მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯო ბაიდენს ყოფილი თანაშემწე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს - "ცდილობდა ეკოცნა..მეჩურჩულებოდა, "გინდა, სადმე წავიდეთ?"
ჯო ბაიდენს ყოფილი თანაშემწე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს - "ცდილობდა ეკოცნა..მეჩურჩულებოდა, "გინდა, სადმე წავიდეთ?"

აშშ-ის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატს, ჯო ბა­ი­დენს, ყო­ფი­ლი თა­ნა­შემ­წე, ტარა რიდი სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­სა და შე­ვიწ­რო­ე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. ტარა რი­დის თქმით, ჯო ბა­ი­დენ­მა მას­ზე 90-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში იძა­ლა­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას "ესო­ში­ე­ი­თიდ პრე­სი“ ავ­რცე­ლებს.

გა­მო­ცე­მას­თან ბოლო ორ ინ­ტერ­ვი­უ­ში ტარა რიდ­მა ისა­უბ­რა 1993 წლის გა­ზა­ფხულ­ზე მომ­ხდარ შემ­თხვე­ვა­ზე. რიდ­მა ვა­შინგტო­ნის პო­ლი­ცი­ა­ში სარ­ჩე­ლიც შე­ი­ტა­ნა. ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, როცა ის ყო­ფილ ვიცე პრე­ზი­დენტს სდებს ბრალს. გა­სულ წელს სა­უბ­რობ­და ბა­ი­დე­ნის მხრი­დან "შე­უ­სა­ბა­მო შე­ხე­ბა­ზე“, თუმ­ცა მა­შინ სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა არ უხ­სე­ნე­ბია, მა­შინ სა­უ­ბა­რი იყო მხო­ლოდ სექ­სუ­ა­ლურ შე­ვიწ­რო­ე­ბა­ზე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ტარა რიდი არ არის ერ­თა­დერ­თი ქალი, რო­მე­ლიც აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატს სექ­სუ­ა­ლურ შე­ვიწ­რო­ე­ბა­ში სდებს ბრალს. საპ­რე­ზი­დენ­ტო პრა­ი­მე­რის პირ­ველ ეტაპ­ზე ის რამ­დე­ნი­მე ქალ­მა და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. ისი­ნი ბა­ი­დე­ნის მხრი­დან "არა­სა­სურ­ველ შე­ხე­ბა­ზე“ სა­უბ­რობ­დნენ, კონ­კრე­ტუ­ლად კი არა­სა­სურ­ველ ჩა­ხუ­ტე­ბა­ზე, ხე­ლის ჩა­კი­დე­ბა­ზე და სხვა ქმე­დე­ბებ­ზე, რო­მელ­თა გა­მოც დის­კომ­ფორ­ტი შე­ექ­მნათ. რი­დიც ამ ქა­ლებს შო­რის იყო, თუმ­ცა მის­მა სა­ხელ­მა წინა პლან­ზე წა­მო­ი­წია, რად­გა­ნაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით, შე­ვიწ­რო­ე­ბის გარ­და, ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხე­ბაც ალა­პა­რაკ­და.

"ესო­ში­ე­ი­თიდ პრეს­თან“ მან ბა­ი­დენ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ისე­თი დე­ტა­ლე­ბი გა­იხ­სე­ნა, რა­ზეც აქამ­დე არ უსა­უბ­რია. რიდი აღ­წერს 1993 წელს მომ­ხდარს. მისი თქმით, ზე­დამ­ხედ­ველ­მა ბა­ი­დე­ნის­თვის სა­ვარ­ჯი­შო ჩან­თის წა­ღე­ბა სთხო­ვა, მა­ნაც წა­უ­ღო. ბა­ი­დენ­მა ხელი ჰკრა, კე­დელ­თან მი­იმ­წყვდია და მისი სურ­ვი­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ თი­თე­ბით პე­ნეტ­რა­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ყო­ვე­ლი­ვე კა­პი­ტოლ ჰი­ლის შე­ნო­ბა­ში მოხ­და.

ტარა რიდი წლე­ბის წინ

“ის მე­ჩურ­ჩუ­ლე­ბო­და და ამავდრო­უ­ლად, ცდი­ლობ­და ეკოც­ნა. მი­თხრა: "გინ­და, სად­მე სხვა­გან წა­ვი­დეთ?“ მახ­სოვს, მინ­დო­და მეთ­ქვა, გა­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო. არ ვიცი ვთქვი თუ არა ეს ხმა­მაღ­ლა, თუ უბ­რა­ლოდ ვფიქ­რობ­დი. მთლი­ა­ნად გა­ყი­ნუ­ლი ვი­ყა­ვი“, - ამ­ბობს რიდი. მი­სი­ვე თქმით, ის მო­შორ­და ბა­ი­დენს, რო­მე­ლიც "შო­კი­რე­ბუ­ლი და გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი“ ჩან­და და მი­უ­გო - "მოდი გოგო, მივ­ხვდი, რომ მო­გე­წო­ნა“.

ტარა რიდი

თა­ვად ბა­ი­დე­ნი ბრალ­დე­ბას უარ­ყოფს. მისი საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი და კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დი­რექ­ტო­რი, ქეით ბე­დინ­გფილ­დი ამ­ბობს, რომ ყო­ფილ­მა ვიცე პრე­ზი­დენ­ტმა თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა ქა­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბის­თვის ბრძო­ლას მი­უ­ძღვნა.

“თა­ვი­სი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბა ქა­ლე­ბის მი­მართ ძა­ლა­დო­ბის კა­ნო­ნე­ბის შეც­ვლას მი­უ­ძღვნა. მას მტკი­ცედ სჯე­რა, რომ ქა­ლებს აქვთ უფ­ლებს მო­უს­მი­ნონ და მო­უს­მი­ნონ პა­ტი­ვის­ცე­მით. ამ­გვა­რი პრე­ტენ­ზი­ე­ბი კი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პრე­სის მიერ კარ­გად უნდა იქ­ნას გან­ხი­ლუ­ლი. ამ კონ­კრე­ტულ შე­თხვე­ვა­ში ნა­თე­ლია, რომ ყო­ვე­ლი­ვე არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს და მსგავ­სი რამ სა­ერ­თოდ არ მომ­ხდა­რა“, - ამ­ბობს ბე­დინ­გფილ­დი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბუგუნა
4

აუუუუუუ

ნონა
8

ახლა გაიღვიძა? გულისამრევია 20 წლის შემდეგ რომჩათვლი თავს „დამცირებულად". ამ დანაშაულზე ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ჯო ბაიდენს ყოფილი თანაშემწე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს - "ცდილობდა ეკოცნა..მეჩურჩულებოდა, "გინდა, სადმე წავიდეთ?"

ჯო ბაიდენს ყოფილი თანაშემწე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს - "ცდილობდა ეკოცნა..მეჩურჩულებოდა, "გინდა, სადმე წავიდეთ?"

აშშ-ის დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატს, ჯო ბაიდენს, ყოფილი თანაშემწე, ტარა რიდი სექსუალურ ძალადობასა და შევიწროებაში ადანაშაულებს. ტარა რიდის თქმით, ჯო ბაიდენმა მასზე 90-იანი წლების დასაწყისში იძალადა. ინფორმაციას "ესოშიეითიდ პრესი“ ავრცელებს.

გამოცემასთან ბოლო ორ ინტერვიუში ტარა რიდმა ისაუბრა 1993 წლის გაზაფხულზე მომხდარ შემთხვევაზე. რიდმა ვაშინგტონის პოლიციაში სარჩელიც შეიტანა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ის ყოფილ ვიცე პრეზიდენტს სდებს ბრალს. გასულ წელს საუბრობდა ბაიდენის მხრიდან "შეუსაბამო შეხებაზე“, თუმცა მაშინ სექსუალური ძალადობა არ უხსენებია, მაშინ საუბარი იყო მხოლოდ სექსუალურ შევიწროებაზე.

აღსანიშნავია, რომ ტარა რიდი არ არის ერთადერთი ქალი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს სექსუალურ შევიწროებაში სდებს ბრალს. საპრეზიდენტო პრაიმერის პირველ ეტაპზე ის რამდენიმე ქალმა დაადანაშაულა. ისინი ბაიდენის მხრიდან "არასასურველ შეხებაზე“ საუბრობდნენ, კონკრეტულად კი არასასურველ ჩახუტებაზე, ხელის ჩაკიდებაზე და სხვა ქმედებებზე, რომელთა გამოც დისკომფორტი შეექმნათ. რიდიც ამ ქალებს შორის იყო, თუმცა მისმა სახელმა წინა პლანზე წამოიწია, რადგანაც მოგვიანებით, შევიწროების გარდა, ძალადობის შესახებაც ალაპარაკდა.

"ესოშიეითიდ პრესთან“ მან ბაიდენთან დაკავშირებული ისეთი დეტალები გაიხსენა, რაზეც აქამდე არ უსაუბრია. რიდი აღწერს 1993 წელს მომხდარს. მისი თქმით, ზედამხედველმა ბაიდენისთვის სავარჯიშო ჩანთის წაღება სთხოვა, მანაც წაუღო. ბაიდენმა ხელი ჰკრა, კედელთან მიიმწყვდია და მისი სურვილის საწინააღმდეგოდ თითებით პენეტრაცია განახორციელა. ყოველივე კაპიტოლ ჰილის შენობაში მოხდა.

ტარა რიდი წლების წინ

“ის მეჩურჩულებოდა და ამავდროულად, ცდილობდა ეკოცნა. მითხრა: "გინდა, სადმე სხვაგან წავიდეთ?“ მახსოვს, მინდოდა მეთქვა, გაჩერებულიყო. არ ვიცი ვთქვი თუ არა ეს ხმამაღლა, თუ უბრალოდ ვფიქრობდი. მთლიანად გაყინული ვიყავი“, - ამბობს რიდი. მისივე თქმით, ის მოშორდა ბაიდენს, რომელიც "შოკირებული და გაკვირვებული“ ჩანდა და მიუგო - "მოდი გოგო, მივხვდი, რომ მოგეწონა“.

ტარა რიდი

თავად ბაიდენი ბრალდებას უარყოფს. მისი საპრეზიდენტო კამპანიის ხელმძღვანელი და კომუნიკაციების დირექტორი, ქეით ბედინგფილდი ამბობს, რომ ყოფილმა ვიცე პრეზიდენტმა თავისი ცხოვრება ქალების უფლებებისთვის ბრძოლას მიუძღვნა.

“თავისი საზოგადოებრივი ცხოვრება ქალების მიმართ ძალადობის კანონების შეცვლას მიუძღვნა. მას მტკიცედ სჯერა, რომ ქალებს აქვთ უფლებს მოუსმინონ და მოუსმინონ პატივისცემით. ამგვარი პრეტენზიები კი დამოუკიდებელი პრესის მიერ კარგად უნდა იქნას განხილული. ამ კონკრეტულ შეთხვევაში ნათელია, რომ ყოველივე არ შეესაბამება სიმართლეს და მსგავსი რამ საერთოდ არ მომხდარა“, - ამბობს ბედინგფილდი.

გრენლანდიაში ყინული რეკორდულად სწრაფად დნება და გიგანტური აისბერგი ნაწილებად იშლება - თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები

ჯანმო: მსოფლიოში კორონავირუსის რეკორდული დღიური რაოდენობა - 307 930 შემთხვევა დაფიქსირდა

კორონავირუსის პანდემიის გამო ისრაელი 3-კვირიან საყოველთაო კარანტინს აცხადებს