სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომელი ზურაბ მირიანაშვილი გარდაიცვალა - "მისმა კეთილმა გულმა ამდენ დატვირთვას ვეღარ გაუძლო..."
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომელი ზურაბ მირიანაშვილი გარდაიცვალა - "მისმა კეთილმა გულმა ამდენ დატვირთვას ვეღარ გაუძლო..."

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ექი­მი-ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი, პრო­ფე­სო­რი ზუ­რაბ მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ცენ­ტრის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გან­თავ­სე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ:

"და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი უდი­დე­სი მწუ­ხა­რე­ბით იუ­წყე­ბა, რომ გარ­და­იც­ვა­ლა ცენ­ტრის ბი­ო­უ­საფრ­თხო­ე­ბის და გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­ში პა­თო­გე­ნე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­ში პა­თო­გე­ნე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრო­მე­ლი ზუ­რაბ მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი.

ბა­ტო­ნი ზურა იყო გა­მორ­ჩე­უ­ლი პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბით და მა­ღა­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი. ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი, ერ­თგუ­ლი და თავ­და­უ­ზო­გა­ვი მე­გო­ბა­რი, გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი სი­კე­თით და სათ­ნო­ე­ბით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი, სიყ­ვა­რუ­ლის ნი­ჭის უბად­ლოდ მა­ტა­რე­ბე­ლი. მას პი­რა­დი მა­გა­ლი­თით, სი­ტყვით და საქ­მით, ყო­ველ დღე და ყო­ველ წუთს ფას­და­უ­დე­ბე­ლი წვლი­ლი შეჰ­ქონ­და თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში და ქვეყ­ნის კე­თილ­დღე­ო­ბა­ში.

ბა­ტო­ნი ზურა 1991 წლი­დან დღი­დან დღემ­დე, მა­ღა­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით და უშ­რე­ტი ენერ­გი­ით ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას, ზრდი­და პრო­ფე­სი­ულ კად­რებს, უხ­ვად უზი­ა­რებ­და სხვებს ცოდ­ნას და გა­მოც­დი­ლე­ბას, წარ­მა­ტე­ბით უძღვე­ბო­და მისი შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბით და ნა­ყო­ფი­ე­რე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი კა­რი­ე­რის ბო­ლომ­დე.

სი­ცო­ცხლის ბოლო დღემ­დე აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და რო­გორც თბი­ლის­ში, ისე მარ­ნე­ულ­სა და ბოლ­ნის­ში COVID-19 და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის გა­მოვ­ლე­ნის, ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის და ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი და­დას­ტუ­რე­ბი­სათ­ვის მა­სა­ლის აღე­ბის პრო­ცეს­ში. მის­მა კე­თილ­მა გულ­მა ამ­დენ დატ­ვირ­თვას ვე­ღარ გა­უძ­ლო...

ბა­ტონ­მა ზუ­რამ სი­ცო­ცხლე ოჯა­ხის, მე­გობ­რე­ბის, თა­ნამ­შრომ­ლე­ბის და ქვეყ­ნის კე­თილ­დღე­ო­ბას მი­უ­ძღვნა და იმა­ზე მეტი სი­კე­თე გას­ცა, ვიდ­რე ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია ერთი ადა­მი­ა­ნის­თვის. მისი უდ­რო­ოდ წას­ვლა ჩვე­ნი ცენ­ტრის­თვის დიდი და მტკივ­ნე­უ­ლი და­ნაკ­ლი­სია.

ვუ­სამ­ძიმ­რებთ მის ოჯახს, მე­გობ­რებს და კო­ლე­გებს, მისი ნა­თე­ლი ხსოვ­ნა გა­ათ­ბობს თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის ცხოვ­რე­ბას" - ნათ­ქვა­მია ცენ­ტრის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
3

ᲦმერᲗმა გაანაᲗლოს მისი სული, ამინ.

გურამი
5

ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სული სასახელო ქართველო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომელი ზურაბ მირიანაშვილი გარდაიცვალა - "მისმა კეთილმა გულმა ამდენ დატვირთვას ვეღარ გაუძლო..."

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომელი ზურაბ მირიანაშვილი გარდაიცვალა - "მისმა კეთილმა გულმა ამდენ დატვირთვას ვეღარ გაუძლო..."

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ექიმი-ინფექციონისტი, პროფესორი ზურაბ მირიანაშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა.

აღნიშნულის შესახებ ცენტრის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

"დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი უდიდესი მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ცენტრის ბიოუსაფრთხოების და განსაკუთრებით საშიში პათოგენების დეპარტამენტის, განსაკუთრებით საშიში პათოგენების სამმართველოს თანამშრომელი ზურაბ მირიანაშვილი.

ბატონი ზურა იყო გამორჩეული პიროვნული თვისებებით და მაღალი ღირებულებებით დაჯილდოებული ადამიანი. ყველასათვის საყვარელი, ერთგული და თავდაუზოგავი მეგობარი, განუმეორებელი სიკეთით და სათნოებით დაჯილდოებული, სიყვარულის ნიჭის უბადლოდ მატარებელი. მას პირადი მაგალითით, სიტყვით და საქმით, ყოველ დღე და ყოველ წუთს ფასდაუდებელი წვლილი შეჰქონდა თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში და ქვეყნის კეთილდღეობაში.

ბატონი ზურა 1991 წლიდან დღიდან დღემდე, მაღალი პროფესიონალიზმით და უშრეტი ენერგიით ემსახურებოდა ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას, ზრდიდა პროფესიულ კადრებს, უხვად უზიარებდა სხვებს ცოდნას და გამოცდილებას, წარმატებით უძღვებოდა მისი შრომისმოყვარეობით და ნაყოფიერებით გამორჩეული კარიერის ბოლომდე.

სიცოცხლის ბოლო დღემდე აქტიურად მონაწილეობდა როგორც თბილისში, ისე მარნეულსა და ბოლნისში COVID-19 დაავადებული პაციენტების გამოვლენის, ეპიდემიოლოგიური კვლევის და ლაბორატორიული დადასტურებისათვის მასალის აღების პროცესში. მისმა კეთილმა გულმა ამდენ დატვირთვას ვეღარ გაუძლო...

ბატონმა ზურამ სიცოცხლე ოჯახის, მეგობრების, თანამშრომლების და ქვეყნის კეთილდღეობას მიუძღვნა და იმაზე მეტი სიკეთე გასცა, ვიდრე ეს შესაძლებელია ერთი ადამიანისთვის. მისი უდროოდ წასვლა ჩვენი ცენტრისთვის დიდი და მტკივნეული დანაკლისია.

ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მეგობრებს და კოლეგებს, მისი ნათელი ხსოვნა გაათბობს თითოეული ჩვენგანის ცხოვრებას" - ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შპს ვივიმ ვენახები გააშენა

საპარტნიორო ფონდი,სტარტაპ-საქართველო და „USAID-Zrda“ გამყოფი ზოლის მიმდებარედ  ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საწარმოს მშენებლობას იწყებენ

პანდემიის პერიოდში "შუმის" ღვინომ სამი ოქროს მედალი მოიპოვა