სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კორონავირუსით ინფიცირებულთა სტატისტიკა გაზრდილია, მაგრამ იმედისმომცემია, რადგან კონტროლირებადია - მარინა ეზუგბაია
კორონავირუსით ინფიცირებულთა სტატისტიკა გაზრდილია, მაგრამ იმედისმომცემია, რადგან კონტროლირებადია - მარინა ეზუგბაია

თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ბა­თუ­მი­დან დედა-შვი­ლი გად­მო­იყ­ვა­ნეს და მათი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ ეტაპ­ზე სტა­ბი­ლუ­რია.

რო­გორც ეზუგ­ბა­ი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა სტა­ტის­ტი­კა გაზ­რდი­ლია, მაგ­რამ ეს ფაქ­ტი მა­ინც იმე­დის­მომ­ცე­მია, რად­გან ვი­თა­რე­ბა კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დია.

„სტა­ტის­ტი­კა გაზ­რდი­ლია, მაგ­რამ მინ­და გი­თხრათ, რომ ეს გაზ­რდი­ლი სტა­ტის­ტი­კა იმე­დის­მომ­ცე­მია იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ მარ­თა­ლია, გრძელ­დე­ბა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი, მაგ­რამ ეს ზო­მი­ე­რი და კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დია.

გუ­შინ, დი­ლით 233 პა­ცი­ენ­ტი იყო, რომ­ლებ­საც კო­რო­ნა­ვირუ­სი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი აქვთ. რო­გორც ვი­ცით, სამი არის შე­მო­ტა­ნი­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა, რო­მელ­საც 233 შემ­თხვე­ვას არ ვათ­ვლით და ცალ­კე გან­ვი­ხი­ლავთ. 233 პა­ცი­ენტს 19 პა­ცი­ენ­ტი და­ე­მა­ტა. დღეს დი­ლის­თვის გვაქვს 252 შემ­თხვე­ვა. ამ 252 შემ­თხვე­ვი­დან უკვე 63 გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლია სა­ერ­თო მაჩ­ვე­ნებ­ლით და მათ შო­რის 42 არის ჩვე­ნი პა­ცი­ენ­ტი, რომ­ლე­ბიც გა­მო­ჯან­მრთელ­დნენ. გუ­შინ, ჩვენ 4 პა­ცი­ენ­ტი დაგ­ვე­მა­ტა. თუ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის რი­ცხვს 252 პა­ცი­ენტს გა­მო­ვაკ­ლებთ, გა­მო­დის, რომ 192 პა­ცი­ენ­ტი მკურ­ნა­ლობს ამ ეტაპ­ზე კო­რო­ნა­ვირუ­სის სამ­კურ­ნა­ლო ცენ­ტრებ­ში.

ბა­თუ­მი­დან დედა-შვი­ლი უკვე გად­მო­იყ­ვა­ნეს ჩვენ­თან. მათი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. ამ ეტაპ­ზე ისე­თი მდგო­მა­რე­ო­ბაა, რომ და­ა­ვა­დე­ბის პროგ­რე­სი­რე­ბას არ ვე­ლით, თუმ­ცა გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბი კი­დევ უფრო დაგ­ვა­ზუს­ტე­ბი­ნებს მათ ზო­გად მდგო­მა­რე­ო­ბას შე­ფა­სე­ბის თვალ­საზ­რი­სით. ამ ორი პა­ცი­ენ­ტის გარ­და, ჩვენ ახა­ლი პა­ცი­ენ­ტი არ გვყავს“, - გა­ნა­ცხა­და ეზუგ­ბა­ი­ამ.

ეზუგ­ბა­ი­ას გან­მარ­ტე­ბით, კლი­ნი­კა­ში მხო­ლოდ 1 პა­ცი­ენ­ტი რჩე­ბა, რომ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის პროგ­ნო­ზი­რე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლია.

„3 კრი­ტი­კუ­ლი პა­ცი­ენ­ტი­დან, დღეს შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ერ­თის მდგო­მა­რე­ო­ბა დას­ტა­ბი­ლურ­და და კრი­ტი­კუ­ლად არ ით­ვლე­ბა, მძი­მე პნევ­მო­ნი­ე­ბი­დან კრი­ტი­კუ­ლი რჩე­ბა, მხო­ლოდ 2 პა­ცი­ენ­ტი, თუმ­ცა ერთ-ერთ მათ­გან­თა­ნაც უკვე სტა­ბი­ლი­ზა­ცია შე­ი­ნიშ­ნე­ბა და მხო­ლოდ ერთი პა­ცი­ენ­ტი რჩე­ბა კვლავ მძი­მედ, რომ­ლის პროგ­ნო­ზის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლია, თუ დი­ნა­მი­კა­ში მო­ნი­ტო­რინ­გი არ გაგ­რძელ­დე­ბა და არ შე­ვა­ფა­სებთ დი­ნა­მი­უ­რად.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით 63 პა­ცი­ენ­ტია გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი, ხოლო 3 გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­და ამი­სა, უცხო­ე­თი­დან სამ­კურ­ნა­ლოდ გად­მოყ­ვა­ნი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს 3 მო­ქა­ლა­ქე.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უბრალოდ
0

მადლობა ქალბატონ მარინა ეზუგბაიას, მაღალი ხარისხის პროფესიონალიზმისა და მოთმინებისათვის !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

კორონავირუსით ინფიცირებულთა სტატისტიკა გაზრდილია, მაგრამ იმედისმომცემია, რადგან კონტროლირებადია - მარინა ეზუგბაია

კორონავირუსით ინფიცირებულთა სტატისტიკა გაზრდილია, მაგრამ იმედისმომცემია, რადგან კონტროლირებადია - მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში ბათუმიდან დედა-შვილი გადმოიყვანეს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ინფიცირებულთა სტატისტიკა გაზრდილია, მაგრამ ეს ფაქტი მაინც იმედისმომცემია, რადგან ვითარება კონტროლირებადია.

„სტატისტიკა გაზრდილია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს გაზრდილი სტატისტიკა იმედისმომცემია იმ თვალსაზრისით, რომ მართალია, გრძელდება დადასტურებული შემთხვევები, მაგრამ ეს ზომიერი და კონტროლირებადია.

გუშინ, დილით 233 პაციენტი იყო, რომლებსაც კორონავირუსი დადასტურებული აქვთ. როგორც ვიცით, სამი არის შემოტანილი დადასტურებული შემთხვევა, რომელსაც 233 შემთხვევას არ ვათვლით და ცალკე განვიხილავთ. 233 პაციენტს 19 პაციენტი დაემატა. დღეს დილისთვის გვაქვს 252 შემთხვევა. ამ 252 შემთხვევიდან უკვე 63 გამოჯანმრთელებულია საერთო მაჩვენებლით და მათ შორის 42 არის ჩვენი პაციენტი, რომლებიც გამოჯანმრთელდნენ. გუშინ, ჩვენ 4 პაციენტი დაგვემატა. თუ გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვს 252 პაციენტს გამოვაკლებთ, გამოდის, რომ 192 პაციენტი მკურნალობს ამ ეტაპზე კორონავირუსის სამკურნალო ცენტრებში.

ბათუმიდან დედა-შვილი უკვე გადმოიყვანეს ჩვენთან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამ ეტაპზე ისეთი მდგომარეობაა, რომ დაავადების პროგრესირებას არ ველით, თუმცა გაფართოებული კვლევები კიდევ უფრო დაგვაზუსტებინებს მათ ზოგად მდგომარეობას შეფასების თვალსაზრისით. ამ ორი პაციენტის გარდა, ჩვენ ახალი პაციენტი არ გვყავს“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას განმარტებით, კლინიკაში მხოლოდ 1 პაციენტი რჩება, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობის პროგნოზირება ჯერჯერობით შეუძლებელია.

„3 კრიტიკული პაციენტიდან, დღეს შემიძლია გითხრათ, რომ ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა და კრიტიკულად არ ითვლება, მძიმე პნევმონიებიდან კრიტიკული რჩება, მხოლოდ 2 პაციენტი, თუმცა ერთ-ერთ მათგანთანაც უკვე სტაბილიზაცია შეინიშნება და მხოლოდ ერთი პაციენტი რჩება კვლავ მძიმედ, რომლის პროგნოზის გათვალისწინება ჯერჯერობით შეუძლებელია, თუ დინამიკაში მონიტორინგი არ გაგრძელდება და არ შევაფასებთ დინამიურად.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით 63 პაციენტია გამოჯანმრთელებული, ხოლო 3 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

"როგორც თქვენი ეპისკოპოსი ძალიან გთხოვთ, დარჩით სახლებში აღდგომასაც!" - მეუფე მელქისედეკი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

"მეუფე იაკობი ჩემზე უმცროსია, ვთხოვ მას, რომ მეტად მორიდებული იყოს, როცა ასაკით უფროს ადამიანებს ესაუბრება" - გამყრელიძე