საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 252 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.კარანტინის რეჟიმშია 4929 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 405 პირი.
ინფორმაციისთვის, 252 ადამიანიდან 63 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.