ თემას გავაგრძელებთ, რომ ადამიანები მიწას უნდა დაუბრუნდნენ, რომ საკუთარ მოწეულ პროდუქტს სხვა გემო აქვს, მაშინ ბევრ რამეს დავძლევთ. როდესაც რაღაცას დათესავ, დარგავ და მერე პირველი ნაყოფი ჩნდება, დამიჯერეთ, ამას უდიდესი სიხარული მოაქვს.

"ყველა ამბობს, რომ მედიკოს ვგავარ... შვილებიდან დედას ყველაზე მეტად მამაჩემი  - თემური ჰგავს" " - როგორ დაიმსგავსა მედეა ჩახავამ პირველი შვილიშვილი პროფესიაშიც

ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი დაშორდნენ - რა გახდა წყვილის განშორების მიზეზი და რატომ აქვეყნებს ჯეი ლო ყოფილი ქმრის ფოტოს

"დედამ მის ქმართან გააბა რომანი... ლაიზასთვის ეს დიდი დარტყმა აღმოჩნდა" - მსახიობის ტრაგიკული ცხოვრება და აუხდენელი ოცნება საკუთარ შვილზე