მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მეცნიერება
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ებოლას სართული", რომელიც დაკეტილი იყო, სავსეა პაციენტებით, აპოკალიფსში გეგონება თავი" - რას ჰყვება ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი
"ებოლას სართული", რომელიც დაკეტილი იყო, სავსეა პაციენტებით, აპოკალიფსში გეგონება თავი" - რას ჰყვება ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი

ნინო კა­კუ­ლია აშშ-ში წლე­ბის წინ, მე­უღ­ლე საშა გუ­რე­ვიჩ­თან და ქა­ლიშ­ვილ თა­თას­თან ერ­თად წა­ვი­და. მერე ელე­ნი­კოც შე­ე­ძი­ნათ. ჟურ­ნა­ლის­ტი წყვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში და აშშ-შიც საქ­მი­ა­ნო­ბას მე­დი­ა­ში გა­ნაგ­რძობ­და, მაგ­რამ შემ­დეგ პრო­ფე­სი­ის რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვლა გა­და­წყვი­ტეს და სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში გა­და­ი­ნაც­ვლეს. ამ­ჟა­მად ოკ­ლენ­დის კლი­ნი­კა­ში - Kaiser Permanente Oakland Medical Center Kaiser მუ­შა­ო­ბენ. ნინო კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით იქ არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­სა და სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე გვი­ამ­ბობს.

- მე ფლა­ბა­ტო­მის­ტი, ლა­ბო­რა­ტო­რი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი ვარ და ვმუ­შა­ობ რო­გორც ჰოს­პი­ტალ­ში მყოფ პა­ცი­ენ­ტებ­თან, ასე­ვე მათ­თან, ვინც გა­რე­დან შე­მო­დის, რაც ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში იოლი არ არის, რად­გან ვირუ­სის გა­და­დე­ბის დიდი საფრ­თხეა, თუკი სა­თა­ნა­დო დამ­ცა­ვი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა არ გაქვს. პა­ლა­ტა­ში მყოფ პა­ცი­ენ­ტთან, ასე თუ ისე, მა­ინც მომ­ზა­დე­ბუ­ლი და და­ფა­რუ­ლი შე­დი­ხარ. ჩვენს კლი­ნი­კა­ში პა­ცი­ენ­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა, ძი­რი­თა­დად, გა­თი­შულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, სუნ­თქვის აპა­რა­ტებ­ზე ჰყავთ შე­ერ­თე­ბუ­ლი და ვე­რა­ფერს გრძნო­ბენ. გან­სა­კუთ­რე­ბით ცუ­დად არი­ან ისი­ნი, ვი­საც ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა აწუ­ხებთ და და­ბა­ლი იმუ­ნი­ტე­ტი აქვთ. ახალ­გაზ­რდე­ბი ამ მხრივ, უკე­თეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან, მაგ­რამ რო­გორც ექი­მე­ბი ამ­ბო­ბენ, კო­რო­ნა­ვირუ­სი თა­ვის კვალს ორ­გა­ნიზ­მზე მა­ინც და­ტო­ვებს.

ჩვენ ერთი სარ­თუ­ლი გვქონ­და, ე.წ. ებო­ლას სარ­თუ­ლი, რო­მე­ლიც და­კე­ტი­ლი იყო, ახლა კი სავ­სეა პა­ცი­ენ­ტე­ბით, აპო­კა­ლიფ­სის ამ­სახ­ველ ფილმში გე­გო­ნე­ბა თავი

ჩაბ­ნე­ლე­ბუ­ლია, სი­ჩუ­მეა, ექი­მე­ბი სპე­ცტან­საც­მელ­ში, სკა­ფან­დრებ­ში გა­მო­წყო­ბი­ლე­ბი, ზომ­ბე­ბი­ვით და­დი­ან სპე­ცი­ა­ლურ პა­ლა­ტებ­ში, უამ­რა­ვი მო­ნი­ტო­რია ჩარ­თუ­ლი და აკ­ვირ­დე­ბი­ან ავად­მყო­ფე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას.

- ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, თა­ნამ­შრომ­ლე­ბი რამ­დე­ნად და­ცუ­ლე­ბი ხართ? პირ­ბა­დეს ხში­რად გიც­ვლი­ან? აშშ-ში სა­ი­დან შე­მო­დის სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რი?

- რო­გორც ცნო­ბი­ლია, ამე­რი­კას მსოფ­ლი­ო­ში უდი­დე­სი ეკო­ნო­მი­კა აქვს, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბაა, რომ ქვე­ყა­ნას არ შე­უძ­ლია, ელე­მენ­ტა­რუ­ლად, ხელ­თათ­მა­ნე­ბი­სა და პირ­ბა­დე­ე­ბის წარ­მო­ე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი ჩი­ნე­თი­დან შე­მო­დი­ო­და, ყვე­ლა­ფე­რი იქ კეთ­დე­ბა, იაფი მუ­შა­ხე­ლის გამო. ახლა, ჰოს­პიტ­ლე­ბი ითხო­ვენ, თუ ვინ­მეს შე­უძ­ლია, პირ­ბა­დე­ე­ბი მი­ა­წო­დონ. რამ­დე­ნი­მე ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რი უკვე უსას­ყიდ­ლოდ ამ­ზა­დებს. მე ხში­რად ჩემი პი­რა­დი პირ­ბა­დე და­მაქვს, რო­მე­ლიც ორი სა­ა­თის შემ­დეგ უნდა გა­მო­იც­ვა­ლო, მაგ­რამ ვი­ნა­ხავ, რომ რამ­დე­ნი­მე დღე მე­ყოს. სა­ხის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი გამჭვირ­ვა­ლე ჩა­მო­სა­ფა­რე­ბე­ლი, წე­სით, უნდა გა­და­ვაგ­დოთ, ჩვენ კი გვე­უბ­ნე­ბი­ან, გაწ­მინ­დეთ, რად­გან მეტი არ გვაქ­ვსო.

ბა­ხი­ლე­ბიც შე­ზღუ­დუ­ლია, თავ­სა­ბუ­რა­ვე­ბიც შე­ნა­ხუ­ლი აქვთ. თუკი აქამ­დე პირ­ბა­დე ხელ­მი­საწ­ვდო­მი იყო ჩვენ­თვი­საც და პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვი­საც, ახლა მე­ნე­ჯერს უნდა სთხო­ვო, რომ ერთი მოგ­ცეს. თუ და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტთან პა­ლა­ტა­ში შევ­დი­ვართ და სა­ჭი­რო დამ­ცა­ვი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა არ გვაქვს, შეგ­ვიძ­ლია მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე უარი ვთქვათ. ჩვენ­თან, ჰოს­პი­ტალ­ში სექ­ტემ­ბრი­დან გრი­პის აც­რე­ბი კეთ­დე­ბა და მე ყო­ველ­თვის ვი­კე­თებ, რად­გან მჯე­რა, რომ ვირუ­სე­ბის­გან მი­ცავს. ვინც აც­რას არ იკე­თებს, იმათ პირ­ბა­დე უნდა ატა­რონ, გრი­პის მთე­ლი სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც მარ­ტის შუა რი­ცხვე­ბამ­დე გრძელ­დე­ბა. თუმ­ცა, იმის გამო, რომ სის­ხლის აღე­ბის დროს, პა­ცი­ენ­ტთან მი­ახ­ლო­ე­ბა მი­წევს, პირ­ბა­დე ყო­ველ­თვის მი­კე­თია და ასეთ დროს მის გა­რე­შე ყოფ­ნა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.

- კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა რო­გორ ხდე­ბა?

- თუკი ვინ­მეს სიმპტო­მე­ბი აქვს, თავ­და­პირ­ვე­ლად ურ­ჩე­ვენ, სა­ტე­ლე­ფო­ნო კონ­სულ­ტა­ცია გა­ი­ა­როს: არ­სე­ბობს მო­ბი­ლუ­რი სად­გუ­რე­ბი, ექი­მი ნე­ბარ­თვას გას­ცემს, რე­კავ, ეუბ­ნე­ბი, მოვ­დი­ვარ ამა და ამ მან­ქა­ნი­თო, ჩა­მოს­წევ ფან­ჯა­რას, შე­ფუ­თუ­ლი ადა­მი­ა­ნი ცხვირ-ყე­ლის არე­ში მა­სა­ლას აგი­ღებს, რო­მე­ლიც და­სა­მუ­შა­ვებ­ლად ჩვენს ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში შე­მო­დის და შემ­დეგ ტეს­ტი­რე­ბის­თვის, სხვა ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მი­აქვთ. თუ და­დე­ბი­თი პა­სუ­ხია, პა­ცი­ენტს ურ­ჩე­ვენ, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში დარ­ჩეს, მაგ­რამ ვი­საც გარ­თუ­ლე­ბუ­ლი ფორ­მა აქვს, პლუს სიმ­სივ­ნე ან დი­ა­ბე­ტი, რა თქმა უნდა, ჰოს­პი­ტალ­ში მი­ი­ღე­ბენ, თუკი ად­გი­ლი აქვთ. რო­გორც გვი­თხრეს, ერთ-ერთი ლა­ბო­რა­ტო­რია და აფ­თი­ა­ქი მთლი­ა­ნად და­ი­კე­ტე­ბა და ეს ტე­რი­ტო­რია პა­ლა­ტე­ბად გა­და­კეთ­დე­ბა, რათა პა­ცი­ენ­ტე­ბი მი­ი­ღონ.

- თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში ყოფ­ნა ხომ მკურ­ნა­ლო­ბა არ არის. რას ეუბ­ნე­ბი­ან ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებს, რა პრე­პა­რა­ტე­ბი უნდა მი­ი­ღონ, რო­გორ იმ­კურ­ნა­ლონ?

- უმე­ტე­სად, სი­ცხის დამ­წევს, პა­რა­ცე­ტა­მოლს უწე­ვენ რე­კო­მენ­და­ცი­ას, ასე­ვე - "ც" ვი­ტა­მინს, რომ ორ­გა­ნიზ­მი გაძ­ლი­ერ­დეს. ჩვენს კლი­ნი­კა­ში, ძი­რი­თა­დად, ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტი სა­სუნ­თქ აპა­რატ­ზე ჰყავთ შე­ერ­თე­ბუ­ლი და დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ჟანგბადს აწ­ვდი­ან, რად­გან კო­რო­ნა­ვირუ­სი ფილ­ტვებს ძა­ლი­ან უტევს. თუკი გა­მო­უ­ვა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა, პა­ცი­ენტს არ აწ­ვა­ლე­ბენ, შე­იძ­ლე­ბა აპა­რა­ტი­და­ნაც გა­მორ­თონ, თუკი მან ასე ისურ­ვა ან ოჯა­ხის წევ­რე­ბიც თა­ნახ­მა­ნი არი­ან... სამ­წუ­ხა­როდ, სა­სუნ­თქი აპა­რა­ტე­ბის დიდი დე­ფი­ცი­ტია.

- სხვა შტა­ტებ­ში რო­გო­რი სი­ტუ­ა­ცი­აა?

- კა­ლი­ფორ­ნია, ვა­შინგტო­ნი, ნიუ-იორ­კი - ძი­რი­თა­დად, ყვე­ლა სა­კუ­თარ თავს უვ­ლის, რად­გა­ნაც ფე­დე­რა­ლურ­მა მთავ­რო­ბამ, რო­მე­ლიც ეპი­დე­მი­ის სა­შიშ­რო­ე­ბის თა­ო­ბა­ზე ჯერ კი­დევ იან­ვარ­ში გა­აფრ­თხი­ლეს, ეს საფრ­თხე სე­რი­ო­ზუ­ლად ვერ აღიქ­ვა. გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა დიდი სის­წრა­ფით იზ­რდე­ბა, ასე­ვე, და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი­საც. ყვე­ლა­ზე ცუდი სი­ტუ­ა­ცია ამ­ჟა­მად ნიუ-იორკშია. იმე­დია, ვა­და­ზე ადრე არ გა­ა­უქ­მე­ბენ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის წე­სებს და რამ­დე­ნი­მე კვი­რა ხალ­ხი ისევ სახ­ლებ­ში დარ­ჩე­ბა, უფრო დიდი მას­შტა­ბით გავ­რცე­ლე­ბა რომ ავი­რი­დოთ თა­ვი­დან.

- ნინო, იქა­უ­რი ქარ­თვე­ლე­ბი რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან?

- ვის­თა­ნაც ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს, ყვე­ლა კარ­გა­დაა. ჩა­კე­ტი­ლე­ბი არი­ან. ადრე ხში­რად ვიკ­რი­ბე­ბო­დით, დღე­სას­წა­უ­ლებს აღ­ვნიშ­ნავ­დით, ახლა ყვე­ლა­ფე­რი გა­უქ­მე­ბუ­ლია...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

H
0

ყბაჩანა სერგო ჩიხლაძე კიდე ჩვენს ექიმებს და ჯანდაცვის სისტემას ლანძღავს. ტრენინგები დააგვიანეს და სპეციალური აღჭურბილობა მარტო ორი კვირის აქვთ დარჩენილიო. გაიხედე მსოფლიოში რა ხდება და მოიშორე სიბნელე ნაცმაცუნა თვალებიდან სერგოიი. ყვავ ვაშაძეს, რომ დაყვები სულ კუდში და სისულელეებს უპრავებ დაღლილი სახით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"ებოლას სართული", რომელიც დაკეტილი იყო, სავსეა პაციენტებით, აპოკალიფსში გეგონება თავი" - რას ჰყვება ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი

"ებოლას სართული", რომელიც დაკეტილი იყო, სავსეა პაციენტებით, აპოკალიფსში გეგონება თავი" - რას ჰყვება ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი

ნინო კაკულია აშშ-ში წლების წინ, მეუღლე საშა გურევიჩთან და ქალიშვილ თათასთან ერთად წავიდა. მერე ელენიკოც შეეძინათ. ჟურნალისტი წყვილი საქართველოში და აშშ-შიც საქმიანობას მედიაში განაგრძობდა, მაგრამ შემდეგ პროფესიის რადიკალურად შეცვლა გადაწყვიტეს და სამედიცინო სფეროში გადაინაცვლეს. ამჟამად ოკლენდის კლინიკაში - Kaiser Permanente Oakland Medical Center Kaiser მუშაობენ. ნინო კორონავირუსთან დაკავშირებით იქ არსებულ პრობლემებსა და სიტუაციაზე გვიამბობს.

- მე ფლაბატომისტი, ლაბორატორიის თანამშრომელი ვარ და ვმუშაობ როგორც ჰოსპიტალში მყოფ პაციენტებთან, ასევე მათთან, ვინც გარედან შემოდის, რაც ამ სიტუაციაში იოლი არ არის, რადგან ვირუსის გადადების დიდი საფრთხეა, თუკი სათანადო დამცავი აღჭურვილობა არ გაქვს. პალატაში მყოფ პაციენტთან, ასე თუ ისე, მაინც მომზადებული და დაფარული შედიხარ. ჩვენს კლინიკაში პაციენტების უმეტესობა, ძირითადად, გათიშულ მდგომარეობაშია, სუნთქვის აპარატებზე ჰყავთ შეერთებული და ვერაფერს გრძნობენ. განსაკუთრებით ცუდად არიან ისინი, ვისაც ქრონიკული დაავადება აწუხებთ და დაბალი იმუნიტეტი აქვთ. ახალგაზრდები ამ მხრივ, უკეთეს მდგომარეობაში არიან, მაგრამ როგორც ექიმები ამბობენ, კორონავირუსი თავის კვალს ორგანიზმზე მაინც დატოვებს.

ჩვენ ერთი სართული გვქონდა, ე.წ. ებოლას სართული, რომელიც დაკეტილი იყო, ახლა კი სავსეა პაციენტებით, აპოკალიფსის ამსახველ ფილმში გეგონება თავი

ჩაბნელებულია, სიჩუმეა, ექიმები სპეცტანსაცმელში, სკაფანდრებში გამოწყობილები, ზომბებივით დადიან სპეციალურ პალატებში, უამრავი მონიტორია ჩართული და აკვირდებიან ავადმყოფების მდგომარეობას.

- ასეთ სიტუაციაში, თანამშრომლები რამდენად დაცულები ხართ? პირბადეს ხშირად გიცვლიან? აშშ-ში საიდან შემოდის საჭირო ინვენტარი?

- როგორც ცნობილია, ამერიკას მსოფლიოში უდიდესი ეკონომიკა აქვს, მაგრამ სამწუხარო რეალობაა, რომ ქვეყანას არ შეუძლია, ელემენტარულად, ხელთათმანებისა და პირბადეების წარმოება. ყველაფერი ჩინეთიდან შემოდიოდა, ყველაფერი იქ კეთდება, იაფი მუშახელის გამო. ახლა, ჰოსპიტლები ითხოვენ, თუ ვინმეს შეუძლია, პირბადეები მიაწოდონ. რამდენიმე ცნობილი დიზაინერი უკვე უსასყიდლოდ ამზადებს. მე ხშირად ჩემი პირადი პირბადე დამაქვს, რომელიც ორი საათის შემდეგ უნდა გამოიცვალო, მაგრამ ვინახავ, რომ რამდენიმე დღე მეყოს. სახისთვის განკუთვნილი გამჭვირვალე ჩამოსაფარებელი, წესით, უნდა გადავაგდოთ, ჩვენ კი გვეუბნებიან, გაწმინდეთ, რადგან მეტი არ გვაქვსო.

ბახილებიც შეზღუდულია, თავსაბურავებიც შენახული აქვთ. თუკი აქამდე პირბადე ხელმისაწვდომი იყო ჩვენთვისაც და პაციენტებისთვისაც, ახლა მენეჯერს უნდა სთხოვო, რომ ერთი მოგცეს. თუ დაინფიცირებულ პაციენტთან პალატაში შევდივართ და საჭირო დამცავი აღჭურვილობა არ გვაქვს, შეგვიძლია მომსახურებაზე უარი ვთქვათ. ჩვენთან, ჰოსპიტალში სექტემბრიდან გრიპის აცრები კეთდება და მე ყოველთვის ვიკეთებ, რადგან მჯერა, რომ ვირუსებისგან მიცავს. ვინც აცრას არ იკეთებს, იმათ პირბადე უნდა ატარონ, გრიპის მთელი სეზონის განმავლობაში, რაც მარტის შუა რიცხვებამდე გრძელდება. თუმცა, იმის გამო, რომ სისხლის აღების დროს, პაციენტთან მიახლოება მიწევს, პირბადე ყოველთვის მიკეთია და ასეთ დროს მის გარეშე ყოფნა წარმოუდგენელია.

- კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობა როგორ ხდება?

- თუკი ვინმეს სიმპტომები აქვს, თავდაპირველად ურჩევენ, სატელეფონო კონსულტაცია გაიაროს: არსებობს მობილური სადგურები, ექიმი ნებართვას გასცემს, რეკავ, ეუბნები, მოვდივარ ამა და ამ მანქანითო, ჩამოსწევ ფანჯარას, შეფუთული ადამიანი ცხვირ-ყელის არეში მასალას აგიღებს, რომელიც დასამუშავებლად ჩვენს ლაბორატორიაში შემოდის და შემდეგ ტესტირებისთვის, სხვა ლაბორატორიაში მიაქვთ. თუ დადებითი პასუხია, პაციენტს ურჩევენ, თვითიზოლაციაში დარჩეს, მაგრამ ვისაც გართულებული ფორმა აქვს, პლუს სიმსივნე ან დიაბეტი, რა თქმა უნდა, ჰოსპიტალში მიიღებენ, თუკი ადგილი აქვთ. როგორც გვითხრეს, ერთ-ერთი ლაბორატორია და აფთიაქი მთლიანად დაიკეტება და ეს ტერიტორია პალატებად გადაკეთდება, რათა პაციენტები მიიღონ.

- თვითიზოლაციაში ყოფნა ხომ მკურნალობა არ არის. რას ეუბნებიან ინფიცირებულებს, რა პრეპარატები უნდა მიიღონ, როგორ იმკურნალონ?

- უმეტესად, სიცხის დამწევს, პარაცეტამოლს უწევენ რეკომენდაციას, ასევე - "ც" ვიტამინს, რომ ორგანიზმი გაძლიერდეს. ჩვენს კლინიკაში, ძირითადად, ყველა პაციენტი სასუნთქ აპარატზე ჰყავთ შეერთებული და დიდი რაოდენობით ჟანგბადს აწვდიან, რადგან კორონავირუსი ფილტვებს ძალიან უტევს. თუკი გამოუვალი მდგომარეობაა, პაციენტს არ აწვალებენ, შეიძლება აპარატიდანაც გამორთონ, თუკი მან ასე ისურვა ან ოჯახის წევრებიც თანახმანი არიან... სამწუხაროდ, სასუნთქი აპარატების დიდი დეფიციტია.

- სხვა შტატებში როგორი სიტუაციაა?

- კალიფორნია, ვაშინგტონი, ნიუ-იორკი - ძირითადად, ყველა საკუთარ თავს უვლის, რადგანაც ფედერალურმა მთავრობამ, რომელიც ეპიდემიის საშიშროების თაობაზე ჯერ კიდევ იანვარში გააფრთხილეს, ეს საფრთხე სერიოზულად ვერ აღიქვა. გარდაცვლილთა რაოდენობა დიდი სისწრაფით იზრდება, ასევე, დაავადებულებისაც. ყველაზე ცუდი სიტუაცია ამჟამად ნიუ-იორკშია. იმედია, ვადაზე ადრე არ გააუქმებენ თვითიზოლაციის წესებს და რამდენიმე კვირა ხალხი ისევ სახლებში დარჩება, უფრო დიდი მასშტაბით გავრცელება რომ ავირიდოთ თავიდან.

- ნინო, იქაური ქართველები რა მდგომარეობაში არიან?

- ვისთანაც ურთიერთობა მაქვს, ყველა კარგადაა. ჩაკეტილები არიან. ადრე ხშირად ვიკრიბებოდით, დღესასწაულებს აღვნიშნავდით, ახლა ყველაფერი გაუქმებულია...წაიკითხეთ სრულად

"ჯერ მოხდა მღვდლის დაინფიცირება, შემდეგ მისი დის ანუ ჩვენი ექთნის და მისგან უკვე ჩვენი თანამშრომლების" - კლინიკა "თიმის" დირექტორი

"ცეცხლს ვეთამაშებით, იცოდეთ... მომავალი 2-3 კვირა იქნება ძალიან მძიმე" - ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, რეკომენდაციები დაიცვან

საცობი თბილისის შემოსასვლელში - რა ხდებოდა მას შემდეგ, რაც პრემიერმა ოთხი ქალაქის ჩაკეტვა დაანონსა (ვიდეო)