მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხალხი, ვინც თავს დებს მართლმადიდებლობაზე, შეშფოთებულია: რა გვეშველება, თუ ცეცხლი საქართველოში არ ჩამოვაო" - დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი
"ხალხი, ვინც თავს დებს მართლმადიდებლობაზე, შეშფოთებულია: რა გვეშველება, თუ ცეცხლი საქართველოში არ ჩამოვაო" - დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი

პან­დე­მი­ამ ქრის­ტი­ა­ნე­ბის­თვის უდი­დე­სი დღე­სას­წა­უ­ლის, აღ­დგო­მის აღ­ნიშ­ვნის წე­სიც შეც­ვა­ლა.

ის­რა­ელ­ში წმინ­და ცე­ცხლის გარ­და­მოს­ვლის დღე­სას­წა­უ­ლის დროს, ტა­ძარ­ში, სა­დაც ყო­ველ­დღი­უ­რად ასი ათა­ო­სო­ბით პი­ლიგ­რი­მი იკ­რი­ბე­ბა, წელს მხო­ლოდ 10-15 ადა­მი­ა­ნი იქ­ნე­ბა, რომ­ლე­ბიც აღ­მო­სავ­ლეთ მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ეკ­ლე­სი­ებს წარ­მო­ად­გე­ნენ.

ცე­ცხლის წა­ღე­ბა სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში კი სპე­ცი­ა­ლუ­რად და­ნიშ­ნუ­ლი ფრე­ნე­ბით მოხ­დე­ბა, რომ­ლე­ბიც ასე­ვე რე­გუ­ლა­ცი­ებ­ში მო­ექ­ცე­ვა. კერ­ძოდ, თვითმფრი­ნა­ვის ბორტზე მყოფ პი­რებს ხო­მალ­დი­დან გად­მოს­ვლის უფ­ლე­ბა არ ექ­ნე­ბათ და მათ ცე­ცხლს ბორტზე მი­აწ­ვდი­ან. სა­ქარ­თვე­ლო­ში წმინ­და ცე­ცხლს სამი ადა­მი­ა­ნი ჩა­მო­ი­ტანს და მას სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში აღ­დგო­მის ღა­მეს 23:00 სა­ა­თის შემ­დეგ მი­ი­ტა­ნენ.

აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­ზე AMBEBI.GE თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ის, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორს, სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის მღვდელმსა­ხურს, დე­კა­ნოზ თე­ი­მუ­რაზ თა­თა­რაშ­ვილს ესა­უბ­რა:

- უპირ­ვე­ლე­სად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გან­ვას­ხვა­ვოთ ერ­თმა­ნე­თის­გან ტრა­დი­ცი­ე­ბი და დოგ­მა­ტუ­რი სწავ­ლე­ბე­ბი. წელს ეს რო­გორც არას­დროს ისეა აქ­ტუ­ა­ლუ­რი. ზო­გი­ერ­თმა ტრა­დი­ცი­ამ, თუ რე­ლი­გი­უ­რი სწავ­ლე­ბე­ბის სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად გა­აზ­რე­ბამ, გა­და­ფა­რა დღე­სას­წა­უ­ლის ჭეშ­მა­რი­ტი არსი.

თუნ­დაც, რაც ახლა სა­აღ­დგო­მო ცე­ცხლთან და­კავ­ში­რე­ბით ხდე­ბა. ადა­მი­ა­ნე­ბის დიდ ნა­წილს ჰგო­ნია, რომ თუ ეს სა­აღ­დგო­მო ცე­ცხლი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ჩა­მო­ვი­და, რა­ღა­ცა ირ­ღვე­ვა. გა­ვიხ­სე­ნოთ, რომ წინა სა­უ­კუ­ნე­ში, მა­გა­ლი­თად, 90-იან წლებ­ში სა­აღ­დგო­მო ცე­ცხლი სა­ერ­თოდ არ ჩა­მო­დი­ო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში და ყვე­ლა მშვე­ნივ­რად დღე­სას­წა­უ­ლობ­და. წელს ისე და­ი­ხა­ტა სი­ტუ­ა­ცია, რომ მე პი­რა­დად, რო­გორც სა­სუ­ლი­ე­რო პირი, გა­ოგ­ნე­ბუ­ლი დავ­რჩი.

ხალ­ხი, რო­მე­ლიც თავს დებს მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა­ზე, შეშ­ფო­თე­ბუ­ლია: ვა­ი­მე, რა გვეშ­ვე­ლე­ბა, ეს ცე­ცხლი თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ჩა­მო­ვაო. მე მინ­და ყვე­ლას ავუხ­სნა, რომ მთა­ვა­რია, ქრის­ტი­ა­ნი აც­ნო­ბი­ე­რებ­დეს რა მოხ­და აღ­დგო­მას, და ამ აღ­დგო­მის სი­ხა­რუ­ლით ვი­ყოთ სავ­სე­ნი, ჩვენ უნდა გვეს­მო­დეს, რომ ქრის­ტეს­მი­ერ აღ­დგო­მა, ჩვე­ნი სა­კუ­თა­რი აღ­დგო­მის და­სა­ბა­მია, რა­მე­თუ ქრის­ტეს მიერ სიკ­ვდი­ლის დათ­რგუნ­ვით ჩვენ­შიც და­ით­რგუ­ნა სიკ­ვდი­ლი, რაც გა­მო­ხა­ტუ­ლია იმა­ში, რომ მე კი გარ­და­ვიც­ვლე­ბი, მაგ­რამ ისევ აღვდგე­ბი, რო­გორც ქრის­ტე. ამას ადას­ტუ­რებს მრწამ­სიც : „მო­ვე­ლი აღ­დგო­მა­სა მკვდრე­თით და ცხოვ­რე­ბა­სა მერ­მი­სა მის სა­უ­კუ­ნო­სა­სა ამინ“.

ყვე­ლა­ფე­რი სხვა არის მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი, შე­იძ­ლე­ბა ისე­თი დო­ნის გან­საც­დე­ლი იყოს მოვ­ლე­ნი­ლი, რომ კვერ­ცხიც კი ვერ შევ­ღე­ბოთ. წელს ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ანს უჭირს თუნ­დაც, ენ­დროს ყიდ­ვა. სხვა­თა­შო­რის ერთი ძა­ლი­ან გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი მწერ­და ამას­წი­ნათ: იმ­დე­ნად გვიყ­ვარს კვერ­ცხის შე­ღებ­ვის ტრა­დი­ცია, სო­ფელ­ში მივ­დი­ო­დით სპე­ცი­ა­ლუ­რად და მხო­ლოდ სოფ­ლის ნამ­დვილ კვერ­ცხს ვღე­ბავ­დით, სხვას არც ვა­კად­რებ­დით ამ დღე­სას­წა­ულს და ახლა ვერ ვა­ხერ­ხებთ წას­ვლა­სო, წუხ­და.

ამით იმის თქმა მინ­და, რომ წელს რა­ღა­ცე­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა და­ერ­ღვას მრევლს. ამი­ტომ მე მინ­და გა­ვახ­ნე­ვო ჩვე­ნი მკი­თხვე­ლი, რომ თუ ვინ­მემ კვერ­ცხის შე­ღებ­ვა ვერ მო­ა­ხერ­ხა, ან პას­კა ვერ გა­მო­ა­ცხო, ამით არ ინ­გრე­ვა ყვე­ლა­ფე­რი. მთა­ვა­რია, მათ ჰქონ­დეთ ში­ნა­გა­ნი სი­ხი­ა­რუ­ლი და ზე­ი­მი თა­ვი­ანთ სუ­ლი­ერ სამ­ყა­რო­ში. რა თქმა უნდა, მეს­მის იმ ადა­მი­ა­ნე­ბის სევ­დის, ვინც ამას ვერ გა­ა­კე­თებს, მაგ­რამ მინ­და იცოდ­ნენ, რომ ეს ცოდ­ვა არ არი და მათ ოჯა­ხებ­ზე ცუ­დად არ აი­სა­ხე­ბა.

- მინ­და გკი­თხოთ კო­რო­ნა­ვი­სუ­რის გამო ეკ­ლე­სი­ის ირ­გვლივ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხე­ბაც. სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ზი­ა­რე­ბის წესი უნდა შეც­ვლი­ლი­ყო. რო­გორ შე­ა­ფა­სებთ სა­პატ­რი­არ­ქოს მიერ გა­დად­გმულ ნა­ბი­ჯებს?

- უპირ­ვე­ლე­სად ჯან­მრთე­ლო­ბას ვუ­სურ­ვებ ჩვენს მკი­თხველს და ყვე­ლა ადა­მი­ანს. წირ­ვა იწყე­ბა უნი­კა­ლუ­რი სი­ტყვე­ბით: "მშვი­დო­ბით უფ­ლი­სა მი­მართ ვი­ლო­ცოთ“ და "მშვი­დო­ბი­სათ­ვის ყოვ­ლი­სა სოფ­ლი­სა". გთხოვთ ამ სი­ტყვებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­ვაქ­ცი­ოთ. ქრის­ტი­ა­ნი პირ­ველ ყოვ­ლი­სა, უფალს ევედ­რე­ბა სამ­ყა­როს მშვი­დო­ბას. მას­ში მო­აზ­რე­ბა ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი, ყო­ვე­ლი ერის შვი­ლი, ჩვენ­გან ცხრა მთა­სა და ცხრა ზღვას იქეთ მყო­ფე­ბიც, ამი­ტომ ჩვენ არა­ვინ უნდა გან­ვი­კი­თხოთ.

ჩემი დაკ­ვირ­ვე­ბით, მე­დი­ა­ში უფრო მე­ტად რე­ლი­გი­ურ პრობ­ლე­მა­ტი­კას ეთ­მო­ბა ყუ­რად­რე­ბა, ვიდ­რე თა­ვად პან­დე­მი­ის პრობ­ლე­მა­ტი­კას და ამის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას. მე რო­გორც სა­სუ­ლი­ე­რო პირს, ეჭვი არ მე­პა­რე­ბა, რომ რო­მე­ლი­მე საღვთო სა­ი­დუმ­ლო დე­და­მი­წა­ზე, მათ შო­რის ევ­ქა­რის­ტი­ის, წმინ­და ზი­ა­რე­ბის სა­ი­დუმ­ლო, რამე საფრ­თხის შემ­ცვე­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს. მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად არ შე­იძ­ლე­ბა არ მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა იმას, რომ ეს საფრ­თხე არის სე­რი­ო­ზუ­ლი, ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნია და­ა­ვა­დე­ბუ­ლი და ბევ­რიც გარ­დაც­ვლი­ლი.

ჩვენ უნდა და­ვიც­ვათ ის წე­სე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რა­საც მეც­ნი­ე­რუ­ლი ცოდ­ნით აღ­ჭურ­ვი­ლი სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბა გვთა­ვა­ზობს. მი­ვე­სა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ მოხ­დეს წე­სე­ბის დაც­ვა ეკ­ლე­სი­ა­ში. პი­რა­დად ჩვენ­თა­ნაც ტა­ძარ­ში ძა­ლი­ან მკაც­რად არის დის­ტან­ცია და­ცუ­ლი, მრევლს სა­კუ­თა­რი სახ­ლი­დან მო­აქვს ერთჯე­რა­დი ჭი­ქე­ბი და თეფ­შე­ბი ზი­ა­რე­ბის შემ­დეგ სიტ­კბო­ე­ბი­სა და სე­ფის­კვე­რის მი­სა­ღე­ბად. რო­გოც იცით, ეს არ არის ზი­ა­რე­ბის ნა­წი­ლი. ბევრ ტა­ძარ­ში სუ­ლაც არ ხდე­ბა ზი­ა­რე­ბის შემ­დეგ სიტ­კბო­ე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა მრევ­ლის­თვის, რად­გან ზი­ა­რე­ბა არის უშუ­ა­ლოდ ბარ­ძი­მი­დან სა­ერ­თო კოვ­ზით წმინ­და ნა­წი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცე­სი.

ზი­ა­რე­ბის წესი არ შეც­ვლი­ლა და იგი არც უნდა შეც­ვლი­ლი­ყო, რად­გან არ შე­იძ­ლე­ბა საღვთო სა­ი­დუმ­ლო და­ა­ვა­დე­ბის გა­დამ­ცე­მი იყოს. პი­რი­ქით. თუმ­ცა ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცი­ას ვი­ცავთ მკაც­რად. ასე­ვე, მო­ვუ­წო­დებთ სახ­ლში დარ­ჩე­ნის­კენ იმ ადა­მი­ა­ნებს, რო­მე­ლე­ბიც თავს უძ­ლუ­რე­ბა­ში გრძნო­ბენ და ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში მო­ძღვა­რი აზი­ა­რებს სახ­ლში მათ.

- რო­გორ ფიქ­რობთ, რა­ტომ გაჩ­ნდა ეკ­ლე­სი­ის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ასე­თი ურ­თი­ერ­თდა­პი­რის­პი­რე­ბა აქ­ტი­ურ მრევლსა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ნარ­ჩენ წევ­რებს შო­რის?

- მთა­ვა­რი სათ­ქმე­ლი არის ეს, რა­საც ახლა ვი­ტყვი: მე მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლა ქრის­ტი­ანს, რომ და­იც­ვას ოქ­როს შუ­ა­ლე­დი სა­მე­უ­ფეო გზა­ზე, რაც არის ყვე­ლა­ზე სწო­რი გზა - 50/50-ზე. ე.ი. ქრის­ტი­ა­ნი არც სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბა­ა­ში არ უნდა ჩა­ვარ­დეს და არც - ხიბლში. იგი ურ­წმუ­ნო­ე­ბამ­დე არ უნდა მი­ვი­დეს, რომ აღარ გა­ე­კა­როს ეკ­ლე­სი­ას და მოს­წყდეს სა­ეკ­ლე­სიო სა­ი­დუმ­ლო­ებს, მაგ­რამ არ უნდა ჩა­ვარ­დეს მე­ო­რე უკი­დუ­რე­სო­ბა­შიც - ისე გა­თა­მამ­დეს და თვით­და­ჯე­რე­ბუ­ლი გახ­დეს, იფიქ­როს, არა­სო­დეს არა­ფე­რი მო­უ­ვა, არ და­ინ­ფი­ცირ­დე­ბა, რად­გან ის არის რჩე­უ­ლი და ა.შ. ეს უკვე ხიბ­ლის და სი­ა­მა­ყის გა­მოვ­ლი­ნე­ბაა.

ადა­მი­ა­ნი უნდა ხვდე­ბო­დეს, რომ მას საღ­მრთო მად­ლი იცავს, მაგ­რამ უნდა ვი­ყოთ სიფრ­თხი­ლით და მო­რი­დე­ბით, შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ დის­ტან­ცია და ყვე­ლა ის წესი და­ვიც­ვათ, რა­საც მე­დი­კო­სე­ბი მოგ­ვი­წო­დე­ბენ. კარ­გი იქ­ნე­ბა თუ ეს წე­სე­ბი პოსტპან­დე­მი­ურ პე­რი­ოდ­შიც შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა.

მე არ მიყ­ვარს ან­და­ზა "ზოგი ჭირი მარ­გე­ბე­ლია". ვე­თან­ხმე­ბი ივა­ნე კა­რა­მა­ზოვს, დოს­ტო­ევ­სკის რო­მა­ნის გმირს, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ არა­ვი­თა­რი ბედ­ნი­ე­რე­ბის არ მჯე­რა, თუ მის ძირ­ში, ფეს­ვებ­ში იკარ­გე­ბა ბავ­შვის ტი­რი­ლი და ადა­მი­ა­ნის უბედ­რუ­რე­ბაო. ე.ი ვე­რა­ნა­ი­რი ეკო­ლო­გი­უ­რი ან სხვა რა­ი­მე სარ­გე­ბე­ლი, ვე­რა­სო­დეს იქ­ნე­ბა სა­პირ­წო­ნე ათა­სო­ბით და­ღუ­პუ­ლი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლი­სა. რაც არ უნდა კარ­გი რამ მოხ­დეს ამ პან­დე­მი­ის შემ­დეგ, ჩვენ ვე­რა­სო­დეს და­ვი­ვი­წყებთ იმ უამ­რავ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ამ ვირუს­მა შე­ი­წი­რა, ან ვი­საც ტან­ჯვა მი­ა­ყე­ნა.

ჩემი რჩე­ვაა ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის­თვის: მორ­წმუ­ნეს­თვი­საც და ურ­წმუ­ნოს­თვი­საც, რომ კო­რექ­ტუ­ლად, ძა­ლი­ან მშვი­დად და უზ­რდე­ლო­ბის გა­რე­შე და­წე­რონ კო­მენ­ტა­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. ნუ დას­ცი­ნი­ან და შე­უ­რა­ცხყო­ფას ნუ აყე­ნე­ბენ ერ­თმა­ნეთს უფ­ლის სა­ხე­ლით. არ შე­იძ­ლე­ბა მორ­წმუ­ნე ადა­მი­ან­მა უძა­ხოს ვინ­მეს "ეშ­მა­კის მქო­ცი­ქუ­ლო", "სა­ტა­ნა", "ან­ტი­ქი­რის­ტე" - ამ სი­ტყვებს ქრის­ტი­ა­ნი არ ხმა­რობს. შე­უძ­ლე­ბე­ლია ერ­თმა ბა­გემ წარ­მოთ­ქვას "მშვი­დო­ბით უფ­ლი­სა მი­მართ ვი­ლო­ცოთ" და და ეს სა­ში­ნე­ლი სი­ტყვე­ბი. ნუ ჩავ­ვარ­დე­ბით ხიბლში, ვი­ყოთ მშვი­დად, მოთ­მი­ნე­ბით, თავ­მდაბ­ლად. ვი­ლო­ცოთ და და­ვეხ­მა­როთ ერ­თმა­ნეთს თუ შეგ­ვიძ­ლია.

წა­ი­კი­თხეთ ინ­ტერ­ვიუ ვრცლად

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამარი
9

ზუსტად არ მახსოვს სად ამოვიკითხე,,თუ რომელიმე წელს ცეცხლი არ გადმოვიდა, უბედურების მომასწავებელი იქნებაო (მსოფლიო ომი, პანდემია), ნეტავ ეხლა როგორ იქნება?

Goga
23

ხვდებით ხომ რომ ისე კარგად ვეღარ მუშაობს დაბოლების აკადემია 21 საუკუნეში? კვირას ბზობაზე მაქსიმუმ 300 კაცი თუ მოვიდა სამებაში. აი ეგაა თქვენი დაზომბებული მრევლი. დანარჩენები უბრალოდ პირში გიცინიან და თავს გიკრავენ. გულში კი სხვანაირად ფიქრობენ თქვენს ზღაპრებზე. 250 მილიონი მართლმადიდებელია მსოფლიოში.

ეს ოფიციალურად თორემ წესებს რომ ასრულებს და მრევლობს მაქედან 50-60 მილიონი თუ იქნება.

ესე იგი დანარჩენი 8 მილიარდიდან კარგიც და ცუდი ადამიანიც ყველა ჯოჯოხეთში მიდის? კარგით რა.

იცხოვრე წესიერად. შეასრულე 10 მცნება და არ ავნო სხვას. აი ესაა მთავარი და არა თქვენი მოგონილი წესები და ზღაპრები.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"ხალხი, ვინც თავს დებს მართლმადიდებლობაზე, შეშფოთებულია: რა გვეშველება, თუ ცეცხლი საქართველოში არ ჩამოვაო" - დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი

"ხალხი, ვინც თავს დებს მართლმადიდებლობაზე, შეშფოთებულია: რა გვეშველება, თუ ცეცხლი საქართველოში არ ჩამოვაო" - დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი

პანდემიამ ქრისტიანებისთვის უდიდესი დღესასწაულის, აღდგომის აღნიშვნის წესიც შეცვალა.

ისრაელში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის დღესასწაულის დროს, ტაძარში, სადაც ყოველდღიურად ასი ათაოსობით პილიგრიმი იკრიბება, წელს მხოლოდ 10-15 ადამიანი იქნება, რომლებიც აღმოსავლეთ მართლმადიდებლურ ეკლესიებს წარმოადგენენ.

ცეცხლის წაღება სხვადასხვა ქვეყნებში კი სპეციალურად დანიშნული ფრენებით მოხდება, რომლებიც ასევე რეგულაციებში მოექცევა. კერძოდ, თვითმფრინავის ბორტზე მყოფ პირებს ხომალდიდან გადმოსვლის უფლება არ ექნებათ და მათ ცეცხლს ბორტზე მიაწვდიან. საქართველოში წმინდა ცეცხლს სამი ადამიანი ჩამოიტანს და მას სამების საკათედრო ტაძარში აღდგომის ღამეს 23:00 საათის შემდეგ მიიტანენ.

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებულ საკითხებზე AMBEBI.GE თბილისის სასულიერო აკადემიის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, დეკანოზ თეიმურაზ თათარაშვილს ესაუბრა:

- უპირველესად, მნიშვნელოვანია განვასხვავოთ ერთმანეთისგან ტრადიციები და დოგმატური სწავლებები. წელს ეს როგორც არასდროს ისეა აქტუალური. ზოგიერთმა ტრადიციამ, თუ რელიგიური სწავლებების სხვადასხვანაირად გააზრებამ, გადაფარა დღესასწაულის ჭეშმარიტი არსი.

თუნდაც, რაც ახლა სააღდგომო ცეცხლთან დაკავშირებით ხდება. ადამიანების დიდ ნაწილს ჰგონია, რომ თუ ეს სააღდგომო ცეცხლი საქართველოში არ ჩამოვიდა, რაღაცა ირღვევა. გავიხსენოთ, რომ წინა საუკუნეში, მაგალითად, 90-იან წლებში სააღდგომო ცეცხლი საერთოდ არ ჩამოდიოდა საქართველოში და ყველა მშვენივრად დღესასწაულობდა. წელს ისე დაიხატა სიტუაცია, რომ მე პირადად, როგორც სასულიერო პირი, გაოგნებული დავრჩი.

ხალხი, რომელიც თავს დებს მართლმადიდებლობაზე, შეშფოთებულია: ვაიმე, რა გვეშველება, ეს ცეცხლი თუ საქართველოში არ ჩამოვაო. მე მინდა ყველას ავუხსნა, რომ მთავარია, ქრისტიანი აცნობიერებდეს რა მოხდა აღდგომას, და ამ აღდგომის სიხარულით ვიყოთ სავსენი, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ქრისტესმიერ აღდგომა, ჩვენი საკუთარი აღდგომის დასაბამია, რამეთუ ქრისტეს მიერ სიკვდილის დათრგუნვით ჩვენშიც დაითრგუნა სიკვდილი, რაც გამოხატულია იმაში, რომ მე კი გარდავიცვლები, მაგრამ ისევ აღვდგები, როგორც ქრისტე. ამას ადასტურებს მრწამსიც : „მოველი აღდგომასა მკვდრეთით და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნოსასა ამინ“.

ყველაფერი სხვა არის მეორეხარისხოვანი, შეიძლება ისეთი დონის განსაცდელი იყოს მოვლენილი, რომ კვერცხიც კი ვერ შევღებოთ. წელს ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს თუნდაც, ენდროს ყიდვა. სხვათაშორის ერთი ძალიან განათლებული ადამიანი მწერდა ამასწინათ: იმდენად გვიყვარს კვერცხის შეღებვის ტრადიცია, სოფელში მივდიოდით სპეციალურად და მხოლოდ სოფლის ნამდვილ კვერცხს ვღებავდით, სხვას არც ვაკადრებდით ამ დღესასწაულს და ახლა ვერ ვახერხებთ წასვლასო, წუხდა.

ამით იმის თქმა მინდა, რომ წელს რაღაცეები შეიძლება დაერღვას მრევლს. ამიტომ მე მინდა გავახნევო ჩვენი მკითხველი, რომ თუ ვინმემ კვერცხის შეღებვა ვერ მოახერხა, ან პასკა ვერ გამოაცხო, ამით არ ინგრევა ყველაფერი. მთავარია, მათ ჰქონდეთ შინაგანი სიხიარული და ზეიმი თავიანთ სულიერ სამყაროში. რა თქმა უნდა, მესმის იმ ადამიანების სევდის, ვინც ამას ვერ გააკეთებს, მაგრამ მინდა იცოდნენ, რომ ეს ცოდვა არ არი და მათ ოჯახებზე ცუდად არ აისახება.

- მინდა გკითხოთ კორონავისურის გამო ეკლესიის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებაც. საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ზიარების წესი უნდა შეცვლილიყო. როგორ შეაფასებთ საპატრიარქოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს?

- უპირველესად ჯანმრთელობას ვუსურვებ ჩვენს მკითხველს და ყველა ადამიანს. წირვა იწყება უნიკალური სიტყვებით: "მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ“ და "მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა". გთხოვთ ამ სიტყვებს განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ. ქრისტიანი პირველ ყოვლისა, უფალს ევედრება სამყაროს მშვიდობას. მასში მოაზრება ყოველი ადამიანი, ყოველი ერის შვილი, ჩვენგან ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქეთ მყოფებიც, ამიტომ ჩვენ არავინ უნდა განვიკითხოთ.

ჩემი დაკვირვებით, მედიაში უფრო მეტად რელიგიურ პრობლემატიკას ეთმობა ყურადრება, ვიდრე თავად პანდემიის პრობლემატიკას და ამის წინააღმდეგ ბრძოლას. მე როგორც სასულიერო პირს, ეჭვი არ მეპარება, რომ რომელიმე საღვთო საიდუმლო დედამიწაზე, მათ შორის ევქარისტიის, წმინდა ზიარების საიდუმლო, რამე საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს. მაგრამ ამავდროულად არ შეიძლება არ მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ ეს საფრთხე არის სერიოზული, ძალიან ბევრი ადამიანია დაავადებული და ბევრიც გარდაცვლილი.

ჩვენ უნდა დავიცვათ ის წესები და რეკომენდაციები, რასაც მეცნიერული ცოდნით აღჭურვილი სამედიცინო საზოგადოება გვთავაზობს. მივესალები საქართველოს ეკლესიის გადაწყვეტილებას, რომ მოხდეს წესების დაცვა ეკლესიაში. პირადად ჩვენთანაც ტაძარში ძალიან მკაცრად არის დისტანცია დაცული, მრევლს საკუთარი სახლიდან მოაქვს ერთჯერადი ჭიქები და თეფშები ზიარების შემდეგ სიტკბოებისა და სეფისკვერის მისაღებად. როგოც იცით, ეს არ არის ზიარების ნაწილი. ბევრ ტაძარში სულაც არ ხდება ზიარების შემდეგ სიტკბოების შეთავაზება მრევლისთვის, რადგან ზიარება არის უშუალოდ ბარძიმიდან საერთო კოვზით წმინდა ნაწილების მიღების პროცესი.

ზიარების წესი არ შეცვლილა და იგი არც უნდა შეცვლილიყო, რადგან არ შეიძლება საღვთო საიდუმლო დაავადების გადამცემი იყოს. პირიქით. თუმცა ყველა რეკომენდაციას ვიცავთ მკაცრად. ასევე, მოვუწოდებთ სახლში დარჩენისკენ იმ ადამიანებს, რომელებიც თავს უძლურებაში გრძნობენ და ზოგიერთ შემთხვევაში მოძღვარი აზიარებს სახლში მათ.

- როგორ ფიქრობთ, რატომ გაჩნდა ეკლესიის საკითხთან დაკავშირებით ასეთი ურთიერთდაპირისპირება აქტიურ მრევლსა და საზოგადოების დანარჩენ წევრებს შორის?

- მთავარი სათქმელი არის ეს, რასაც ახლა ვიტყვი: მე მოვუწოდებ ყველა ქრისტიანს, რომ დაიცვას ოქროს შუალედი სამეუფეო გზაზე, რაც არის ყველაზე სწორი გზა - 50/50-ზე. ე.ი. ქრისტიანი არც სასოწარკვეთილებააში არ უნდა ჩავარდეს და არც - ხიბლში. იგი ურწმუნოებამდე არ უნდა მივიდეს, რომ აღარ გაეკაროს ეკლესიას და მოსწყდეს საეკლესიო საიდუმლოებს, მაგრამ არ უნდა ჩავარდეს მეორე უკიდურესობაშიც - ისე გათამამდეს და თვითდაჯერებული გახდეს, იფიქროს, არასოდეს არაფერი მოუვა, არ დაინფიცირდება, რადგან ის არის რჩეული და ა.შ. ეს უკვე ხიბლის და სიამაყის გამოვლინებაა.

ადამიანი უნდა ხვდებოდეს, რომ მას საღმრთო მადლი იცავს, მაგრამ უნდა ვიყოთ სიფრთხილით და მორიდებით, შევინარჩუნოთ დისტანცია და ყველა ის წესი დავიცვათ, რასაც მედიკოსები მოგვიწოდებენ. კარგი იქნება თუ ეს წესები პოსტპანდემიურ პერიოდშიც შენარჩუნდება.

მე არ მიყვარს ანდაზა "ზოგი ჭირი მარგებელია". ვეთანხმები ივანე კარამაზოვს, დოსტოევსკის რომანის გმირს, რომელიც ამბობს, რომ არავითარი ბედნიერების არ მჯერა, თუ მის ძირში, ფესვებში იკარგება ბავშვის ტირილი და ადამიანის უბედრურებაო. ე.ი ვერანაირი ეკოლოგიური ან სხვა რაიმე სარგებელი, ვერასოდეს იქნება საპირწონე ათასობით დაღუპული ადამიანის სიცოცხლისა. რაც არ უნდა კარგი რამ მოხდეს ამ პანდემიის შემდეგ, ჩვენ ვერასოდეს დავივიწყებთ იმ უამრავ ადამიანს, რომელიც ამ ვირუსმა შეიწირა, ან ვისაც ტანჯვა მიაყენა.

ჩემი რჩევაა ყველა ადამიანისთვის: მორწმუნესთვისაც და ურწმუნოსთვისაც, რომ კორექტულად, ძალიან მშვიდად და უზრდელობის გარეშე დაწერონ კომენტარები სოციალურ ქსელში. ნუ დასცინიან და შეურაცხყოფას ნუ აყენებენ ერთმანეთს უფლის სახელით. არ შეიძლება მორწმუნე ადამიანმა უძახოს ვინმეს "ეშმაკის მქოციქულო", "სატანა", "ანტიქირისტე" - ამ სიტყვებს ქრისტიანი არ ხმარობს. შეუძლებელია ერთმა ბაგემ წარმოთქვას "მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ" და და ეს საშინელი სიტყვები. ნუ ჩავვარდებით ხიბლში, ვიყოთ მშვიდად, მოთმინებით, თავმდაბლად. ვილოცოთ და დავეხმაროთ ერთმანეთს თუ შეგვიძლია.

წაიკითხეთ ინტერვიუ ვრცლად

წმინდა ცეცხლი უკვე საქართველოშია

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

ბათუმში კოვიდ-სასტუმროში ქალი გარდაიცვალა - "პაციენტი იყო სტაბილურად, სიმპტომების გარეშე"