პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენ ხანს ძლებს COVID-19 ტანსაცმელზე, ფულზე და რამდენ გრადუსზე ქრება ზედაპირიდან - ეს ჩამონათვალი შეინახეთ
რამდენ ხანს ძლებს COVID-19 ტანსაცმელზე, ფულზე და რამდენ გრადუსზე ქრება ზედაპირიდან - ეს ჩამონათვალი შეინახეთ

კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი ტიპი, COVID-19 ძი­რი­თა­დად ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან ახლო კონ­ტაქ­ტი­სას ვრცელ­დე­ბა - მა­შინ, როცა ვე­სა­უბ­რე­ბით ახლო მან­ძილ­ზე, როცა ის ჩვენს სი­ახ­ლო­ვებს ახ­ვე­ლებს, ან აცე­მი­ნებს.

თუმ­ცა, მხო­ლოდ ეს არ არის - კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო, შე­საძ­ლოა, ის ზე­და­პი­რიც გახ­დეს, რო­მელ­ზეც ვირუ­სი მოხ­ვდე­ბა - მა­გა­ლი­თად, ფული, კი­ბის მო­ა­ჯი­რი ან ლიფ­ტის ღი­ლა­კე­ბი... და­ინ­ფი­ცირ­დე­ბით, თუ ხელს ჯერ ასეთ ზე­და­პირს, ხოლო შემ­დეგ სა­ხეს, თვალს, ან ცხვირს შე­ა­ხებთ. სწო­რედ ამი­ტომ აქვს ხე­ლე­ბის ჰი­გი­ე­ნას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა.

  • რა გა­ნა­პი­რო­ბებს COVID-19-ის გამ­ძლე­ო­ბას და რამ­დენ ხანს ცო­ცხლობს ის სხვა­დას­ხვა სა­ხის მყარ ზე­და­პირ­ზე?

ზე­და­პირ­ზე კო­რო­ნა­ვირუ­სის გამ­ძლე­ო­ბა ბევრ ფაქ­ტორ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მათ შო­რის, გა­დამ­წყვე­ტი ფაქ­ტო­რე­ბია ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა, ტე­ნი­ა­ნო­ბა და ზე­და­პი­რის სა­ხე­ო­ბა.

აუ­ცი­ლე­ბე­ლია ზე­და­პი­რე­ბის რე­გუ­ლა­რუ­ლი გაწ­მენ­და და გა­სუფ­თა­ვე­ბა

აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით უკვე ჩა­ტარ­და რამ­დე­ნი­მე კვლე­ვა. გა­გაც­ნობთ ექ­სპერ­ტე­ბის მიერ ყვე­ლა­ზე სან­დოდ მიჩ­ნე­უ­ლი კვლე­ვე­ბის შე­დე­გებს, რო­მელ­საც გა­მო­ცე­მა Business Insider აქ­ვეყ­ნებს.

ასევე დაგაინტერესებთ
15:39 / 24-03-2020

როგორ ამტკიცებენ მეცნიერები, რომ ახალი კორონავირუსი ხელოვნურად შექმნილი არ არის?

10:09 / 02-04-2020

ავსტრალიელმა მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი ვაქცინის გამოცდა დაიწყეს - პირველადი შედეგი ზაფხულში იქნება

09:43 / 27-04-2020

რა დრო სჭირდება COVID-19-სგან სრულ გამოჯანმრთელებას - ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში პროცესი შესაძლოა, 18 თვემდე გაგრძელდეს

12:04 / 11-05-2020

მზის სხივები COVID-19-ს მოსალოდნელზე უფრო სწრაფად კლავს - ამერიკელი მეცნიერების უახლესი კვლევა

12:38 / 11-05-2020

უცნობი დაავადება ბავშვებში, რომელიც შესაძლოა, კორონავირუსთან იყოს კავშირში - ამ სენით ნიუ-იორკში 3 მოზარდი გარდაიცვალა

09:28 / 01-12-2020

როგორ უნდა ჩატარდეს სახლში დეზინფექცია COVID-19-ის გადატანის შემდეგ, რომელი ხსნარები უნდა გამოიყენოთ და რა უნდა იცოდეთ მათი მოხმარებისას?

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, 2 აპ­რილს ჟურ­ნალ The Lancet Microbe-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, COVID-19 ქა­ღალ­დის ზე­და­პი­რი­დან 3 სა­ათ­ში გაქ­რა. 2 დღე გაძ­ლო მან ხისა და ტან­საც­მლის ზე­და­პირ­ზე, 4 დღე მი­ნა­ზე და ქა­ღალ­დის ფულ­ზე (შე­ნიშ­ვნა: ის, თუ რა­ტომ ძლებს COVID-19 ფუ­ლის კუ­პი­უ­რა­ზე უფრო მეტ­ხანს, ვიდ­რე ჩვე­უ­ლებ­რივ ქა­ღალ­დზე, ჯერ შეს­წავ­ლის სა­გა­ნია).

მკვლე­ვა­რე­ბის მიერ შე­მოწ­მე­ბულ მა­სა­ლებს შო­რის, კო­რო­ნა­ვირუს­მა ყვე­ლა­ზე დიდ­ხანს - 7 დღე გაძ­ლო სა­მე­დი­ცი­ნო პირ­ბა­დის გარე ზე­და­პირ­ზე.

აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კი­დევ ერთი კვლე­ვის შე­დე­გი New England Journal of Medicine-ში 17 მარტს გა­მოქ­ვეყ­ნდა. ამ კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ვირუსს შე­უძ­ლია 4 სა­ა­თი გაძ­ლოს სპი­ლენძზე, 1 დღე მუ­ყა­ო­ზე, 3 დღე პლასტმას­სა და უჟან­გავ ფო­ლად­ზე. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ორი­ვე კვლე­ვის დროს, სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა კო­რო­ნა­ვირუ­სის გამ­ძლე­ო­ბა შე­ის­წავ­ლეს 65%-იანი ტე­ნი­ა­ნო­ბი­სა და 21°C-ის ტემ­პე­რა­ტუ­რის პი­რო­ბებ­ში

იხი­ლეთ ინ­ფოგ­რა­ფი­კა, სა­დაც ორი­ვე კვლე­ვის შე­დე­გია ნაჩ­ვე­ნე­ბი:

  • ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რის როლი კო­რო­ნა­ვირუ­სის გამ­ძლე­ო­ბა­ზე

ერთ-ერთი ბოლო კვლე­ვა აჩ­ვე­ნებს, რომ COVID-19 ორი კვი­რა ძლებს 4°C ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე, ხოლო 37°C-ზე ერთი, ან ორი დღე.

რაც უფრო მა­ღა­ლია ტემ­პე­რა­ტუ­რა, მით უფრო მცირ­დე­ბა ვირუ­სის გამ­ძლე­ო­ბა.

ჰონგ კონ­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რე­ბის დას­კვნით, +56 გრა­დუს­ზე კო­რო­ნა­ვირუ­სი 30 წუთ­ში, ხოლო +70 გრა­დუს­ზე ხუთ წუთ­ში კვდე­ბა.

  • რამ­დენ ხანს ძლებს კო­რო­ნა­ვირუ­სი საკ­ვებ პრო­დუქ­ტებ­ზე და შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა, ადა­მი­ა­ნი საკ­ვე­ბით და­ინ­ფი­ცირ­დეს?

ჯერ­ჯე­რო­ბით არ არ­სე­ბობს კვლე­ვა იმის შე­სა­ხებ, თუ რამ­დენ ხანს ძლებს კო­რო­ნა­ვირუ­სი ხი­ლის, ან ბოსტნე­უ­ლის ზე­და­პირ­ზე, მაგ­რამ იმის შან­სი, რომ ის პრო­დუქტზე მოხ­ვდეს და ადა­მი­ანს გა­და­ე­დოს, ნამ­დვი­ლად არის.

ამის შე­სა­ხებ წერს კა­ნა­დუ­რი გა­მო­ცე­მა Globalnews. გა­მო­ცე­მას­თან სა­უბ­რი­სას ეპი­დე­მი­ო­ლო­გი და ინ­ფექ­ცი­ურ და­ა­ვა­დე­ბა­თა ექ­სპერ­ტი, ექი­მი ჯეფ უონ­გი ამ­ბობს, რომ თუ ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი სურ­სა­თის მა­ღა­ზი­ა­ში და­ახ­ვე­ლებს, ან და­ა­ცე­მი­ნებს, დი­დია იმის შან­სი, რომ COVID-19 საკ­ვებ­ზე მოხ­ვდე­ბა.

ჯეფ უონ­გი გვირ­ჩევს, რომ თა­ვის და­ზღვე­ვის მიზ­ნით, კონ­ტე­ი­ნერ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი და შე­ფუ­თუ­ლი პრო­დუქ­ტი ვი­ყი­დოთ და არა მა­ღა­ზი­ის თა­რო­ზე უწეს­რი­გოდ, ყო­ველ­გვა­რი დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბის გა­რე­შე მო­თავ­სე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი. ექ­სპერ­ტის თქმით, ასე უფრო და­ცუ­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით.

  • უნდა გა­მო­ვი­ყენთ თუ არა ბოსტნე­უ­ლი­სა და ხი­ლის გა­სა­რე­ცხად ჟელე, ან სა­პო­ნი?

კო­რო­ნა­ვირუ­სის საფრ­თხის გამო, მკაც­რად ვი­ცავთ ჰი­გი­ე­ნის წე­სებს. ზო­გი­ერ­თი კი, ხი­ლი­სა, თუ ბოსტნე­უ­ლის გა­სა­რე­ცხად ჟე­ლე­სა და სა­პონს იყე­ნებს. თუ თქვენ ასე იქ­ცე­ვით და თან გტან­ჯავთ კი­თხვა - უნდა რე­ცხავ­დეთ თუ არა პრო­დუქ­ტებს საპ­ნით, მარ­ტო არ ხართ. მსოფ­ლი­ო­ში დღეს უამ­რავ ადა­მი­ანს აწუ­ხებს იგი­ვე კი­თხვა.

საკ­ვე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ექ­სპერ­ტი, კა­ნა­დე­ლი მკვლე­ვა­რი ჯეფ ფარ­ბე­რი ამ­ბობს, რომ პრო­დუქ­ტი არა­ნა­ი­რი სა­რე­ცხი სა­შუ­ა­ლე­ბით არ უნდა გა­რე­ცხოთ. თუ საპ­ნით გა­რე­ცხილ საკ­ვებს მი­ირ­თმევთ, ამან შე­იძ­ლე­ბა გუ­ლის­რე­ვა, პირ­ღე­ბი­ნე­ბა, დი­ა­რეა და კუჭ-ნაწ­ლა­ვის სხვა პრობ­ლე­მე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს. ის გირ­ჩევთ, რომ პრო­დუქ­ტი გა­რე­ცხოთ გამ­დი­ნა­რე, ცივი წყლით და ხე­ლით.

გამ­დი­ნა­რე წყალ­ში გა­რე­ცხვი­სას პრო­დუქტს ვირუ­სე­ბი­სა და ბაქ­ტე­რი­ე­ბის 90-დან 99%-მდე შორ­დე­ბა

მი­სი­ვე თქმით, კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ჰი­გი­ე­ნის დაც­ვა. და­ი­ბა­ნეთ ხე­ლე­ბი მა­შინ­ვე, როცა მა­ღა­ზი­ი­დან სახ­ლში დაბ­რუნ­დე­ბით. ფარ­ბე­რი ასე­ვე გირ­ჩევთ, საკ­ვე­ბის მომ­ზა­დე­ბამ­დე კარ­გად გა­რე­ცხოთ ყვე­ლა ის ჭურ­ჭე­ლი, ყვე­ლა ნივ­თი, რო­მე­ლიც საჭ­მლის მო­სამ­ზა­დებ­ლად გჭირ­დე­ბათ.

შე­გიძ­ლი­ათ, გა­მო­ი­ყე­ნოთ ჭურ­ჭლის სა­რე­ცხი სა­შუ­ა­ლე­ბა, ან ჭურ­ჭლის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ალ­კოჰო­ლის შემ­ცვე­ლი სა­დე­ზინ­ფექ­ციო პრო­დუქ­ტე­ბი.

გა­მო­ცე­მა huffpost.com საკ­ვე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ექ­სპერ­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით, იგი­ვე რე­კო­მენ­და­ცი­ებს გვაძ­ლევს. საკ­მა­რი­სია ხე­ლის მოძ­რა­ო­ბით გამ­დი­ნა­რე წყალ­ში კარ­გად გა­რე­ცხოთ პრო­დუქ­ტე­ბი. ლი­მო­ნის, კიტ­რის, სტა­ფი­ლოს და ა.შ გა­სა­რე­ცხად შე­გიძ­ლი­ათ შე­სა­ბა­მი­სი ჯაგ­რი­სიც გა­მო­ი­ყე­ნოთ, მაგ­რამ ისე, რომ პრო­დუქ­ტი არ და­ა­ზი­ა­ნოთ.

საკ­ვე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ექ­სპერ­ტი, ბენ ჩეპ­მე­ნი huffpost.com-თან ამ­ბობს, რომ კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ზო­გა­დად, პრო­დუქ­ტის გამ­დი­ნა­რე წყალ­ში გა­რე­ცხვი­სას, მას ვირუ­სე­ბი­სა და ბაქ­ტე­რი­ე­ბის 90-დან 99%-მდე შორ­დე­ბა.

  • აქვს თუ არა საკ­ვე­ბის გა­რე­ცხვის დროს მნიშ­ვნე­ლო­ბა წყლის ტემ­პე­რა­ტუ­რას?

იდე­ა­ლუ­რია, თუ პრო­დუქტს ცივ წყალ­ში, ხე­ლით კარ­გად გა­რე­ცხავთ. ბევ­რი ადა­მი­ა­ნი პრო­დუქტს თბილ, ან ცხელ წყალ­ში რე­ცხავს და თვლი­ან, რომ ვირუ­სი ასე მოკ­ვდე­ბა, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად, იმის­თვის, რომ ვირუ­სე­ბი და ბაქ­ტე­რი­ე­ბი მოკ­ვდეს, ისე­თი ტემ­პე­რა­ტუ­რის წყა­ლია სა­ჭი­რო, რო­მე­ლიც ხელ­საც დაგწ­ვავთ და პრო­დუქტსაც და­ა­ზი­ა­ნებს.

მა­გა­ლი­თად, თუ კიტრს ადუ­ღე­ბუ­ლი წყლით გა­რე­ცხავთ, ის და­კარ­გავს გე­მოს და საჭ­მე­ლად ვარ­გი­სი აღარ იქ­ნე­ბა, ამი­ტო­მაც ჩეპ­მე­ნი გვირ­ჩევს, რომ უბ­რა­ლოდ ცივი გამ­დი­ნა­რე წყლით და ხე­ლის მოძ­რა­ო­ბით კარ­გად გა­რე­ცხოთ. მისი თქმით, ეს სავ­სე­ბით საკ­მა­რი­სია.

ინ­ფოგ­რა­ფი­კა: ლე­ვან ტა­ბა­ტა­ძე

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მადლობა
9

სასარგებლო მასალაა

zurabi
26

ყველაფერი გამოკვლევებული აქვთ გარდა ვაქცინისა გენიოსებს .

ავტორი:

რამდენ ხანს ძლებს COVID-19 ტანსაცმელზე, ფულზე და რამდენ გრადუსზე ქრება ზედაპირიდან - ეს ჩამონათვალი შეინახეთ

რამდენ ხანს ძლებს COVID-19 ტანსაცმელზე, ფულზე და რამდენ გრადუსზე ქრება ზედაპირიდან - ეს ჩამონათვალი შეინახეთ

კორონავირუსის ახალი ტიპი, COVID-19 ძირითადად ინფიცირებულთან ახლო კონტაქტისას ვრცელდება - მაშინ, როცა ვესაუბრებით ახლო მანძილზე, როცა ის ჩვენს სიახლოვებს ახველებს, ან აცემინებს.

თუმცა, მხოლოდ ეს არ არის - კორონავირუსით დაინფიცირების წყარო, შესაძლოა, ის ზედაპირიც გახდეს, რომელზეც ვირუსი მოხვდება - მაგალითად, ფული, კიბის მოაჯირი ან ლიფტის ღილაკები... დაინფიცირდებით, თუ ხელს ჯერ ასეთ ზედაპირს, ხოლო შემდეგ სახეს, თვალს, ან ცხვირს შეახებთ. სწორედ ამიტომ აქვს ხელების ჰიგიენას განსაკუთრებული მნიშვნელობა.

  • რა განაპირობებს COVID-19-ის გამძლეობას და რამდენ ხანს ცოცხლობს ის სხვადასხვა სახის მყარ ზედაპირზე?

ზედაპირზე კორონავირუსის გამძლეობა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, გადამწყვეტი ფაქტორებია ჰაერის ტემპერატურა, ტენიანობა და ზედაპირის სახეობა.

აუცილებელია ზედაპირების რეგულარული გაწმენდა და გასუფთავება

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე ჩატარდა რამდენიმე კვლევა. გაგაცნობთ ექსპერტების მიერ ყველაზე სანდოდ მიჩნეული კვლევების შედეგებს, რომელსაც გამოცემა Business Insider აქვეყნებს.

გამოცემის ცნობით, 2 აპრილს ჟურნალ The Lancet Microbe-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, COVID-19 ქაღალდის ზედაპირიდან 3 საათში გაქრა. 2 დღე გაძლო მან ხისა და ტანსაცმლის ზედაპირზე, 4 დღე მინაზე და ქაღალდის ფულზე (შენიშვნა: ის, თუ რატომ ძლებს COVID-19 ფულის კუპიურაზე უფრო მეტხანს, ვიდრე ჩვეულებრივ ქაღალდზე, ჯერ შესწავლის საგანია).

მკვლევარების მიერ შემოწმებულ მასალებს შორის, კორონავირუსმა ყველაზე დიდხანს - 7 დღე გაძლო სამედიცინო პირბადის გარე ზედაპირზე.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული კიდევ ერთი კვლევის შედეგი New England Journal of Medicine-ში 17 მარტს გამოქვეყნდა. ამ კვლევის მიხედვით, ვირუსს შეუძლია 4 საათი გაძლოს სპილენძზე, 1 დღე მუყაოზე, 3 დღე პლასტმასსა და უჟანგავ ფოლადზე. აღსანიშნავია, რომ ორივე კვლევის დროს, სპეციალისტებმა კორონავირუსის გამძლეობა შეისწავლეს 65%-იანი ტენიანობისა და 21°C-ის ტემპერატურის პირობებში

იხილეთ ინფოგრაფიკა, სადაც ორივე კვლევის შედეგია ნაჩვენები:

  • ჰაერის ტემპერატურის როლი კორონავირუსის გამძლეობაზე

ერთ-ერთი ბოლო კვლევა აჩვენებს, რომ COVID-19 ორი კვირა ძლებს 4°C ტემპერატურაზე, ხოლო 37°C-ზე ერთი, ან ორი დღე.

რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით უფრო მცირდება ვირუსის გამძლეობა.

ჰონგ კონგის უნივერსიტეტის მეცნიერების დასკვნით, +56 გრადუსზე კორონავირუსი 30 წუთში, ხოლო +70 გრადუსზე ხუთ წუთში კვდება.

  • რამდენ ხანს ძლებს კორონავირუსი საკვებ პროდუქტებზე და შესაძლებელია თუ არა, ადამიანი საკვებით დაინფიცირდეს?

ჯერჯერობით არ არსებობს კვლევა იმის შესახებ, თუ რამდენ ხანს ძლებს კორონავირუსი ხილის, ან ბოსტნეულის ზედაპირზე, მაგრამ იმის შანსი, რომ ის პროდუქტზე მოხვდეს და ადამიანს გადაედოს, ნამდვილად არის.

ამის შესახებ წერს კანადური გამოცემა Globalnews. გამოცემასთან საუბრისას ეპიდემიოლოგი და ინფექციურ დაავადებათა ექსპერტი, ექიმი ჯეფ უონგი ამბობს, რომ თუ ვირუსით ინფიცირებული ადამიანი სურსათის მაღაზიაში დაახველებს, ან დააცემინებს, დიდია იმის შანსი, რომ COVID-19 საკვებზე მოხვდება.

ჯეფ უონგი გვირჩევს, რომ თავის დაზღვევის მიზნით, კონტეინერში მოთავსებული და შეფუთული პროდუქტი ვიყიდოთ და არა მაღაზიის თაროზე უწესრიგოდ, ყოველგვარი დამცავი საშუალების გარეშე მოთავსებული საკვები. ექსპერტის თქმით, ასე უფრო დაცულები ვიქნებით.

  • უნდა გამოვიყენთ თუ არა ბოსტნეულისა და ხილის გასარეცხად ჟელე, ან საპონი?

კორონავირუსის საფრთხის გამო, მკაცრად ვიცავთ ჰიგიენის წესებს. ზოგიერთი კი, ხილისა, თუ ბოსტნეულის გასარეცხად ჟელესა და საპონს იყენებს. თუ თქვენ ასე იქცევით და თან გტანჯავთ კითხვა - უნდა რეცხავდეთ თუ არა პროდუქტებს საპნით, მარტო არ ხართ. მსოფლიოში დღეს უამრავ ადამიანს აწუხებს იგივე კითხვა.

საკვების უსაფრთხოების ექსპერტი, კანადელი მკვლევარი ჯეფ ფარბერი ამბობს, რომ პროდუქტი არანაირი სარეცხი საშუალებით არ უნდა გარეცხოთ. თუ საპნით გარეცხილ საკვებს მიირთმევთ, ამან შეიძლება გულისრევა, პირღებინება, დიარეა და კუჭ-ნაწლავის სხვა პრობლემები გამოიწვიოს. ის გირჩევთ, რომ პროდუქტი გარეცხოთ გამდინარე, ცივი წყლით და ხელით.

გამდინარე წყალში გარეცხვისას პროდუქტს ვირუსებისა და ბაქტერიების 90-დან 99%-მდე შორდება

მისივე თქმით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამზარეულოში ჰიგიენის დაცვა. დაიბანეთ ხელები მაშინვე, როცა მაღაზიიდან სახლში დაბრუნდებით. ფარბერი ასევე გირჩევთ, საკვების მომზადებამდე კარგად გარეცხოთ ყველა ის ჭურჭელი, ყველა ნივთი, რომელიც საჭმლის მოსამზადებლად გჭირდებათ.

შეგიძლიათ, გამოიყენოთ ჭურჭლის სარეცხი საშუალება, ან ჭურჭლისთვის განკუთვნილი ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო პროდუქტები.

გამოცემა huffpost.com საკვების უსაფრთხოების ექსპერტებზე დაყრდნობით, იგივე რეკომენდაციებს გვაძლევს. საკმარისია ხელის მოძრაობით გამდინარე წყალში კარგად გარეცხოთ პროდუქტები. ლიმონის, კიტრის, სტაფილოს და ა.შ გასარეცხად შეგიძლიათ შესაბამისი ჯაგრისიც გამოიყენოთ, მაგრამ ისე, რომ პროდუქტი არ დააზიანოთ.

საკვების უსაფრთხოების ექსპერტი, ბენ ჩეპმენი huffpost.com-თან ამბობს, რომ კვლევის მიხედვით, ზოგადად, პროდუქტის გამდინარე წყალში გარეცხვისას, მას ვირუსებისა და ბაქტერიების 90-დან 99%-მდე შორდება.

  • აქვს თუ არა საკვების გარეცხვის დროს მნიშვნელობა წყლის ტემპერატურას?

იდეალურია, თუ პროდუქტს ცივ წყალში, ხელით კარგად გარეცხავთ. ბევრი ადამიანი პროდუქტს თბილ, ან ცხელ წყალში რეცხავს და თვლიან, რომ ვირუსი ასე მოკვდება, მაგრამ რეალურად, იმისთვის, რომ ვირუსები და ბაქტერიები მოკვდეს, ისეთი ტემპერატურის წყალია საჭირო, რომელიც ხელსაც დაგწვავთ და პროდუქტსაც დააზიანებს.

მაგალითად, თუ კიტრს ადუღებული წყლით გარეცხავთ, ის დაკარგავს გემოს და საჭმელად ვარგისი აღარ იქნება, ამიტომაც ჩეპმენი გვირჩევს, რომ უბრალოდ ცივი გამდინარე წყლით და ხელის მოძრაობით კარგად გარეცხოთ. მისი თქმით, ეს სავსებით საკმარისია.

ინფოგრაფიკა: ლევან ტაბატაძე

"ნინო ანანიაშვილის გადაწყვეტილებას არანაირი გამართლება არ აქვს" - მიხეილ სააკაშვილი

"შორენა თეთრუაშვილი მეუფე ანტონის კონტაქტია, ის  თვითიზოლაციაშია... პატრიარქს, შესაძლოა, ტესტის გაკეთება შესთავაზონ" - ცისანა შარტავა

"წახალისება ხდება თავშეუკავებლობის, გარყვნილების, ცილისწამების, სიცრუის, ავსიტყვაობის, უზნეობის.." - პატრიარქი