ავტორი:

"მოსკოვში კომენდანტის საათი არ არის, მაგრამ სახლებში ვზივართ" - იზოლაციაში მყოფი ქეთა თოფურია მეორე და მესამე შვილზე ფიქრობს

"მოსკოვში კომენდანტის საათი არ არის, მაგრამ სახლებში ვზივართ" - იზოლაციაში მყოფი ქეთა თოფურია მეორე და მესამე შვილზე ფიქრობს

მსოფლიო პანდემიის დროს, როდესაც ცნობილი სახეები მაყურებელთან ფაქტობრივად უსაქმოდ დარჩნენ, თაყვანისმცემლებს სოციალური ქსელის საშუალებით ლაივ ჩართვებს სთავაზობენ.

ბოლო დროს, "ინსტაგრამზე" ერთგვარი "ჩელენჯია" - "მკითხე რაც გინდა". ვარსკვლავები "მიმდევრების" მიერ დასმულ კითხვებს პასუხებს "სთორების" საშუალებით სცემენ.

სწორედ ასე გაახარა მოსკოვში, იზოლაციაში მყოფმა ქეთა თოფურიამ ფანები და მათ კითხვებს სიამოვნებით უპასუხა. ქართული წარმოშობის რუსეთში მოღვაწე ვარსკვლავი პირველ ქმარს ლევ გეიხმანს წლებია დაშორდა, წყვილს საერთო შვილი ოლივია ჰყავთ. ქეთას მეორე გახმაურებული რომანი ჰქონდა რეპერ გუფისთან, რომელსაც ღალატის გამო სკანდალურად დაშორდა. ამჟამად მისი რჩეული 35 წლის ბიზნესმენი და დიპლომატი ლევ ძენგოვია.

- ერთი თვეა სახლში ვზივარ, ძალიან გამიჭირდა, თუმცა თავიდან დავისვენე და მომწონდა. მოსკოვში კომენდანტის საათი არ არის, მაგრამ ვზივართ სახლებში და მხოლოდ ეზოებში გამოვდივართ. არსად არ დავდივართ.

- ოლივია როგორ არის?

- ოლივია ამ სიტუაციაში ყველაზე კარგად არის. ის ნორჩი ბლოგერია, ხატავს, ამზადებს მისალოც ბარათებს. როდესაც საქართველოში ჩამომყავს, რაღაცეებს ქართულად ლაპარაკობს. ასევე ვგეგმავ მეორე და მესამე შვილის გაჩენას.

- გიყვარს ხაჭაპური, როგორ ზრუნავ საკუთარ ფიგურაზე?

- ხაჭაპური ძალიან მიყვარს. როდესაც საქართველოში ვარ ყოველდღე ვჭამ, რუსეთში თვეში 3-4-ჯერ. ორსულობისას 17 კილოგრამი მოვიმატე, მაგრამ იმდენად გამხდარი ხელები და ფეხები მაქვს, რომ არ შემეტყო. ყველაფერს ვჭამდი, რაც მინდოდა. 33 წლის ვარ და ზუსტად ისე ვგრძნობ თავს, როგორც ამ ასაკში უნდა ვგრძნობდე. ბოლო დროს ვერ ვუვლი ფიგურას, ძირითადად აზიდვებს ვაკეთებ.

- ქართული თუ რუსული?

- მე ქართველი ვარ, ასეთი კითხვის დასმა როგორ შეიძლება?! როგორ მეკითხებით?! თუ ყველაფერი კარგად იქნება, საქართველოში ივნისში ჩამოვალ.

- სიგარეტს თუ ეწევი?

- სიგარეტს ვეწეოდი და თავი დავანებე, მაგრამ ახლა ხანდახან მინდება.

- კარანტინის დასრულების შემდეგ რა გეგმები გაქვს, პირველი რას გააკეთებ?

- კარანტინის შემდეგ ჯერჯერობით გეგმები არ მაქვს. პირველი რას გავაკეთებ? - ძალიან მინდა ზღვაზე წასვლა.

"აბა, მოვედი მახარობელი... ბიჭია, ბიჭიი" - მომღერალ ქეთა თოფურიას მეორე შვილი შეეძინა

"მოვტრიალდი და პარტერში არც ერთი ადამიანი არ იჯდა... სამთავრობო დელეგაცია გაქრა" - ბესო ზანგური იხსენებს, როგორ შეუვარდნენ სახლში იარაღის მუქარით, პრეზიდენტის როლის გამო

რომელი ცნობილი ბიზნესმენის სარძლოა ნინი ქარსელაძე - მომღერლის შეყვარებულის ოჯახი ქონების წართმევაში დავით კეზერაშვილს ადანაშაულებდა