ავტორი:

ტექნოლოგია, რომელიც ადამიანს შეატყობინებს კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტის შესახებ - რაზე მუშაობენ Apple და Google

ტექნოლოგია, რომელიც ადამიანს შეატყობინებს კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტის შესახებ - რაზე მუშაობენ Apple და Google

ორი ამერიკული გიგანტური კორპორაცია Apple Inc da Google კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში ახალ ტექნოლოგიაზე მუშაობას ერთობლივად იწყებენ. კერძოდ, „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, კომპანიები საკუთარი სმარტფონის პლატფორმებზე განახორციელებენ ტექნოლოგიას, რომელიც ადამიანს შეატყობინებს კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიას პოტენციურად შეეძლება მსოფლიო მოსახლეობის მესამედზე განახორციელოს მონიტორინგი.

ტექნოლოგია, რომელიც ცნობილია, როგორც კონტაქტის მკვლევარი, ისე იქნება აწყობილი, რომ შეძლებს მომხმარებელს აუწყოს თვითიზოლაციის ან კარანტინის აუცილებლობის შესახებ, მას შემდეგ რაც ის კონტაქტში შევა ინფიცირებულთან.

ცნობისთვის, ამ დროისთვის მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის 1,795,693 შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსს სულ 110,005 ადამიანი ემსხვერპლა.

მეგან მარკლი და ჰარი გაჭირვებულებს საკვებს ურიგებენ - წყვილის პირველი ფოტოები აშშ-დან

პირველად, Fuckup Nights ონლაინ რეჟიმში ჩატარდება და მისი ნახვა ყველა მსურველს შეეძლება

ვინ იყო წმინდა მოწამე კორონა და სად ინახება მისი ნეშტი?