სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა, მაშინვე მე დამირეკა..." - ლევან რატიანის დედის ინტერვიუ და უცნობი ფაქტები ცნობილ ექიმზე
"როცა პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა, მაშინვე მე დამირეკა..." - ლევან რატიანის დედის ინტერვიუ და უცნობი ფაქტები ცნობილ ექიმზე

მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სი გავ­რცელ­და, დღი­თი­დღე მა­ტუ­ლობს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, ვინც ინ­ფექ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში პირ­ველ ხაზ­ზეა.

ამ შემ­თხვე­ვა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი როლი სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებს აქვთ, მათ შო­რის არის პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლი ლე­ვან რა­ტი­ა­ნი, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღი­უ­რი ბრი­ფინ­გე­ბით გვა­ტყო­ბი­ნებს მას­თან მყო­ფი პა­ცი­ენ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას.

AMBEBI.GE ცნო­ბილ და პო­ზი­ტი­ურ ექიმს უფრო ახ­ლოს გა­გაც­ნობთ. ლე­ვან რა­ტი­ა­ნი ხო­ბის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ პა­ტა­რა ფოთ­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და. მე­ექ­ვსე კლა­სამ­დე ამა­ვე სოფ­ლის სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და. შემ­დეგ, მი­სი­ვე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სწავ­ლა ფო­თის მე­ო­რე გიმ­ნა­ზი­ა­ში გა­ნაგ­რძო, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბით და­ას­რუ­ლა. ამის შემ­დეგ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სამ­კურ­ნა­ლო ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ა­ბა­რა, რო­მე­ლიც წი­თელ დიპ­ლომ­ზე და­ამ­თავ­რა.

ლე­ვან რა­ტი­ა­ნის დედა მა­რი­ნა გვა­სა­ლია პე­და­გო­გია. მამა - რე­ვაზ რა­ტი­ა­ნი პრო­ფე­სი­ით ინ­ჟი­ნე­რია, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად პენ­სი­ო­ნე­რია და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. ჰყავს უმ­ცრო­სი და. ლე­ვან რა­ტი­ა­ნის მე­უღ­ლე გვან­ცა ჯა­ნი­გაშ­ვი­ლი პე­დი­ატ­რია. მათ სამი ვაჟი ჰყავთ: რატი, გი­ორ­გი და ლუკა.

AMBEBI.GE ლე­ვან რა­ტი­ა­ნის დე­დას ესა­უბ­რა. ქალ­ბა­ტონ მა­რი­ნას შვილ­ზე სა­უ­ბა­რი უჭირს. ამ­ბობს, რომ ლე­ვა­ნი ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი, მონ­დო­მე­ბუ­ლი და მი­ზან­და­სა­ხუ­ლი იყო. შვი­ლის პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბაც კარ­გად ახ­სოვს.

"პირ­ველ წარ­მა­ტე­ბას 1998 წელს მი­აღ­წია. ლე­ვან­მა ის­ტო­რი­ის ოლიმ­პი­ა­დი­ა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და გა­ი­მარ­ჯვა. მას შემ­დეგ არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა, არის არა­ერ­თი კონ­კურ­სი­სა თუ ტუ­რის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი. იყო მე­რის სტი­პენ­დი­ან­ტი. 1997 წელს რო­გორც სა­უ­კე­თე­სო მოს­წავ­ლე პარ­ლა­მენტს სტუმ­რობ­და. პუნ­ქტუ­ა­ლუ­რი და მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ბავ­შვი იყო. ძა­ლი­ან ბევ­რს კი­თხუ­ლობ­და. ზოგ­ჯერ ვთხოვ­დი და­ეს­ვე­ნა, მაგ­რამ ჩემი არ ეს­მო­და", - ამ­ბობს ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნა.

ლე­ვა­ნი ექი­მო­ბა­ზე ბავ­შვო­ბი­დან­ვე ოც­ნე­ბობ­და.

"არ­გად მახ­სოვს, რომ და­ი­ბა­და და სახ­ლში მო­ვიყ­ვა­ნეთ, ბე­ბი­ა­მის­მა ხმა­მაღ­ლა გა­ნა­ცხა­და, ეს ექი­მი უნდა გა­მო­ვი­დე­სო. ბა­ბუ­ა­საც ასე სურ­და, რად­გან თვი­თო­ნაც პე­დი­ატ­რი იყო. პლა­ტონ რა­ტი­ანს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტი ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი. იგი სო­ფელს დღე­საც ახ­სოვს. მისი სა­მე­დი­ცი­ნო ხელ­სა­წყო­ე­ბი შე­ნა­ხუ­ლი მაქვს.

სახ­ლში ყვე­ლა ბა­ლი­ში ლე­ვა­ნის მიერ ნემ­სე­ბით იყო და­ჩხვლე­ტი­ლი. ჩემს შვილს სის­ხლსა და ხორ­ცში გამ­ჯდა­რი ჰქონ­და, რომ ექი­მი უნდა გა­მო­სუ­ლი­ყო.

მას სხვა არა­ფე­რი აინ­ტე­რე­სებ­და. 2001 წელს ჩა­ა­ბა­რა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სამ­კურ­ნა­ლო ფა­კულ­ტეტ­ზე. მე მინ­დო­და პე­დი­ატ­რი­ულ­ზე ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნა, მაგ­რამ არ და­მი­ჯე­რა . უნი­ვერ­სი­ტე­ტი წი­თელ დიპ­ლომ­ზე და­ამ­თავ­რა, იყო პრე­ზი­დენ­ტის სტი­პენ­დი­ან­ტი", - ამ­ბობს მა­რი­ნა გვა­სა­ლია.

ლე­ვან რა­ტი­ან­მა თავ­და­პირ­ვე­ლად მუ­შა­ო­ბა არა­მე­ან­ცის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­ი­წყო. თბი­ლი­სი­სი თით­ქმის ყვე­ლა კლი­ნი­კა­შია ნა­მუ­შე­ვა­რი. ამ­ჟა­მად კი თბი­ლი­სის პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კას ხელ­მძღვა­ნე­ლობს. სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კი ლექ­ცი­ებს კი­თხუ­ლობს.

"ის, რომ ლე­ვა­ნი პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლია მისი შრო­მის შე­დე­გია. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­დაც ის სწავ­ლობ­და, ყვე­ლამ და­ი­ნა­ხა თუ რო­გო­რი მონ­დო­მე­ბუ­ლი იყო და ხელი შე­უ­წყვეს, რომ მას წარ­მა­ტე­ბის­თვის მი­ეღ­წია. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ვიხ­სე­ნო ლე­ვა­ნის დე­კა­ნი, გარ­დაც­ვლი­ლი თე­მურ პეტ­რი­აშ­ვი­ლი. მისი დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბაა ლე­ვა­ნის წარ­მა­ტე­ბა, რად­გან მან სა­თა­ნა­დოდ შე­ა­ფა­სა ჩემი შვი­ლის ცოდ­ნა" - აცხა­დებს ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნა.

ლე­ვან რა­ტი­ა­ნი ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლია. გა­დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კის გამო ხში­რად ვერ ახერ­ხებს მშობ­ლე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბას, მაგ­რამ მათ ყო­ველ­დღე ეხ­მი­ა­ნე­ბა. რა­ტი­ა­ნის დე­დის თქმით, ქა­ლიშ­ვი­ლიც რომ ექი­მია, ლე­ვა­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

ლე­ვან რა­ტი­ა­ნი დას­თან ერ­თად

"ლე­ვა­ნი თბი­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლეა. იგი სო­ფელ­ში ჩა­მოს­ვლას დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კის გამო ხში­რად ვერ ახერ­ხებს, მაგ­რამ ყო­ველ­დღე გვი­რე­კავს და გვეხ­მი­ა­ნე­ბა. ყვე­ლა მის წარ­მა­ტე­ბას, სი­ხა­რულს პირ­ვე­ლი მე მი­ზი­ა­რებს. ასე მოხ­და მა­ში­ნაც, როცა კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი პა­ცი­ენ­ტი გა­მო­ჯან­მრთელ­და.

ყვე­ლა დე­დას ვუ­სურ­ვებ ასე­თი შვი­ლის ყო­ლას. შე­იძ­ლე­ბა ეს ჩემი დამ­სა­ხუ­რე­ბა არაა და თვი­თონ არის ბუ­ნე­ბით ასე­თი. დღე არ გავა არ და­მირ­ე­კოს, რა დროც არ უნდა იყოს. მო­მი­კი­თხავს, მო­მე­სიყ­ვა­რუ­ლე­ბა და რა თქმა უნდა მის ყვე­ლა წარ­მა­ტე­ბას პირ­ვე­ლი მე მი­ზი­ა­რებს.

მის კლი­ნი­კა­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი კო­რო­ნა ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი პა­ცი­ენ­ტის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბაც მა­უ­წყა, ღა­მის ორ სა­ათ­ზე და­მი­რე­კა. ძა­ლი­ან შე­მე­შინ­და. მან კი მი­თხრა, რომ პა­ცი­ენტზე ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი მი­ი­ღეს, სი­ხა­რულსგან აღარ იცო­და, რა ექნა. ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი, თა­მუ­ნა რომ ექი­მია, სწო­რედ ლე­ვა­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. თა­მუ­ნაც, დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კის გამო, ჩა­მოს­ვლას იშ­ვი­ა­თად ახერ­ხებს. მი­სით ვა­მა­ყობ და ბედ­ნი­ე­რი ვარ,“- აცხა­დებს ლე­ვან რა­ტი­ა­ნის დედა.

ლე­ვან რა­ტი­ა­ნი და მისი და

მისი თქმით, ლე­ვა­ნის წარ­მა­ტე­ბა­ში დიდი როლი ლე­ვა­ნის მე­უღ­ლემ ითა­მა­შა.

"ლე­ვა­ნიმ 2009 წელს შექ­მნა ოჯა­ხი. ბრწყინ­ვა­ლე მე­უღ­ლე ჰყავს, შე­სა­ნიშ­ნა­ვი ოჯა­ხის შვი­ლი. ჩემი შვი­ლის წარ­მა­ტე­ბა­ში, თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, გვან­ცას დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის. მათ სამი ვაჟი ჰყავთ. შვი­ლე­ბის აღ­ზრდა ად­ვი­ლი არ არის, მაგ­რამ გვან­ცამ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა იმის­თვის, რომ ლე­ვა­ნის­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ე­წყო ხელი. ლე­ვა­ნის­თვის მთა­ვა­რი პა­ცი­ენ­ტია, ღა­მის პირ­ველ სა­ათ­ზე, ორზე, ოთხზე მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს, თუ პა­ცი­ენტს სჭირ­დე­ბა, ის სახ­ლი­დან მი­დის", - ამ­ბობს რა­ტი­ა­ნის დედა.

ლე­ვან რა­ტი­ა­ნი მე­უღ­ლეს­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად

ლე­ვა­ნი შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო ოჯა­ხის ნახ­ვა­საც ვერ ახერ­ხებს, ისი­ნი მცხე­თა­ში არი­ან. ლე­ვა­ნი მათ ყო­ველ დღე ურე­კავს. მა­ნა­ნა გვა­სა­ლია თქმით, ცნო­ბი­ლი ექი­მის დე­დო­ბა ად­ვი­ლი არ არის.

"ასე­თი ად­ვი­ლი არ არის. თუმ­ცა, ძა­ლი­ან დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა. ლე­ვანს გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აკის­რია, ამი­ტომ ძა­ლი­ან გან­ვიც­დი. მთხოვს, რომ არ ვი­ნერ­ვი­უ­ლო და არ ვი­ტი­რო. სულ მამ­შვი­დებს, რომ არა­ფე­რი ცუდი არ იქ­ნე­ბა. არა­ვის არა­ფე­რი და­ე­მარ­თე­ბაო. ეკ­რენ­ზე როცა ჩნდე­ბა, ვტი­რი და ვე­ფე­რე­ბი შო­რი­დან. ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან, იმე­დია, მალე გა­მო­ვალთ და ყვე­ლა­ფე­რი გა­მოს­წორ­დე­ბა. მსურს, ბევ­რი გა­მო­ჯან­მრთლე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი ჰყავ­დეს ჩემს შვილს. ნაკ­ლე­ბი ყო­ფი­ლი­ყოს და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა. ნაკ­ლე­ბი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა და მალე გა­მო­სუ­ლი­ყოს მთე­ლი მსოფ­ლიო ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან “, - ამ­ბობს მა­რი­ნა გვა­სა­ლია.

ავ­ტო­რი: მაია ძა­გა­ნია

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეს არსება
28

ამ.წუთს თქვა უჯრედები ე.წ. ვირუსებიო. ღმერთო მეტეორი გვესროლე

dandura
18

ნამდვილად პოზიტიურია ყველა დაინფიცირდებით, 80% ადვილად გადაიტანს და 20% ცუდ დღეში ჩავარდებითო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"როცა პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა, მაშინვე მე დამირეკა..." - ლევან რატიანის დედის ინტერვიუ და უცნობი ფაქტები ცნობილ ექიმზე

"როცა პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა, მაშინვე მე დამირეკა..." - ლევან რატიანის დედის ინტერვიუ და უცნობი ფაქტები ცნობილ ექიმზე

მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსი გავრცელდა, დღითიდღე მატულობს საზოგადოების ინტერესი იმ ადამიანების მიმართ, ვინც ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში პირველ ხაზზეა.

ამ შემთხვევაში განსაკუთრებული როლი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს აქვთ, მათ შორის არის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი, რომელიც ყოველდღიური ბრიფინგებით გვატყობინებს მასთან მყოფი პაციენტების მდგომარეობას.

AMBEBI.GE ცნობილ და პოზიტიურ ექიმს უფრო ახლოს გაგაცნობთ. ლევან რატიანი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში დაიბადა და გაიზარდა. მეექვსე კლასამდე ამავე სოფლის სკოლაში სწავლობდა. შემდეგ, მისივე გადაწყვეტილებით, სწავლა ფოთის მეორე გიმნაზიაში განაგრძო, რომელიც წარმატებით დაასრულა. ამის შემდეგ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სამკურნალო ფაკულტეტზე ჩააბარა, რომელიც წითელ დიპლომზე დაამთავრა.

ლევან რატიანის დედა მარინა გვასალია პედაგოგია. მამა - რევაზ რატიანი პროფესიით ინჟინერია, რომელიც ამჟამად პენსიონერია და სოფლის მეურნეობით არის დაკავებული. ჰყავს უმცროსი და. ლევან რატიანის მეუღლე გვანცა ჯანიგაშვილი პედიატრია. მათ სამი ვაჟი ჰყავთ: რატი, გიორგი და ლუკა.

AMBEBI.GE ლევან რატიანის დედას ესაუბრა. ქალბატონ მარინას შვილზე საუბარი უჭირს. ამბობს, რომ ლევანი ძალიან ნიჭიერი, მონდომებული და მიზანდასახული იყო. შვილის პირველი წარმატებაც კარგად ახსოვს.

"პირველ წარმატებას 1998 წელს მიაღწია. ლევანმა ისტორიის ოლიმპიადიაში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა. მას შემდეგ არ გაჩერებულა, არის არაერთი კონკურსისა თუ ტურის გამარჯვებული. იყო მერის სტიპენდიანტი. 1997 წელს როგორც საუკეთესო მოსწავლე პარლამენტს სტუმრობდა. პუნქტუალური და მოწესრიგებული ბავშვი იყო. ძალიან ბევრს კითხულობდა. ზოგჯერ ვთხოვდი დაესვენა, მაგრამ ჩემი არ ესმოდა", - ამბობს ქალბატონი მარინა.

ლევანი ექიმობაზე ბავშვობიდანვე ოცნებობდა.

"არგად მახსოვს, რომ დაიბადა და სახლში მოვიყვანეთ, ბებიამისმა ხმამაღლა განაცხადა, ეს ექიმი უნდა გამოვიდესო. ბაბუასაც ასე სურდა, რადგან თვითონაც პედიატრი იყო. პლატონ რატიანს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული. იგი სოფელს დღესაც ახსოვს. მისი სამედიცინო ხელსაწყოები შენახული მაქვს.

სახლში ყველა ბალიში ლევანის მიერ ნემსებით იყო დაჩხვლეტილი. ჩემს შვილს სისხლსა და ხორცში გამჯდარი ჰქონდა, რომ ექიმი უნდა გამოსულიყო.

მას სხვა არაფერი აინტერესებდა. 2001 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამკურნალო ფაკულტეტზე. მე მინდოდა პედიატრიულზე ჩაებარებინა, მაგრამ არ დამიჯერა . უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე დაამთავრა, იყო პრეზიდენტის სტიპენდიანტი", - ამბობს მარინა გვასალია.

ლევან რატიანმა თავდაპირველად მუშაობა არამეანცის საავადმყოფოში დაიწყო. თბილისისი თითქმის ყველა კლინიკაშია ნამუშევარი. ამჟამად კი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას ხელმძღვანელობს. სამედიცინო უნივერსიტეტში კი ლექციებს კითხულობს.

"ის, რომ ლევანი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელია მისი შრომის შედეგია. უნივერსიტეტში, სადაც ის სწავლობდა, ყველამ დაინახა თუ როგორი მონდომებული იყო და ხელი შეუწყვეს, რომ მას წარმატებისთვის მიეღწია. აუცილებლად უნდა გავიხსენო ლევანის დეკანი, გარდაცვლილი თემურ პეტრიაშვილი. მისი დიდი დამსახურებაა ლევანის წარმატება, რადგან მან სათანადოდ შეაფასა ჩემი შვილის ცოდნა" - აცხადებს ქალბატონი მარინა.

ლევან რატიანი ძალიან დაკავებულია. გადატვირთული გრაფიკის გამო ხშირად ვერ ახერხებს მშობლების მონახულებას, მაგრამ მათ ყოველდღე ეხმიანება. რატიანის დედის თქმით, ქალიშვილიც რომ ექიმია, ლევანის დამსახურებაა.

ლევან რატიანი დასთან ერთად

"ლევანი თბილი და მოსიყვარულეა. იგი სოფელში ჩამოსვლას დატვირთული გრაფიკის გამო ხშირად ვერ ახერხებს, მაგრამ ყოველდღე გვირეკავს და გვეხმიანება. ყველა მის წარმატებას, სიხარულს პირველი მე მიზიარებს. ასე მოხდა მაშინაც, როცა კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ყველა დედას ვუსურვებ ასეთი შვილის ყოლას. შეიძლება ეს ჩემი დამსახურება არაა და თვითონ არის ბუნებით ასეთი. დღე არ გავა არ დამირეკოს, რა დროც არ უნდა იყოს. მომიკითხავს, მომესიყვარულება და რა თქმა უნდა მის ყველა წარმატებას პირველი მე მიზიარებს.

მის კლინიკაში მოთავსებული კორონა ვირუსით დაინფიცირებული პირველი პაციენტის გამოჯანმრთელებაც მაუწყა, ღამის ორ საათზე დამირეკა. ძალიან შემეშინდა. მან კი მითხრა, რომ პაციენტზე ლუგარის ლაბორატორიიდან უარყოფითი პასუხი მიიღეს, სიხარულსგან აღარ იცოდა, რა ექნა. ჩემი ქალიშვილი, თამუნა რომ ექიმია, სწორედ ლევანის დამსახურებაა. თამუნაც, დატვირთული გრაფიკის გამო, ჩამოსვლას იშვიათად ახერხებს. მისით ვამაყობ და ბედნიერი ვარ,“- აცხადებს ლევან რატიანის დედა.

ლევან რატიანი და მისი და

მისი თქმით, ლევანის წარმატებაში დიდი როლი ლევანის მეუღლემ ითამაშა.

"ლევანიმ 2009 წელს შექმნა ოჯახი. ბრწყინვალე მეუღლე ჰყავს, შესანიშნავი ოჯახის შვილი. ჩემი შვილის წარმატებაში, თამამად შემიძლია ვთქვა, გვანცას დიდი წვლილი მიუძღვის. მათ სამი ვაჟი ჰყავთ. შვილების აღზრდა ადვილი არ არის, მაგრამ გვანცამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ლევანისთვის მაქსიმალურად შეეწყო ხელი. ლევანისთვის მთავარი პაციენტია, ღამის პირველ საათზე, ორზე, ოთხზე მნიშვნელობა არა აქვს, თუ პაციენტს სჭირდება, ის სახლიდან მიდის", - ამბობს რატიანის დედა.

ლევან რატიანი მეუღლესთან და შვილებთან ერთად

ლევანი შექმნილი მდგომარეობის გამო ოჯახის ნახვასაც ვერ ახერხებს, ისინი მცხეთაში არიან. ლევანი მათ ყოველ დღე ურეკავს. მანანა გვასალია თქმით, ცნობილი ექიმის დედობა ადვილი არ არის.

"ასეთი ადვილი არ არის. თუმცა, ძალიან დიდი ბედნიერებაა. ლევანს განსაკუთრებით დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, ამიტომ ძალიან განვიცდი. მთხოვს, რომ არ ვინერვიულო და არ ვიტირო. სულ მამშვიდებს, რომ არაფერი ცუდი არ იქნება. არავის არაფერი დაემართებაო. ეკრენზე როცა ჩნდება, ვტირი და ვეფერები შორიდან. ამ მდგომარეობიდან, იმედია, მალე გამოვალთ და ყველაფერი გამოსწორდება. მსურს, ბევრი გამოჯანმრთლებული პაციენტი ჰყავდეს ჩემს შვილს. ნაკლები ყოფილიყოს დაინფიცირების შემთხვევა. ნაკლები სიკვდილიანობა და მალე გამოსულიყოს მთელი მსოფლიო ამ მდგომარეობიდან “, - ამბობს მარინა გვასალია.

ავტორი: მაია ძაგანია

"დაახლოებით 100 მოვაჭრე იყო, მაგრამ საქონელი გატანილი ჰქონდათ და მგონი, ზარალი ძალიან დიდი არ უნდა იყოს" - გორის მერი

გორში ტანსაცმლის ბაზრობაზე ხანძარია

"ზურას ათი წლის ასაკში ბარძაყის ძვლის დაშლა დაეწყო, ეს სიმსივნე იყო! გადარჩა და მაშინ იწამა დედამ ღმერთი" - გოგლა ჟვანია მშობლებსა და უმცროს ძმაზე