ავტორი:

"ღამემ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, მოსახლეობა ამ გამოწვევას პასუხისმგებლობით ხვდება" - ბოლო ინფორმაცია ლენტეხიდან, რომელიც გუშინ ჩაიკეტა

"ღამემ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, მოსახლეობა ამ გამოწვევას პასუხისმგებლობით ხვდება" - ბოლო ინფორმაცია ლენტეხიდან, რომელიც გუშინ ჩაიკეტა

რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, გასულმა ღამემ ლენტეხში მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და თვითიზოლაციის წესების დარღვევის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

როგორც არჩილ ჯაფარიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მიმდინარეობს თერმოსკრინინგი და სოფელ მეჟეში ოჯახების დეზინფექცია.

"გასულმა ღამემ საკარანტინო სივრცეში მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. არ დაფიქსირებულა თვითიზოლაციის დარღვევა, ახალი სიმპტომები გამოვლენილი არ არის, მაქსიმალური კონტროლი და მეთვალყურეობა ვრცელდება პირველად კონტაქტებზე, მიმდინარეობს თერმოსკრინინგი და სოფელ მეჟეში ოჯახების დეზინფექცია. ამ მომენტისთვის კარანტინში 5 000-მდე ადამიანი იმყოფება, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 5 გვაქვს.

რაც შეეხება ზომების გამკაცრებას, ეს არ იგეგმება, ისედაც გამკაცრებული მგდომარეობაა, რომელიც შეზღუდვებს ითვალისწინებს. რადგან თვითიზოლაციის ფაქტების დარღვევა არ ხდება და მოსახლეობა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით ხვდება ამ გამოწვევებს, კიდევ უფრო გამკაცრება, ან კიდევ უფრო სერიოზული ნაბიჯების გადადგმა ამ ეტაპზე არ იგეგმება", - განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ ლენტეხში კორონავირუსით ინფიცირების სულ 5 შემთხვევა გამოვლინდა. თავდაპირველად, 8 აპრილს კოვიდ19-ით ინფიცირება 53 წლის მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში გადაადგილდებოდა. დღეს კი ლენტეხის მუნიციპალიტეტში კიდევ 4 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთა შორის 1 არასრულწლოვანია. აღნიშნულის გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით, ლენტეხი საკარანტინო ზონად გამოცხადდა და ჩაიკეტა.

ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 2 წლის ბავშვი გამოჯანმრთელდა

"გვაქვს კორონავირუსის 236 დადასტურებული შემთხვევა და აქედან 3 არის შემოტანილი" - მარინა ეზუგბაია

79 ქართველი მოსწავლე აშშ-დან საქართველოში დაბრუნდა - ფოტოები აეროპორტიდან