მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაკვირვებული ვარ, მამამთილს აღმოაჩნდა ვირუსი და გადაიყვანეს ჰოსპიტალში, დედამთილი კი იგივე სიმპტომებით, დატოვეს სახლში - ქართველი ემიგრანტი საფრანგეთიდან
გაკვირვებული ვარ, მამამთილს აღმოაჩნდა ვირუსი და გადაიყვანეს ჰოსპიტალში, დედამთილი კი იგივე სიმპტომებით, დატოვეს სახლში - ქართველი ემიგრანტი საფრანგეთიდან

უცხო ქვე­ყა­ნებ­ში მცხოვ­რე­ბი ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­უ­ლე­ე­ბი­დან უკვე საკ­მა­ოდ ბევ­რს და­უ­დას­ტურ­და ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი, რო­მელ­თა­გან უმე­ტე­სო­ბამ უკვე და­ა­მარ­ცხა ეს ინ­ფექ­ცია, ბევ­რიც და­ა­ვა­დე­ბას ახლა ებ­რძვის. საფ­რან­გეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი ლელა სარ­თა­ნია გვიყ­ვე­ბა, რომ „კო­ვიდ 19“ მისი ოჯა­ხის წევ­რსაც აღ­მო­აჩ­ნდა და ის ახლა ჰოს­პი­ტალ­ში მკურ­ნა­ლობს.

„ამ პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, ისე­ვე რო­გორც მთე­ლი მსოფ­ლიო, ჩვენც კა­რან­ტინ­ში ვიმ­ყო­ფე­ბით. შე­ზღუ­დუ­ლია გა­და­ად­გი­ლე­ბა. ჩემი მე­უღ­ლის მშობ­ლე­ბი ცალ­კე, პა­რიზ­თან ახ­ლოს ცხოვ­რო­ბენ. და­ახ­ლო­ე­ბით, 10 დღის წინ, დე­დამ­თი­ლი გახ­და შე­უძ­ლოდ - ორი დღე ჰქონ­და სი­ცხე და თა­ვის ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლი, მაგ­რამ მა­ლე­ვე გა­მო­კეთ­და. შემ­დეგ, მა­მამ­თი­ლი გახ­და ცუ­დად. მა­საც ჰქონ­და თა­ვის ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლე­ბი, სი­ცხე - 37-დან 38.5 გრა­დუ­სამ­დე, და­ე­კარ­გა გე­მოს შეგ­რძნე­ბა და უმა­დო­ბა ჰქონ­და, თუმ­ცა ხვე­ლა არ აღე­ნიშ­ნე­ბო­და. სას­წრა­ფოს ბრი­გა­დამ გა­და­წყვი­ტა, ჰოს­პი­ტალ­ში გა­და­ეყ­ვა­ნათ, ხოლო რად­გა­ნაც დე­დამ­თი­ლი უკვე უკეთ გრძნობ­და თავს, ის სახ­ლში და­ტო­ვეს. ჰოს­პი­ტალ­ში მა­მამ­თილს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უდ­გინ­და... უკვე მე­ხუ­თე დღეა (ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რი­ლია 11 აპ­რილს. - ავტ.), რაც ჰოს­პი­ტალ­ში მკურ­ნა­ლო­ბის კურსს გა­დის და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია“, - გვიყ­ვე­ბა ლელა სარ­თა­ნია.

- და ამის გამო თქვენც გი­წევთ მკაცრ კა­რან­ტინ­ში ყოფ­ნა?

- კი, ესეც რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, ქვე­ყა­ნა­ში გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია სა­ყო­ვალ­თაო კა­რან­ტი­ნი, რა­საც ვე­მორ­ჩი­ლე­ბით... ეს ყვე­ლა­ფე­რი ემო­ცი­უ­რად ძა­ლი­ან რთუ­ლია ნამ­დვი­ლად. გან­სა­კუთ­რე­ბით, რო­დე­საც ხე­დავ, რომ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა და სიკ­ვდილს ებ­რძვის. სა­ში­ნე­ლე­ბაა!

- კა­რან­ტი­ნის პე­რი­ოდ­ში ქვე­ყა­ნა­ში რო­გო­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა და რო­გო­რია თქვე­ნი თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი საფ­რან­გე­თი? რო­გორ მუ­შა­ობს სა­მე­დი­ცი­ნო სექ­ტო­რი, საფ­რან­გე­თის ჯან­დაც­ვა რამ­დე­ნად მზად აღ­მოჩ­ნდა პან­დე­მი­ას­თან საბ­რძოლ­ვე­ლად?

- რო­გორც ცნო­ბი­ლია, საფ­რან­გე­თის ჯან­დაც­ვა ერთ-ერთი უძ­ლი­ე­რე­სია მსოფ­ლი­ო­ში. პი­რა­დად მე, ადა­მი­ა­ნე­ბი ვიცი, რომ­ლე­ბიც სხვა ქვე­ყა­ნა­ში დას­მუ­ლი არას­წო­რი დი­აგ­ნო­ზის გამო, სა­სიკ­ვდი­ლოდ იყ­ვნენ გან­წი­რუ­ლე­ბი და საფ­რან­გეთ­მა მათ ახა­ლი სი­ცო­ცხლე აჩუ­ქა, თან, სრუ­ლი­ად უფა­სოდ...

რაც შე­ე­ხე­ბა ეპი­დე­მი­ას, ჩემი ოჯა­ხის მა­გა­ლით­ზე გე­ტყვით, რომ ცოტა გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვარ - ოჯა­ხის ერთ-ერთ წევ­რს რომ აღ­მო­აჩ­ნდა ვირუ­სი და გა­და­იყ­ვა­ნეს ჰოს­პი­ტალ­ში, მე­ო­რე წევ­რი რა­ტომ და­ტო­ვეს სახ­ლში მარ­ტო, გა­მოკ­ვლე­ვის გა­რე­შე, უყუ­რა­დღე­ბოდ?!

აქაც არის პირ­ბა­დე­ე­ბის და ხელ­თათ­მა­ნე­ბის დე­ფი­ცი­ტი. სხვა მხრივ, სა­ხელ­მწი­ფო ყვე­ლა­ნა­ი­რად გვერ­დში უდ­გას მო­სახ­ლე­ო­ბას. არ­სე­ბობს უამ­რა­ვი სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­უ­ად­ვი­ლონ ყოფა უმუ­შევ­რად დარ­ჩე­ნი­ლებს.

- მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იცა­ვენ წე­სებს და იმ რე­კო­მენ­და­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბის და მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნო­ზა­ცი­ის მიერ არის მო­წო­დე­ბუ­ლი?

- საფ­რან­გე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა, ერი და ბერი, ყვე­ლა ემორ­ჩი­ლე­ბა ახალ წე­სებს და რე­კო­მენ­და­ცი­ებს, რაც ძა­ლი­ან და­სა­ფა­სე­ბე­ლია.

- ლელა, პრო­ფე­სი­ით ვინ ხართ და რამ­დე­ნი ხა­ნია, საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რობთ?

- პრო­ფე­სი­ით პო­ლი­ტო­ლო­გი ვარ. მე­სა­მე წე­ლია, რაც საფ­რან­გეთ­ში ოჯახ­თან ერ­თად, ქა­ლაქ ვა­ლან­სში ვიმ­ყო­ფე­ბი. აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლი ვარ, კერ­ძოდ, სო­ხუ­მი­დან. თბი­ლის­ში ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ონ­ში ვცხოვ­რობ­დი. ჩემი მუღ­ლის მამა აფხა­ზე­თის ომის ვე­ტე­რა­ნია, 1-ლი ჯგუ­ფის ინ­ვა­ლი­დია (ის, ვი­საც ახლა კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უდ­გინ­და), ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და და ძვი­რა­დღი­რე­ბულ მკურ­ნა­ლო­ბას სა­ჭი­რო­ებ­და, რისი სა­შუ­ა­ლე­ბაც არ გა­აჩ­ნდა. ამი­ტომ, ახ­ლობ­ლის რჩე­ვით, გა­და­წყვი­ტა, სამ­კურ­ნა­ლოდ საფ­რან­გეთ­ში მე­უღ­ლეს­თან ერ­თად წა­მო­სუ­ლი­ყო. გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ კი, ჩვენც მოგ­ვე­ცა შან­სი, აქ სა­მუ­შა­ოდ ჩა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით.

- რას საქ­მი­ა­ნობთ?

- ეკ­ლე­სი­ა­ში მი­უ­სა­ფარ ბავ­შვთა პან­სი­ონ­ში ვმუ­შა­ობ. ვას­რუ­ლებთ სხვა­დას­ხვა გა­სარ­თობ და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო აქ­ტი­ვო­ბებს. მე­უღ­ლე სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ა­ში საქ­მი­ა­ნობს.

- ად­ვი­ლად აე­წყეთ ფრან­გუ­ლი ცხოვ­რევ­ბის სტილ­სა და რიტმს?

- არ გაგ­ვჭირ­ვე­ბია აქა­უ­რი ცხოვ­რე­ბის რიტმს ავ­ყო­ლო­დით. ბავ­შვე­ბი სწავ­ლო­ბენ, ჩვენ ვმუ­შა­ობთ. ვსწავ­ლობთ ენა­საც. მოკ­ლედ, არ გაგ­ვი­ჭირ­და ადაპ­ტი­რე­ბა. ახლა მთა­ვა­რია, ყვე­ლა­ნი ჯან­მრთე­ლად ვი­ყოთ და ჩვე­ნი ოჯა­ხის წევ­რი დრო­უ­ლად გა­მო­ჯან­მრთელ­დეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

გაკვირვებული ვარ, მამამთილს აღმოაჩნდა ვირუსი და გადაიყვანეს ჰოსპიტალში, დედამთილი კი იგივე სიმპტომებით, დატოვეს სახლში - ქართველი ემიგრანტი საფრანგეთიდან

გაკვირვებული ვარ, მამამთილს აღმოაჩნდა ვირუსი და გადაიყვანეს ჰოსპიტალში, დედამთილი კი იგივე სიმპტომებით, დატოვეს სახლში - ქართველი ემიგრანტი საფრანგეთიდან

უცხო ქვეყანებში მცხოვრები ჩვენი თანამემაულეებიდან უკვე საკმაოდ ბევრს დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი, რომელთაგან უმეტესობამ უკვე დაამარცხა ეს ინფექცია, ბევრიც დაავადებას ახლა ებრძვის. საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ლელა სართანია გვიყვება, რომ „კოვიდ 19“ მისი ოჯახის წევრსაც აღმოაჩნდა და ის ახლა ჰოსპიტალში მკურნალობს.

„ამ პანდემიის პირობებში, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, ჩვენც კარანტინში ვიმყოფებით. შეზღუდულია გადაადგილება. ჩემი მეუღლის მშობლები ცალკე, პარიზთან ახლოს ცხოვრობენ. დაახლოებით, 10 დღის წინ, დედამთილი გახდა შეუძლოდ - ორი დღე ჰქონდა სიცხე და თავის ძლიერი ტკივილი, მაგრამ მალევე გამოკეთდა. შემდეგ, მამამთილი გახდა ცუდად. მასაც ჰქონდა თავის ძლიერი ტკივილები, სიცხე - 37-დან 38.5 გრადუსამდე, დაეკარგა გემოს შეგრძნება და უმადობა ჰქონდა, თუმცა ხველა არ აღენიშნებოდა. სასწრაფოს ბრიგადამ გადაწყვიტა, ჰოსპიტალში გადაეყვანათ, ხოლო რადგანაც დედამთილი უკვე უკეთ გრძნობდა თავს, ის სახლში დატოვეს. ჰოსპიტალში მამამთილს კორონავირუსი დაუდგინდა... უკვე მეხუთე დღეა (ინტერვიუ ჩაწერილია 11 აპრილს. - ავტ.), რაც ჰოსპიტალში მკურნალობის კურსს გადის და მისი მდგომარეობა სტაბილურია“, - გვიყვება ლელა სართანია.

- და ამის გამო თქვენც გიწევთ მკაცრ კარანტინში ყოფნა?

- კი, ესეც რომ არ ყოფილიყო, ქვეყანაში გამოცხადებულია საყოვალთაო კარანტინი, რასაც ვემორჩილებით... ეს ყველაფერი ემოციურად ძალიან რთულია ნამდვილად. განსაკუთრებით, როდესაც ხედავ, რომ უამრავი ადამიანი იღუპება და სიკვდილს ებრძვის. საშინელებაა!

- კარანტინის პერიოდში ქვეყანაში როგორი მდგომარეობაა და როგორია თქვენი თვალით დანახული საფრანგეთი? როგორ მუშაობს სამედიცინო სექტორი, საფრანგეთის ჯანდაცვა რამდენად მზად აღმოჩნდა პანდემიასთან საბრძოლველად?

- როგორც ცნობილია, საფრანგეთის ჯანდაცვა ერთ-ერთი უძლიერესია მსოფლიოში. პირადად მე, ადამიანები ვიცი, რომლებიც სხვა ქვეყანაში დასმული არასწორი დიაგნოზის გამო, სასიკვდილოდ იყვნენ განწირულები და საფრანგეთმა მათ ახალი სიცოცხლე აჩუქა, თან, სრულიად უფასოდ...

რაც შეეხება ეპიდემიას, ჩემი ოჯახის მაგალითზე გეტყვით, რომ ცოტა გაკვირვებული ვარ - ოჯახის ერთ-ერთ წევრს რომ აღმოაჩნდა ვირუსი და გადაიყვანეს ჰოსპიტალში, მეორე წევრი რატომ დატოვეს სახლში მარტო, გამოკვლევის გარეშე, უყურადღებოდ?!

აქაც არის პირბადეების და ხელთათმანების დეფიციტი. სხვა მხრივ, სახელმწიფო ყველანაირად გვერდში უდგას მოსახლეობას. არსებობს უამრავი სოციალური პროგრამა, რომ მაქსიმალურად გაუადვილონ ყოფა უმუშევრად დარჩენილებს.

- მოქალაქეები იცავენ წესებს და იმ რეკომენდაციებს, რომლებიც ეპიდემიოლოგების და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანოზაციის მიერ არის მოწოდებული?

- საფრანგეთის მოსახლეობა, ერი და ბერი, ყველა ემორჩილება ახალ წესებს და რეკომენდაციებს, რაც ძალიან დასაფასებელია.

- ლელა, პროფესიით ვინ ხართ და რამდენი ხანია, საფრანგეთში ცხოვრობთ?

- პროფესიით პოლიტოლოგი ვარ. მესამე წელია, რაც საფრანგეთში ოჯახთან ერთად, ქალაქ ვალანსში ვიმყოფები. აფხაზეთიდან დევნილი ვარ, კერძოდ, სოხუმიდან. თბილისში ნაძალადევის რაიონში ვცხოვრობდი. ჩემი მუღლის მამა აფხაზეთის ომის ვეტერანია, 1-ლი ჯგუფის ინვალიდია (ის, ვისაც ახლა კორონავირუსი დაუდგინდა), ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა და ძვირადღირებულ მკურნალობას საჭიროებდა, რისი საშუალებაც არ გააჩნდა. ამიტომ, ახლობლის რჩევით, გადაწყვიტა, სამკურნალოდ საფრანგეთში მეუღლესთან ერთად წამოსულიყო. გარკვეული დროის შემდეგ კი, ჩვენც მოგვეცა შანსი, აქ სამუშაოდ ჩამოვსულიყავით.

- რას საქმიანობთ?

- ეკლესიაში მიუსაფარ ბავშვთა პანსიონში ვმუშაობ. ვასრულებთ სხვადასხვა გასართობ და საგანმანათლებლო აქტივობებს. მეუღლე სამშენებლო კომპანიაში საქმიანობს.

- ადვილად აეწყეთ ფრანგული ცხოვრევბის სტილსა და რიტმს?

- არ გაგვჭირვებია აქაური ცხოვრების რიტმს ავყოლოდით. ბავშვები სწავლობენ, ჩვენ ვმუშაობთ. ვსწავლობთ ენასაც. მოკლედ, არ გაგვიჭირდა ადაპტირება. ახლა მთავარია, ყველანი ჯანმრთელად ვიყოთ და ჩვენი ოჯახის წევრი დროულად გამოჯანმრთელდეს.

"ცხედარს მოვუარე ქართული წესით, არ დაუწვავთ" - რას ჰყვება იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტი, რომელმაც 3 დღე მიცვალებულთან გაატარა

გურმანების ახალი ჰიტი - ნუცა სურგულაძის საოცარი პასკები შოკოლადის განაშით

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვები 266-მდე გაიზარდა