ავტორი:

სამყარო გასაჭირშია და პანდემიასთან ბრძოლაში ერთიანობას საჭიროებს - გულგრილობა, ეგოიზმი... - ეს სიტყვები სამუდამოდ ამოვშალოთ - რომის პაპი

სამყარო გასაჭირშია და პანდემიასთან ბრძოლაში ერთიანობას საჭიროებს - გულგრილობა, ეგოიზმი... - ეს სიტყვები სამუდამოდ ამოვშალოთ - რომის პაპი

რომის პაპმა ფრანცისკემ მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, რომ კორონავირუსის პანდემიის განმავლობაში არ დაივიწყონ მოწყვლადი ადამიანები. მან აღდგომის დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას, ხელისუფლებებს მოუწოდა, რომ შეასუსტონ საერთაშორისო სანქციები და შეუმცირონ ან აპატიონ ვალები ღარიბ ქვეყნებს.

პაპის თქმით, სანქციები ქვეყნებს მოქალაქეების ადეკვატურ დახმარებას ურთულებს.

„ახლა არ არის გულგრილობის დრო, რადგან მთელი სამყარო გასაჭირშია და პანდემიასთან ბრძოლაში ერთიანობას საჭიროებს. გულგრილობა, ეგოიზმი, დაყოფა და გულმავიწყობა ის სიტყვებია, რომლებიც ამ დროს არ უნდა გვესმოდეს. ჩვენ გვსურს, რომ ეს სიტყვები სამუდამოდ ამოვშალოთ“, - აღნიშნა რომს პაპმა.

მისივე თქმით, კორონავირუსის გამო ევროკავშირი განსაკუთრებით აღმოჩნდა „ეპოქალური გამოწვევების“ წინაშე.

„მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ამ კონტინენტმა კვლავ შეძლო აღორძინება სოლიდარული სულისკვეთების წყალობით და წარსული პაექრობა გადალახა. ახლა, როგორც არასდროს, აუცილებელია, რომ წარსულმა მეტოქეობამ კვლავ არ იჩინოს თავი, არამედ, ყველამ თავი იგრძნოს ერთი ოჯახის წევრად და ერთმანეთს მხარში დაუდგეს“, - აღნიშნა პაპმა.

შეგახსენებთ, რომ რომის პაპმა სააღდგომო წირვა წმინდა პეტრეს თითქმის ცარიელ ტაძარში აღავლინა.

ბორის ჯონსონი კლინიკიდან გაწერეს

მოდით, სახლებში ძლიერ ვილოცოთ, გავატაროთ დრო ტელევიზორთან, როდესაც საღვთისმსახურო ტრანსლაცია იქნება - პატრიარქი კირილი

ისტორიაში პირველად, აშშ-ის ყველა შტატი უბედურების ზონად გამოცხადდა - ბოლო 24 საათის მონაცემები მოფლიოს 3 ყველაზე დაზარალებული ქვეყნიდან