სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კომენდანტის საათის შემთხვევაში მრევლი ვერ შეძლებს მოსვლას, არავის არ ვურჩევ დაარღვიოს კანონი" - მეუფე გრიგოლი სააღდგომო ლიტურგიაზე
"კომენდანტის საათის შემთხვევაში მრევლი ვერ შეძლებს მოსვლას, არავის არ ვურჩევ დაარღვიოს კანონი" - მეუფე გრიგოლი სააღდგომო ლიტურგიაზე

კო­რო­ნა­ვირუს­ზე ტეს­ტი­რე­ბა , რა თქმა უნდა, კარ­გი იქ­ნე­ბა, რომ ჩვენ არ გავ­ხდეთ საფრ­თხე მრევ­ლის­თვის, - ამის შე­სა­ხებ ფო­თი­სა და ხო­ბის მიტ­რო­პო­ლიტ­მა, მე­უ­ფე გრი­გოლ­მა გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა კო­რო­ნა­ვირუს­ზე სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის ტეს­ტი­რე­ბის სა­კითხს.

რო­გორც მე­უ­ფემ აღ­ნიშ­ნა, მას ის კი არ აწუ­ხებს, რომ ეს ინ­ფექ­ცია შე­ე­ყა­როს, არა­მედ ის, რომ თა­ვად არ გა­დას­დოს სხვას.

"რამ­დე­ნა­დაც ვიცი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში და­ახ­ლო­ე­ბით სამ­მი­ლი­ონ ნა­ხე­ვა­რია მო­სახ­ლე­ო­ბა, ნე­ტა­ვი ყვე­ლას ჩა­უ­ტარ­დეს სა­თი­თა­ოდ ტეს­ტი­რე­ბა. რა თქმა უნდა, ციფ­რი გა­იზ­რდე­ბა უც­ბად, მაგ­რამ გვე­ცო­დი­ნე­ბა მა­ინც ვინ ვართ საფრ­თხის მა­ტა­რე­ბე­ლი. ეს ინ­ფექ­ცია არა იმ­დე­ნად მა­წუ­ხებს, რომ მე არ შე­მე­ყა­როს, არა­მედ მე არ შევ­ყა­რო სხვას, ამა­შია მთე­ლი მზაკ­ვრო­ბა ამ ვირუ­სი­სა.

მე ტეს­ტი­რე­ბა­ში პრობ­ლე­მას ვერ ვხე­დავ, გარ­და პი­რი­ქით, პო­ზი­ტი­ვი­სა. ალ­ბათ, ყვე­ლას უნდა მი­ე­ცეს ამის სა­შუ­ა­ლე­ბა. მე მქონ­და მცდე­ლო­ბა ეს ტეს­ტი­რე­ბა ჩა­მე­ტა­რე­ბი­ნა და­ახ­ლო­ე­ბით სამი -ოთხი კვი­რის წინ, თუმ­ცა მა­შინ ვერ მო­ვა­ხერ­ხე, მაგ­რამ ისე­თი ანა­ლი­ზე­ბი მა­ინც გა­ვი­კე­თე, რო­მე­ლიც მი­მა­ნიშ­ნებ­და მა­ინც, აუ­ცი­ლე­ბე­ლია თუ არა კო­ვიდ­ზე ტეს­ტის ჩა­ტა­რე­ბა, მაგ­რამ არ იყო ასე­თი. თუ იქ­ნე­ბა ტეს­ტი­რე­ბა , რა თქმა უნდა, კარ­გი იქ­ნე­ბა, რომ ჩვენ არ გავ­ხდეთ საფრ­თხე მრევ­ლის­თვის, ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის," - გა­ნა­ცხა­და ფო­თი­სა და ხო­ბის მიტ­რო­პო­ლიტ­მა, მე­უ­ფე გრი­გოლ­მა.

ამას­თან, რო­გორც მე­უ­ფემ აღ­ნიშ­ნა, სა­აღ­დგო­მო ლი­ტურ­გია ჩა­ტარ­დე­ბა, მაგ­რამ კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის პი­რო­ბებ­ში მრევ­ლი ვერ შეძ­ლებს დას­წრე­ბას.

"გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ­სე­ბობს, ოდით­გან მო­დის ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ღა­მით ტარ­დე­ბო­და და ჩა­ტარ­დე­ბა ღა­მით წირ­ვა. თუ რამე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბა იქნა, გა­ვი­გებთ მა­გას.

კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის შემ­თხვე­ვა­ში მრევ­ლი ვერ შეძ­ლებს მოს­ვლას და ჩვენ ალ­ბათ მოგ­ვი­წევს წირ­ვა მრევ­ლის გა­რე­შე. არა­ვის არ ვურ­ჩევ და­არ­ღვი­ოს კა­ნო­ნი, რად­გან მძი­მე ჯა­რი­მე­ბის გა­დახ­და უწევთ და შე­იძ­ლე­ბა მერე კი­დევ მეტი სირ­თუ­ლე­ე­ბი და­უდ­გეთ წინ", - აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე გრი­გოლ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"კომენდანტის საათის შემთხვევაში მრევლი ვერ შეძლებს მოსვლას, არავის არ ვურჩევ დაარღვიოს კანონი" - მეუფე გრიგოლი სააღდგომო ლიტურგიაზე

"კომენდანტის საათის შემთხვევაში მრევლი ვერ შეძლებს მოსვლას, არავის არ ვურჩევ დაარღვიოს კანონი" - მეუფე გრიგოლი სააღდგომო ლიტურგიაზე

კორონავირუსზე ტესტირება , რა თქმა უნდა, კარგი იქნება, რომ ჩვენ არ გავხდეთ საფრთხე მრევლისთვის, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კორონავირუსზე სასულიერო პირების ტესტირების საკითხს.

როგორც მეუფემ აღნიშნა, მას ის კი არ აწუხებს, რომ ეს ინფექცია შეეყაროს, არამედ ის, რომ თავად არ გადასდოს სხვას.

"რამდენადაც ვიცი ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით სამმილიონ ნახევარია მოსახლეობა, ნეტავი ყველას ჩაუტარდეს სათითაოდ ტესტირება. რა თქმა უნდა, ციფრი გაიზრდება უცბად, მაგრამ გვეცოდინება მაინც ვინ ვართ საფრთხის მატარებელი. ეს ინფექცია არა იმდენად მაწუხებს, რომ მე არ შემეყაროს, არამედ მე არ შევყარო სხვას, ამაშია მთელი მზაკვრობა ამ ვირუსისა.

მე ტესტირებაში პრობლემას ვერ ვხედავ, გარდა პირიქით, პოზიტივისა. ალბათ, ყველას უნდა მიეცეს ამის საშუალება. მე მქონდა მცდელობა ეს ტესტირება ჩამეტარებინა დაახლოებით სამი -ოთხი კვირის წინ, თუმცა მაშინ ვერ მოვახერხე, მაგრამ ისეთი ანალიზები მაინც გავიკეთე, რომელიც მიმანიშნებდა მაინც, აუცილებელია თუ არა კოვიდზე ტესტის ჩატარება, მაგრამ არ იყო ასეთი. თუ იქნება ტესტირება , რა თქმა უნდა, კარგი იქნება, რომ ჩვენ არ გავხდეთ საფრთხე მრევლისთვის, ადამიანებისთვის," - განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა.

ამასთან, როგორც მეუფემ აღნიშნა, სააღდგომო ლიტურგია ჩატარდება, მაგრამ კომენდანტის საათის პირობებში მრევლი ვერ შეძლებს დასწრებას.

"გადაწყვეტილება არსებობს, ოდითგან მოდის ეს გადაწყვეტილება, რომ ღამით ტარდებოდა და ჩატარდება ღამით წირვა. თუ რამე განსაკუთრებული ცვლილება იქნა, გავიგებთ მაგას.

კომენდანტის საათის შემთხვევაში მრევლი ვერ შეძლებს მოსვლას და ჩვენ ალბათ მოგვიწევს წირვა მრევლის გარეშე. არავის არ ვურჩევ დაარღვიოს კანონი, რადგან მძიმე ჯარიმების გადახდა უწევთ და შეიძლება მერე კიდევ მეტი სირთულეები დაუდგეთ წინ", - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

კორონავირუსი აუცილებლად გახდება ჩვენი ცხოვრების თანმდევი, მაგრამ აგრესიულობის გარეშე - რა პროგნოზს აკეთებს ლევან რატიანი

COVID-19-სგან ფეხმძიმე პაციენტი, 80 წლის ქალი და 79 წლის მამაკაცი გამოჯანმრთელდა - ლევან რატიანი უახლესი მონაცემებით

რა ვითარებაა ქობულეთში, სადაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მკაცრი საკარანტინე შეზღუდვები დაწესდა