მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისტორიაში პირველად, აშშ-ის ყველა შტატი უბედურების ზონად გამოცხადდა - ბოლო 24 საათის მონაცემები მსოფლიოს 3 ყველაზე დაზარალებული ქვეყნიდან
ისტორიაში პირველად, აშშ-ის ყველა შტატი უბედურების ზონად გამოცხადდა - ბოლო 24 საათის მონაცემები მსოფლიოს 3 ყველაზე დაზარალებული ქვეყნიდან

კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის გამო, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა ვა­ი­ო­მინ­გის შტატ­ში უბე­დუ­რე­ბის ზო­ნად გა­მო­ცხა­დე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­ამ­ტკი­ცა, რაც ნიშ­ნავს, რომ აშშ-ის ის­ტო­რი­ა­ში, პირ­ვე­ლად, ყვე­ლა შტა­ტი უკვე ერ­თდრო­უ­ლად მო­ექ­ცა უბე­დუ­რე­ბის ზო­ნის ფარ­გლებ­ში.

თეთ­რი სახ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უბე­დუ­რე­ბის ზო­ნად გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შტა­ტებს და ად­გი­ლობ­რივ მთავ­რო­ბებს, ასე­ვე არა­კო­მერ­ცი­ულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ ფე­დე­რა­ლუ­რი და­ფი­ნან­სე­ბა მი­ი­ღონ.

შტა­ტის მთავ­რო­ბებს, ასე­ვე, და­ეხ­მა­რე­ბი­ან ფე­დე­რა­ლუ­რი რე­სურ­სე­ბით, რო­გო­რე­ბიც არის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის ფე­დე­რა­ლუ­რი სა­ა­გენ­ტო და არ­მი­ის სა­ინ­ჟინ­რო კორ­პუ­სი. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ქვე­ყა­ნა­ში მას შემ­დეგ მი­ი­ღეს, რაც გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვმა 20 000-ს გა­და­ა­ჭარ­ბა (21,474 გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით), ხოლო ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ - ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონს (545,830). გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა კი 31,113-ია.

აშშ პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა გახ­და მსოფ­ლი­ო­ში, სა­დაც კო­რო­ნა­ვირუ­სით ერთი დღე-ღა­მის მან­ძილ­ზე 2 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ფა­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით აშშ-მ იტა­ლი­ას გა­უს­წრო და გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

რაც შე­ე­ხე­ბა იტა­ლი­ას... იტა­ლი­ა­ში ბოლო 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით 431 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, და­ინ­ფი­ცირ­და 4 092. შე­სა­ბა­მი­სი მო­ნა­ცე­მე­ბი worldometers-ზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი. ამა­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, იტა­ლი­ა­ში ვირუ­სით სა­ერ­თო ჯამ­ში გარ­და­იც­ვა­ლა 19 899 ადა­მი­ა­ნი, ხოლო ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა ჯა­მუ­რი რი­ცხვი 156 363 ადა­მი­ანს შე­ად­გენს.

ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან გა­მო­ჯან­მრთელ­და 34 211 პა­ცი­ენ­ტი.

ეს­პა­ნე­თისჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მო­ნა­ცე­მე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში ბოლო დღე-ღა­მის მან­ძილ­ზე კო­რო­ნა­ვირუ­სით 619 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, რაც 109-ით მე­ტია შა­ბა­თის მო­ნა­ცემ­თან შე­და­რე­ბით. ამ­გვა­რად, ეს­პა­ნეთ­ში გარ­დაც­ვლილ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბამ 16 972 შე­ად­გი­ნა. ქვე­ყა­ნა­ში ბოლო 24 სა­ათ­ში ინ­ფი­ცი­რე­ბის 4 167 ახა­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, რი­თაც და­ა­ვა­დე­ბულ­თა სა­ერ­თო ოდე­ნო­ბამ ეს­პა­ნეთ­ში 166,019-ს მი­აღ­წია.

ქვე­ყა­ნა­ში ვირუ­სის­გან 62,391 ადა­მი­ა­ნი გა­ნი­კურ­ნა.

ეს­პა­ნე­თი მსოფ­ლი­ო­ში ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბით, აშშ-ის შემ­დეგ, მე­ო­რე ად­გილ­ზეა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
FEOLA
93

ესენი სულ პირველ ადგილზე არიან ყოველთვის !!!

რამო მორანი
23

ამერიკა ისეა შეჩვეული პირველობას, ვერავის დაუთმობს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ისტორიაში პირველად, აშშ-ის ყველა შტატი უბედურების ზონად გამოცხადდა - ბოლო 24 საათის მონაცემები მსოფლიოს 3 ყველაზე დაზარალებული ქვეყნიდან

ისტორიაში პირველად, აშშ-ის ყველა შტატი უბედურების ზონად გამოცხადდა - ბოლო 24 საათის მონაცემები მსოფლიოს 3 ყველაზე დაზარალებული ქვეყნიდან

კორონავირუსის გავრცელების გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაიომინგის შტატში უბედურების ზონად გამოცხადების გადაწყვეტილება დაამტკიცა, რაც ნიშნავს, რომ აშშ-ის ისტორიაში, პირველად, ყველა შტატი უკვე ერთდროულად მოექცა უბედურების ზონის ფარგლებში.

თეთრი სახლის ინფორმაციით, უბედურების ზონად გამოცხადების შემთხვევაში შტატებს და ადგილობრივ მთავრობებს, ასევე არაკომერციულ ორგანიზაციებს საშუალება ეძლევათ ფედერალური დაფინანსება მიიღონ.

შტატის მთავრობებს, ასევე, დაეხმარებიან ფედერალური რესურსებით, როგორებიც არის საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტო და არმიის საინჟინრო კორპუსი. გადაწყვეტილება ქვეყანაში მას შემდეგ მიიღეს, რაც გარდაცვლილთა რიცხვმა 20 000-ს გადააჭარბა (21,474 განახლებული ინფორმაციით), ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობამ - ნახევარ მილიონს (545,830). გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 31,113-ია.

აშშ პირველი ქვეყანა გახდა მსოფლიოში, სადაც კორონავირუსით ერთი დღე-ღამის მანძილზე 2 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ ფატალური შემთხვევების რაოდენობით აშშ-მ იტალიას გაუსწრო და გლობალური მასშტაბით პირველი ადგილი დაიკავა.

რაც შეეხება იტალიას... იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით 431 ადამიანი დაიღუპა, დაინფიცირდა 4 092. შესაბამისი მონაცემები worldometers-ზეა განთავსებული. ამავე ინფორმაციით, იტალიაში ვირუსით საერთო ჯამში გარდაიცვალა 19 899 ადამიანი, ხოლო ინფიცირებულთა ჯამური რიცხვი 156 363 ადამიანს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 34 211 პაციენტი.

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსით 619 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 109-ით მეტია შაბათის მონაცემთან შედარებით. ამგვარად, ესპანეთში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 16 972 შეადგინა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში ინფიცირების 4 167 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც დაავადებულთა საერთო ოდენობამ ესპანეთში 166,019-ს მიაღწია.

ქვეყანაში ვირუსისგან 62,391 ადამიანი განიკურნა.

ესპანეთი მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობით, აშშ-ის შემდეგ, მეორე ადგილზეა.

"ეს ვირუსი არსად წასვლას არ აპირებს... უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება" - ჯანმო-ს პრესსპიკერი

იტალიის მთავრობამ წიგნის და ბავშვთა მაღაზიებს მუშაობის განახლების ნებართვა მისცა

ჯო ბაიდენს ყოფილი თანაშემწე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს - "ცდილობდა ეკოცნა..მეჩურჩულებოდა, "გინდა, სადმე წავიდეთ?"