სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სათამაშოს როლი სტრესის დაძლევის პროცესში – რას გვირჩევენ ფსიქოლოგები იზოლაციის დროს
სათამაშოს როლი სტრესის დაძლევის პროცესში – რას გვირჩევენ ფსიქოლოგები იზოლაციის დროს

მთე­ლი მსოფ­ლიო იზო­ლა­ცი­ა­შია და უფ­რო­სებ­საც და პა­ტა­რებ­საც სჭირ­დე­ბათ რა­ღაც სი­ახ­ლე, სა­სი­ა­მოვ­ნო გა­სარ­თო­ბი, რაც დრო­ის მხი­ა­რუ­ლად გა­ტა­რე­ბა­სა და სტრე­სის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­შიც და­ეხ­მა­რე­ბა. ფსი­ქო­ლო­გე­ბი გვაფრ­თხი­ლე­ბენ, რომ იზო­ლა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში ბავ­შვე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბულ სტრესს გა­ნიც­დი­ან, ისი­ნი არი­ან გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში, ხოლო მშობ­ლე­ბის­გან თუ მე­დი­ის­გან მოს­მე­ნი­ლი ცალ­კე­უ­ლი ფრა­ზე­ბი COVID 19-ზე თრგუ­ნავთ მათ. აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­თა­რე­ბა ბავ­შვე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად რთუ­ლია, რად­გან რო­გორც წესი მათი უფ­რო­სი ოჯა­ხის წევ­რე­ბი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი და დას­ტრე­სი­ლე­ბი არი­ან, შე­სა­ბა­მი­სად ბავ­შებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია გარ­თუ­ლე­ბუ­ლია.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის ერთ–ერთი რე­კო­მენ­და­ცია ასე­თია: „და­ეხ­მა­რეთ ბავ­შვებს,რომ მო­ნა­ხონ პო­ზი­ტი­უ­რი გზე­ბი, გა­მო­ხა­ტონ შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი გრძნო­ბე­ბი – მაგ: შიში და სევ­და. თი­თო­ე­ულ ბავ­შვს გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სი გზა აქვს. ზოგ­ჯერ ამა­ში ეხ­მა­რე­ბა ისეთ შე­მოქ­მე­დე­ბით აქ­ტი­ვო­ბებ­ში ჩარ­თვა, რო­გო­რი­ცაა თა­მა­ში, ხატ­ვა, და ა.შ. შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი გრძნო­ბე­ბის გა­მო­ხატ­ვა/კო­მუ­ნი­კა­ცია უსაფრ­თხო და მხარ­დამ­ჭერ გა­რე­მო­ში ეხ­მა­რე­ბა ბავ­შვებს, გა­უმკლავ­დნენ სტრესს.“

და რაც ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ფი­ზი­კუ­რი თა­მა­შე­ბი, მო­ტო­რუ­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად, ხელს უწყობს ბავ­შვებს, გა­უმკლავ­დნენ სტრესს, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას და ად­ვი­ლად დაძ­ლი­ონ ში­ნა­გა­ნი კონ­ფლიქ­ტე­ბი. იზო­ლა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში გა­დამ­წყვე­ტია, რომ ბავ­შვებს მუდ­მი­ვად სი­ახ­ლე შეს­თა­ვა­ზოთ, ახალ–ახა­ლი თა­მა­ში ახა­ლი ემო­ცი­ე­ბი და გა­მოც­დი­ლე­ბაა. სწო­რედ ამი­ტომ გაზ­რდი­ლი სტრე­სის პი­რო­ბებ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პა­ტა­რე­ბის­თვის ყო­ველ­თვის გქონ­დეთ რა­ღაც სი­ახ­ლე, ახა­ლი სა­თა­მა­შო, რომ ის მაქ­სი­მა­ლუ­რად მეტი და­დე­ბი­თი ემო­ცი­ით დატ­ვირ­თოთ. სწო­რედ ამით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი ის ფაქ­ტიც, რომ მსოფ­ლი­ო­ში, რო­მე­ლიც ეკო­მო­ნი­კუ­რი კრი­ზის წი­ნა­შეა, იზ­რდე­ბა სა­თა­მა­შო­ე­ბის გა­ყიდ­ვე­ბი. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში პა­ტა­რე­ბის ემო­ცი­უ­რი სტრე­სის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მთა­ვარ პრი­ო­რი­ტე­ტებს შო­რი­საა.

სა­თა­მა­შო­ებ­ზე მო­თხოვ­ნა სა­ქარ­თვე­ლო­შიც გა­ი­ზარ­და სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის დროს. სა­თა­მა­შო­ე­ბის მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლის „პე­პე­ლას“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი აღ­ნიშ­ნავს:

„მა­ღა­ზი­ე­ბის და­კეტვის შემ­დეგ ჩვენ სა­თა­მა­შო­ე­ბის ონ­ლა­ინ გა­ყიდ­ვა და­ვი­წყეთ და მო­თხოვ­ნამ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. ეს დას­ტუ­რია იმი­სა, რომ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად აც­ნო­ბი­ე­რებს სა­თა­მა­შოს როლს სტრე­სის დაძ­ლე­ვის პრო­ცეს­ში. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ონ­ლა­ინ ვაჭ­რო­ბის შე­ჩე­რე­ბაც მოგ­ვი­წია გამ­კაც­რე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუმ­ცა ვე­ლო­დე­ბით, რო­დის აღ­დგე­ბა სა­თა­მა­შო­ე­ბის ონ­ლა­ინ ვაჭ­რო­ბის ნე­ბარ­თვა და მზად ვართ უამ­რა­ვი ბავ­შვი გა­ვა­ხა­როთ ხა­რის­ხი­ა­ნი სა­თა­მა­შო­ე­ბით, რომ­ლე­ბიც მათ და მათი ოჯა­ხის წევ­რებ­საც სტრე­სის დაძ­ლე­ვა­ში და­ეხ­მა­რე­ბა,“ – აცხა­დე­ბენ „პე­პე­ლა­ში“.

არ და­გა­ვი­წყდეთ, თა­მა­ში პო­ზი­ტი­უ­რად აღავ­სებს პა­ტა­რას გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ რო­დე­საც უფ­რო­სებ­თან, დე­დას­თან და მა­მას­თან ერ­თად თა­მა­შობს. ამ პე­რი­ოდ­ში ის გან­სა­კუთ­რე­ბით და­ცუ­ლად და ბედ­ნი­ე­რად გრძნობს თავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

სათამაშოს როლი სტრესის დაძლევის პროცესში – რას გვირჩევენ ფსიქოლოგები იზოლაციის დროს

სათამაშოს როლი სტრესის დაძლევის პროცესში – რას გვირჩევენ ფსიქოლოგები იზოლაციის დროს

მთელი მსოფლიო იზოლაციაშია და უფროსებსაც და პატარებსაც სჭირდებათ რაღაც სიახლე, სასიამოვნო გასართობი, რაც დროის მხიარულად გატარებასა და სტრესისგან გათავისუფლებაშიც დაეხმარება. ფსიქოლოგები გვაფრთხილებენ, რომ იზოლაციის პერიოდში ბავშვები განსაკუთრებულ სტრესს განიცდიან, ისინი არიან გაურკვევლობაში, ხოლო მშობლებისგან თუ მედიისგან მოსმენილი ცალკეული ფრაზები COVID 19-ზე თრგუნავთ მათ. აღნიშნული ვითარება ბავშვებისთვის განსაკუთრებულად რთულია, რადგან როგორც წესი მათი უფროსი ოჯახის წევრები გაღიზიანებული და დასტრესილები არიან, შესაბამისად ბავშებთან კომუნიკაცია გართულებულია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიკური ჯანმრთელობის განყოფილების ერთ–ერთი რეკომენდაცია ასეთია: „დაეხმარეთ ბავშვებს,რომ მონახონ პოზიტიური გზები, გამოხატონ შემაწუხებელი გრძნობები – მაგ: შიში და სევდა. თითოეულ ბავშვს გამოხატვის თავისი გზა აქვს. ზოგჯერ ამაში ეხმარება ისეთ შემოქმედებით აქტივობებში ჩართვა, როგორიცაა თამაში, ხატვა, და ა.შ. შემაწუხებელი გრძნობების გამოხატვა/კომუნიკაცია უსაფრთხო და მხარდამჭერ გარემოში ეხმარება ბავშვებს, გაუმკლავდნენ სტრესს.“

და რაც ამ შემთხვევაში ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ფიზიკური თამაშები, მოტორული უნარების განვითარებასთან ერთად, ხელს უწყობს ბავშვებს, გაუმკლავდნენ სტრესს, გაღიზიანებას და ადვილად დაძლიონ შინაგანი კონფლიქტები. იზოლაციის პერიოდში გადამწყვეტია, რომ ბავშვებს მუდმივად სიახლე შესთავაზოთ, ახალ–ახალი თამაში ახალი ემოციები და გამოცდილებაა. სწორედ ამიტომ გაზრდილი სტრესის პირობებში მნიშვნელოვანია, რომ პატარებისთვის ყოველთვის გქონდეთ რაღაც სიახლე, ახალი სათამაშო, რომ ის მაქსიმალურად მეტი დადებითი ემოციით დატვირთოთ. სწორედ ამით არის განპირობებული ის ფაქტიც, რომ მსოფლიოში, რომელიც ეკომონიკური კრიზის წინაშეა, იზრდება სათამაშოების გაყიდვები. ნებისმიერ შემთხვევაში პატარების ემოციური სტრესისგან გათავისუფლება საზოგადოების მთავარ პრიორიტეტებს შორისაა.

სათამაშოებზე მოთხოვნა საქართველოშიც გაიზარდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს. სათამაშოების მაღაზიათა ქსელის „პეპელას“ წარმომადგენელი აღნიშნავს:

„მაღაზიების დაკეტვის შემდეგ ჩვენ სათამაშოების ონლაინ გაყიდვა დავიწყეთ და მოთხოვნამ მოლოდინს გადააჭარბა. ეს დასტურია იმისა, რომ ჩვენი საზოგადოება კარგად აცნობიერებს სათამაშოს როლს სტრესის დაძლევის პროცესში. მოგვიანებით, ონლაინ ვაჭრობის შეჩერებაც მოგვიწია გამკაცრებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, თუმცა ველოდებით, როდის აღდგება სათამაშოების ონლაინ ვაჭრობის ნებართვა და მზად ვართ უამრავი ბავშვი გავახაროთ ხარისხიანი სათამაშოებით, რომლებიც მათ და მათი ოჯახის წევრებსაც სტრესის დაძლევაში დაეხმარება,“ – აცხადებენ „პეპელაში“.

არ დაგავიწყდეთ, თამაში პოზიტიურად აღავსებს პატარას განსაკუთრებით მაშინ როდესაც უფროსებთან, დედასთან და მამასთან ერთად თამაშობს. ამ პერიოდში ის განსაკუთრებით დაცულად და ბედნიერად გრძნობს თავს.

სტერეო +-მა და დიჯიტალ ტვ-მ კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ 30 000 ლარი გამოყვეს

"კოლორ ჯგუფი" მომხმარებლამდე პროდუქტის უსაფრთხოდ მიტანის მიზნით კომპანიებს დალუქულ შეფუთვებს სთავაზობს

„ტერასა ჯგუფმა“ ორასამდე სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა