ბზობის დღესასწაულზე თბილისის და რეგიონების ეკლესიები გაივსო მრევლით. ისინი არ იცავდნენ საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებულ არც ორმეტრიან დისტანციას და არც საზოგადოებრივ სივრცეში სამზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვას.
იგივეა მოსალოდნელი სააღდგომო ლიტურგიის დროსაც - მართალია, ჯერ საპატრიარქოს ლიტურგიის ჩატარების თაობაზე ოფიციალური გადაწყვეტილება არ მიუღია, მაგრამ სავარაუდოდ, დღესასწაულის აღსანიშნავად ბევრი მორწმუნე მივა სააღდგომო ლიტანიობაზე.
ხელისუფლებაც და ექიმებიც მოუწოდებენ მოსახლეობას, სახლში დარჩნენ და იქ ილოცონ. ხალხმრავლობის მოსალოდნელ შედეგებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა აკრძალვების არდაცვის შედეგები, ექსპერტების ვარაუდით ორ კვირაში გამოჩნდება...
ექიმი, ბავშვთა ქირურგი ლევან ხარაშვილი იმ მოსალოდნელ შედეგებზე წერს, რაც თვითიზოლაციის და კარანტინის პირობების თვითნებურ დარღვევას შეიძლება მოჰყვეს:
"აღდგომის მერე ურჩი მრევლი იფეთქებს ბიოლოგიური ბომბივით. ძლივს შეკავებული მრუდი აარტყამს პიკს. გაივსება რეანიმაციები და მეორე ტალღად მედპერსონალი იბუთქებს. ბერგამოს კადრებს თბილისშიც ვნახავთ. დაიხოცება ხალხი და ექიმების კეკლუცა ბრიფინგებს მძიმე კადრები შეცვლის.
მალე შეზღუდვები აზრს დაკარგავს. ბავშვები სკოლებს დაუბრუნდებიან, მხრჩოლავი ყვითელი მარშუტკები გააფერადებენ საცობებს ცენტრალურ ქუჩებზე, ჰაერიც დაბინძურდება, გმირი ექიმები ისევ ფულისტ ყასბებად გადაიქცევიან და გახარიაც კი გაიპარსავს მოუცლელობის ხაზგასასმელად მოშვებულ ''წვერს''. ამირან გამყრელიძე ისევ ძალიან მოსაწყენ ბიძად გადაიქცევა და პოლიტიკოსები გააგრძელებენ პოლიტიკოსობას, სპორტსმენები - სპორტსმებობას. გადაიჭედება გოიმური რესტორნები, ოკუპაცია გააგრძელებს ცოცვას, ბ...ი - ბო...ას, ი რაზვე ეტო ნორმალნო?!!!!" - წერს ექიმი.