კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში COVID-19-ის დროს მედიკამენტ ტოცილიზუმაბის წარმატებული გამოყენების შემთხვევა დაფიქსირდა" - თენგიზ ცერცვაძე
"საქართველოში COVID-19-ის დროს მედიკამენტ ტოცილიზუმაბის წარმატებული გამოყენების შემთხვევა დაფიქსირდა" - თენგიზ ცერცვაძე

სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად მოხ­და ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა COVID-19-ით პა­ცი­ენ­ტის სამ­კურ­ნა­ლოდ და ამ შემ­თხვე­ვამ გვიჩ­ვე­ნა, რომ ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბი შე­საძ­ლოა, სა­სარ­გებ­ლო გა­მოდ­გეს COVID-19-ით მძი­მე ავად­მყო­ფე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე აცხა­დებს.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში გრძელ­დე­ბა კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბი COVID-19-ის სამ­კურ­ნა­ლოდ ეფექ­ტი­ა­ნი მე­დი­კა­მენ­ტის და­სად­გე­ნად. მათ შო­რის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო და იმე­დის­მომ­ცე­მია Tocilizumab (Actemra), რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს მო­ნოკ­ლო­ნურ ან­ტის­ხე­უ­ლებს IL-6-ის მი­მართ და შე­უძ­ლია სე­რი­ო­ზუ­ლი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს ე.წ. „ცი­ტო­კი­ნურ შტორმ­ზე“, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობს COVID-19-ის პა­თო­გე­ნეზ­ში და ამ გზით გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს და­ა­ვა­დე­ბის გა­მო­სა­ვა­ლი.

რო­გორც ცერ­ცვა­ძე აღ­ნიშ­ნავს, 2020 წლის 26 მარტს აშშ სურ­სა­თის და წამ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ (FDA) გას­ცა რე­კო­მენ­და­ცია (approval) ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბის COVID-19-ით პა­ცი­ენ­ტებ­ში კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვის მე-3 ფა­ზა­ზე.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა რევ­მა­ტო­ი­დუ­ლი ართრი­ტის (მოზ­რდი­ლებ­ში) და იუ­ვე­ნი­ლუ­რი რევ­მა­ტო­ი­დუ­ლი ართრი­ტის სამ­კურ­ნა­ლოდ.

"ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბი ძლი­ერ­მოქ­მე­დი პრე­პა­რა­ტია, რო­მელ­საც აქვს მკა­ფი­ოდ გან­სა­ზღვრუ­ლი ჩვე­ნე­ბე­ბი და უკუჩ­ვე­ნე­ბე­ბი და შე­ზღუდ­ვე­ბი და მისი არას­წო­რი გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლოა გა­ა­უ­ა­რე­სოს პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა. ამი­ტომ ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია მხო­ლოდ მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე COVID-19-ით პა­ცი­ენ­ტებ­ში, რო­დე­საც სხვა მე­დი­კა­მენ­ტე­ბით მკურ­ნა­ლო­ბა ნაკ­ლე­ბე­ფექ­ტი­ა­ნია. ამ მე­დი­კა­მენ­ტის და­ნიშ­ვნა და გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ მა­ღა­ლი დო­ნის კლი­ნი­კებ­ში, გა­მოც­დი­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით და მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბით.

ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის და შიდსის ცენ­ტრში ა.წ. 25 მარტს შე­მო­ვი­და პა­ცი­ენ­ტი - ე.ბ., ქალი, 41 წლის, COVID-19-ის დი­აგ­ნო­ზით (პა­ცი­ენ­ტი მა­ნამ­დე ბი­ნა­ზე მკურ­ნა­ლობ­და სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში). შე­მოს­ვლი­სას პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა იყო მძი­მე, მო­თავ­სდა რე­ა­ნი­მა­ცი­ის ბლოკ­ში. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა კი­დევ უფრო დამ­ძიმ­და. მი­ღე­ბულ იქნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე. პრო­ტო­კო­ლის მი­ხედ­ვით გა­კეთ­და პრე­პა­რა­ტის ორ­ჯე­რა­დი გა­დას­ხმა 12- სა­ა­თი­ა­ნი ინ­ტერ­ვა­ლით, რის შემ­დე­გაც პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა და ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი მკვეთ­რად გა­უმ­ჯო­ბეს­და. ამ­ჟა­მად პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია, მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე აღარ ემუქ­რე­ბა და მოკ­ლე დრო­ში შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მისი კლი­ნი­კი­დან ბი­ნა­ზე გა­წე­რა (რა თქმა უნდა, SARS-CoV-2 ზე პჯრ კვლე­ვით ორი უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხის მი­ღე­ბის შემ­დეგ).

აღ­ნიშ­ნუ­ლი შემ­თხვე­ვა იმით არის სა­ინ­ტე­რე­სო, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად მოხ­და ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა COVID-19-ით პა­ცი­ენ­ტის სამ­კურ­ნა­ლოდ და ამ შემ­თხვე­ვამ გვიჩ­ვე­ნა, რომ ტო­ცი­ლი­ზუ­მა­ბი შე­საძ­ლოა, სა­სარ­გებ­ლო გა­მოდ­გეს COVID-19-ით მძი­მე ავად­მყო­ფე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ (ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში ცალ­კე­ულ ავად­მყო­ფებ­თან), მაგ­რამ მისი გა­მო­ყე­ნე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მოხ­დეს ჩვე­ნე­ბე­ბის და უკუჩ­ვე­ნე­ბე­ბის მკაც­რად გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით“, -აცხა­დებს ცერ­ცვა­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"საქართველოში COVID-19-ის დროს მედიკამენტ ტოცილიზუმაბის წარმატებული გამოყენების შემთხვევა დაფიქსირდა" - თენგიზ ცერცვაძე

"საქართველოში COVID-19-ის დროს მედიკამენტ ტოცილიზუმაბის წარმატებული გამოყენების შემთხვევა დაფიქსირდა" - თენგიზ ცერცვაძე

საქართველოში პირველად მოხდა ტოცილიზუმაბის გამოყენება COVID-19-ით პაციენტის სამკურნალოდ და ამ შემთხვევამ გვიჩვენა, რომ ტოცილიზუმაბი შესაძლოა, სასარგებლო გამოდგეს COVID-19-ით მძიმე ავადმყოფების სამკურნალოდ, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს.

მისივე განმარტებით, სხვადასხვა ქვეყნებში გრძელდება კლინიკური კვლევები COVID-19-ის სამკურნალოდ ეფექტიანი მედიკამენტის დასადგენად. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და იმედისმომცემია Tocilizumab (Actemra), რომელიც წარმოადგენს მონოკლონურ ანტისხეულებს IL-6-ის მიმართ და შეუძლია სერიოზული გავლენა მოახდინოს ე.წ. „ციტოკინურ შტორმზე“, რომელიც თავის მხრივ მნიშვნელოვან როლს თამაშობს COVID-19-ის პათოგენეზში და ამ გზით გააუმჯობესოს დაავადების გამოსავალი.

როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, 2020 წლის 26 მარტს აშშ სურსათის და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) გასცა რეკომენდაცია (approval) ტოცილიზუმაბის COVID-19-ით პაციენტებში კლინიკური კვლევის მე-3 ფაზაზე.

მისივე განმარტებით, საქართველოში ტოცილიზუმაბი გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის (მოზრდილებში) და იუვენილური რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ.

"ტოცილიზუმაბი ძლიერმოქმედი პრეპარატია, რომელსაც აქვს მკაფიოდ განსაზღვრული ჩვენებები და უკუჩვენებები და შეზღუდვები და მისი არასწორი გამოყენების შემთხვევაში შესაძლოა გააუარესოს პაციენტის მდგომარეობა. ამიტომ ტოცილიზუმაბის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ მძიმედ მიმდინარე COVID-19-ით პაციენტებში, როდესაც სხვა მედიკამენტებით მკურნალობა ნაკლებეფექტიანია. ამ მედიკამენტის დანიშვნა და გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მაღალი დონის კლინიკებში, გამოცდილი სპეციალისტების გადაწყვეტილებით და მეთვალყურეობით.

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში ა.წ. 25 მარტს შემოვიდა პაციენტი - ე.ბ., ქალი, 41 წლის, COVID-19-ის დიაგნოზით (პაციენტი მანამდე ბინაზე მკურნალობდა სამი დღის განმავლობაში). შემოსვლისას პაციენტის მდგომარეობა იყო მძიმე, მოთავსდა რეანიმაციის ბლოკში. ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, პაციენტის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ტოცილიზუმაბის გამოყენების თაობაზე. პროტოკოლის მიხედვით გაკეთდა პრეპარატის ორჯერადი გადასხმა 12- საათიანი ინტერვალით, რის შემდეგაც პაციენტის მდგომარეობა და ლაბორატორიული მაჩვენებლები მკვეთრად გაუმჯობესდა. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და მოკლე დროში შესაძლებელი იქნება მისი კლინიკიდან ბინაზე გაწერა (რა თქმა უნდა, SARS-CoV-2 ზე პჯრ კვლევით ორი უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ).

აღნიშნული შემთხვევა იმით არის საინტერესო, რომ საქართველოში პირველად მოხდა ტოცილიზუმაბის გამოყენება COVID-19-ით პაციენტის სამკურნალოდ და ამ შემთხვევამ გვიჩვენა, რომ ტოცილიზუმაბი შესაძლოა, სასარგებლო გამოდგეს COVID-19-ით მძიმე ავადმყოფების სამკურნალოდ (ყოველ შემთხვევაში ცალკეულ ავადმყოფებთან), მაგრამ მისი გამოყენება აუცილებლად უნდა მოხდეს ჩვენებების და უკუჩვენებების მკაცრად გათვალისწინებით“, -აცხადებს ცერცვაძე.

კორონავირუსი აუცილებლად გახდება ჩვენი ცხოვრების თანმდევი, მაგრამ აგრესიულობის გარეშე - რა პროგნოზს აკეთებს ლევან რატიანი

COVID-19-სგან ფეხმძიმე პაციენტი, 80 წლის ქალი და 79 წლის მამაკაცი გამოჯანმრთელდა - ლევან რატიანი უახლესი მონაცემებით

რა ვითარებაა ქობულეთში, სადაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მკაცრი საკარანტინე შეზღუდვები დაწესდა