პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სუფთა სახლის" მაღაზიები დროებით იხურება - კომპანიის განცხადება
"სუფთა სახლის" მაღაზიები დროებით იხურება - კომპანიის განცხადება

მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ "სუფ­თა სახ­ლი" დრო­ე­ბით ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას წყვეტს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ მათ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

"ძვირ­ფა­სო მომ­ხა­რებ­ლე­ბო, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბის თა­ნახ­მად, მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლი "სუფ­თა სახ­ლი" სამ­წუ­ხა­როდ დრო­ე­ბით ვერ გა­ნაგ­რძობს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას. გვინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დოთ ჩვენს ერ­თგულ მომ­ხმა­რებ­ლებს. დიდი სურ­ვი­ლი გვქონ­და გაგ­ვეგ­რძე­ლე­ბი­ნა თქვე­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბა, რათა შე­უ­ზღუ­და­ვად მოგ­ვე­წო­დე­ბი­ნა პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის პრო­დუქ­ცია, რო­მე­ლიც ამ პე­რი­ო­დი­სათ­ვის კრი­ტი­კუ­ლად სა­ჭი­რო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

"სუფ­თა სახ­ლი" მთე­ლი ამ დრო­ის განმვა­ლო­ბა­ში ზედ­მი­წევ­ნით იცავ­და, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფოს მო­თხოვ­ნებს, ასე­ვე ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გა­წე­ულ რე­კო­მენ­და­ცი­ებს და ყვე­ლა შე­სა­ბა­მის პი­რო­ბას უქ­მნი­და თა­ვის თა­ნამ­შრომ­ლებს.

ასე­ვე მად­ლო­ბას ვუხ­დით "სუფ­თა სახ­ლის" თი­თო­ე­ულ თა­ნამ­შრო­მელს, რო­მე­ლიც მი­უ­ხე­და­ვად არ­სე­ბუ­ლი მა­ღა­ლი რის­კე­ბი­სა, მზად იყო ბო­ლომ­დე დარ­ჩე­ნი­ლი­ყო მომ­ხმა­რებ­ლის სამ­სა­ხურ­ში. იმ პე­რი­ოდ­ში როცა მათ ეს ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბო­დათ. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ძა­ლი­ან მალე გვექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა დავ­ბრუნ­დეთ თქვენს სამ­სა­ხურ­ში" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, "სუფ­თა სახ­ლის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ თემ­ქის და­სახ­ლე­ბა­ში მდე­ბა­რე ფი­ლი­ა­ლის ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში გა­უშ­ვეს და ისი­ნი დრო­ე­ბით ახა­ლი კად­რე­ბით ჩა­ა­ნაც­ვლეს.

თუმ­ცა რა გახ­და ფი­ლი­ა­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის იზო­ლა­ცი­ა­ში გაშ­ვე­ბის მი­ზე­ზი არ და­ა­კონ­კრე­ტეს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით კი, ამ ფი­ლი­ა­ლის ერთ-ერთი კონ­სულ­ტან­ტის ოჯა­ხის წევ­რს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
www
9

ჰიგიენა დაიცავითო რა ჯანდაბით დავიცვათ სუფთა სახლი თუ დახურეთ სიბუნძურე დაგვახრჩობს მთლად არ გააფრინოთ

 

rati
7

საპონი სარეცხი საშვალებები ყველაფერი რაც ოჯახის ჰგიენას ესაჭიროება სად შევიძინოთ ვის დაუჯდა ეს უაზრო აზრი ჭკუაზე არის ვინც ეს დააწესა ჭუჭყუიანები ხომ არ ვივლით ხალხო სრული სიგიჟეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"სუფთა სახლის" მაღაზიები დროებით იხურება - კომპანიის განცხადება

"სუფთა სახლის" მაღაზიები დროებით იხურება - კომპანიის განცხადება

მაღაზიათა ქსელ "სუფთა სახლი" დროებით ფუნქციონირებას წყვეტს. აღნიშნულის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

"ძვირფასო მომხარებლებო, ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" სამწუხაროდ დროებით ვერ განაგრძობს ფუნქციონირებას. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს. დიდი სურვილი გვქონდა გაგვეგრძელებინა თქვენი მომსახურება, რათა შეუზღუდავად მოგვეწოდებინა პირველადი მოხმარების პროდუქცია, რომელიც ამ პერიოდისათვის კრიტიკულად საჭირო და მნიშვნელოვანია.

"სუფთა სახლი" მთელი ამ დროის განმვალობაში ზედმიწევნით იცავდა, როგორც სახელმწიფოს მოთხოვნებს, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაწეულ რეკომენდაციებს და ყველა შესაბამის პირობას უქმნიდა თავის თანამშრომლებს.

ასევე მადლობას ვუხდით "სუფთა სახლის" თითოეულ თანამშრომელს, რომელიც მიუხედავად არსებული მაღალი რისკებისა, მზად იყო ბოლომდე დარჩენილიყო მომხმარებლის სამსახურში. იმ პერიოდში როცა მათ ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ. ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე გვექნება შესაძლებლობა დავბრუნდეთ თქვენს სამსახურში" - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, "სუფთა სახლის" ხელმძღვანელობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თემქის დასახლებაში მდებარე ფილიალის ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაში გაუშვეს და ისინი დროებით ახალი კადრებით ჩაანაცვლეს.

თუმცა რა გახდა ფილიალის თანამშრომლების იზოლაციაში გაშვების მიზეზი არ დააკონკრეტეს. გავრცელებული ინფორმაციით კი, ამ ფილიალის ერთ-ერთი კონსულტანტის ოჯახის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა.

"პატრა საიდუმლოს გაგიმხელთ, ყოველთვის ინფექციონისტი არ ვიყავი... ეს სფერო ფილმებითა და წიგნებით შევარჩიე" - თენგიზ ცერცვაძე

"უახლოესი ერთი კვირა, შეიძლება, კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატოს - გემუდარებით, დავრჩეთ სახლში!" - თენგიზ ცერცვაძე

"ახლა ჯანმო არ იტყვის კახური ღვინო შველისო, მაგრამ..." - როგორ ხსნის ცნობილი თელაველი კახეთის მწვანე ზონად დარჩენის ფაქტს