მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთი-ორი თვე სახლში ჩაკეტვა საგანგაშოდ არ შეცვლის ადამიანების ფსიქიკას" - რა შეცვალა თვითიზოლაციამ ნათია ფანჯიკიძის ცხოვრებაში
"ერთი-ორი თვე სახლში ჩაკეტვა საგანგაშოდ არ შეცვლის ადამიანების ფსიქიკას" - რა შეცვალა თვითიზოლაციამ ნათია ფანჯიკიძის ცხოვრებაში

მსოფ­ლიო პან­დე­მი­ამ სრუ­ლი­ად შეც­ვა­ლა ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა. ამ ეტაპს კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში "დიდი დას­ვე­ნე­ბაც" კი უწო­დეს...

მაგ­რამ რად­გა­ნაც ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი და­სა­წყი­სი და და­სას­რუ­ლი აქვს, ეს კრი­ზი­სიც უნდა დას­რულ­დეს. აჟი­ო­ტა­ჟი, რაც ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი, ჩა­ცხრე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი ჩა­ივ­ლის და ცხოვ­რე­ბა ჩვე­ულ კა­ლა­პოტს და­უბ­რუნ­დე­ბა.

ვიდ­რე შინ გა­მო­კე­ტი­ლი და უჩ­ვე­უ­ლო ყო­ფა­ში მყო­ფი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამ ყვე­ლაფ­რის გამო ღე­ლავს, სტრე­სულ გა­რე­მო­ში ცხოვ­რობს, AMBEBI.GE-მ რამ­დე­ნი­მე კი­თხვით ფსი­ქო­ლოგ ნა­თია ფან­ჯი­კი­ძეს მი­მარ­თა:

- დიდი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩნდით. გა­ზა­ფხულ­ზე, როცა ადა­მი­ანს სი­ცო­ცხლე უხა­რია, კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გამო სახ­ლში გა­მო­კეტ­ვა გვი­წევს. ბევ­რი ამას შეგ­ნე­ბით უყუ­რებს და წე­სებს ემორ­ჩი­ლე­ბა, არი­ან ისე­თე­ბიც, ვინც ამ ყვე­ლა­ფერს ვერ ეგუ­ე­ბა და სტრეს­შია... რას ურ­ჩევ­დით, რო­გორ მო­ე­რი­ონ თავს?

- სტრე­სი, შფოთვის დო­ნის აწე­ვა ნე­ბის­მი­ე­რი სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბი­სას ნორ­მა­ლუ­რი რე­აქ­ცი­აა, მთა­ვა­რია რე­აქ­ცია მოვ­ლე­ნის ადეკ­ვა­ტუ­რი იყოს. დი­ლას, თვალს რომ ვა­ხელთ, სი­ცო­ცხლე­ში ვბრუნ­დე­ბით, ამ შემ­თხვე­ვა­შიც სტრე­სის ჰორ­მო­ნი გვაღ­ვი­ძებს. რო­დე­საც გვაფრ­თხი­ლე­ბენ, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რე­ჟი­მი უნდა და­ვიც­ვათ, ფსი­ქი­კა ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე მა­ღალ კონ­ტროლს აწე­სებს გა­რე­მო­ზე, სა­კუ­თარ თავ­ზე. ამ ტი­პის სტრე­სი დამ­ხმა­რეა, თავი გა­ვარ­თვათ გან­სხვა­ვე­ბულ მო­ცე­მუ­ლო­ბას.

ჭარ­ბი სტრე­სი კი, დრო­ში გა­ხან­გრძლი­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ადა­მი­ა­ნის ძა­ლებს ფი­ტავს და იმუ­ნი­ტეტ­ზეც ცუ­დად აი­სა­ხე­ბა. სი­ტუ­ა­ცი­ის ადეკ­ვა­ტურ პა­სუ­ხად მხო­ლოდ იმ ადა­მი­ა­ნებ­ში შეგ­ვიძ­ლია ჩავ­თვა­ლოთ, ვი­საც ცუდი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი აქვს, მცი­რე ფარ­თობ­ზე ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ერ­თად ცხოვ­რობს, სამ­სა­ხუ­რი შე­უ­ჩერ­და და ლუკ­მა-პუ­რის მო­პო­ვე­ბის პრობ­ლე­მის წი­ნა­შე დად­გა, რად­გან დღი­ურ გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ზე იყო, კონ­ფლიქ­ტურ ოჯახ­ში ცხოვ­რობს, ან ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის მხსვერ­პლია, ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა აქვს...

სხვა შემ­თხვე­ვა­ში მო­მა­ტე­ბულ ემო­ცი­ურ ფონს უნდა შევ­ხვდეთ, რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რივ მოვ­ლე­ნას და ვა­კე­თოთ სახ­ლში ის, რის კე­თე­ბაც ბევ­რჯერ გვი­ნატ­რია და დრო არ გვქო­ნია...

- იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ რო­დე­საც ეს ვირუ­სი გა­და­ივ­ლის, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდე­ბა. უშუ­ა­ლოდ, რა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს სახ­ლში ადა­მი­ა­ნე­ბის ასე მა­სობ­რი­ვად ჩა­კეტ­ვამ?

- თუ სახ­ლში ჩა­კეტ­ვა დიდ­ხანს გაგ­რძელ­და, მა­შინ შეგ­ვიძ­ლია ამის წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა, - ერთი და ორი თვე არა­ფერს სა­გან­გა­შოდ არ შეც­ვლის ადა­მი­ა­ნე­ბის ფსი­ქი­კა­ში და მა­ლე­ვე და­უბ­რუნ­დე­ბა ყვე­ლა ჩვე­უ­ლებ­რივ მდგო­მა­რე­ო­ბას.

- თა­ვად რო­გორ ცხოვ­რობთ - შე­ე­გუ­ეთ სახ­ლში ყოფ­ნას, შინ დის­ტან­ცი­უ­რად სამ­სა­ხუ­რის საქ­მის კე­თე­ბას? რა შეც­ვა­ლა თვი­თი­ზო­ლა­ცი­ამ თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- უჩ­ვე­უ­ლოა, რა თქმა უნდა, როცა სახ­ლში და სამ­სა­ხურ­ში ერ­თდრო­უ­ლად ხარ. აღ­მო­ვა­ჩი­ნე ისიც, რომ ამან დრო სუ­ლაც არ გა­მო­მი­თა­ვი­სუფ­ლა, პი­რი­ქით, ონ­ლა­ინ მუ­შა­ო­ბა­საც დრო მი­აქვს და ამავდრო­უ­ლად, რად­გან არ ასო­ცირ­დე­ბა სახ­ლი სამ­სა­ხურ­თან, სი­ზარ­მა­ცეც მი­ტევს.

სახ­ლის საქ­მეც მეტი ინ­ტენ­სი­უ­რო­ბით და­მე­მა­ტა. "მა­ჭა­მე რამე" - ჩა­მეს­მის დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე, რაც მარ­თობს კი­დეც, ხუმ­რო­ბის უამ­რავ სა­ფუძ­ველს მი­ჩენს. პრო­ფე­სი­უ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, მათ შო­რის, სა­ზღვარ­გა­რეთ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი გა­და­ვად­და, გეგ­მა შე­იც­ვა­ლა, ან გა­უქ­მდა... რას ვი­ზამთ, წუ­წუ­ნი არ ღირს, დროს უნდა მი­ენ­დო, რო­გორც ტალ­ღებს, ლე­ი­ბით რომ ხარ შე­სუ­ლი ზღვა­ში, ზუს­ტად ასე...

- რო­გორც ცნო­ბი­ლია, მოყ­ვა­რუ­ლი მე­ბა­ღე-მემ­ცე­ნა­რე ხართ. შინ არა­ერ­თი ლა­მა­ზი ყვა­ვი­ლი გაქვთ, რო­მელ­თაც უვ­ლით. ახლა რამ­დე­ნად იც­ლით ამ გა­ტა­ცე­ბით­ვის და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით რას ურ­ჩევ­დით ადა­მი­ა­ნებს?

- სახ­ლის ყვა­ვი­ლე­ბის­თვის ახლა უკეთ ვიც­ლი. „კა­მა­რა­ში“, ჩვენს ფსი­ქო­თე­რა­პი­ის ცენ­ტრში თვი­თი­ზო­ლი­რე­ბულ გა­ზა­ფხულ­ზე კი გული მწყდე­ბა. არა­და, ყვა­ვი­ლე­ბის სხვა­დას­ხვა ფე­რის ჩანჩქე­რია - აპ­რი­ლის მცე­ნა­რე­ე­ბი ახლა ყვა­ვი­ან და ყო­ველ­დღე ვერ ვხე­დავ. მხო­ლოდ დრო­დად­რო მივ­დი­ვარ მო­სარ­წყა­ვად და მო­სავ­ლე­ლად...

ბო­ლოს კი ისევ იმას გა­ვი­მე­ო­რებ - ერთი და ორი თვე არა­ფერს სა­გან­გა­შოდ არ შეც­ვლის ადა­მი­ა­ნე­ბის ფსი­ქი­კა­ში და მა­ლე­ვე და­უბ­რუნ­დე­ბა ყვე­ლა ჩვე­უ­ლებ­რივ მდგო­მა­რე­ო­ბას.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო
23

კარგი აურა გაქვთ, თქვენც და თქვენ მეუღლესაც. არ გიცნობთ , მაგრამ დიდი პატივისცემეთ ვარ თქვენს მიმართ.გაიხარეთ

ვახო
12

 ჩემ თავს ვუსურვებდი, რომ ორივე თქვენ ერთ უღლის ქვეშ მყოფი.ვინც ჩემი ცხოვრების მეგობრების სიაში ჩემი ბავშვობიდან არიან თქვენც იმ სიაში ყოფილიყავით გენაცვალოთ ჩემი თავი პატივისცემეთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ერთი-ორი თვე სახლში ჩაკეტვა საგანგაშოდ არ შეცვლის ადამიანების ფსიქიკას" - რა შეცვალა თვითიზოლაციამ ნათია ფანჯიკიძის ცხოვრებაში

"ერთი-ორი თვე სახლში ჩაკეტვა საგანგაშოდ არ შეცვლის ადამიანების ფსიქიკას" - რა შეცვალა თვითიზოლაციამ ნათია ფანჯიკიძის ცხოვრებაში

მსოფლიო პანდემიამ სრულიად შეცვალა ადამიანების ცხოვრება. ამ ეტაპს კაცობრიობის ისტორიაში "დიდი დასვენებაც" კი უწოდეს...

მაგრამ რადგანაც ყველაფერს თავისი დასაწყისი და დასასრული აქვს, ეს კრიზისიც უნდა დასრულდეს. აჟიოტაჟი, რაც ახალი კორონავირუსის პანდემიით არის გამოწვეული, ჩაცხრება, ყველაფერი ჩაივლის და ცხოვრება ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება.

ვიდრე შინ გამოკეტილი და უჩვეულო ყოფაში მყოფი საზოგადოება ამ ყველაფრის გამო ღელავს, სტრესულ გარემოში ცხოვრობს, AMBEBI.GE-მ რამდენიმე კითხვით ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძეს მიმართა:

- დიდი მოულოდნელობის წინაშე აღმოვჩნდით. გაზაფხულზე, როცა ადამიანს სიცოცხლე უხარია, კორონავირუსის პანდემიის გამო სახლში გამოკეტვა გვიწევს. ბევრი ამას შეგნებით უყურებს და წესებს ემორჩილება, არიან ისეთებიც, ვინც ამ ყველაფერს ვერ ეგუება და სტრესშია... რას ურჩევდით, როგორ მოერიონ თავს?

- სტრესი, შფოთვის დონის აწევა ნებისმიერი საგანგებო მდგომარეობისას ნორმალური რეაქციაა, მთავარია რეაქცია მოვლენის ადეკვატური იყოს. დილას, თვალს რომ ვახელთ, სიცოცხლეში ვბრუნდებით, ამ შემთხვევაშიც სტრესის ჰორმონი გვაღვიძებს. როდესაც გვაფრთხილებენ, რომ განსაკუთრებული რეჟიმი უნდა დავიცვათ, ფსიქიკა ჩვეულებრივზე მაღალ კონტროლს აწესებს გარემოზე, საკუთარ თავზე. ამ ტიპის სტრესი დამხმარეა, თავი გავართვათ განსხვავებულ მოცემულობას.

ჭარბი სტრესი კი, დროში გახანგრძლივების შემთხვევაში ადამიანის ძალებს ფიტავს და იმუნიტეტზეც ცუდად აისახება. სიტუაციის ადეკვატურ პასუხად მხოლოდ იმ ადამიანებში შეგვიძლია ჩავთვალოთ, ვისაც ცუდი საცხოვრებელი პირობები აქვს, მცირე ფართობზე ბევრი ადამიანი ერთად ცხოვრობს, სამსახური შეუჩერდა და ლუკმა-პურის მოპოვების პრობლემის წინაშე დადგა, რადგან დღიურ გამომუშავებაზე იყო, კონფლიქტურ ოჯახში ცხოვრობს, ან ოჯახური ძალადობის მხსვერპლია, ჯანმრთელობის პრობლემა აქვს...

სხვა შემთხვევაში მომატებულ ემოციურ ფონს უნდა შევხვდეთ, როგორც ჩვეულებრივ მოვლენას და ვაკეთოთ სახლში ის, რის კეთებაც ბევრჯერ გვინატრია და დრო არ გვქონია...

- იმასაც ამბობენ, რომ როდესაც ეს ვირუსი გადაივლის, ბევრი ადამიანი ფსიქოლოგიური პრობლემის წინაშე აღმოჩნდება. უშუალოდ, რა შეიძლება გამოიწვიოს სახლში ადამიანების ასე მასობრივად ჩაკეტვამ?

- თუ სახლში ჩაკეტვა დიდხანს გაგრძელდა, მაშინ შეგვიძლია ამის წინასწარმეტყველება, - ერთი და ორი თვე არაფერს საგანგაშოდ არ შეცვლის ადამიანების ფსიქიკაში და მალევე დაუბრუნდება ყველა ჩვეულებრივ მდგომარეობას.

- თავად როგორ ცხოვრობთ - შეეგუეთ სახლში ყოფნას, შინ დისტანციურად სამსახურის საქმის კეთებას? რა შეცვალა თვითიზოლაციამ თქვენს ცხოვრებაში?

- უჩვეულოა, რა თქმა უნდა, როცა სახლში და სამსახურში ერთდროულად ხარ. აღმოვაჩინე ისიც, რომ ამან დრო სულაც არ გამომითავისუფლა, პირიქით, ონლაინ მუშაობასაც დრო მიაქვს და ამავდროულად, რადგან არ ასოცირდება სახლი სამსახურთან, სიზარმაცეც მიტევს.

სახლის საქმეც მეტი ინტენსიურობით დამემატა. "მაჭამე რამე" - ჩამესმის დილიდან საღამომდე, რაც მართობს კიდეც, ხუმრობის უამრავ საფუძველს მიჩენს. პროფესიული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, მათ შორის, საზღვარგარეთთან დაკავშირებული საქმეები გადავადდა, გეგმა შეიცვალა, ან გაუქმდა... რას ვიზამთ, წუწუნი არ ღირს, დროს უნდა მიენდო, როგორც ტალღებს, ლეიბით რომ ხარ შესული ზღვაში, ზუსტად ასე...

- როგორც ცნობილია, მოყვარული მებაღე-მემცენარე ხართ. შინ არაერთი ლამაზი ყვავილი გაქვთ, რომელთაც უვლით. ახლა რამდენად იცლით ამ გატაცებითვის და ამ მიმართულებით რას ურჩევდით ადამიანებს?

- სახლის ყვავილებისთვის ახლა უკეთ ვიცლი. „კამარაში“, ჩვენს ფსიქოთერაპიის ცენტრში თვითიზოლირებულ გაზაფხულზე კი გული მწყდება. არადა, ყვავილების სხვადასხვა ფერის ჩანჩქერია - აპრილის მცენარეები ახლა ყვავიან და ყოველდღე ვერ ვხედავ. მხოლოდ დროდადრო მივდივარ მოსარწყავად და მოსავლელად...

ბოლოს კი ისევ იმას გავიმეორებ - ერთი და ორი თვე არაფერს საგანგაშოდ არ შეცვლის ადამიანების ფსიქიკაში და მალევე დაუბრუნდება ყველა ჩვეულებრივ მდგომარეობას.

"თბილისელია, საკმაოდ საინტერესო პროფესია აქვს... ერთმანეთი აეროპორტში გავიცანით" - რას ჰყვება დათო ხუჯაძე მეუღლეზე

24 წლის გიგი გობეჯიშვილს, რომელიც დაუდგენელ დაავადებას ებრძვის, საზოგადოების დახმარება ესაჭუროება

თბილისში ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი დააზიანეს