პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელ ბენზინგასამართ სადგურებზე ღირს საწვავი ყველაზე იაფი და რატომ ეცემა მისი ფასი?
რომელ ბენზინგასამართ სადგურებზე ღირს საწვავი ყველაზე იაფი და რატომ ეცემა მისი ფასი?

კო­რო­ნა­ვირუ­სის მსოფ­ლიო პან­დე­მი­ის ფონ­ზე, სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე ნავ­თო­ბის ფასი მკვეთ­რად და­ე­ცა. 9 აპ­რი­ლის მო­ნა­ცე­მე­ბით, ერთი ბა­რე­ლი ბრენ­ტის ტი­პის ნავ­თო­ბის ფასი 33.85 დო­ლა­რია, WTI-ის კი 26.06. შე­დე­გად, ნავ­თო­ბიმ­პორ­ტი­ორ ქვეყ­ნებ­ში საწ­ვა­ვის ფასი სულ უფრო მე­ტად მცირ­დე­ბა.

მა­გა­ლი­თად, სა­ქარ­თვე­ლო­ში, ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის ფონ­ზე, საწ­ვა­ვის ფასი და­ახ­ლო­ე­ბით, 5-ჯერ შე­იც­ვა­ლა. რო­გორც წესი, ლა­რის დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში გა­უ­ფა­სუ­რე­ბა პირ­და­პირ აის­ხე­ბა ფას­წარ­მოქ­მნა­ზე, თუმ­ცა მსოფ­ლი­ო­ში ნავ­თო­ბის ფა­სის მკვეთ­რად და­ცე­მამ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში საწ­ვა­ვის გა­ი­ა­ფე­ბას შე­უ­წყო ხელი.

საწ­ვა­ვის ფა­სის ზო­გად შემ­ცი­რე­ბას­თან ერ­თად, იმ მომ­ხმა­რებ­ლებს, ვინც სხვა­დას­ხვა ბრენ­დი­რე­ბულ ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გუ­რებ­ზე საწ­ვავს ფას­დაკ­ლე­ბის ან ლო­ი­ა­ლუ­რი მომ­ხმა­რებ­ლის ბა­რა­თე­ბით ას­ხა­მენ, კი­დევ უფრო ნაკ­ლე­ბის გა­დახ­და უწევთ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ავ­ტომფლო­ბე­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა დი­ზე­ლი­სა და რე­გუ­ლა­რის ტი­პის საწ­ვავს მო­იხ­მარს. ასე­ვე დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს ევრო დი­ზე­ლი, პრე­მი­უ­მი და გა­ზიც. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ, სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ის ფა­სე­ბი ერ­თმა­ნე­თის­თვის შეგ­ვე­და­რე­ბი­ნა და გა­მოგ­ვეკ­ვე­თა ისიც, ფას­დაკ­ლე­ბის ბა­რა­თე­ბის მფლო­ბე­ლებს რამ­დე­ნის გა­დახ­და უწევთ საწ­ვა­ვის შე­სა­ძე­ნად.

რე­გუ­ლა­რი

სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­გუ­ლა­რის ტი­პის საწ­ვა­ვი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ხში­რად მოხ­მა­რე­ბა­დი და პრე­მი­უმ­თან შე­და­რე­ბით ხელ­მი­საწ­ვდო­მია. ფა­სე­ბი რომ შე­ვა­და­როთ, 8 აპ­რილს „სო­კა­რის“ ქსელ­ში ის 2.33 ლარი ღირ­და, „ვი­სო­ლის“ ქსელ­ში - 2.35, „გალ­ფის“ – 2.25 „რომ­პეტ­რო­ლის“ – 2.34, ხოლო ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა „ლუ­კო­ი­ლის“ ქსელ­ში ჰქონ­და და – 2.17 ლარი იყო.

აქვე უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ფას­დაკ­ლე­ბით ან მომ­ხმა­რებ­ლის ბა­რა­თით რე­გუ­ლა­რის საწ­ვა­ვის „სო­კარ­ში“ 2.08, ხოლო „ლუ­კო­ილ­ში“ 2.10 ლარი ღირ­და.

პრე­მი­უ­მი

8 აპ­რი­ლის მო­ნა­ცე­მე­ბით, პრე­მი­უ­მის ტი­პის საწ­ვა­ვის ღი­რე­ბუ­ლე­ბა „სო­კა­რის“ ქსელ­ში 2.43 ლა­რია, „ვი­სო­ლის“ ქსელ­ში 2.45, „გალ­ფის“ – 2.39, „რომ­პეტ­რო­ლის“ –2.44, ხოლო „ლუ­კო­ი­ლოს“ – 2.33.

ფას­დაკ­ლე­ბის ან ლო­ი­ა­ლუ­რი მომ­ხმა­რებ­ლის ბა­რა­თით პრე­მი­უმ საწ­ვავს ყვე­ლა­ზე ხელ­მი­საწ­ვდომ ფა­სად - 2.18 ლა­რად, 8 აპ­რი­ლის მო­ნა­ცე­მე­ბით, „სო­კა­რის“ ქსელ­ში შე­ი­ძენ­დით.

დი­ზე­ლი

8 აპ­რი­ლის მო­ნა­ცე­მე­ბით, დი­ზელს სხვა­დას­ხვა ქსელ­ში შემ­დე­გი ფა­სე­ბი ჰქონ­და: „სო­კა­რი“ – 2.27, „ვი­სო­ლი“ – 2.41;

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ ფას­დაკ­ლე­ბით ან მომ­ხმა­რებ­ლის ბა­რა­თით რო­მელ ქსელ­ში აქვს დი­ზელს ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი ფასი, აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს ისევ „სო­კა­რის“ ქსელ­შია და 8 აპ­რილს 2.07 ლარი და­ფიქ­სირ­და.

ევრო დი­ზე­ლი

8 აპ­რი­ლის მო­ნა­ცე­მე­ბით, ევრო დი­ზელს სხვა­დას­ხვა ქსელ­ში შემ­დე­გი ფა­სე­ბი ჰქონ­და: „სო­კა­რი“ – 2.37, „ვი­სო­ლი“ – 2.45; „გალ­ფი“ – 2.35; „რომ­პეტ­რო­ლი“ – 2.41; „ლუ­კო­ი­ლი“ – 2.38.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ ფას­დაკ­ლე­ბით ან მომ­ხმა­რებ­ლის ბა­რა­თით რო­მელ ქსელ­ში აქვს ევრო დი­ზელს ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი ფასი, აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს ისევ „სო­კა­რის“ ქსელ­შია და 8 აპ­რილს 2.17 და­ფიქ­სირ­და.

გაზი

ნავ­თო­ბის ფა­სის შემ­ცი­რე­ბა რა თქმა უნდა, გაზ­ზეც აი­სა­ხა და მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბაც მკვეთ­რად და­ე­ცა. 8 აპ­რი­ლის მო­ნა­ცე­მე­ბით, „სო­კა­რის“ ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გუ­რებ­ზე მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 1.30 იყო, „ვი­სო­ლის“ – 1.43, „გალ­ფის“ – 1.45, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი ბრენ­დუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი გა­ზის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას არ ეწე­ვი­ან.

ფას­დაკ­ლე­ბით გაზს ყვე­ლა­ზე და­ბალ ფა­სად - 1.25 ლა­რად „სო­კარ­ში“, შემ­დეგ კი 1.30 ლა­რად „გალფ­ში“ შე­ი­ძენ­დით.

ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა თუ არა საწ­ვა­ვის ფა­სის კლე­ბის ტენ­დენ­ცია, რად­გან 8 აპ­რილ­თან შე­და­რე­ბით, 9 აპ­რი­ლის, ვაჭ­რო­ბის შე­დე­გე­ბით მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან ლონ­დო­ნი­სა და ნიუ-იორ­კის სა­ნავ­თო­ბო ბირ­ჟებ­ზე ნავ­თო­ბის ფასი გა­ი­ზარ­და.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
საღი აზრი
5

არაბრენდულ სადგურებზე 60თეთრით იაფი ღირს

როკი
0

არაბრენდული საწვავი 1.45 თეთრი ღირს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

რომელ ბენზინგასამართ სადგურებზე ღირს საწვავი ყველაზე იაფი და რატომ ეცემა მისი ფასი?

რომელ ბენზინგასამართ სადგურებზე ღირს საწვავი ყველაზე იაფი და რატომ ეცემა მისი ფასი?

კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის ფონზე, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი მკვეთრად დაეცა. 9 აპრილის მონაცემებით, ერთი ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 33.85 დოლარია, WTI-ის კი 26.06. შედეგად, ნავთობიმპორტიორ ქვეყნებში საწვავის ფასი სულ უფრო მეტად მცირდება.

მაგალითად, საქართველოში, ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფონზე, საწვავის ფასი დაახლოებით, 5-ჯერ შეიცვალა. როგორც წესი, ლარის დოლართან მიმართებაში გაუფასურება პირდაპირ აისხება ფასწარმოქმნაზე, თუმცა მსოფლიოში ნავთობის ფასის მკვეთრად დაცემამ ჩვენს ქვეყანაში საწვავის გაიაფებას შეუწყო ხელი.

საწვავის ფასის ზოგად შემცირებასთან ერთად, იმ მომხმარებლებს, ვინც სხვადასხვა ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავს ფასდაკლების ან ლოიალური მომხმარებლის ბარათებით ასხამენ, კიდევ უფრო ნაკლების გადახდა უწევთ.

საქართველოში ავტომფლობელების უმეტესობა დიზელისა და რეგულარის ტიპის საწვავს მოიხმარს. ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს ევრო დიზელი, პრემიუმი და გაზიც. ამიტომ გადავწყვიტეთ, სხვადასხვა კომპანიის ფასები ერთმანეთისთვის შეგვედარებინა და გამოგვეკვეთა ისიც, ფასდაკლების ბარათების მფლობელებს რამდენის გადახდა უწევთ საწვავის შესაძენად.

რეგულარი

საქართველოში რეგულარის ტიპის საწვავი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოხმარებადი და პრემიუმთან შედარებით ხელმისაწვდომია. ფასები რომ შევადაროთ, 8 აპრილს „სოკარის“ ქსელში ის 2.33 ლარი ღირდა, „ვისოლის“ ქსელში - 2.35, „გალფის“ – 2.25 „რომპეტროლის“ – 2.34, ხოლო ყველაზე დაბალი ღირებულება „ლუკოილის“ ქსელში ჰქონდა და – 2.17 ლარი იყო.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ფასდაკლებით ან მომხმარებლის ბარათით რეგულარის საწვავის „სოკარში“ 2.08, ხოლო „ლუკოილში“ 2.10 ლარი ღირდა.

პრემიუმი

8 აპრილის მონაცემებით, პრემიუმის ტიპის საწვავის ღირებულება „სოკარის“ ქსელში 2.43 ლარია, „ვისოლის“ ქსელში 2.45, „გალფის“ – 2.39, „რომპეტროლის“ –2.44, ხოლო „ლუკოილოს“ – 2.33.

ფასდაკლების ან ლოიალური მომხმარებლის ბარათით პრემიუმ საწვავს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად - 2.18 ლარად, 8 აპრილის მონაცემებით, „სოკარის“ ქსელში შეიძენდით.

დიზელი

8 აპრილის მონაცემებით, დიზელს სხვადასხვა ქსელში შემდეგი ფასები ჰქონდა: „სოკარი“ – 2.27, „ვისოლი“ – 2.41;

რაც შეეხება იმას, თუ ფასდაკლებით ან მომხმარებლის ბარათით რომელ ქსელში აქვს დიზელს ყველაზე დაბალი ფასი, აღმოჩნდა, რომ ეს ისევ „სოკარის“ ქსელშია და 8 აპრილს 2.07 ლარი დაფიქსირდა.

ევრო დიზელი

8 აპრილის მონაცემებით, ევრო დიზელს სხვადასხვა ქსელში შემდეგი ფასები ჰქონდა: „სოკარი“ – 2.37, „ვისოლი“ – 2.45; „გალფი“ – 2.35; „რომპეტროლი“ – 2.41; „ლუკოილი“ – 2.38.

რაც შეეხება იმას, თუ ფასდაკლებით ან მომხმარებლის ბარათით რომელ ქსელში აქვს ევრო დიზელს ყველაზე დაბალი ფასი, აღმოჩნდა, რომ ეს ისევ „სოკარის“ ქსელშია და 8 აპრილს 2.17 დაფიქსირდა.

გაზი

ნავთობის ფასის შემცირება რა თქმა უნდა, გაზზეც აისახა და მისი ღირებულებაც მკვეთრად დაეცა. 8 აპრილის მონაცემებით, „სოკარის“ ბენზინგასამართ სადგურებზე მისი ღირებულება 1.30 იყო, „ვისოლის“ – 1.43, „გალფის“ – 1.45, ხოლო დანარჩენი ბრენდული კომპანიები გაზის რეალიზაციას არ ეწევიან.

ფასდაკლებით გაზს ყველაზე დაბალ ფასად - 1.25 ლარად „სოკარში“, შემდეგ კი 1.30 ლარად „გალფში“ შეიძენდით.

ჯერჯერობით უცნობია, შენარჩუნდება თუ არა საწვავის ფასის კლების ტენდენცია, რადგან 8 აპრილთან შედარებით, 9 აპრილის, ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა.

სათამაშოს როლი სტრესის დაძლევის პროცესში – რას გვირჩევენ ფსიქოლოგები იზოლაციის დროს

სტერეო +-მა და დიჯიტალ ტვ-მ კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ 30 000 ლარი გამოყვეს

"კოლორ ჯგუფი" მომხმარებლამდე პროდუქტის უსაფრთხოდ მიტანის მიზნით კომპანიებს დალუქულ შეფუთვებს სთავაზობს