კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თურმე ხალხმა ვერ მიცნო... მათრიეს არაფრის გამო" - როგორ ეხმაურებიან კორონავირუსზე შექმნილი სიმღერის კრიტიკას სოფო ბედია და კაკი ბოლქვაძე
"თურმე ხალხმა ვერ მიცნო... მათრიეს არაფრის გამო" - როგორ ეხმაურებიან კორონავირუსზე შექმნილი სიმღერის კრიტიკას სოფო ბედია და კაკი ბოლქვაძე

"ის­ტო­რი­უ­ლი კლი­პის პრე­მი­ე­რა" - ასე და­ა­ა­ნონ­სა გია ჯა­ჯა­ნი­ძემ სა­კუ­თარ შო­უ­ში ქარ­თუ­ლი ესტრა­დის ცნო­ბი­ლი და კარ­გად და­ვი­წყე­ბუ­ლი სა­ხე­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გა­და­ღე­ბუ­ლი კლი­პის STOPCOVID 19-ის პრე­მი­ე­რა, რო­მე­ლიც ეკ­რან­ზე გას­ვლის­თა­ნა­ვე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­ხილ­ვის თე­მად იქცა.

"გა­თენ­დე­ბა, ოც­ნე­ბის მზე ანა­თებს, და­ღამ­დე­ბა, იმე­დით და­ვუც­დით დღეს" - ასე იწყე­ბა სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კლი­პა­დაც კი "მო­ნათ­ლა".

იდე­ის ავ­ტო­რი მომ­ღე­რა­ლი სოფო ბე­დია გახ­ლავთ, კომ­პო­ზი­ტო­რი - კაკი ბოლ­ქვა­ძე, ტექ­სტის ავ­ტო­რი პო­ე­ტი ნანა ცინ­ცა­ძეა, კლი­პის რე­ჟი­სო­რი კი ბესო კვა­რა­ცხე­ლია.

მომ­ღე­რა­ლი სოფო ბე­დია გა­ოგ­ნე­ბუ­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლით და ძა­ლი­ან ნა­წყე­ნია მათ­ზე, ვინც კლიპ­ში მო­ნა­წი­ლე მომ­ღერ­ლე­ბის მი­მართ შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვე­ბი არ და­ი­შუ­რა.

AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში სოფო იმა­საც აღ­ნიშ­ნავს, რომ უკ­ვირს, რა­ტომ მი­იჩ­ნი­ეს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კლი­პად კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის თე­მა­ზე შექ­მნი­ლი სიმ­ღე­რა.

სოფო ბე­დია:

- ჩვე­ნი მხრი­დან გვინ­დო­და რომ ეს კე­თი­ლი მე­სი­ჯი ყო­ფი­ლი­ყო, ვერ ვხვდე­ბი, ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან რა­ტომ და­ვიმ­სა­ხუ­რეთ. მარ­ტის შუა რი­ცხვე­ბი იყო, ჩემ მე­გო­ბარ კაკი ბოლ­ქვა­ძეს­თან ვი­ყა­ვი სტუმ­რად. მო­გეხ­სე­ნე­ბათ ქვე­ყა­ნა­ში რა მდგო­მა­რე­ო­ბაა და უცებ ისეთ­მა გრძნო­ბამ ამი­ტა­ნა, რომ ვი­ფიქ­რე, ხალ­ხის გა­სამ­ხნე­ვებ­ლად რამე გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა.

კა­კის ვუ­თხა­რი, მიდი, და­წე­რე სიმ­ღე­რა-თქო და მა­შინ­ვე მი­უჯ­და ინ­სტრუ­მენტს, ნანა ცინ­ცა­ძეს და­ვუ­რე­კე და ვთხო­ვე ტექ­სტი და­ე­წე­რა, ბესო კვა­რა­ცხე­ლი­ას კი კლი­პის გა­და­ღე­ბა. ღმერ­თი, ხატი, რას ვი­ფიქ­რებ­დი, რომ ასე­თი ამ­ბა­ვი ატყდე­ბო­და?!

VIDEO: სოფო ბე­დი­ას ავ­ტო­რო­ბით შექ­მნილ კლიპს შე­საძ­ლოა, სა­მარ­თლებ­რი­ვი დავა მოჰ­ყვეს - "ნე­ბარ­თვა არ გა­მი­ცია, არც ანა­ზღა­უ­რე­ბა მოგ­ვი­თხო­ვია"

- სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კლი­პა­დაც კი აღიქ­ვა...

- რა სი­სუ­ლე­ლეა! პო­ლი­ტი­კას­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს! ალ­ბათ იმი­ტომ აღიქ­ვეს, რომ კლიპ­ში მო­ნა­წი­ლე მომ­ღერ­ლე­ბის ნა­წი­ლი, "ოც­ნე­ბის" კონ­ცერ­ტებ­ზეც მღე­რო­და. რო­დე­საც სიმ­ღე­რა და­ი­წე­რა, ძა­ლი­ან დიდი სია ჩა­მოვ­წე­რე, გა­ვა­კე­თე ჯგუ­ფი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და ყვე­ლას შე­ტყო­ბი­ნე­ბა და­ვუგ­ზავ­ნე, რომ მი­ე­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

ყვე­ლა მომ­ღე­რა­ლი მოვ­ნიშ­ნე, წარ­მა­ტე­ბუ­ლი, შემ­დგა­რი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" მხარ­დამ­ჭე­რი თუ "ოც­ნე­ბის". და­ვუ­რე­კე ყვე­ლას და ვუ­თხა­რი, ვი­საც გაქვთ სურ­ვი­ლი, მობ­რძან­დით სტუ­დი­ა­ში-მეთ­ქი. სა­თი­თა­ოდ ჩავ­წე­რეთ ეს ხალ­ხი, ყვე­ლა რე­გუ­ლა­ცია და­ვი­ცა­ვით, რომ ხალ­ხმრავ­ლო­ბა არ ყო­ფი­ლი­ყო.

მომ­ღერ­ლე­ბის ნა­წი­ლი არ იყო ქა­ლაქ­ში, ზოგ­მა თქვა, რომ ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა აწუ­ხებს, ზოგ­საც დი­ა­ბე­ტი და ვერ გა­მო­ვი­დო­და სახ­ლი­დან, არც გა­ვამ­ტყუ­ნებ მათ. ხომ გე­უბ­ნე­ბით, ეს კლი­პი ყვე­ლა­ნა­ი­რად მოკ­ლე­ბუ­ლია პო­ლი­ტი­კას.

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხუმ­რობ­დნენ კლიპ­ში თქვე­ნი მე­უღ­ლის გა­მო­ჩე­ნა­ზეც.

- ჩემი მე­უღ­ლე ჩემი გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია და გინ­და ივარ­ჯი­შოს და გინ­და არა, სულ არ მწყინს ხოლ­მე ამ თე­მა­ზე ხუმ­რო­ბე­ბი. დიახ, რა­ტომ არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო კლიპ­ში?!

ტექსტს მო­უს­მი­ნეთ და მუ­სი­კას ხალხნო, იმ­დე­ნად მოკ­ლე დრო­ში გა­კეთ­და ყვე­ლა­ფე­რი, რომ რო­მელ ხა­რისხზეა ლა­პა­რა­კი. 26 მარტს მი­ვი­ტა­ნეთ გი­ას­თან გა­და­ცე­მა­ში. ცოტა მე­წყი­ნა, არ მინ­დო­და რომ 9 აპ­რი­ლის თე­მა­ზე გა­სულ გა­და­ცე­მა­ში მოხ­ვედ­რი­ლი­ყო, რად­გან მა­ინც ასო­ცი­ა­ცია "ტი­ტებ­თან" იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ რო­გორც ჯა­ჯა­ნი­ძემ მი­თხრა, სხვა­ნა­ი­რად ვერ მო­ხერ­ხდა.

ყვე­ლა ის­ტო­რი­ულ მოვ­ლე­ნას თა­ვი­სი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა აქვს. რა და­ვა­შა­ვეთ, კი­დევ ერთხელ ვკი­თხუ­ლობ? - გული გვტკი­ვა მე და კა­კის ამ კო­მენ­ტა­რებს რომ ვკი­თხუ­ლობთ. კაკი ძა­ლი­ან დიდი ხა­ნია რაც მღე­რის. გა­სა­გე­ბია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა ვერ იცნო და ამის გამო უნდა გა­თე­ლონ?

ხან­და­ხან ნამ­დვი­ლად აღარ მინ­და ამ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ იმ­დე­ნად მიყ­ვარს ჩემი სამ­შობ­ლო, რომ ვერ ვტო­ვებ. რამ გა­ა­ბო­რო­ტა ეს ხალ­ხი ვერ ვი­გებ, თე­მურ თა­თა­რაშ­ვილ­ზე გა­ბო­როტ­დნენ, რად­გან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხა­დამ­ჭერ კონ­ცერ­ტებ­ზე მღე­რო­და? მერე რა, მეც ვმღე­რო­დი, ჩემი ქმრის გამო და­დე­ბი­თად ვი­ყა­ვი გან­წყო­ბი­ლი, ამის გამო უნდა ამო­მი­ჩე­მონ?

არა­ნა­ირ პარ­ტი­ას აღარ ვუმ­ღე­რებ. უბო­რო­ტო ადა­მი­ა­ნი ვარ და მხო­ლოდ სი­კე­თე­ზე ვფიქ­რობ. გა­მი­პო­ლი­ტი­კუ­რეს ყვე­ლა­ფე­რი. არ მწყინს, სოფო ბე­დი­ას ქმარ­ზე მეც მე­ცი­ნე­ბა, მაგ­რამ ნერ­ვე­ბი მეშ­ლე­ბა, რომ უაზ­რო, პო­ლი­ტი­კურ სარ­ჩულს აკე­რე­ბენ კლიპს" - გვი­თხრა სოფო ბე­დი­ამ.

სიმ­ღე­რის იდე­ის ავ­ტორ­თან სა­უბ­რის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, სიმ­ღე­რის ავ­ტორს კაკი ბოლ­ქვა­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დით, რო­მე­ლიც ბე­დი­ას­თან ერ­თად კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში გა­ეხ­ვა. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს ფაქ­ტი მან საკ­მა­ოდ მძი­მედ გა­და­ი­ტა­ნა და ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბიც კი შე­ექ­მნა. ასე­ვე ინერ­ვი­უ­ლა მომ­ღერ­ლის დე­დამ.

კაკი ბოლ­ქვა­ძე:

- რო­გორ გა­და­ი­ტა­ნა ჩემ­მა ოჯახ­მა ეს დარ­ტყმა, ეგ არ აინ­ტე­რე­სებს ხალ­ხს. ხალ­ხს აინ­ტე­რე­სებს მხო­ლოდ ცუდი. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ პირ­ვე­ლი რა­ტომ ვი­წყებ სიმ­ღე­რას, იმი­ტომ რომ ჩემი და­წე­რი­ლი სიმ­ღე­რაა, მე დავ­წე­რე ეს სიმ­ღე­რა და ვალ­დე­ბუ­ლი ვარ. თურ­მე ხალ­ხმა ვერ მიც­ნო და კრი­ტი­კუ­ლად შე­ა­ფა­სა კლი­პი, ამა­ზე რა უნდა ვთქვა? ვზი­ვარ და გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ! ან რა შუ­ა­შია პო­ლი­ტი­კა?

სიმ­ღე­რა მი­ვუ­ძღვე­ნი იმას თუ რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში­ცაა ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, გა­ი­ხე­დეთ, რამ­დე­ნი და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი გვყავს. მინ­დო­და პო­ზი­ტი­უ­რი მე­სი­ჯი გა­მეგ­ზავ­ნა ხალ­ხის­თვის და მათ­რი­ეს არაფ­რის გამო. მე რომ სკან­და­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი ვიყო და სტა­ტუ­სე­ბით და აქ­ტი­უ­რო­ბით გა­მო­ვირ­ჩე­ო­დე, კი­დევ მეს­მის. ჩემ­თვის ვზი­ვარ და საყ­ვა­რელ საქ­მეს ვა­კე­თებ.

- გა­ვი­გე, რომ ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი შე­გექ­მნათ...

- დიახ, ად­ვი­ლი არაა ასეთ დღე­ში ჩა­აგ­დო ადა­მი­ა­ნი. რცხვე­ნო­დეთ, მსოფ­ლიო ეპი­დე­მი­ას ებ­რძვის და აქ რას გა­ნი­ხი­ლა­ვენ! რაც შე­ე­ხე­ბა ქერა ქალ­ბა­ტონს ბავ­შვე­ბით, რო­მე­ლიც თით­ქოს ასე­ვე ვერ იც­ნეს, ლუდა დუნ­დუაა, რო­მე­ლიც "ნი­ჭი­ერ­ში" ოქ­როს ღი­ლა­კით გა­და­ვი­და შემ­დეგ ტურ­ში.

ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე შოკ­შია, რა მოხ­და, რა და­ვა­შა­ვეთ, სა­ბავ­შვო ბაღი ავა­ფეთ­ქეთ თუ ეპი­დე­მი­ას ვავ­რცე­ლებთ? აუ­ცი­ლებ­ლად ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლი უნდა იყო, რომ გა­გიც­ნოს მა­ყუ­რე­ბელ­მა, სირ­ცხვი­ლია, ქვე­ყა­ნა­ში სა­დაც ეპი­დე­მი­ას ებ­რძვი­ან, ხალ­ხი იმას არ­ჩევს, ვინ და­ი­წყო სიმ­ღე­რა.

ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ვე­რა­ვინ ვერ დამ­წა­მებს, რომ მე ოდეს­მე რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის­თვის მემ­ღე­რა და ის ვი­თომ კო­ლე­გე­ბი, რომ­ლე­ბიც მაკ­რი­ტი­კე­ბენ, სა­თი­თა­ოდ შე­მიძ­ლია ჩა­მოვ­თვა­ლო, ვინ რო­მელ პარ­ტი­ას უმ­ღე­რო­და.

- რა მოგ­ცათ ამ გაკ­ვე­თილ­მა, რო­გორ გა­აგ­რძე­ლებთ ახლა მუ­სი­კა­ლურ მოღ­ვა­წე­ო­ბას?

- ეს არ იყო გაკ­ვე­თი­ლი, სამ­წუ­ხა­როდ, ეს იყო შა­ტა­ლო­დან გა­მო­პა­რუ­ლი ბრბო ხალ­ხი, რომ­ლებ­მაც მო­ი­ა­რეს ზო­ო­პარ­კი და ვერც ბამ­ბის ნა­ყი­ნი ჭა­მეს და ვერც "კა­რუ­სე­ლებ­ზე" იკა­ტა­ვეს. მე ვარ მომ­ღე­რა­ლი და მაქვს თმე­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა...

მკითხველის კომენტარები / 95 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაი
47

უადგილო და უტაქტო კლიპია. ვერც ვუყურე ბოლომდე. არ იყო საჭირო ამ თემაზე კლიპის შექმნა.

ლეილა
222

სამწუხაროა თუ ნეგატიური მესიჯები წამოვიდა,ვითომ თვითონ უკეთესი რამე გააკეთეს და სხვას აკრიტიკებენ?ხალხმა იშრომეს,იმღერეს ჩვენს მხარდასაჭერად და განწყობის ასამაღლებლად,რა შუაშია პოლიტიკა..თუ არ გინდათ ნუ მოუსმენთ და მორჩა.მაგრამ ზოგიერთებს ძვალ-რბილში აქვთ გამჯდარი უმადურობა და დაუნახაობა..მადლობა მომღერლებს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

"თურმე ხალხმა ვერ მიცნო... მათრიეს არაფრის გამო" - როგორ ეხმაურებიან კორონავირუსზე შექმნილი სიმღერის კრიტიკას სოფო ბედია და კაკი ბოლქვაძე

"თურმე ხალხმა ვერ მიცნო... მათრიეს არაფრის გამო" - როგორ ეხმაურებიან კორონავირუსზე შექმნილი სიმღერის კრიტიკას სოფო ბედია და კაკი ბოლქვაძე

"ისტორიული კლიპის პრემიერა" - ასე დააანონსა გია ჯაჯანიძემ საკუთარ შოუში ქართული ესტრადის ცნობილი და კარგად დავიწყებული სახეების მონაწილეობით გადაღებული კლიპის STOPCOVID 19-ის პრემიერა, რომელიც ეკრანზე გასვლისთანავე სოციალურ ქსელში განხილვის თემად იქცა.

"გათენდება, ოცნების მზე ანათებს, დაღამდება, იმედით დავუცდით დღეს" - ასე იწყება სიმღერა, რომელიც საზოგადოების ნაწილმა "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კლიპადაც კი "მონათლა".

იდეის ავტორი მომღერალი სოფო ბედია გახლავთ, კომპოზიტორი - კაკი ბოლქვაძე, ტექსტის ავტორი პოეტი ნანა ცინცაძეა, კლიპის რეჟისორი კი ბესო კვარაცხელია.

მომღერალი სოფო ბედია გაოგნებულია საზოგადოების დამოკიდებულით და ძალიან ნაწყენია მათზე, ვინც კლიპში მონაწილე მომღერლების მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვები არ დაიშურა.

AMBEBI.GE-სთან საუბარში სოფო იმასაც აღნიშნავს, რომ უკვირს, რატომ მიიჩნიეს "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კლიპად კორონავირუსთან ბრძოლის თემაზე შექმნილი სიმღერა.

სოფო ბედია:

- ჩვენი მხრიდან გვინდოდა რომ ეს კეთილი მესიჯი ყოფილიყო, ვერ ვხვდები, ასეთი დამოკიდებულება საზოგადოების მხრიდან რატომ დავიმსახურეთ. მარტის შუა რიცხვები იყო, ჩემ მეგობარ კაკი ბოლქვაძესთან ვიყავი სტუმრად. მოგეხსენებათ ქვეყანაში რა მდგომარეობაა და უცებ ისეთმა გრძნობამ ამიტანა, რომ ვიფიქრე, ხალხის გასამხნევებლად რამე გაგვეკეთებინა.

კაკის ვუთხარი, მიდი, დაწერე სიმღერა-თქო და მაშინვე მიუჯდა ინსტრუმენტს, ნანა ცინცაძეს დავურეკე და ვთხოვე ტექსტი დაეწერა, ბესო კვარაცხელიას კი კლიპის გადაღება. ღმერთი, ხატი, რას ვიფიქრებდი, რომ ასეთი ამბავი ატყდებოდა?!

VIDEO: სოფო ბედიას ავტორობით შექმნილ კლიპს შესაძლოა, სამართლებრივი დავა მოჰყვეს - "ნებართვა არ გამიცია, არც ანაზღაურება მოგვითხოვია"

- საზოგადოების ნაწილმა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კლიპადაც კი აღიქვა...

- რა სისულელეა! პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს! ალბათ იმიტომ აღიქვეს, რომ კლიპში მონაწილე მომღერლების ნაწილი, "ოცნების" კონცერტებზეც მღეროდა. როდესაც სიმღერა დაიწერა, ძალიან დიდი სია ჩამოვწერე, გავაკეთე ჯგუფი სოციალურ ქსელში და ყველას შეტყობინება დავუგზავნე, რომ მიეღოთ მონაწილეობა.

ყველა მომღერალი მოვნიშნე, წარმატებული, შემდგარი, საზოგადოებისთვის ცნობილი, "ნაციონალების" მხარდამჭერი თუ "ოცნების". დავურეკე ყველას და ვუთხარი, ვისაც გაქვთ სურვილი, მობრძანდით სტუდიაში-მეთქი. სათითაოდ ჩავწერეთ ეს ხალხი, ყველა რეგულაცია დავიცავით, რომ ხალხმრავლობა არ ყოფილიყო.

მომღერლების ნაწილი არ იყო ქალაქში, ზოგმა თქვა, რომ ქრონიკული დაავადება აწუხებს, ზოგსაც დიაბეტი და ვერ გამოვიდოდა სახლიდან, არც გავამტყუნებ მათ. ხომ გეუბნებით, ეს კლიპი ყველანაირად მოკლებულია პოლიტიკას.

- სოციალურ ქსელში ხუმრობდნენ კლიპში თქვენი მეუღლის გამოჩენაზეც.

- ჩემი მეუღლე ჩემი განუყოფელი ნაწილია და გინდა ივარჯიშოს და გინდა არა, სულ არ მწყინს ხოლმე ამ თემაზე ხუმრობები. დიახ, რატომ არ უნდა ყოფილიყო კლიპში?!

ტექსტს მოუსმინეთ და მუსიკას ხალხნო, იმდენად მოკლე დროში გაკეთდა ყველაფერი, რომ რომელ ხარისხზეა ლაპარაკი. 26 მარტს მივიტანეთ გიასთან გადაცემაში. ცოტა მეწყინა, არ მინდოდა რომ 9 აპრილის თემაზე გასულ გადაცემაში მოხვედრილიყო, რადგან მაინც ასოციაცია "ტიტებთან" იქნებოდა, მაგრამ როგორც ჯაჯანიძემ მითხრა, სხვანაირად ვერ მოხერხდა.

ყველა ისტორიულ მოვლენას თავისი გამოხმაურება აქვს. რა დავაშავეთ, კიდევ ერთხელ ვკითხულობ? - გული გვტკივა მე და კაკის ამ კომენტარებს რომ ვკითხულობთ. კაკი ძალიან დიდი ხანია რაც მღერის. გასაგებია, რომ საზოგადოების ნაწილმა ვერ იცნო და ამის გამო უნდა გათელონ?

ხანდახან ნამდვილად აღარ მინდა ამ ქვეყანაში ცხოვრება, მაგრამ იმდენად მიყვარს ჩემი სამშობლო, რომ ვერ ვტოვებ. რამ გააბოროტა ეს ხალხი ვერ ვიგებ, თემურ თათარაშვილზე გაბოროტდნენ, რადგან "ქართული ოცნების" მხადამჭერ კონცერტებზე მღეროდა? მერე რა, მეც ვმღეროდი, ჩემი ქმრის გამო დადებითად ვიყავი განწყობილი, ამის გამო უნდა ამომიჩემონ?

არანაირ პარტიას აღარ ვუმღერებ. უბოროტო ადამიანი ვარ და მხოლოდ სიკეთეზე ვფიქრობ. გამიპოლიტიკურეს ყველაფერი. არ მწყინს, სოფო ბედიას ქმარზე მეც მეცინება, მაგრამ ნერვები მეშლება, რომ უაზრო, პოლიტიკურ სარჩულს აკერებენ კლიპს" - გვითხრა სოფო ბედიამ.

სიმღერის იდეის ავტორთან საუბრის დამთავრების შემდეგ, სიმღერის ავტორს კაკი ბოლქვაძეს დავუკავშირდით, რომელიც ბედიასთან ერთად კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. ჩვენი ინფორმაციით, ეს ფაქტი მან საკმაოდ მძიმედ გადაიტანა და ჯანმრთელობის პრობლემებიც კი შეექმნა. ასევე ინერვიულა მომღერლის დედამ.

კაკი ბოლქვაძე:

- როგორ გადაიტანა ჩემმა ოჯახმა ეს დარტყმა, ეგ არ აინტერესებს ხალხს. ხალხს აინტერესებს მხოლოდ ცუდი. რაც შეეხება იმას, თუ პირველი რატომ ვიწყებ სიმღერას, იმიტომ რომ ჩემი დაწერილი სიმღერაა, მე დავწერე ეს სიმღერა და ვალდებული ვარ. თურმე ხალხმა ვერ მიცნო და კრიტიკულად შეაფასა კლიპი, ამაზე რა უნდა ვთქვა? ვზივარ და გაოგნებული ვარ! ან რა შუაშია პოლიტიკა?

სიმღერა მივუძღვენი იმას თუ რა მდგომარეობაშიცაა ჩვენი ქვეყანა, გაიხედეთ, რამდენი დაინფიცირებული გვყავს. მინდოდა პოზიტიური მესიჯი გამეგზავნა ხალხისთვის და მათრიეს არაფრის გამო. მე რომ სკანდალური ადამიანი ვიყო და სტატუსებით და აქტიურობით გამოვირჩეოდე, კიდევ მესმის. ჩემთვის ვზივარ და საყვარელ საქმეს ვაკეთებ.

- გავიგე, რომ ჯანმრთელობის პრობლემები შეგექმნათ...

- დიახ, ადვილი არაა ასეთ დღეში ჩააგდო ადამიანი. რცხვენოდეთ, მსოფლიო ეპიდემიას ებრძვის და აქ რას განიხილავენ! რაც შეეხება ქერა ქალბატონს ბავშვებით, რომელიც თითქოს ასევე ვერ იცნეს, ლუდა დუნდუაა, რომელიც "ნიჭიერში" ოქროს ღილაკით გადავიდა შემდეგ ტურში.

ყველა მონაწილე შოკშია, რა მოხდა, რა დავაშავეთ, საბავშვო ბაღი ავაფეთქეთ თუ ეპიდემიას ვავრცელებთ? აუცილებლად ბულინგის მსხვერპლი უნდა იყო, რომ გაგიცნოს მაყურებელმა, სირცხვილია, ქვეყანაში სადაც ეპიდემიას ებრძვიან, ხალხი იმას არჩევს, ვინ დაიწყო სიმღერა.

ჩემს ცხოვრებაში ვერავინ ვერ დამწამებს, რომ მე ოდესმე რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის მემღერა და ის ვითომ კოლეგები, რომლებიც მაკრიტიკებენ, სათითაოდ შემიძლია ჩამოვთვალო, ვინ რომელ პარტიას უმღეროდა.

- რა მოგცათ ამ გაკვეთილმა, როგორ გააგრძელებთ ახლა მუსიკალურ მოღვაწეობას?

- ეს არ იყო გაკვეთილი, სამწუხაროდ, ეს იყო შატალოდან გამოპარული ბრბო ხალხი, რომლებმაც მოიარეს ზოოპარკი და ვერც ბამბის ნაყინი ჭამეს და ვერც "კარუსელებზე" იკატავეს. მე ვარ მომღერალი და მაქვს თმენის ვალდებულება...

"ჩემი 10-კაციანი დაბადების დღით შოუს აგორება სირცხვილია...თქვე არასწორებო" - რას წერს მუსიკოსი ინფორმაციაზე, რომ შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები კოვიდით მის წვეულებაზე დაინფიცირდნენ

ბათუმელი "მონიკა ბელუჩი" დაინიშნა - ხელის თხოვნა აკვალანგისტის დახმარებით (+ფოტო და ვიდეო)

"პირველი ემოცია იყო დუმილი - ხმას ვერ ვიღებდი..."ჩაკეტვის" გამო,  საორსულო ტანსაცმელი ვერ ვიყიდეთ და ჩემს შარვლებს იცვამდა" - ანდრია გველესიანი და მაიკო ვაწაძე პირველი შვილის მოლოდინში