ავტორი:

"ხაზგასმით ვიტყვი, რომ არც შინაური და არც გარეული ცხოველებიდან კორონავირუსი არ გადადის" - ზურაბ გურიელიძე

"ხაზგასმით ვიტყვი, რომ არც შინაური და არც გარეული ცხოველებიდან კორონავირუსი არ გადადის" - ზურაბ გურიელიძე

ხაზგასმით ვიტყვი, რომ არც შინაური და არც გარეული ცხოველებიდან კორონავირუსი არ გადადის. ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება ძალიან ხშირად, სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსთან მიმართებით ცხოველებზე განსაკუთრებული რეკომენდაციები არ გაცემულა.

"დაფიქსირებულია ერთადერთი ფაქტი, როდესაც ადამიანიდან ცხოველზე გადავიდა კორონავირუსი, ბრონქსის ზოოპარკში ვეფხვი, რომელსაც გადაედო მომვლელისაგან. სხვა არანაირი ინფორმაცია ცხოველებზე გადადების შესახებ არ არის. ითვლება, რომ ეს ვირუსი ცხოველებზე არ გადადის. ეს ერთადერთი შემთხვევა არის გამონაკლისი და არ შეიძლება გახდეს დასკვნების გამოტანის საბაბი.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ არ ყოფილა არც ერთი დადასტურებული ფაქტი იმისა, რომ ცხოველიდან გადასულიყო ადამიანზე. აქედან გამომდინარე, რაიმე განსაკუთრებული ზომები კორონავირუსთან მიმართებაში ცხოველებთან ურთიერთობისას საჭირო არ არის. შეგვიძლია ჩვეულებრივ გავაგრძელოთ ცხოველებთან ურთიერთობა. ხაზგასმით ვიტყვი, რომ არც შინაური და არც გარეული ცხოველებიდან კორონავირუსი არ გადადის. ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება ძალიან ხშირად, სიმართლეს არ შეესაბამება. იყო ინფორმაციები, რომ ბელგიაში კატას გადაედო, ჰონგ-კონგში ძაღლს, არც ერთი ინფორმაცია სიმართლე არ არის",- განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.

ამასთან, მისი თქმით, ამჟამად თბილისის ზოოპარკი დაკეტილია და გაიხსნება კარანტინის დასრულების შემდეგ.

"ზოოპარკი დახურული რომ არის, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ზოოპარკის თანამშრომლები არ მუშაობენ. თანამშრომლების ის ნაწილი, რომელსაც უშუალო შეხება არ აქვს ცხოველის მოვლასთან, მუშაობენ სახლებიდან. დანარჩენი ყველა, ვისაც ცხოველებთან შეხება აქვს, ეს გახლავთ მომვლელები, ვეტერინარები, დირექცია - ისინი ყოველდღიურად აგრძელებენ მუშაობას. უსაფრთოების ზომებს ვიცავთ, მაგრამ ვიცავთ ადამიანების მიმართ. ცხოველებთან უსაფრთხოებისთვის არანაირი დამატებითი რეკომენდაცია მიღებული არ არის. ყოველდღიური კავშირი გვაქვს ჩვენ ევროპის ზოოპარკების ასოციაციასთან, რომელიც ამ მიმართულებით გვაწვდის ინფორმაციას. რა უსაფრთხოების ზომებიცაა დადგენილი, ჩვეულებრივად ვიცავთ.

კოვიდის ოჯახის ვირუსები არის ცხოველებში, მაგრამ არა კოვიდ 19. ბევრი რამე ამ კონკრეტულ ვირუსთან დაკავშირებით არის უცნობი. რა მექანიზმები არსებობს, ან ცხოველებს რატომ არ ემართებათ - ეს ჯერ კიდევ კვლევის საგანია. კოვიდ 19 ღამურებშიც კი არ ყოფილა ჯერ დაფიქსირებული, ვერსია იყო, რომ ღამურებიდან გავრცელდა, მაგრამ ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ღამურებშიც კი არ არის დაფიქსირებული", - განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.

კორონავირუსი აუცილებლად გახდება ჩვენი ცხოვრების თანმდევი, მაგრამ აგრესიულობის გარეშე - რა პროგნოზს აკეთებს ლევან რატიანი

COVID-19-სგან ფეხმძიმე პაციენტი, 80 წლის ქალი და 79 წლის მამაკაცი გამოჯანმრთელდა - ლევან რატიანი უახლესი მონაცემებით

რა ვითარებაა ქობულეთში, სადაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მკაცრი საკარანტინე შეზღუდვები დაწესდა