ავტორი:

უცხოეთში ხალხი იხვეწება, რომ ტესტი ჩაუტარონ და თუ სახელმწიფო ჩაგვიტარებს, მაგას რა სჯობს? - როდის ჩაუტარდებათ სასულიერო პირებს აგრესიული ტესტირება?

უცხოეთში ხალხი იხვეწება, რომ ტესტი ჩაუტარონ და თუ სახელმწიფო ჩაგვიტარებს, მაგას რა სჯობს? - როდის ჩაუტარდებათ სასულიერო პირებს აგრესიული ტესტირება?

მე ვერ ვხედავ წინააღმდეგობას, რატომ არ უნდა დაემორჩილოს მღვდელი ე.წ აგრესიულ ტესტირებას?! - ამის შესახებ დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც საზოგადოების გარკვეული ჯგუფის, მათ შორის სასულიერო პირების აგრესიული ტესტირების თაობაზე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„სახელმწიფო რეგულაციებს მე, როგორც ჩემი ქვეყნის მოქლაქე, სამშობლოს მოქალაქე, რომელიც ვთვლი, რომ ცოტათი მაინც პატრიოტი ვარ, ამასთან ქრისტიანი ვარ, ვალდებული ვარ, რომ დავემორჩილო. თუმცა, ასევე ვალდებული ვარ, დავემორჩილო საპატრიარქოს რეგულაციებს, იმიტომ, რომ მე მღვდელი ვარ.

ამ შემთხვევაში მე ვერ ვხედავ წინააღმდეგობას, რატომ არ უნდა დაემორჩილოს მღვდელი ამ ტესტირებას?! ჩემი ახლობელი ამერიკაშია და ახვეწნინეს, რომ ტესტი ჩაეტარებინა. ძლივს ჩაუტარეს. უცხოეთში ხალხი იხვეწება, რომ ტესტი ჩაუტარონ და სახელმწიფო თუ ჩაგვიტარებს, მაგას რა სჯობს?“, - განაცხადა მამა თეოდორე გიგნაძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებში კორონავირუსის ინფექციის შესაძლო შემთხვევების გამოსავლენად აგრესიული ტესტირება უკვე დაწყებულია. უწყების ცნობით, თავდაპირველად ის გორში დაიწყო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, დაწყებულია ასევე მედპერსონალის ტესტირებაც. რაც შეეხება, შემდეგ სამიზნე ჯგუფს, ეს იმაზეა დამოკიდებული, როდის ჩამოვა ტესტების შემდეგი პარტია საქართველოში. უწყების ინფორმაციით, კორონავირუსის შესაძლო ინფექციაზე ტესტირება ჯარისკაცებს ადგილზევე ჩაუტარდებათ და მათ სამედიცინო დაწესებულებაში მისვლა არ დასჭირდებათ.

რაც შეეხება კითხვას, როდის ჩაუტარდებათ სასულიერო პირებს აგრესიული ტესტირება? სამინისტროში ჯერჯერობით ამის ზუსტი დრო არ იციან, თუმცა, აცხადებენ, რომ სასულიერო პირებს კორონავირუსზე ტესტი აუცილებლად ჩაუტარდებათ.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოების ის ჯგუფები, რომლებსაც აგრესიული ტესტირება ჩაუტარდებათ, ცნობილია.

ეს ჯგუფები არიან:

  • პენიტენციურ დაწესებულებებში
  • ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში
  • სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი პირები
  • თავდაცვის ძალები
  • საეკლესიო პირები, მათ შორის მონასტრებში მყოფი ადამიანები.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ სხვადასხვა ჯგუფებისთვის СOVID-19-ის ტესტირების ახალი ალგორითმები დაამტკიცა. ამასთან, დოკუმენტის თანახმად, სკრინინგი ანტისხეულებზე სწრაფი ტესტით ჩაუტარდებათ გარკვეულ ადამიანებს, მათ შორის თავშეყრის ადგილებში მყოფ უსიმპტომო პირებს.

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომელი ზურაბ მირიანაშვილი გარდაიცვალა - "მისმა კეთილმა გულმა ამდენ დატვირთვას ვეღარ გაუძლო..."

"ხალხი, ვინც თავს დებს მართლმადიდებლობაზე, შეშფოთებულია: რა გვეშველება, თუ ცეცხლი საქართველოში არ ჩამოვაო" - დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი