მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის უნდა მიიტანოთ ეჭვი COVID-19-ზე და რა უნდა იცოდეთ, თუ სახლში მკურნალობა მოგიწევთ
როდის უნდა მიიტანოთ ეჭვი COVID-19-ზე და რა უნდა იცოდეთ, თუ სახლში მკურნალობა მოგიწევთ

"რო­დე­საც პირ­ვე­ლი სიმპტო­მე­ბი გვაქვს, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არ უნდა გა­ვიქ­ცეთ, უნდა დავრე­კოთ 112-ზე და ექი­მე­ბი წარ­მარ­თა­ვენ ყვე­ლა­ფერს" - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ, 112-ში ვი­ზი­ტი­სას გა­ნა­ცხა­და.

ამ­ჟა­მად კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი კლი­ნი­კებ­ში მკურ­ნა­ლო­ბენ, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის პო­ზი­ცი­ით, თუ შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა საგ­რძნობ­ლად მო­ი­მა­ტებს, მსუ­ბუ­ქი სიმ­ძი­მის პა­ცი­ენ­ტებს მი­ე­ცე­მათ რე­კო­მენ­და­ცია, სახ­ლებ­ში იმ­კურ­ნა­ლონ.

რო­გორ უნდა მო­იქ­ცეთ თუ გაქვთ ეჭვი, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სით ხართ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი? - ამა­ზე პა­სუხს ვკი­თხუ­ლობთ პრო­ტო­კოლ­ში, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ შე­ი­მუ­შა­ვა.

რო­დის უნდა მი­ვი­ტა­ნოთ ეჭვი COVID 19 ის არ­სე­ბო­ბა­ზე?

კლი­ნი­კუ­რი ეჭ­ვის მი­ტა­ნა COVID-19-ის არ­სე­ბო­ბა­ზე უპირ­ვე­ლე­სად აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმ პა­ცი­ენ­ტებ­ში, რო­მელ­თაც აღე­ნიშ­ნე­ბათ:

  • ახ­ლად აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი ცხე­ლე­ბა და/ან სა­სუნ­თქი სის­ტე­მის (რეს­პი­რა­ცი­უ­ლი) სიმპტო­მე­ბი (მაგ., ხვე­ლა, ქო­ში­ნი);
  • ქვე­და სა­სუნ­თქი გზე­ბის მძი­მე და­ა­ვა­დე­ბა, რომ­ლის მი­ზე­ზი გა­ურ­კვე­ვე­ლია.

COVID-19-ის არ­სე­ბო­ბის ალ­ბა­თო­ბა იზ­რდე­ბა, თუ ზე­მოთ აღ­წე­რი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი:

  • ცხოვ­რო­ბენ ან მოგ­ზა­უ­რობ­დნენ გა­სუ­ლი 14 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ ად­გი­ლებ­ში (ქვე­ყა­ნა, რე­გი­ო­ნი, რა­ი­ო­ნი, და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტი), სა­დაც SARSCoV-2 ინ­ფექ­ცი­ის შიდა გავ­რცე­ლე­ბაა აღ­წე­რი­ლი;
  • გა­სუ­ლი 14 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰქონ­დათ მჭიდ­რო კონ­ტაქ­ტი COVID-19-ის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ან შე­საძ­ლო შემ­თხვე­ვის მქო­ნე პი­რებ­თან, მათ შო­რის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­მუ­შა­ვე პირ­თან. ახლო კონ­ტაქ­ტი გუ­ლის­ხმობს ასეთ პირ­თან 2 მეტ­რის და უფრო ახლო მან­ძილ­ზე ხან­გრძლი­ვად ყოფ­ნას პერ­სო­ნა­ლუ­რი დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­რე­შე ან და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ სეკ­რე­ტებ­თან პირ­და­პი­რი კონ­ტაქტს პერ­სო­ნა­ლუ­რი დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­რე­შე.

შე­საძ­ლო შემ­თხვე­ვად ით­ვლე­ბა პა­ცი­ენ­ტი ნე­ბის­მი­ე­რი მწვა­ვე რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ით (ხვე­ლა, ყე­ლის ტკი­ვი­ლი და სხვ.) ცხე­ლე­ბით ან მის გა­რე­შე, რო­მე­ლიც სიმპტო­მე­ბის და­წყე­ბამ­დე 14 დღით ადრე მოგ­ზა­უ­რობ­და ჯან­მო-ს მიერ რის­კის ზო­ნად მიჩ­ნე­ულ ქვეყ­ნებ­ში ან იმ­ყო­ფე­ბო­და კონ­ტაქ­ტში ამ ქვეყ­ნე­ბი­დან ჩა­მო­სულ პი­რებ­თან ან სიმპტო­მე­ბის გა­ჩე­ნამ­დე 14 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და კონ­ტაქ­ტში COVID-19-ის და­დას­ტუ­რე­ბულ ან სა­ვა­რა­უ­დო შემ­თხვე­ვას­თან, ან მუ­შა­ობ­და ან იმ­ყო­ფე­ბო­და ისეთ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, სა­დაც COVID-19-ის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ან სა­ვა­რა­უ­დო შემ­თხვე­ვე­ბი მკურ­ნა­ლობ­დნენ.

სა­ვა­რა­უ­დო შემ­თხვე­ვად ით­ვლე­ბა შე­საძ­ლო შემ­თხვე­ვა, რომ­ლის SARS-CoV-2-ზე ტეს­ტი­რე­ბი­სას არის გა­ურ­კვე­ვე­ლი შე­დე­გი ან და­დას­ტუ­რე­ბა მოხ­და პან-კო­რო­ნა­ვირუს­ზე კვლე­ვით და სხვა რეს­პი­რა­ცი­უ­ლი პა­თო­გე­ნე­ბით ინ­ფი­ცი­რე­ბა არ იქნა გა­მოვ­ლე­ნი­ლი.

და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვად ით­ვლე­ბა პირი, რო­მელ­საც ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი SARS-CoV-2 ინ­ფექ­ცია უფიქ­სირ­დე­ბა, კლი­ნი­კუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი­სა და სიმპტო­მე­ბის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად.

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პრო­ტო­კო­ლის მი­ხედ­ვით, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს ეძ­ლე­ვა რე­კო­მენ­და­ცია, რომ COVID-19-ის სა­ეჭ­ვო ან და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის ბი­ნა­ზე მო­ნი­ტო­რინ­გი­სას, მსუ­ბუ­ქი სიმპტო­მე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენტს ურ­ჩი­ონ დარ­ჩეს სახ­ლში და მო­ახ­დი­ნოს თვი­თი­ზო­ლა­ცია 14 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში.

"მი­ა­წო­დეთ თვით­მოვ­ლის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი. თუ თვი­თი­ზო­ლა­ცია შე­უძ­ლე­ბე­ლია, სა­მი­ნის­ტროს­თან შე­თან­ხმე­ბით უზ­რუნ­ველ­ყა­ვით პა­ცი­ენ­ტის გა­დაყ­ვა­ნა სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცე­ში. ურ­ჩი­ეთ ტემ­პე­რა­ტუ­რის გა­ზომ­ვა სულ მცი­რე დღე­ში ორ­ჯერ (დილა-სა­ღა­მოს).

პა­ცი­ენტს ეძ­ლე­ვა ბი­ნა­ზე დარ­ჩე­ნის რე­კო­მენ­და­ცია, თუ:

  • პა­ცი­ენტს ყავს შე­სა­ბა­მი­სი მზრუნ­ვე­ლი პი­რე­ბი ოჯახ­ში;
  • პა­ცი­ენტს აქვს იზო­ლი­რე­ბუ­ლი ოთა­ხი, სა­დაც არ შევ­ლენ ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბი;
  • აქვს ადეკ­ვა­ტუ­რი რე­სურ­სი საკ­ვე­ბი­სა და სხვა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად;
  • პა­ცი­ენ­ტსა და ოჯა­ხის წევ­რებს აქვთ შე­სა­ბა­მი­სი პი­რა­დი დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი (სულ მცი­რე, ხელ­თათ­მა­ნე­ბი და ნი­ღა­ბი) და იცი­ან მათი მოხ­მა­რე­ბის წე­სე­ბი
  • პა­ცი­ენ­ტი და ოჯა­ხის წევ­რე­ბი იცა­ვენ რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ჰი­გი­ე­ნის წე­სებს (ხვე­ლის ეტი­კე­ტი, ხე­ლე­ბის ჰი­გი­ე­ნა და ა. შ.)

თუ პა­ცი­ენტს ყავს ოჯა­ხის წევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლოა იმ­ყო­ფე­ბო­დენ COVID-19 ინ­ფექ­ცი­ის გარ­თუ­ლე­ბე­ბის მა­ღა­ლი რის­კის ქვეშ - მა­გა­ლი­თად, ხან­დაზ­მუ­ლე­ბი, პა­ცი­ენ­ტე­ბი ქრო­ნი­კულ და­ა­ვა­დე­ბე­ბით, იმუ­ნო­კომ­პო­რო­მე­ტი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი - ასეთ დროს აუ­ცი­ლე­ბე­ლია პა­ცი­ენ­ტის გა­და­მი­სა­მარ­თე­ბა სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცე­ში.

რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი პა­ცი­ენ­ტის­თვის, რო­მე­ლიც სახ­ლში რჩე­ბა:

  • დღის მან­ძილ­ზე მი­ი­ღეთ საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხე, რათა შარდს შე­უ­ნარ­ჩუნ­დეს ღია გამჭვირ­ვა­ლე ფერი;
  • შე­საძ­ლე­ბე­ლია მი­ი­ღოთ პა­რა­ცე­ტა­მო­ლი სიმპტო­მე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით;
  • მე­დი­კა­მენ­ტი მი­ი­ღეთ ინ­სტრუქ­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად და არ გა­და­ა­ჭარ­ბოთ დო­ზას;
  • თუ თქვენ ან თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რი სა­ჭი­რო­ებთ და­უ­ყოვ­ნე­ბელ სა­მე­დი­ცი­ნო რჩე­ვებს - მი­მარ­თეთ ექიმს, თუ თქვე­ნი ან ოჯა­ხის სხვა წევ­რის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­დე­ბა;

პრო­ტო­კო­ლის მი­ხედ­ვით, ექიმ­მა უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს პა­ცი­ენ­ტის სა­ტე­ლე­ფო­ნო მო­ნი­ტო­რინ­გი მე-3 დღეს და შემ­დგო­მი სა­მოქ­მე­დო გეგ­მაც უნდა გა­ნი­სა­ზღვროს კლი­ნი­კუ­რი შე­ფა­სე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში პა­ცი­ენ­ტის ჰოს­პი­ტალ­ში გა­და­საყ­ვა­ნად ექი­მი უკავ­შირ­დე­ბა 112-ს.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცე­ში გან­თავ­სე­ბულ პა­ცი­ენ­ტებს, მათ მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბას გა­უ­წევს სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცე­ში მო­მუ­შა­ვე სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი.

ნა­ხეთ სა­ხელ­მწი­ფო პრო­ტო­კო­ლი: ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით (SARS-CoV-2) გა­მოწ­ვე­ულ ინ­ფექ­ცი­ა­ზე (COVID-19) სა­ეჭ­ვო შემ­თხვე­ვის მარ­თვა პირ­ვე­ლად ჯან­დაც­ვა­ში

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გუგა
27

უმარტივეს რჩევას მოგცემთ როგორც კი ნაცების მოსმენას დაიწყებთ კორონას სიმპტომები სახეზეა აი თუ დაიჯერებთ კიდეც მდგომარეობა უმძიმესი გაქვთ მაშინ სერიოზული მკურნალობა დაგჭირდებათ

დ.დ.
8

კორო თურმე გველებს არ ემართებათ.ასე,რომ ნაცები და მათი გულშემატკივარი ტელედედაკაცები და ტელემამაკაცუნებიც გარანტირებულად დაცულები არიან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

როდის უნდა მიიტანოთ ეჭვი COVID-19-ზე და რა უნდა იცოდეთ, თუ სახლში მკურნალობა მოგიწევთ

როდის უნდა მიიტანოთ ეჭვი COVID-19-ზე და რა უნდა იცოდეთ, თუ სახლში მკურნალობა მოგიწევთ

"როდესაც პირველი სიმპტომები გვაქვს, საავადმყოფოში არ უნდა გავიქცეთ, უნდა დავრეკოთ 112-ზე და ექიმები წარმართავენ ყველაფერს" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, 112-ში ვიზიტისას განაცხადა.

ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებულები კლინიკებში მკურნალობენ, თუმცა საქართველოს მთავრობის პოზიციით, თუ შემთხვევათა რაოდენობა საგრძნობლად მოიმატებს, მსუბუქი სიმძიმის პაციენტებს მიეცემათ რეკომენდაცია, სახლებში იმკურნალონ.

როგორ უნდა მოიქცეთ თუ გაქვთ ეჭვი, რომ კორონავირუსით ხართ ინფიცირებული? - ამაზე პასუხს ვკითხულობთ პროტოკოლში, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეიმუშავა.

როდის უნდა მივიტანოთ ეჭვი COVID 19 ის არსებობაზე?

კლინიკური ეჭვის მიტანა COVID-19-ის არსებობაზე უპირველესად აუცილებელია იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ:

  • ახლად აღმოცენებული ცხელება და/ან სასუნთქი სისტემის (რესპირაციული) სიმპტომები (მაგ., ხველა, ქოშინი);
  • ქვედა სასუნთქი გზების მძიმე დაავადება, რომლის მიზეზი გაურკვეველია.

COVID-19-ის არსებობის ალბათობა იზრდება, თუ ზემოთ აღწერილი პაციენტები:

  • ცხოვრობენ ან მოგზაურობდნენ გასული 14 დღის განმავლობაში იმ ადგილებში (ქვეყანა, რეგიონი, რაიონი, დასახლებული პუნქტი), სადაც SARSCoV-2 ინფექციის შიდა გავრცელებაა აღწერილი;
  • გასული 14 დღის განმავლობაში ჰქონდათ მჭიდრო კონტაქტი COVID-19-ის დადასტურებული ან შესაძლო შემთხვევის მქონე პირებთან, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე პირთან. ახლო კონტაქტი გულისხმობს ასეთ პირთან 2 მეტრის და უფრო ახლო მანძილზე ხანგრძლივად ყოფნას პერსონალური დამცავი საშუალებების გარეშე ან დაინფიცირებულ სეკრეტებთან პირდაპირი კონტაქტს პერსონალური დამცავი საშუალებების გარეშე.

შესაძლო შემთხვევად ითვლება პაციენტი ნებისმიერი მწვავე რესპირაციული ინფექციით (ხველა, ყელის ტკივილი და სხვ.) ცხელებით ან მის გარეშე, რომელიც სიმპტომების დაწყებამდე 14 დღით ადრე მოგზაურობდა ჯანმო-ს მიერ რისკის ზონად მიჩნეულ ქვეყნებში ან იმყოფებოდა კონტაქტში ამ ქვეყნებიდან ჩამოსულ პირებთან ან სიმპტომების გაჩენამდე 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდა კონტაქტში COVID-19-ის დადასტურებულ ან სავარაუდო შემთხვევასთან, ან მუშაობდა ან იმყოფებოდა ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც COVID-19-ის დადასტურებული ან სავარაუდო შემთხვევები მკურნალობდნენ.

სავარაუდო შემთხვევად ითვლება შესაძლო შემთხვევა, რომლის SARS-CoV-2-ზე ტესტირებისას არის გაურკვეველი შედეგი ან დადასტურება მოხდა პან-კორონავირუსზე კვლევით და სხვა რესპირაციული პათოგენებით ინფიცირება არ იქნა გამოვლენილი.

დადასტურებული შემთხვევად ითვლება პირი, რომელსაც ლაბორატორიულად დადასტურებული SARS-CoV-2 ინფექცია უფიქსირდება, კლინიკური გამოვლინებებისა და სიმპტომებისგან დამოუკიდებლად.

ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის მიხედვით, სამედიცინო პერსონალს ეძლევა რეკომენდაცია, რომ COVID-19-ის საეჭვო ან დადასტურებული პაციენტების ბინაზე მონიტორინგისას, მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტს ურჩიონ დარჩეს სახლში და მოახდინოს თვითიზოლაცია 14 დღის განმავლობაში.

"მიაწოდეთ თვითმოვლის რეკომენდაციები. თუ თვითიზოლაცია შეუძლებელია, სამინისტროსთან შეთანხმებით უზრუნველყავით პაციენტის გადაყვანა საკარანტინე სივრცეში. ურჩიეთ ტემპერატურის გაზომვა სულ მცირე დღეში ორჯერ (დილა-საღამოს).

პაციენტს ეძლევა ბინაზე დარჩენის რეკომენდაცია, თუ:

  • პაციენტს ყავს შესაბამისი მზრუნველი პირები ოჯახში;
  • პაციენტს აქვს იზოლირებული ოთახი, სადაც არ შევლენ ოჯახის სხვა წევრები;
  • აქვს ადეკვატური რესურსი საკვებისა და სხვა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად;
  • პაციენტსა და ოჯახის წევრებს აქვთ შესაბამისი პირადი დაცვის საშუალებები (სულ მცირე, ხელთათმანები და ნიღაბი) და იციან მათი მოხმარების წესები
  • პაციენტი და ოჯახის წევრები იცავენ რესპირაციული ჰიგიენის წესებს (ხველის ეტიკეტი, ხელების ჰიგიენა და ა. შ.)

თუ პაციენტს ყავს ოჯახის წევრები, რომლებიც შესაძლოა იმყოფებოდენ COVID-19 ინფექციის გართულებების მაღალი რისკის ქვეშ - მაგალითად, ხანდაზმულები, პაციენტები ქრონიკულ დაავადებებით, იმუნოკომპორომეტირებული პირები - ასეთ დროს აუცილებელია პაციენტის გადამისამართება საკარანტინე სივრცეში.

რეკომენდაციები პაციენტისთვის, რომელიც სახლში რჩება:

  • დღის მანძილზე მიიღეთ საკმარისი რაოდენობით სითხე, რათა შარდს შეუნარჩუნდეს ღია გამჭვირვალე ფერი;
  • შესაძლებელია მიიღოთ პარაცეტამოლი სიმპტომების გაუმჯობესების მიზნით;
  • მედიკამენტი მიიღეთ ინსტრუქციის შესაბამისად და არ გადააჭარბოთ დოზას;
  • თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრი საჭიროებთ დაუყოვნებელ სამედიცინო რჩევებს - მიმართეთ ექიმს, თუ თქვენი ან ოჯახის სხვა წევრის მდგომარეობა გაუარესდება;

პროტოკოლის მიხედვით, ექიმმა უნდა განახორციელოს პაციენტის სატელეფონო მონიტორინგი მე-3 დღეს და შემდგომი სამოქმედო გეგმაც უნდა განისაზღვროს კლინიკური შეფასების საფუძველზე. მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში პაციენტის ჰოსპიტალში გადასაყვანად ექიმი უკავშირდება 112-ს.

რაც შეეხება საკარანტინე სივრცეში განთავსებულ პაციენტებს, მათ მეთვალყურეობას გაუწევს საკარანტინე სივრცეში მომუშავე სამედიცინო პერსონალი.

ნახეთ სახელმწიფო პროტოკოლი: ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) საეჭვო შემთხვევის მართვა პირველად ჯანდაცვაში

გამოცხადდება თუ არა სკოლებში აკადემიური წელი?

მსუბუქი ავტომანქანებით მოძრაობა აკრძალულია 27 აპრილის დღის ბოლომდე

"ვცხოვრობ ჩვეულებრივ სოფელში, თავისი მამლებით და ძაღლების გაბმული ყეფით" - როგორ გამოიყურება მიხეილ სააკაშვილის სახლი "ლესნიკებში"

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"