ავტორი:

ირაკლი ოქრუაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ირაკლი ოქრუაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

20 ივნისის საქმეზე ბრალდებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის ნაწილში გამართლდა, თუმცა, ის ჯგუფური ძალადობის მონაწილეობაში დამნაშავედ სცნეს.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს. ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა 6-დან 9 წლამდე, მასში მონაწილეობა კი 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეცოპერაცია დიღმის მასივში - არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება ნარკოდანაშაულს

"ჩემი წყაროები არიან სუს-ის და "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები" - რა თქვა ნიკა გვარამიამ სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ

"გამაფრთხილეს, რომ ამის შესახებ არავისთან მელაპარაკა" - გიორგი გაბუნია საქალაქო სასამართლოში მივიდა