ავტორი:

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვები 296-მდე გაიზარდა

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვები 296-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 296 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

აღსანიშნავია, რომ ამ რიცხვში შედის უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს სამი მოქალაქე, რომელთაც კორონავირუსი უცხო ქვეყანაში დაუფიქსირდათ.

კარანტინის რეჟიმშია 4834 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 434 პირი.

ინფორმაციისთვის, ინფიცირებულთაგან 68 უკვე გამოჯანმრთელდა და სახლში გაეწერა, 3 პაციენტი კი გარდაიცვალა.

"ტაძარი უფლის სახლია... წესების დაცვით, საღამოს 9-დან დილის 6 საათამდე მორწმუნეთა იქ დარჩენა შესაძლებელია" - კვირიკაშვილი

"საბა" მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ უჩვეულო გზით მოუწოდებს

"კორონავირუსით ინფიცირებული ბიჭი სოფელ ითხვისში სამძიმარზე იმყოფებოდა" - ჭიათურის მერი ახალ შემთხვევაზე