პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
სტარტაპი Villam, რომელიც ფერმერებს ცხოველების მოვლაში ეხმარება, ისრაელელ ინვესტორებთან შესახვედრად ემზადება
სტარტაპი Villam, რომელიც ფერმერებს ცხოველების მოვლაში ეხმარება, ისრაელელ ინვესტორებთან შესახვედრად ემზადება

ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებ­მა შექ­მნეს აპ­ლი­კა­ცია და სპე­ცი­ა­ლუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბა, სა­ხე­ლად Villam, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა ფერ­მის ცხო­ვე­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი. სტარ­ტა­პის მი­ზა­ნია შემ­ცირ­დეს და­ა­ვა­დე­ბის დად­გე­ნის დრო და ამ მხრივ ფერ­მერს სა­მუ­შაო პრო­ცე­სი გა­უ­მარ­ტივ­დეს. სტუ­დენ­ტე­ბი პრო­ექ­ტზე BTU-ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი MIT-ის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში მუ­შა­ობ­დნენ და დემო დღე­ზე Villam სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს, ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს (GITA) და ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფა­ვო­რი­ტი გახ­და.

„მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბი­სას იყო, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად გაგ­ვე­მარ­ტი­ვე­ბი­ნა ფერ­მის მე­ნე­ჯმენ­ტი. ჩვე­ნი სა­მიზ­ნე სექ­ტო­რი თავ­და­პირ­ვე­ლად არი­ან ფერ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ჰყავთ ძრო­ხე­ბი. ბაზ­რის კვლე­ვი­სას აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა - ცხო­ვე­ლე­ბის და­ა­ვა­დე­ბა და მათი სწრა­ფი გავ­რცე­ლე­ბის საფრ­თხე, რო­მე­ლიც უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში შე­უ­ა­ი­ა­რა­ღე­ბე­ლი თვა­ლის­თვის რთუ­ლად ამო­საც­ნო­ბია. და­ნა­კარ­გი კი ფერ­მე­რის­თვის საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. გარ­და ცხო­ვე­ლის სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბი­სა, და­ნა­კარ­გი მო­ი­ცავს წარ­მო­ე­ბულ რძეს, რო­მე­ლიც გა­მო­უ­სა­დე­გა­რი და ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­შია. ამ პრობ­ლე­მის გა­და­საჭ­რე­ლად გა­დავ­წყვი­ტეთ შეგ­ვექ­მნა ისე­თი მო­წყო­ბი­ლო­ბა, რო­მე­ლიც შეძ­ლებ­და და­ა­ვა­დე­ბის ნა­ად­რევ ეტაპ­ზე ფერ­მე­რის­თვის შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბას. კერ­ძოდ, Hardware - რო­მე­ლიც ცხო­ვე­ლის კი­სერ­ზე და­მაგრდე­ბა, გა­ზო­მავს ცხო­ვე­ლის პულსს, გა­ხუ­რე­ბას და გა­და­ად­გი­ლე­ბას. იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ პულ­სი, გა­ხუ­რე­ბა ან გა­და­ად­გი­ლე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი სა­შუ­ა­ლო­ზე მა­ღა­ლი ან და­ბა­ლი გახ­დე­ბა მო­წყო­ბი­ლო­ბა ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას აპ­ლი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბი­თა და მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბით და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­აწ­ვდის ფერ­მერს. გარ­და ამი­სა, პრო­დუქტს ექ­ნე­ბა GPS ფუნ­ქცია, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ცხო­ვე­ლის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის დად­გე­ნა. სა­მიზ­ნე ბა­ზარს რაც შე­ე­ხე­ბა, პირ­ველ ეტაპ­ზე რა საკ­ვირ­ვე­ლია, ქარ­თუ­ლი ბა­ზა­რია, სა­მო­მავ­ლოდ კი ვგეგ­მავთ სა­ზღვრებს გა­რე­თაც გას­ვლას,“ – გან­მარ­ტა­ვენ სტარ­ტა­პე­რე­ბი.

და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შე­მი­ცი­რე­ბი­სა და ჯან­სა­ღი რძის წარ­მო­ე­ბის ხელ­შე­წყო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ VillamApp&Hardware და­ეხ­მა­რე­ბა ქარ­თულ აგ­როს­ფე­როს­გა­ციფ­რუ­ლე­ბა­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სტარ­ტაპს მხარს უჭერს სა­ქარ­თვე­ლოს ფერ­მერ­თა ასო­ცი­ა­ცია.

ამ ეტაპ­ზე ისი­ნი ემ­ზა­დე­ბი­ან გლო­ბა­ლუ­რი სტარ­ტაპ ფონ­დის ფარ­გლებ­ში ინ­ვეს­ტო­რებ­თან შე­სახ­ვედ­რად.

რაც შე­ე­ხე­ბა MIT-ის გლო­ბა­ლუ­რი სტარ­ტაპ ლა­ბის პროგ­რა­მა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც შე­იქ­მნა VillamApp&Hardware, ის ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში 4 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. პრო­ექტს MIT-დან მოწ­ვე­უ­ლი 4 მენ­ტო­რი ახორ­ცი­ე­ლებ­და და მას­ში 28 სტუ­დენ­ტი, მათ შო­რის 18 ბიზ­ნე­სი­სა და ტექნლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი და 10 სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი­დან შერ­ჩე­უ­ლი სტუ­დენ­ტი მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

MIT-ის გლო­ბა­ლუ­რი სტარ­ტაპ ლა­ბის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ებს ტრე­ნინ­გე­ბი ჩა­უ­ტა­რა სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ებ­მა: GITA, Silknet, Pulsar AI, Deloitte, Influence.ge, Spark, TBC Bank.

Nana
3

yochag , patara mecnierebi kveyanas gadaarchenen

ავტორი:

სტარტაპი Villam, რომელიც ფერმერებს ცხოველების მოვლაში ეხმარება, ისრაელელ ინვესტორებთან შესახვედრად ემზადება

სტარტაპი Villam, რომელიც ფერმერებს ცხოველების მოვლაში ეხმარება, ისრაელელ ინვესტორებთან შესახვედრად ემზადება

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებმა შექმნეს აპლიკაცია და სპეციალური მოწყობილობა, სახელად Villam, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი ხდება ფერმის ცხოველების ჯანმრთელობის მონიტორინგი. სტარტაპის მიზანია შემცირდეს დაავადების დადგენის დრო და ამ მხრივ ფერმერს სამუშაო პროცესი გაუმარტივდეს. სტუდენტები პროექტზე BTU-ში განხორციელებული MIT-ის პროგრამის ფარგლებში მუშაობდნენ და დემო დღეზე Villam საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ფავორიტი გახდა.

„მთავარი გამოწვევა პროექტზე მუშაობისას იყო, რომ მაქსიმალურად გაგვემარტივებინა ფერმის მენეჯმენტი. ჩვენი სამიზნე სექტორი თავდაპირველად არიან ფერმები, რომლებიც ჰყავთ ძროხები. ბაზრის კვლევისას აღმოვაჩინეთ მთავარი პრობლემა - ცხოველების დაავადება და მათი სწრაფი გავრცელების საფრთხე, რომელიც უმეტეს შემთხვევაში შეუაიარაღებელი თვალისთვის რთულად ამოსაცნობია. დანაკარგი კი ფერმერისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. გარდა ცხოველის სიკვდილიანობისა, დანაკარგი მოიცავს წარმოებულ რძეს, რომელიც გამოუსადეგარი და ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშია. ამ პრობლემის გადასაჭრელად გადავწყვიტეთ შეგვექმნა ისეთი მოწყობილობა, რომელიც შეძლებდა დაავადების ნაადრევ ეტაპზე ფერმერისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას. კერძოდ, Hardware - რომელიც ცხოველის კისერზე დამაგრდება, გაზომავს ცხოველის პულსს, გახურებას და გადაადგილებას. იმ შემთხვევაში თუ პულსი, გახურება ან გადაადგილების მაჩვენებლები საშუალოზე მაღალი ან დაბალი გახდება მოწყობილობა ამ ინფორმაციას აპლიკაციის საშუალებითა და მოკლე ტექსტური შეტყობინებით დაუყოვნებლივ მიაწვდის ფერმერს. გარდა ამისა, პროდუქტს ექნება GPS ფუნქცია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ცხოველის ადგილმდებარეობის დადგენა. სამიზნე ბაზარს რაც შეეხება, პირველ ეტაპზე რა საკვირველია, ქართული ბაზარია, სამომავლოდ კი ვგეგმავთ საზღვრებს გარეთაც გასვლას,“ – განმარტავენ სტარტაპერები.

დაინფიცირებული ცხოველების რაოდენობის შემიცირებისა და ჯანსაღი რძის წარმოების ხელშეწყობის პარალელურად, დამფუძნებლები იმედოვნებენ, რომ VillamApp&Hardware დაეხმარება ქართულ აგროსფეროსგაციფრულებაში.

აღსანიშნავია, რომ სტარტაპს მხარს უჭერს საქართველოს ფერმერთა ასოციაცია.

ამ ეტაპზე ისინი ემზადებიან გლობალური სტარტაპ ფონდის ფარგლებში ინვესტორებთან შესახვედრად.

რაც შეეხება MIT-ის გლობალური სტარტაპ ლაბის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა VillamApp&Hardware, ის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში 4 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროექტს MIT-დან მოწვეული 4 მენტორი ახორციელებდა და მასში 28 სტუდენტი, მათ შორის 18 ბიზნესისა და ტექნლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტი და 10 საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უნივერსიტეტებიდან შერჩეული სტუდენტი მონაწილეობდა.

MIT-ის გლობალური სტარტაპ ლაბის პროექტის ფარგლებში მონაწილეებს ტრენინგები ჩაუტარა სხვადასხვა კომპანიებმა: GITA, Silknet, Pulsar AI, Deloitte, Influence.ge, Spark, TBC Bank.

"საქართველოში COVID-19-ის დროს მედიკამენტ ტოცილიზუმაბის წარმატებული გამოყენების შემთხვევა დაფიქსირდა" - თენგიზ ცერცვაძე

საქართველოში კორონავირუსისგან 60 ადამიანი გამოჯანმრთელდა

ქობულეთის ე.წ. კლასტერს 6 ინფიცირებული დაემატა - მათ შორის ერთი არასრულწლოვანია