კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გუკას ექვსი თვე მიუსაჯეს, ერთი თვეა უფროსი შვილი არ მინახავს" - ნინო დარასელი კარანტინის დღეებზე
"გუკას ექვსი თვე მიუსაჯეს, ერთი თვეა უფროსი შვილი არ მინახავს" - ნინო დარასელი კარანტინის დღეებზე

"ერთი თვეა უფ­რო­სი შვი­ლი არ მი­ნა­ხავს" - ეს კო­მენ­ტა­რი ნინო და­რა­სელ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ერთ-ერთი მე­გობ­რის სტა­ტუს­ზე და­წე­რა. რა გახ­და გან­შო­რე­ბის მი­ზე­ზი, რო­გორ ატა­რებს კა­რან­ტი­ნის დღე­ებს და რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან ჟურ­ნა­ლის­ტის ოჯა­ხის წევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ახლა სას­ჯელს იხ­დი­ან AMBEBI.GE ნინო და­რა­სელს და­უ­კავ­შირ­და:

- ერთი თვეა, რაც უფ­რო­სი შვი­ლი არ მი­ნა­ხავს. წყნეთ­ში ცხოვ­რობს თა­ვის შეყ­ვა­რე­ბულ გო­გო­ნას­თან ერ­თად. არ გვე­ნა­ხე­ბა, რად­გან ძა­ლი­ან მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია და ასე მი­აჩ­ნია სწო­რად. თუმ­ცა მე მა­ინც ვთვლი, რომ ერთი კლას­ტე­რის ხალ­ხი მა­ინც უნდა ვნა­ხუ­ლობ­დეთ ერ­თმა­ნეთს (იცი­ნის).

- თა­ვად რო­გორ გაგ­ყავს დრო იზო­ლა­ცი­ა­ში?

- სულ სახ­ლში ვარ, ონ­ლა­ინ ჟურ­ნა­ლი მაქვს და დის­ტან­ცი­უ­რად უფრო მეტი მუ­შა­ო­ბა მი­წევს. რომ არ ვი­ცო­დე, რომ ამ ვირუ­სის­გან ადა­მი­ა­ნე­ბი კვდე­ბი­ან, რა­ღაც მო­მენ­ტში გა­მი­ხარ­დე­ბო­და ეს დიდი დას­ვე­ნე­ბა. ახლა სხვა რე­ა­ლო­ბაა და არ გვი­ხა­რია.

- პა­ნი­კა­ში თუ ხარ ვირუ­სის გამო?

- სა­ერ­თოდ არ მე­ში­ნია, არც პა­ნი­კა მაქვს, ოღონდ სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ, მაგ­რამ სხვებს ვუფრ­თხილ­დე­ბი და ამი­ტომ ვარ ჩა­კე­ტი­ლი და სხვებ­საც იგი­ვეს მო­ვუ­წო­დებ. ბევ­რად უფრო მე­ში­ნია იმ მდგო­მა­რე­ო­ბის, რაც ამ სი­ტუ­ა­ცი­ას მოყ­ვე­ბა, ეკო­ნო­მი­კურ კრი­ზისს ვგუ­ლის­ხმობ. ძლივს ფეხ­ზე რომ დგე­ბო­და ქვე­ყა­ნა და ამ­ხე­ლა დარ­ტყმა მი­ად­გა. ყვე­ლა­ზე ვდარ­დობ, უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა და­კარ­გა სამ­სა­ხუ­რი, გარ­და სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი­სა. ვირუსს შე­იძ­ლე­ბა გა­და­ურ­ჩეს ადა­მი­ა­ნი, მაგ­რამ რაც და­კარ­გუ­ლი სამ­სა­ხუ­რის გამო ნერ­ვი­უ­ლო­ბას შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს, ვერა. იმის მე­ში­ნია, რომ რა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს შემ­დგომ დიდხ­ნი­ან­მა იზო­ლა­ცი­ამ. ამი­ტომ უნდა ვი­ყოთ სახ­ლში, რომ არ გა­ხან­გრძლივ­დეს ეს პრო­ცე­სი.

ნინო და­რა­სე­ლის უფ­რო­სი შვი­ლი და რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვი­ლი

- თქვე­ნი უმ­ცრო­სი შვი­ლი მა­რი­ტა რო­გორ უძ­ლებს კა­რან­ტინს?

- ძა­ლი­ან კარ­გად გა­და­ე­წყო ახალ რელ­სებ­ზე. დღის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლე­ბი აქვს, მაგ­რამ გა­რეთ უნდა მე­გობ­რებ­თან შეხ­ვედ­რა, ურ­თი­ერ­თო­ბა. თუმ­ცა მა­რი­ტა­ზე მა­ინც ვი­ტყო­დი, რომ ამ ნოეს კი­დო­ბან­ში ცხოვ­რე­ბას მო­ერ­გო.

- პე­ნი­ტენ­ცი­ა­ლუ­რი სის­ტე­მა ჩა­ი­კე­ტა მნახ­ვე­ლე­ბის­თვის, დე­დას­თან თუ ახერ­ხებ სა­უ­ბარს?

- დე­და­ჩე­მი ისე­თი მშვი­დი ადა­მი­ა­ნია, რომ იქით მამ­შვი­დებს. თით­ქოს არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა მის ცხოვ­რე­ბა­ში. იქა­ურ ცხოვ­რე­ბა­ზე ბევ­რს არ ვლა­პა­რა­კობთ. ამ მწა­რე რე­ა­ლო­ბას ვა­ცი­ლებთ თავს. ჩვენს მდგო­მა­რე­ო­ბას რომ შე­ხე­დოთ რე­ა­ლუ­რად ძა­ლი­ან მძი­მეა. ყვე­ლა იქ არის...

- გუ­კას სა­სა­მარ­თლო ხომ არ ყო­ფი­ლა?

- დიახ, იყო უკვე და 6 თვე მი­უ­სა­ჯეს. ალ­ბათ მერე ერ­თად გა­მო­ვა ყვე­ლა. გუ­კა­ზე მეტი სა­უ­ბა­რი არ მინ­და, ეს მისი პი­რა­დია. რე­ა­ლუ­რად რუ­სოს და მა­ი­ას იქ გა­მო­კეტ­ვამ არა­ვის არა­ფე­რი არგო. დე­და­ჩე­მი ერთი წუ­თი­თაც არ და­ფიქ­რდე­ბო­და და უფრო მეტ წელ­ზეც თა­ნახ­მა იქ­ნე­ბო­და ცი­ხე­ში ყო­ფი­ლი­ყო, რე­ა­ლუ­რად ამით რამე რომ მოგ­ვა­რე­ბუ­ლი­ყო. ხომ ნა­ხეთ, რომ ამან პრობ­ლე­მა რე­ა­ლუ­რად ვერ მო­აგ­ვა­რა. ძა­ლი­ან ძლი­ე­რია რუსო, ამ ეპი­დე­მი­ამ კი­დევ ერთხელ დაგ­ვა­ნა­ხა რა ცოტა დრო გვაქვს ადა­მი­ა­ნებს და რო­გო­რი ძვირ­ფა­სია თი­თო­ე­უ­ლი წამი ჩვენ­თვის. და­სა­ნა­ნია, რომ ეს ორი 60 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ქალი ასე გა­მო­კე­ტეს. რამე რომ შეც­ვლი­ლი­ყო კი­დევ მეს­მის, არ იყო ეს გა­მო­სა­ვა­ლი და თა­ვი­დან­ვე ცხა­დი იყო, წლებ­მაც იგი­ვე აჩ­ვე­ნა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კოსტა
1

ადამსების ,,ოჯახი"

ქეთი
1

ნამდვილად დასანანია ციხეში გამოკეტვა, 

მაგრამ მგონი უნდა გცოდნონდათ, რომ დანაშაულს მოყვება სასჯელი, და თქვენი ლოგიკით, ვინაიდან სასჯელით დანაშაული არ გამოსწორდა, არ უნდა დასჯილიყვნენ?

საოცარია ღმერთმანი....

ავტორი:

"გუკას ექვსი თვე მიუსაჯეს, ერთი თვეა უფროსი შვილი არ მინახავს" - ნინო დარასელი კარანტინის დღეებზე

"გუკას ექვსი თვე მიუსაჯეს, ერთი თვეა უფროსი შვილი არ მინახავს" - ნინო დარასელი კარანტინის დღეებზე

"ერთი თვეა უფროსი შვილი არ მინახავს" - ეს კომენტარი ნინო დარასელმა სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მეგობრის სტატუსზე დაწერა. რა გახდა განშორების მიზეზი, როგორ ატარებს კარანტინის დღეებს და რა მდგომარეობაში არიან ჟურნალისტის ოჯახის წევრები, რომლებიც ახლა სასჯელს იხდიან AMBEBI.GE ნინო დარასელს დაუკავშირდა:

- ერთი თვეა, რაც უფროსი შვილი არ მინახავს. წყნეთში ცხოვრობს თავის შეყვარებულ გოგონასთან ერთად. არ გვენახება, რადგან ძალიან მოწესრიგებულია და ასე მიაჩნია სწორად. თუმცა მე მაინც ვთვლი, რომ ერთი კლასტერის ხალხი მაინც უნდა ვნახულობდეთ ერთმანეთს (იცინის).

- თავად როგორ გაგყავს დრო იზოლაციაში?

- სულ სახლში ვარ, ონლაინ ჟურნალი მაქვს და დისტანციურად უფრო მეტი მუშაობა მიწევს. რომ არ ვიცოდე, რომ ამ ვირუსისგან ადამიანები კვდებიან, რაღაც მომენტში გამიხარდებოდა ეს დიდი დასვენება. ახლა სხვა რეალობაა და არ გვიხარია.

- პანიკაში თუ ხარ ვირუსის გამო?

- საერთოდ არ მეშინია, არც პანიკა მაქვს, ოღონდ საკუთარი თავის მიმართ, მაგრამ სხვებს ვუფრთხილდები და ამიტომ ვარ ჩაკეტილი და სხვებსაც იგივეს მოვუწოდებ. ბევრად უფრო მეშინია იმ მდგომარეობის, რაც ამ სიტუაციას მოყვება, ეკონომიკურ კრიზისს ვგულისხმობ. ძლივს ფეხზე რომ დგებოდა ქვეყანა და ამხელა დარტყმა მიადგა. ყველაზე ვდარდობ, უამრავმა ადამიანმა დაკარგა სამსახური, გარდა სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებულებისა. ვირუსს შეიძლება გადაურჩეს ადამიანი, მაგრამ რაც დაკარგული სამსახურის გამო ნერვიულობას შეიძლება მოჰყვეს, ვერა. იმის მეშინია, რომ რა შეიძლება გამოიწვიოს შემდგომ დიდხნიანმა იზოლაციამ. ამიტომ უნდა ვიყოთ სახლში, რომ არ გახანგრძლივდეს ეს პროცესი.

ნინო დარასელის უფროსი შვილი და რუსუდან კერვალიშვილი

- თქვენი უმცროსი შვილი მარიტა როგორ უძლებს კარანტინს?

- ძალიან კარგად გადაეწყო ახალ რელსებზე. დღის პირველი ნახევარი ონლაინ გაკვეთილები აქვს, მაგრამ გარეთ უნდა მეგობრებთან შეხვედრა, ურთიერთობა. თუმცა მარიტაზე მაინც ვიტყოდი, რომ ამ ნოეს კიდობანში ცხოვრებას მოერგო.

- პენიტენციალური სისტემა ჩაიკეტა მნახველებისთვის, დედასთან თუ ახერხებ საუბარს?

- დედაჩემი ისეთი მშვიდი ადამიანია, რომ იქით მამშვიდებს. თითქოს არაფერი შეცვლილა მის ცხოვრებაში. იქაურ ცხოვრებაზე ბევრს არ ვლაპარაკობთ. ამ მწარე რეალობას ვაცილებთ თავს. ჩვენს მდგომარეობას რომ შეხედოთ რეალურად ძალიან მძიმეა. ყველა იქ არის...

- გუკას სასამართლო ხომ არ ყოფილა?

- დიახ, იყო უკვე და 6 თვე მიუსაჯეს. ალბათ მერე ერთად გამოვა ყველა. გუკაზე მეტი საუბარი არ მინდა, ეს მისი პირადია. რეალურად რუსოს და მაიას იქ გამოკეტვამ არავის არაფერი არგო. დედაჩემი ერთი წუთითაც არ დაფიქრდებოდა და უფრო მეტ წელზეც თანახმა იქნებოდა ციხეში ყოფილიყო, რეალურად ამით რამე რომ მოგვარებულიყო. ხომ ნახეთ, რომ ამან პრობლემა რეალურად ვერ მოაგვარა. ძალიან ძლიერია რუსო, ამ ეპიდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა რა ცოტა დრო გვაქვს ადამიანებს და როგორი ძვირფასია თითოეული წამი ჩვენთვის. დასანანია, რომ ეს ორი 60 წელს გადაცილებული ქალი ასე გამოკეტეს. რამე რომ შეცვლილიყო კიდევ მესმის, არ იყო ეს გამოსავალი და თავიდანვე ცხადი იყო, წლებმაც იგივე აჩვენა.

"ეს ეძღვნებოდა რუსოს და მაიას... ბედნიერები ვიყავით, რომ უყურებდნენ ბავშვს, რომელიც ოთხი წელია არ უნახავთ" - ნინო დარასელის 11 წლის შვილმა ტელემაყურებელი მოხიბლა

სკანდალური ქადაგების შემდეგ დეკანოზი თადეოზ სარალიძე შენდობას ითხოვს - "ქადაგებამ, რომელიც იყო არაკორექტული, დიდი შეშფოთება გამოიწვია..."

რუსეთის პატრიარქმა ილია მეორეს წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა