პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შევდივართ ე.წ. "ტალღის აზვირთების" პერიოდში, პაციენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად მოიმატებს" - აკაკი ზოიძე
"შევდივართ ე.წ. "ტალღის აზვირთების" პერიოდში, პაციენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად მოიმატებს" - აკაკი ზოიძე

"ეხლა შევ­დი­ვართ (მარ­თა­ლია ნელ-ნელა, მაგ­რამ მა­ინც) ე.წ. "ტალ­ღის აზ­ვირ­თე­ბის" პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მო­ი­მა­ტებს" - ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პარ­ლა­მენ­ტის ჯან­დაც­ვის კო­მი­ტე­ტის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე აკა­კი ზო­ი­ძე წერს.

თუმ­ცა მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ეტაპ­ზე ქვე­ყა­ნა შე­და­რე­ბით კე­თილ­სა­ი­მე­დო სცე­ნა­რით მი­დის, მაგ­რამ "ეს თვითკმა­ყო­ფი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ იძ­ლე­ვა".

"დღეს 11 აპ­რი­ლია, ანუ მე 9 დღე ამ პოს­ტი­დან და და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ორ­მაგ­ზე ნაკ­ლე­ბია: 2 აპ­რილს 130, დღეს 233 და ეს ხდე­ბა ბოლო კვი­რას გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბის ალ­გო­რით­მის პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც უფრო მეტ ადა­მი­ანს უტარ­დე­ბა ტეს­ტი­რე­ბა. ეს კარ­გია, ისე­ვე რო­გორც, კარ­გია, რომ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის მიერ ჩა­ტა­რე­ბულ რე­გუ­ლა­რულ სენ­ტი­ნე­ლურ კვლე­ვებ­ში, რო­დე­საც შემ­თხვე­ვი­თი შერ­ჩე­ვის პრინ­ცი­პით რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის სიმპტო­მე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი იტეს­ტე­ბი­ან, ჯერ­ჯე­რო­ბით არ იქნა აღ­მო­ჩე­ნი­ლი ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვა. ეს მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ­თან, სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით გა­ტეს­ტი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ცო­ტაა და ნელ-ნელა მა­ტუ­ლობს უც­ნო­ბი წყა­რო­დან შიდა გა­და­ცე­მის შემ­თხვე­ვე­ბი, ამ უც­ნო­ბი წყა­რო­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა არ უნდა იყოს ჯე­რა­დად მა­ღა­ლი უკვე და­დას­ტუ­რე­ბულ 233 შემ­თხვე­ვა­ზე.

✔ასე­ვე კარ­გია, რომ და­ავ­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრი და შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი აგ­რძე­ლე­ბენ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის კონ­ტაქ­ტე­ბის აქ­ტი­ურ და ინ­ტენ­სი­ურ მო­ძი­ე­ბას და იზო­ლა­ცი­ას. ეს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია შიდა გა­და­ცე­მის შე­ნე­ლე­ბი­სათ­ვის და არის COVID -19 ბრძო­ლის მე­თო­დის: "ტეს­ტი­რე­ბა/და­დას­ტუ­რე­ბა-კონ­ტაქ­ტე­ბის მო­ძი­ე­ბა-იზო­ლა­ცია" კრი­ტი­კუ­ლი ელე­მენ­ტი და უნდა გაგ­რძელ­დეს, თუნ­დაც ამის­თვის დაგ­ვჭირ­დეს ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნის მო­ბი­ლი­ზე­ბა/სწავ­ლე­ბა და ჩარ­თვა.

თი­თე­უ­ლი სიკ­ვდი­ლი ტრა­გე­დი­აა, მაგ­რამ სა­ბედ­ნი­ე­როდ, COVID 19 თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სიკ­ვდი­ლო­ბაც არ იზ­რდე­ბა პროგ­რე­სუ­ლად ამ მო­მენ­ტის­თვის. ასე­ვე, რო­გორც ამ­ბო­ბენ და­ავ­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, არ არის ზო­გა­დად მძი­მე მწვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რულ სინ­დრომ­თან ან გრი­პთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სიკ­ვდი­ლო­ბის მა­ტე­ბა ბოლო რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, წინა წლე­ბის იმა­ვე კვი­რებ­თან შე­და­რე­ბით. ეს უნდა მე­ტყვე­ლებ­დეს იმა­ზე, რომ არ უნდა გვქონ­დეს ათე­უ­ლო­ბით და ასე­უ­ლო­ბით სიკ­ვდი­ლი, რომ­ლის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი COVID-19 იყო, მაგ­რამ ვერ და­ვად­გი­ნეთ. ესეც იმე­დის მომ­ცე­მია.

✔ანუ, ჯერ­ჯე­რო­ბით კვლა­ვაც მივ­დი­ვართ შე­და­რე­ბით კე­თილ­სა­ი­მე­დო სცე­ნა­რით, მაგ­რამ ეს თვითკმა­ყო­ფი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ იძ­ლე­ვა, იმი­ტომ რომ ეხლა შევ­დი­ვართ (მარ­თა­ლია ნელ-ნელა, მაგ­რამ მა­ინც) ე.წ. "ტალ­ღის აზ­ვირ­თე­ბის" პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მო­ი­მა­ტებს. ჩვენს მიერ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი რამ­დე­ნად. შე­სა­ბა­მი­სად ეხლა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის გა­ორ­მა­გე­ბის პე­რი­ო­დი არ შემ­ცირ­დეს ძა­ლი­ან: დარ­ჩეს 4-6 დღის ფარ­გლებ­ში და რაც მთა­ვა­რია, არ და­ი­წყოს COVID-19 ის სიკ­ვდი­ლო­ბამ ზრდა პროგ­რე­სუ­ლად" - წერს აკა­კი ზო­ი­ძე.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა 233-მდეა. მთავ­რო­ბის მიერ შექ­მნილ სპე­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე stopcov.ge-ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, კა­რან­ტი­ნის რე­ჟიმ­შია 4856 ადა­მი­ა­ნი, ხოლო სტა­ცი­ო­ნარ­ში მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ - 370 პირი.

ვებგ­ვერ­დზე და­მა­ტე­ბუ­ლია ახა­ლი გრა­ფა, უცხო­ე­თი­დან სამ­კურ­ნა­ლოდ გად­მოყ­ვა­ნი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რო­მელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ამ დრო­ის­თვის სამს შე­ად­გენს.

ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 233 ადა­მი­ა­ნი­დან 54 გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლია. გარ­დაც­ვლი­ლია 3 ადა­მი­ა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მუმლი მუხასაო
3

იქნებ ნავარაუდევზე ადრე დაგვემშვიდობოს ვირუსი?)) 

კოტე
0

კარანტინი გამოცხადებულია, ყველაფერი დაკეტილი, პატრული დადის და დამრღვევებს მსუყედ აჯარიმებს, ყველა საინფორმაციო პანიკაშია. მეტი რა გინდათ ეხლა კიდევ ვინერვიულოთ მაქსიმალურად რომ გულები დაგვისკდეს ინფაქტებით? იმის ნაცვლად ერს მოუაროს პოლიტიკოსმა და ანუგეშოს, დგახართ და პანიკიორობთ!! რა უსუსურობაა ვინხართ სად გაიზარდეთ!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"შევდივართ ე.წ. "ტალღის აზვირთების" პერიოდში, პაციენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად მოიმატებს" - აკაკი ზოიძე

"შევდივართ ე.წ. "ტალღის აზვირთების" პერიოდში, პაციენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად მოიმატებს" - აკაკი ზოიძე

"ეხლა შევდივართ (მართალია ნელ-ნელა, მაგრამ მაინც) ე.წ. "ტალღის აზვირთების" პერიოდში, როდესაც პაციენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად მოიმატებს" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აკაკი ზოიძე წერს.

თუმცა მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვეყანა შედარებით კეთილსაიმედო სცენარით მიდის, მაგრამ "ეს თვითკმაყოფილების საშუალებას არ იძლევა".

"დღეს 11 აპრილია, ანუ მე 9 დღე ამ პოსტიდან და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ორმაგზე ნაკლებია: 2 აპრილს 130, დღეს 233 და ეს ხდება ბოლო კვირას გაფართოებული ტესტირების ალგორითმის პირობებში, როდესაც უფრო მეტ ადამიანს უტარდება ტესტირება. ეს კარგია, ისევე როგორც, კარგია, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ ჩატარებულ რეგულარულ სენტინელურ კვლევებში, როდესაც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით რესპირატორული ინფექციის სიმპტომების მქონე პირები იტესტებიან, ჯერჯერობით არ იქნა აღმოჩენილი ახალი კორონავირუსის შემთხვევა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან, სხვა ქვეყნებთან შედარებით გატესტილი ადამიანების რაოდენობა ცოტაა და ნელ-ნელა მატულობს უცნობი წყაროდან შიდა გადაცემის შემთხვევები, ამ უცნობი წყაროების რაოდენობა არ უნდა იყოს ჯერადად მაღალი უკვე დადასტურებულ 233 შემთხვევაზე.

✔ასევე კარგია, რომ დაავდებათა კონტროლის ცენტრი და შესაბამისი სამსახურები აგრძელებენ დადასტურებული შემთხვევების კონტაქტების აქტიურ და ინტენსიურ მოძიებას და იზოლაციას. ეს უმნიშვნელოვანესია შიდა გადაცემის შენელებისათვის და არის COVID -19 ბრძოლის მეთოდის: "ტესტირება/დადასტურება-კონტაქტების მოძიება-იზოლაცია" კრიტიკული ელემენტი და უნდა გაგრძელდეს, თუნდაც ამისთვის დაგვჭირდეს ძალიან ბევრი ადამიანის მობილიზება/სწავლება და ჩართვა.

თითეული სიკვდილი ტრაგედიაა, მაგრამ საბედნიეროდ, COVID 19 თან დაკავშირებული სიკვდილობაც არ იზრდება პროგრესულად ამ მომენტისთვის. ასევე, როგორც ამბობენ დაავდებათა კონტროლის ცენტრის ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალისტები, არ არის ზოგადად მძიმე მწვავე რესპირატორულ სინდრომთან ან გრიპთან დაკავშირებული სიკვდილობის მატება ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, წინა წლების იმავე კვირებთან შედარებით. ეს უნდა მეტყველებდეს იმაზე, რომ არ უნდა გვქონდეს ათეულობით და ასეულობით სიკვდილი, რომლის რეალური მიზეზი COVID-19 იყო, მაგრამ ვერ დავადგინეთ. ესეც იმედის მომცემია.

✔ანუ, ჯერჯერობით კვლავაც მივდივართ შედარებით კეთილსაიმედო სცენარით, მაგრამ ეს თვითკმაყოფილების საშუალებას არ იძლევა, იმიტომ რომ ეხლა შევდივართ (მართალია ნელ-ნელა, მაგრამ მაინც) ე.წ. "ტალღის აზვირთების" პერიოდში, როდესაც პაციენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად მოიმატებს. ჩვენს მიერ რეკომენდაციების შესრულებაზე არის დამოკიდებული რამდენად. შესაბამისად ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს პერიოდში დადასტურებული შემთხვევების გაორმაგების პერიოდი არ შემცირდეს ძალიან: დარჩეს 4-6 დღის ფარგლებში და რაც მთავარია, არ დაიწყოს COVID-19 ის სიკვდილობამ ზრდა პროგრესულად" - წერს აკაკი ზოიძე.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 233-მდეა. მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, კარანტინის რეჟიმშია 4856 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 370 პირი.

ვებგვერდზე დამატებულია ახალი გრაფა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები, რომელთა რაოდენობა ამ დროისთვის სამს შეადგენს.

ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 233 ადამიანიდან 54 გამოჯანმრთელებულია. გარდაცვლილია 3 ადამიანი.

საქართველოს მთავრობა უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს 6 თვის განმავლობაში 150 ლარით დააფინანსებს - IMF

LIVE: "360 გრადუსი" - ალექსანდრე გოგინავა; დევი ტაბიძე; მიხეილ ნინუა; ცოტნე ანანიძე

აშშ საქართველოს უგზავნის 2 000 ცალ მაღალი ხარისხის სწრაფ ტესტს, რომელიც ვირუსს რამდენიმე საათში ადგენს