საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბოლო ინფორმაცია, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების შესახებ, რეგიონებიდან და თბილისის კლინიკებიდან
ბოლო ინფორმაცია, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების შესახებ, რეგიონებიდან და თბილისის კლინიკებიდან

აჭა­რის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ე.წ. ქო­ბუ­ლე­თის კლას­ტერს კო­რო­ნა­ვირუ­სის 6 ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა და­ე­მა­ტა.

აჭა­რის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, ნინო ნი­ჟა­რა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ე.წ. ქო­ბუ­ლე­თის კლას­ტერსკო­რო­ნა­ვირუ­სის 6 ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა და­ე­მა­ტა. რო­გორც ნი­ჟა­რა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მო­ძი­ე­ბუ­ლია ე.წ. ქო­ბუ­ლე­თის კლას­ტე­რის 40 ახა­ლი კონ­ტაქ­ტი და კვლე­ვა კვლავ გრძელ­დე­ბა.

„გუ­შინ მო­ვი­ძი­ეთ ქო­ბუ­ლე­თის კლას­ტერ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი 40 კონ­ტაქ­ტი­რე­ბუ­ლი პირი. ესე­ნი არი­ან და­ა­ვა­დე­ბულ­თან კონ­ტაქ­ტში მყო­ფი პი­რე­ბი, ოჯა­ხუ­რი კონ­ტაქ­ტე­ბი და არა სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი. მათ­გან აღე­ბუ­ლი იქნა 8 ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის ნი­მუ­ში და 6 შემ­თხვე­ვა და­დას­ტურ­და. შე­სა­ბა­მი­სად, ქო­ბუ­ლე­თის კლას­ტერ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი 6 ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა გვაქვს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი გად­მოჰ­ყავთ ბა­თუ­მის კლი­ნი­კა „მე­დალ­ფა­ში“. ამ ეტაპ­ზე აქ გვყავს 14 ძვე­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, ორი ახა­ლი შემ­თხვე­ვა. 4-ის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს ამ წუ­თებ­ში. კლი­ნი­კა „მე­დალ­ფა­ში“ მყო­ფი პა­ცი­ენ­ტე­ბი­დან ერ­თის მდგო­მა­რე­ო­ბა არის სტა­ბი­ლუ­რად მძი­მე, რო­გო­რიც იყო. ერთი ახა­ლი პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა არის სა­ყუ­რა­დღე­ბო და შე­და­რე­ბით მძი­მე, და­ნარ­ჩე­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა არის მსუ­ბუ­ქი და სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის. ერთ პა­ცი­ენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით ვე­ლო­დე­ბით გან­კურ­ნე­ბას და გან­მე­ო­რე­ბით ტეს­ტი­რე­ბის ანა­ლიზს დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, რომ­ლის პა­სუ­ხიც ხვალ დი­ლით იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ნი­ჟა­რა­ძემ.

რო­გორც აჭა­რის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ გან­მარ­ტა, ქო­ბუ­ლე­თის კლას­ტე­რი­დან და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პი­რე­ბი სხვა­დას­ხვა ასა­კობ­რი­ვი კა­ტე­გო­რი­ი­საა, მათ შო­რის ერთი არას­რულ­წლო­ვა­ნია.

„ჯა­მუ­რად ქო­ბუ­ლე­თის კლას­ტერ­თან კონ­ტაქ­ტში მყო­ფი 108 პირი იყო, და­ე­მა­ტა 40 და ახლა 148 პი­რია. უკვე საქ­მე გვაქვს ქო­ბუ­ლე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის რამ­დე­ნი­მე სო­ფელ­თან და თვი­თონ ქა­ლაქთა­ნაც. კონ­ტაქ­ტე­ბის მო­ძი­ე­ბა არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. შე­საძ­ლოა, კი­დევ გა­ი­ზარ­დოს კონ­ტაქ­ტი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა და კვლე­ვე­ბიც ჩა­ტარ­დე­ბა. ამ ეტაპ­ზე აჭა­რა­ში გვაქვს 20 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა, აქე­დან 16 უკვე კლი­ნი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბა, 4 არის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის პრო­ცეს­ში. რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოს ქო­ბუ­ლე­თის კლას­ტერს, აქ 12 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა გვაქვს, 6 ძვე­ლი და 6 ახა­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ნი­ჟა­რა­ძემ.

ამას­თან, ნი­ჟა­რა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ უკვე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი­დან 2 პირი თბი­ლის­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

„გუ­შინ დაგ­ვე­მა­ტა ორი ახა­ლი შემ­თხვე­ვა სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცი­დან დედა-შვი­ლი, თუმ­ცა, ორი­ვე გა­დაყ­ვა­ნილ იქნა თბი­ლი­სის კლი­ნი­კა­ში რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მათ შო­რის, მა­თი­ვე სურ­ვი­ლით. ისი­ნი არ არი­ან აჭა­რის მცხოვ­რებ­ლე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ნი­ჟა­რა­ძემ.

რაჭა-ლე­ჩხუმ-ქვე­მო სვა­ნე­თის სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლის არ­ჩილ ჯა­ფა­რი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცა­გე­რი­სა და ლენ­ტე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში კო­რო­ნა­ვირუს­ზე შე­სა­მოწ­მებ­ლად კვლე­ვა 11 ადა­მი­ანს ჩა­უ­ტარ­და. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნი­მუ­შე­ბი უკვე აღე­ბუ­ლია და მათი პა­სუ­ხე­ბი დღის ბო­ლომ­დე იქ­ნე­ბა ცნო­ბი­ლი.

არ­ჩილ ჯა­ფა­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ოჯა­ხის ექი­მებ­მა რის­კის შემ­ცველ ზო­ნა­ში მყო­ფი ყვე­ლა ოჯა­ხი შე­მო­ი­ა­რეს და მათ თერ­მოსკრი­ნინ­გი ჩა­უ­ტარ­დათ.

„გუ­შინ მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში თერ­მოსკრი­ნინ­გი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და რის­კის შემ­ცველ სო­ფელ მე­ლე­ში, სა­დაც გა­და­ად­გილ­დე­ბო­და კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, ასე­ვე დაბა ლენ­ტეხ­ში. ოჯა­ხის ექი­მებ­მა რის­კის შემ­ცველ ზო­ნა­ში მყო­ფი ყვე­ლა ოჯა­ხი შე­მო­ი­ა­რეს. პირ­ვე­ლად კონ­ტაქ­ტში მყოფ პი­როვ­ნე­ბებს ჩა­უ­ტარ­დათ თერ­მოსკრი­ნინ­გი, 11 ადა­მი­ან­ზე აღე­ბუ­ლია ნი­მუ­ში და გა­დაგ­ზავ­ნი­ლია ქუ­თა­ი­სის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში კვლე­ვის­თვის. გუ­შინ­დე­ლი სკრი­ნინ­გის შე­დე­გად 5 პი­როვ­ნე­ბას და­უდ­გინ­და მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა. მუდ­მი­ვი დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ არი­ან ეს პი­როვ­ნე­ბე­ბი და ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით მათ დღეს ტემ­პე­რა­ტუ­რა არ აღე­ნიშ­ნე­ბა, თუმ­ცა მათ­ზე ნი­მუ­შე­ბი აღე­ბუ­ლია და დღის ბო­ლომ­დე იქ­ნე­ბა პა­სუ­ხე­ბი,“ - გა­ნა­ცხა­და არ­ჩილ ჯა­ფა­რი­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია „მა­ესტროს“ ეთერ­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ცა­გე­რი­სა და ლენ­ტე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში სა­კონ­ტრო­ლო გამ­შვე­ბი პუნ­ქტე­ბის ამოქ­მე­დე­ბი­სა და თერ­მოსკრი­ნინ­გის ჩა­ტა­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა მას შემ­დეგ დად­გა, რაც 8 აპ­რილს 53 წლის მა­მა­კაცს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და, რო­მე­ლიც ამ ორ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში გა­და­ად­გილ­დე­ბო­და.

კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და თერ­ჯო­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­შიც. სო­ფელ ღვან­კი­თი­დან შუ­ახ­ნის ქალი თერ­ჯო­ლის თავ­და­პირ­ვე­ლად “ცხე­ლე­ბის ცენ­ტრში” შე­იყ­ვა­ნეს, სა­ი­და­ნაც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი დი­აგ­ნო­ზით, ქუ­თა­ი­სის ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მისი კონ­ტაქ­ტე­ბის ნა­წი­ლი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, თუმ­ცა ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი მუ­შა­ო­ბას აგ­რძე­ლე­ბენ. ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან კონ­ტაქ­ტში მყო­ფი პი­რე­ბის ნა­წი­ლი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში ან კა­რან­ტინ­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

ქა­ლის და­ინ­ფი­ცი­რე­ბის პირ­ველ­წყა­რო ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

რაც შე­ე­ხე­ბა დე­და­ქა­ლა­ქის კლი­ნი­კებ­ში მო­თავ­სე­ბულ პა­ცი­ენ­ტებს:

თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, ინ­ფექ­ცი­ურ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი 2 გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე პა­ცი­ენ­ტი­დან 1-ის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რი გახ­და. რო­გორც ეზუგ­ბა­ი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ამ­ჟა­მად კლი­ნი­კა­ში 7 მძი­მე პა­ცი­ენ­ტი რჩე­ბა.

“ამ დრო­ის მო­ნა­ცე­მე­ბით არის 227 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა, აქე­დან გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი არის 52, მათ შო­რის ჩვე­ნი პა­ცი­ენ­ტი 38-ია, გუ­შინ 1 გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი დაგ­ვე­მა­ტა. გუ­შინ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­კეთ­და 14 პა­ცი­ენტზე ტეს­ტი­რე­ბა და ყვე­ლას­თან მი­ღე­ბუ­ლია უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი, მათ შო­რის არი­ან ის პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას ელო­დე­ბი­ან, მათი მო­ნი­ტო­რინ­გი გაგ­რძელ­დე­ბა და ორ­ჯე­რა­დი უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხის შემ­დეგ რო­გორც გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი, შე­ე­მა­ტე­ბა ამ 52 პა­ცი­ენტს. დღეს აღე­ბუ­ლია ტეს­ტი 7 პა­ცი­ენტზე და დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში იქ­ნე­ბა პა­სუ­ხი. რაც შე­ე­ხე­ბა მძი­მე პა­ცი­ენ­ტებს, 7 მძი­მე პა­ცი­ენტზე ვლა­პა­რა­კობ ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა და 2 პა­ცი­ენ­ტი გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მეა. 1 პა­ცი­ენ­ტი გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე­დან სტა­ბი­ლუ­რია უკვე სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ის გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე აღარ არის, არის მძი­მე. კლი­ნი­კა­ში ერთი არას­რულ­წლო­ვა­ნია, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია”, - გა­ნა­ცხა­და ეზუგ­ბა­ი­ამ.

მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, მათ კლი­ნი­კა­ში სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლის ორი მძღო­ლია მო­თავ­სე­ბუ­ლი, რო­მელ­საც კო­რო­ნა­ვირუ­სი სომ­ხეთ­ში და­უ­დას­ტურ­და. რო­გორც ეზუგ­ბა­ი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მათი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია და „ალ­ბათ, მალე გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბი­ან“.

“მათი მდგო­მა­რე­ო­ბა არ არის მძი­მე. უკვე და­ა­ვა­დე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით მე-9 თუ მე-10 დღეა. შე­სა­ბა­მი­სად, 10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში თუ არ იქ­ნე­ბა ხოლ­მე და­ა­ვა­დე­ბის მკვეთ­რი პროგ­რე­სი­რე­ბა, ასე­თი პა­ცი­ენ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მუდ­მი­ვად სტა­ბი­ლუ­რია და უფრო ადრე ეწყე­ბა ხოლ­მე გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა და ეს ორი პა­ცი­ენ­ტი ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­შია ამ ეტაპ­ზე. მათი მდგო­მა­რე­ო­ბა ალ­ბათ, დარ­ჩე­ბა სტა­ბი­ლუ­რი“, - გა­ნა­ცხა­და ეზუგ­ბა­ი­ამ.

თბი­ლი­სის ზღვის ჰოს­პი­ტალ­ში ამ დრო­ის­თვის 67 პა­ცი­ენ­ტია მო­თავ­სე­ბუ­ლი, აქე­დან 49-ს კვლე­ვის შე­დე­გად ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი არ და­უ­დას­ტურ­და. ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს თბი­ლი­სის ზღვის ჰოს­პი­ტა­ლის კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ცი­ნის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა მა­რე­ხი ბე­ქა­ი­ამ გა­ნუ­ცხა­და.

„ამ­ჟა­მად კლი­ნი­კა­ში 67 პა­ცი­ენ­ტი იმ­ყო­ფე­ბა. გუ­შინ 49 ცხვირ-ხა­ხის ნა­ცხი გა­იგ­ზავ­ნა ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში. ყვე­ლა პა­სუ­ხი უარ­ყო­ფი­თი მო­ვი­და. ამ­ჟა­მად ხდე­ბა პა­ცი­ენ­ტე­ბის დის­ლო­კა­ცია შე­სა­ბა­მი­სი სტა­ცი­ო­ნა­რე­ბის მი­ხედ­ვით. ეს პა­ცი­ენ­ტე­ბი გა­ე­წე­რე­ბი­ან და ახა­ლი იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და მა­რე­ხი ბე­ქა­ი­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა 230 - მდე გა­ი­ზარ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მთავ­რო­ბის მიერ შექ­მნილ სპე­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე stopcov.ge-ზე არის გან­თავ­სე­ბუ­ლი. კა­რან­ტი­ნის რე­ჟიმ­შია 4908 ადა­მი­ა­ნი, ხოლო სტა­ცი­ო­ნარ­ში მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ - 430 პირი.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, 230 ადა­მი­ა­ნი­დან 52 გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლია, ხოლო 3 გარ­და­იც­ვა­ლა.

Dudu
1

რა ქნა ქალმა რაც თუ სავაფმყოფო იყო ყველა მოიარა მერე ჩაბიდა ქობულეთში ნუ აჭარა წალეკა ქალმა რა!!!!დაეტიე სახლში არ გესმით!!!!

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ბოლო ინფორმაცია, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების შესახებ, რეგიონებიდან და თბილისის კლინიკებიდან

ბოლო ინფორმაცია, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების შესახებ, რეგიონებიდან და თბილისის კლინიკებიდან

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ე.წ. ქობულეთის კლასტერს კორონავირუსის 6 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაემატა.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ე.წ. ქობულეთის კლასტერს კორონავირუსის 6 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაემატა. როგორც ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მოძიებულია ე.წ. ქობულეთის კლასტერის 40 ახალი კონტაქტი და კვლევა კვლავ გრძელდება.

„გუშინ მოვიძიეთ ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული 40 კონტაქტირებული პირი. ესენი არიან დაავადებულთან კონტაქტში მყოფი პირები, ოჯახური კონტაქტები და არა სამედიცინო პერსონალი. მათგან აღებული იქნა 8 ლაბორატორიული კვლევის ნიმუში და 6 შემთხვევა დადასტურდა. შესაბამისად, ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული 6 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს.

აღნიშნული პირები გადმოჰყავთ ბათუმის კლინიკა „მედალფაში“. ამ ეტაპზე აქ გვყავს 14 ძველი დადასტურებული, ორი ახალი შემთხვევა. 4-ის ტრანსპორტირება მიმდინარეობს ამ წუთებში. კლინიკა „მედალფაში“ მყოფი პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე, როგორიც იყო. ერთი ახალი პაციენტის მდგომარეობა არის საყურადღებო და შედარებით მძიმე, დანარჩენების მდგომარეობა არის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის. ერთ პაციენტთან დაკავშირებით ველოდებით განკურნებას და განმეორებით ტესტირების ანალიზს დღის განმავლობაში, რომლის პასუხიც ხვალ დილით იქნება“, - განაცხადა ნიჟარაძემ.

როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განმარტა, ქობულეთის კლასტერიდან დაავადებული პირები სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისაა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.

„ჯამურად ქობულეთის კლასტერთან კონტაქტში მყოფი 108 პირი იყო, დაემატა 40 და ახლა 148 პირია. უკვე საქმე გვაქვს ქობულეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელთან და თვითონ ქალაქთანაც. კონტაქტების მოძიება არ დასრულებულა. შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს კონტაქტირებულთა რაოდენობა და კვლევებიც ჩატარდება. ამ ეტაპზე აჭარაში გვაქვს 20 დადასტურებული შემთხვევა, აქედან 16 უკვე კლინიკაში იმყოფება, 4 არის ტრანსპორტირების პროცესში. რაც შეეხება უშუალოს ქობულეთის კლასტერს, აქ 12 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, 6 ძველი და 6 ახალი“, - განაცხადა ნიჟარაძემ.

ამასთან, ნიჟარაძემ აღნიშნა, რომ უკვე დადასტურებული შემთხვევებიდან 2 პირი თბილისში გადაიყვანეს.

„გუშინ დაგვემატა ორი ახალი შემთხვევა საკარანტინე სივრციდან დედა-შვილი, თუმცა, ორივე გადაყვანილ იქნა თბილისის კლინიკაში რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით, მათ შორის, მათივე სურვილით. ისინი არ არიან აჭარის მცხოვრებლები“, - განაცხადა ნიჟარაძემ.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში კორონავირუსზე შესამოწმებლად კვლევა 11 ადამიანს ჩაუტარდა. მისივე ინფორმაციით, ნიმუშები უკვე აღებულია და მათი პასუხები დღის ბოლომდე იქნება ცნობილი.

არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, ოჯახის ექიმებმა რისკის შემცველ ზონაში მყოფი ყველა ოჯახი შემოიარეს და მათ თერმოსკრინინგი ჩაუტარდათ.

„გუშინ მთელი დღის განმავლობაში თერმოსკრინინგი მიმდინარეობდა რისკის შემცველ სოფელ მელეში, სადაც გადაადგილდებოდა კორონავირუსით ინფიცირებული, ასევე დაბა ლენტეხში. ოჯახის ექიმებმა რისკის შემცველ ზონაში მყოფი ყველა ოჯახი შემოიარეს. პირველად კონტაქტში მყოფ პიროვნებებს ჩაუტარდათ თერმოსკრინინგი, 11 ადამიანზე აღებულია ნიმუში და გადაგზავნილია ქუთაისის ლაბორატორიაში კვლევისთვის. გუშინდელი სკრინინგის შედეგად 5 პიროვნებას დაუდგინდა მაღალი ტემპერატურა. მუდმივი დაკვირვების ქვეშ არიან ეს პიროვნებები და ბოლო ინფორმაციით მათ დღეს ტემპერატურა არ აღენიშნება, თუმცა მათზე ნიმუშები აღებულია და დღის ბოლომდე იქნება პასუხები,“ - განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში.

შეგახსენებთ, რომ ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში საკონტროლო გამშვები პუნქტების ამოქმედებისა და თერმოსკრინინგის ჩატარების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც 8 აპრილს 53 წლის მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა, რომელიც ამ ორ მუნიციპალიტეტში გადაადგილდებოდა.

კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა თერჯოლის მუნიციპალიტეტშიც. სოფელ ღვანკითიდან შუახნის ქალი თერჯოლის თავდაპირველად “ცხელების ცენტრში” შეიყვანეს, საიდანაც დადასტურებული დიაგნოზით, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი კონტაქტების ნაწილი იდენტიფიცირებულია, თუმცა ეპიდემიოლოგები მუშაობას აგრძელებენ. ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირების ნაწილი თვითიზოლაციაში ან კარანტინშია გადაყვანილი.

ქალის დაინფიცირების პირველწყარო ჯერჯერობით უცნობია.

რაც შეეხება დედაქალაქის კლინიკებში მოთავსებულ პაციენტებს:

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურში მოთავსებული 2 განსაკუთრებით მძიმე პაციენტიდან 1-ის მდგომარეობა სტაბილური გახდა. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამჟამად კლინიკაში 7 მძიმე პაციენტი რჩება.

“ამ დროის მონაცემებით არის 227 დადასტურებული შემთხვევა, აქედან გამოჯანმრთელებული არის 52, მათ შორის ჩვენი პაციენტი 38-ია, გუშინ 1 გამოჯანმრთელებული დაგვემატა. გუშინ დღის განმავლობაში გაკეთდა 14 პაციენტზე ტესტირება და ყველასთან მიღებულია უარყოფითი პასუხი, მათ შორის არიან ის პირები, რომლებიც გამოჯანმრთელებას ელოდებიან, მათი მონიტორინგი გაგრძელდება და ორჯერადი უარყოფითი პასუხის შემდეგ როგორც გამოჯანმრთელებული, შეემატება ამ 52 პაციენტს. დღეს აღებულია ტესტი 7 პაციენტზე და დღის პირველ ნახევარში იქნება პასუხი. რაც შეეხება მძიმე პაციენტებს, 7 მძიმე პაციენტზე ვლაპარაკობ ბოლო რამდენიმე დღეა და 2 პაციენტი განსაკუთრებით მძიმეა. 1 პაციენტი განსაკუთრებით მძიმედან სტაბილურია უკვე სამი დღის განმავლობაში და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის განსაკუთრებით მძიმე აღარ არის, არის მძიმე. კლინიკაში ერთი არასრულწლოვანია, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში სატვირთო ავტომობილის ორი მძღოლია მოთავსებული, რომელსაც კორონავირუსი სომხეთში დაუდასტურდა. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მათი მდგომარეობა სტაბილურია და „ალბათ, მალე გამოჯანმრთელდებიან“.

“მათი მდგომარეობა არ არის მძიმე. უკვე დაავადების დაახლოებით მე-9 თუ მე-10 დღეა. შესაბამისად, 10 დღის განმავლობაში თუ არ იქნება ხოლმე დაავადების მკვეთრი პროგრესირება, ასეთი პაციენტების მდგომარეობა მუდმივად სტაბილურია და უფრო ადრე ეწყება ხოლმე გამოჯანმრთელება და ეს ორი პაციენტი ასეთ სიტუაციაშია ამ ეტაპზე. მათი მდგომარეობა ალბათ, დარჩება სტაბილური“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ამ დროისთვის 67 პაციენტია მოთავსებული, აქედან 49-ს კვლევის შედეგად ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარეხი ბექაიამ განუცხადა.

„ამჟამად კლინიკაში 67 პაციენტი იმყოფება. გუშინ 49 ცხვირ-ხახის ნაცხი გაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში. ყველა პასუხი უარყოფითი მოვიდა. ამჟამად ხდება პაციენტების დისლოკაცია შესაბამისი სტაციონარების მიხედვით. ეს პაციენტები გაეწერებიან და ახალი იქნება მიღებული“, - განაცხადა მარეხი ბექაიამ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 230 - მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4908 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 430 პირი.

ინფორმაციისთვის, 230 ადამიანიდან 52 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა.

ლენტეხში კორონავირუსი ოჯახის 4 წევრს დაუდგინდა - "მათგან ერთ-ერთი არასრულწლოვანია"

სტრასბურგში კორონავირუსით გარდაცვლილი 40 წლამდე ქალი ონკოპაციენტი იყო - ახალი დეტალები ქართველ ემიგრანტზე

"ახლა ყველას გვიჭირს და უხერხულია დახმარების თხოვნა, მაგრამ შვილის გადასარჩენად უკან არაფერზე დავიხევ" - 28 წლის სალომე ხარებავა სიცოცხლისთვის იბრძვის