ავტორი:

COVID-19 სასულიერო პირის დას და დისშვილსაც დაუდასტურდათ - ოჯახი ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობს

COVID-19 სასულიერო პირის დას და დისშვილსაც დაუდასტურდათ - ოჯახი ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობს

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირის დას და დისშვილსაც დაუდასტურდა COVID-19.

ინფიცირებული სასულიერო პირი თავდაპირველად რესპუბლიკურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული, თუმცა მისივე თხოვნით გადაიყვანეს ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში, სადაც მისი ოჯახის წევრები მკურნალობენ.

როგორც სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სასულიერო პირს მაღალი ტემპერატურა და მშრალი ხველა აღენიშნება.

"დადასტურებულია COVID-19-ის დიაგნოზი. გამოვლენილია მშრალი ხველა და ტემპერატურის მაღალი მაჩვენებელი, შემოიყვანეს გუშინ. ოჯახის სულ 3 წევრია მოთავსებული, მაგრამ რომელს რომლიდან გადაეცა, არ ვიცით. ვინ არის წყარო, არ ვიცით. მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ისინიც გუშინ შემოიყვანეს“,- განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, აღნიშნული სასულიერო პირი ვერაზე მდებარე ერთ-ერთ ეკლესიაში მსახურობს.

სასწრაფო დახმარების ორ ექიმს და სამ მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდათ - "ფორმულა"

"მივმართავ ახალგაზრდა კოლეგებს: თენგიზ ცერცვაძეს ნუ შევეხებით ასე, მას უზარმაზარი დამსახურება აქვს" - ამირან გამყრელიძე

"შესაძლოა, თავყრილობების დროს ნიღბის ტარება კარგა ხანს დაგვჭირდეს და ამას უნდა შევეჩვიოთ" - ამირან გამყრელიძე